პროექტ "ჩვენი მკითხველის" მეორე ეტაპი გაიმართა
დამატების თარიღი: 2017-01-20 16:19:00

20 იანვარს საქართველოს ხუთ რეგიონში (სამეგრელო, გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, კახეთი, ბათუმი) პროექტ "ჩვენი მკითხველის" ფარგლებში მეორე ეტაპი გაიმართა.

თამაში ყველა ბიბლიოთეკაში ერთდროულად დაიწყო. მასში პირველ ეტაპზე გამარჯვებულმა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. პროექტი ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებითა და რეგიონალური ბიბლიოთეკების აქტიური მხარდაჭერით ჩატარდა.

მესამე ფინალური ეტაპი და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია  თებერვალში ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება. მასში საქართველოს ყველა რეგიონიდან ორ-ორი, პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. 


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ