”ქრისტიანული განათლების ფონდმა” ეროვნულ ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა
დამატების თარიღი: 2017-01-25 15:19:00

"ქრისტიანული განათლების ფონდმა" ეროვნულ ბიბლიოთეკას სოფლის ბიბლიოთეკებისთვის გადასაცემად ბიზნესმენ რევაზ ვაშაკიძის ფინანსური ხელშეწყობით გამოცემული წიგნები - პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის მონოგრაფია - „ევქარისტია. სასუფევლის საიდუმლო" (500 ეგზემპლარი) და მისი შრომების, წერილებისა და ქადაგებების კრებული - „ღვთისმსახურება და ღვთისმეტყველება" (500 ეგზემპლარი), ასევე წიგნი ”ცოცხალი რწმენის შესახებ” (500 ეგზემპლარი) გადასცა.

ეროვნული ბიბლიოთეკა მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის ფონდის წარმომადგენლებს ოთარ ზოიძესა და ფრიდონ საყვარელიძეს.   



 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ