ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა
დამატების თარიღი: 2017-06-10 09:45:00

10 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა. ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში ფაცული ბარათაშვილის ნაწარმოებების პირველი ბეჭდური გამოცემები, თარგმანები, მწერლის შესახებ ლიტერატურა, ასევე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერები. მათ შორის 1839 წელს შესრულებული "ბედი ქართლისას" ავტოგრაფი, რომელიც თავის დროზე ექვთიმე თაყაიშვილმა პეტერბურგში შეიძინა; 1841, 1842, 1843 წლებში შესრულებული ლექსების კრებულების ავტოგრაფები.  


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ