პროექტი ”ჩვენი მკითხველი” სოფლის ბიბლიოთეკებისთვის
დამატების თარიღი: 2016-12-27 17:05:00

23 დეკემბერს საქართველოს რეგიონების თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებში პროექტ "ჩვენი მკითხველის" ფარგლებში ინტელექტუალური თამაშის "რა? სად? როდის?" პირველი ეტაპი გაიმართა. თამაში ყველა ბიბლიოთეკაში ერთდროულად დაიწყო. მასში სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. პროექტი ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარდა.

თამაშის მეორე ეტაპი იანვარში გაიმართება. მესამე ფინალური ეტაპი და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია კი თებერვალში ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჩატარდება.

პროექტს რეგიონებში დიდი გამოხმაურება ჰქონდა. თამაშები ყველა რეგიონში მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული.

პროექტის მიზანია ახალგაზრდებში წიგნიერების ხელშეწყობა და სოფლის ბიბლიოთეკების მხარდაჭერა.


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ