რაულ ჩილაჩავას შემოქმედებითი საღამო და გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში
დამატების თარიღი: 2012-10-12 10:10:00

 

12 ოქტომბერს, 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა რაულ ჩილაჩავას შემოქმედებითი საღამო. ასევე გამოიფინა  მწერლის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული  გამოცემები.

რაულ ჩილაჩავა დაიბადა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში. 1965-1970 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილების სტუდენტი. 1970 წელს დაამთავრა კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მას შემდეგ მოღვაწეობს კიევში.

რაულ ჩილაჩავა არის საქართველოსა და უკრაინის მწერალთა კავშირის წევრი და ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორი. ასევე გალაკტიონ ტაბიძის, მაქსიმ რილსკის, ვლადიმერ ვინიჩენკოსა და ალექსანდრე ჩაკის პრემიების ლაურეატი და ფრანც კაფკას სახელობის საერთაშორისო ოქროს მედლის მფლობელი. დაჯილდოებულია საქართველოს ღირსების ორდენითა და სხვადასხვა სახელმწიფო და საერთაშორისო ჯილდოებით. გამოცემული აქვს 90-ზე მეტი საკუთარი და ნათარგმნი წიგნი.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ