30 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა თინათინ რუხაძემ.
მემორანდუმის თანახმად, ეროვნული ბიბლიოთეკა მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის უნიკალურ არქივს (ფოტო და ვიდეომასალა, ფოლკლორის კაბინეტის არქივი) სრულად გააციფრებს. ელექტრონული ბაზა განთავსდება ინტერნეტსივრცეში და მასზე წვდომის შესაძლებლობა ექნებათ როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებს, ისე მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აღსაზრდელებს.