„რა ყოფილა გურია“ - ეროვნული ბიბლიოთეკა გურიას და გურულებს მასპინძლობს
დამატების თარიღი: 2018-12-17 18:22:00

17 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გურიას და გურულებს მასშტაბური ღონისძიებით უმასპინძლა.

ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხე გურული პოლიფონიის თანხლებით. გამოიფინა გურული ვაზის უნიკალური ჯიშებისგან დამზადებული ღვინო და არაყი და მოეწყო მათი დეგუსტაცია.

გურული დღეების მასშტაბურად აღნიშვნა განაპირობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის „ღია მმართველობის პროგრამაში" წარმატებულმა მონაწილეობამ.

ღონისძიებაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტი "ღია მმართველობა საქართველოს  2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის" შესასრულებლად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს სხვადასხვა ორგანიზაციებთან.  სტუმრებს მიესალმა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე. აუდიტორიას მიმართეს ოზურგეთის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ.  


 

სოციალური ქსელი:
Website Security Test
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ