|
|
 19 თებერვალი, 2013
|
19 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად აქციაში ,,გაიღე სისხლი-გადაარჩინე სიცოცხლე“ ჩაერთვნენ.
|
|
|
 18 თებერვალი, 2013
|
17 თებერვალს, ქალაქ სტამბოლში, ქართული ხელოვნების სახლში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ქართული ბიბლიოთეკა გახსნა. პროექტი „რუსთაველის კლუბისა“ და ქართული გამომცემლობების („მერიდიანი“, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, „ელფი“, „მაცნე“, „დიოგენე’) ეგიდით განხორციელდა.
|
|
|
 15 თებერვალი, 2013
|
არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰელფინგ ჰენდმა“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას კონფლიქტურ რეგიონსა და თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის გაღრმავების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გამოუცხადა.
|
|
|
 14 თებერვალი, 2013
|
14 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდა.
|
|
|
 12 თებერვალი, 2013
|
ამჟამად ეროვნული ბიბლიოთეკის ვებსაიტის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია: ზვიად გამსახურდიას უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეობის, პრეზიდენტობისა და დევნილობის პერიოდის საჯარო გამოსვლები, ინტერვიუები, მიმართვები, ბრძანებულებები, რომლებიც გამოქვეყნდა 1990-1994 წლებში; ედუარდ შევარდნაძის საჯარო გამოსვლები, მიმართვები, ინტერვიუები, გამოქვეყნებული გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ 1992 წლის მარტიდან 1997 წლის აპრილამდე, 1997 წლის ივნისსა და 1998 წლის იანვარში.
|
|
|
 12 თებერვალი, 2013
|
ბორის პაიჭაძის ოჯახმა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა უდიდესი ქართველი ფეხბურთელის, სპორტის დამსახურებული ოსტატის ბორის პაიჭაძის ცხოვრების ამსახველი ძვირფასი ფოტოფონდი.
|
|
|
 12 თებერვალი, 2013
|
12 თებერვალს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ორგანიზაცია ”ჰელფინ ჰენდისა” და ქალთა გლობალური ფონდის მიერ ორგანიზებული პროექტის „ახალგაზრდა ლიდერები – მშვიდობის მშენებლობაში“ ფარგლებში ოკუპირებული ტერიტორიიდან ჩამოსულ ბავშვებს უმასპინძლა.
|
|
|
 12 თებერვალი, 2013
|
მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკის "სამოქალაქო საზოგადოების ციფრული ბიბლიოთეკის" კოლექციას დაემატა ბრაიენს ლ. მაიერსის ნაშრომი "ღარიბების მხარდამხარ"
|
|
|
 11 თებერვალი, 2013
|
11 თებერვლიდან 3 მარტამდე, ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებისათვის ჩაირთო სტალინის ციფრული არქივი. ელექტრონულ მასალებზე წვდომას უზრუნველყოფს იელის უნივერსიტეტი და საინფორმაციო სამსახური Eastview.
|
|
|
 11 თებერვალი, 2013
|
11 თებერვალს 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და თურქეთის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ბარიშ დემირლიმ „პრაიმ–თაიმის“ ოფისში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
|