ეროვნულ ბიბლიოთეკას პოლონეთის პრეზიდენტი ესტუმრა
დამატების თარიღი: 2017-05-30 15:20:00

30 მაისს ეროვნულ ბიბლიოთეკას პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ეწვია.

პოლონეთის პრეზიდენტისა და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის გიორგი კეკელიძის შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ პოლონური მხარე აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის მხატვრობის რესტავრაციაში. მხატვრობის ავტორია პოლონელი მხატვარი ჰენრიხ ჰრინევსკი.

პოლონეთის პრეზიდენტმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში საჯარო ლექცია ჩაატარა. 



 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ