მსოფლიო სიახლეების დაიჯესტი მკითხველებისთვის
დამატების თარიღი: 2017-03-10 16:19:00

ძვირფასო მკითხველებო, 


10 მარტიდან 15 აპრილამდე, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში ჩართულია მსოფლიო სიახლეების დაიჯესტი World News Digest

მსოფლიოს ახალი ამბების ავტორიტეტული წყარო, 1940 წლიდან ასახავს მიმდინარე მოვლენებს, კონტექსტისა და პერსპექტივის გათვალისწინებით.

საერთაშორისო საგანმანათლებლო მედიაჯგუფის, Infobase Learning მომზადებული დაიჯესტი მსოფლიოს სხვადასხვა სამთავრობო და მედია ორგანიზაციებისთვის ავტორიტეტულ წყაროს წარმოადგენს. დღევანდელ სიახლეებთან ერთად, World News Digest მოიცავს 1940 წლიდან დღემდე გამოცემულ, 300 000-ზე მეტ სტატიას, ქვეყნების პროფილებს, ისტორიულ დოკუმენტებს, ბიოგრაფიებს, კვლევით წყაროებსა და კარიკატურებსაც კი. აღნიშნული მონაცემთა ბაზა დიდ დახმარებას გაუწევს მედიის სპეციალისტებს.

 

Infobase Learning ცნობილი ამერიკული ორგანიზაციაა, რომელიც 1940 წელს დაარსდა და, მას შემდეგ, სკოლებსა და ბიბლიოთეკებს დამატებითი საგანმანათლებლო რესურსებით ამარაგებს. მრავალი წლის განმავლობაში, ორგანიზაცია არაერთი ჯილდოს მფლობელია, როგორც ყველაზე სანდო და ხარისხიანი კოლექციების მიმწოდებელი.

დამატებითი ინფორმაციისა და ინდივიდუალური პაროლისთვის მოგვმართეთ მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში. 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ