რევაზ მიშველაძემ უცხოეთში გამოცემული თარგმანები გადმოგვცა
დამატების თარიღი: 2017-05-29 17:05:00

ცნობილმა ქართველმა მწერალმა რევაზ მიშველაძემ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად თავისი წიგნების უცხოეთში გამოცემული თარგმანები  გადასცა. წიგნებს თან ერთვის მწერლის ავტოგრაფი.

ეროვნული ბიბლიოთეკა რევაზ მიშველაძეს მადლობას უხდის საჩუქრისთვის, ასევე მოუწოდებს სხვა ქართველ მწერლებს თავიანთი უცხოეთში გამოცემული თარგმანებით შეავსონ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდი. ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ეროვნული ბიბლიოთეკისთვის უცხოეთში გამოცემული ქართველი ავტორების ნაწარმოებები ნაკლებად ხელმისაწვდომია.

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ