მულტიეთნიკურ სოფელ ზანავში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა
დამატების თარიღი: 2017-05-07 10:00:00

7 მაისს ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა "ეკვილიბრიუმი" ადიგენის მუნიციპალიტეტის მულტიეთნიკურ სოფელ ზანავს ეწვია. ზანავის სპორტულ-კულტურულ ცენტრში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა.

ბიბლიოთეკის გახსნა ამერიკის ელჩის მეუღლის ფრანჩესკა კელისა და იაპონიის ელჩის მეუღლის ჰარეუ კაიტანის, ასევე "მსოფლიო ქალთა ასოციაციის" მხარდაჭერით მოხერხდა. დღის გმირი კი მინდია შანაიძე იყო. ამ ადამიანმა მეგობრების დახმარებით მოახერხა სპორტულ-კულტურული  ცენტრის აშენება.


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ