ქართული საკითხი თავისუფალი სამყაროს წინაშე
დამატების თარიღი: 2019-06-25 17:53:00

25 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში გაიმართა კონსტანტინე კანდელაკის წიგნის 'The Georgian question before the free world' (პარიზი, 1953) ქართული თარგმანის პრეზენტაცია: 

„ქართული საკითხი თავისუფალი სამყაროს წინაშე" (დადგენილებები - დოკუმენტები - სამხილები)

კონსტანტინე კანდელაკი (1883-1958) იყო სოციალ-დემოკრატი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი. მის სახელს უკავშირდება ქართული ფულის ერთეულის გამოშვება. 1921 წელს ის ეროვნული მთავრობის სხვა წევრებთან ერთად პარლამენტის მანდატით პოლიტიკურ ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში. ის ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ საქმიანობას და არაერთი კვლევისა და წიგნის ავტორია.

„ქართული საკითხი თავისუფალი სამყაროს წინაშე" მოიცავს დოკუმენტებს და მასალებს, რომლებიც ასახავს ემიგრაციაში მყოფი პირველი რესპუბლიკის მთავრობის მუშაობას და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას 1952 წლამდე.

აღსანიშნავია, რომ ნოე ჟორდანიას ინსტიტუტმა, საქართველოს პრეზიდენტის ფონდის დახმარებით აღნიშნული წიგნი პირველად გამოსცა ქართულ ენაზე. ნოე ჟორდანიას ინსტიტუტი 2005 წლიდან იღვწის, რომ საზოგადოებას უკეთ გააცნოს ქართული სოციალ-დემოკრატიის ისტორია, საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნის პროცესი და მიღწევები, ლიდერები და მთავარი მოქმედი პირები. ინსტიტუტი თანამშრომლობს საქართველოს, აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ისტორიკოსებთან.



 

სოციალური ქსელი:
Website Security Test
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ