ოდესაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა
დამატების თარიღი: 2018-07-20 12:00:00

19 ივლისს ოდესის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ოდესელ კოლეგებთან ერთად სამომავლო გეგმებიც დასახეს.

„ეს ორმოცდამეათე ქართული წიგნის კუთხეა, რომელიც საზღვარგარეთ მოვაწყვეთ. გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ვაპირებთ ოდესის ბიბლიოთეკაში საქართველოს შესახებ დაცული სრიულიად უნიკალური მასალის გაციფრებას. დიდი მადლობა დახმარებისთვის საქართველოს საკონსულოს და თორნიკე ბერეკაშვილს, ასევე ჩვენს უკრაინელ კოლეგებს" - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ. 


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2018
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ