ორგანიზაციამ ”ტფილისის ჰამქარი” ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” მხარდაჭერით დაიწყო ახალი პროექტი ”ჩემი ქალაქი, შენი ქალაქი, ჩვენი ქალაქი”. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობის დაინტერესებას თბილისის ურბანული კულტურის საკითხებით, თუ რა კულტურულ მემკვიდრეობას ფლობს თბილისი და რა ურბანული ისტორიის მატარებელია.