მკითხველთა კლუბის ხელმძღვანელ ივანე სურგულაძის განცხადება
დამატების თარიღი: 2019-02-22 14:51:00

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველთა კლუბის ხელმძღვანელ ივანე სურგულაძის განცხადება:

„დაარსდა ახალი სატირულ-იუმორისტული ჟურნალი „დიპლიპიტო". ჟურნალის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ივანე სურგულაძე. ჟურნალის სარედაქციო კოლეგია: თემურ ჩალაბაშვილი, ერეკლე საღლიანი, ვანო ცინცაძე, ბიძინა მახარაძე, თეიმურაზ მიქაუტაძე, თემურ ცერცვაძე, ანზორ სიჭინავა, გიორგი გაბუნია, ბადრი ხურცილავა, ლევან მებურიშვილი.

ჟურნალი გამოვა თვეში ორჯერ. ის იხელმძღვანელებს თავისუფალი პრესის პრინციპით. ჟურნალ „დიპლიპიტოში" დაიბეჭდება სატირული და სახალისო ჩანახატები, გამოჩენილ ადამიანთა თუ სხვათა ოხუნჯობანი და კურიოზები, ქართული და უცხოური იუმორი, მოკლე სხარტულები, მასალები ძველი სატირულ-იუმორისტული ჟურნალებიდან და სხვა.

ჩვენს ჟურნალში მასალების დასაბეჭდად გზა ხსნილი აქვს ყოველ ნიჭიერ ადამიანს. გამოგზავნეთ საუკეთესო მასალები, ოღონდ ამთავითვე უნდა გაუწყოთ, რომ ბილწსიტყვაობას ჟურნალში არ განვათავსებთ.

ჟურნალის მთავარი რედაქტორი და, ასევე, სარედაქციო კოლეგია პასუხს არ აგებენ ავტორთა მასალებზე და მათ პოლიტიკურ თუ სხვა შეხედულებებზე. მოწოდებული მასალები ავტორებს უკან არ უბრუნდებათ.

ჩვენ ვგეგმავთ რამდენიმე თვეში უკვე ყოველ მოწოდებულ მასალაზე შეძლებისდაგვარად ჰონორარი გავცეთ.

დაგვიდექით გვერდით და გპირდებით, რომ ჩვენ ძალიან საინტერესო ჟურნალს გამოვცემთ. მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: ტ. 599 80-72-10; vanosurguladze@gmail.com ან დაგვიკავშირდით ფეისბუკგვერდზე


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ