საერთაშორისო საგანმანათლებლო მედიაჯგუფის INFOBASE რესურსები
დამატების თარიღი: 2017-10-31 13:55:00

ძვირფასო მკითხველებო,

 

31 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობებში ჩაირთო საერთაშორისო საგანმანათლებლო მედიაჯგუფების, Infobase Learning და FILMS MEDIA GROUP მონაცემთა ბაზები: მსოფლიო გეოგრაფია და კულტურები ონლაინ, მეცნიერება დღეს, ადამიანის სხეული:როგორ მუშაობს ის, საჯარო ბიბლიოთეკების ელექტრონული ბიბლიოთეკა,  ეგზიტპოლები ქვეყნებში.

ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის, სახელმწიფო მრჩევლისა და საზოგადო მოღვაწის, ბილ მოიერსის პროგრამის ფარგლებში მომზადებული ვიდეოლექციები და სახელმძღვანელოები სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა, პედაგოგთა და სტუდენტთა ჯგუფური, თუ ინდივიდუალური სწავლებისთვის იქმნება. სასწავლო პროგრამები შექმნილია აღიარებული პროდიუსერების მიერ, საგანმანათლებლო და კულტურის ორგანიზაციებისთვის. 

world culture online.jpg

World Geography and Culture Online - ”მსოფლიო გეოგრაფია და კულტურები ონლაინ” მოიცავს მსოფლიოს ქვეყნებს, ადგილებს, ხალხებს და გეოგრაფიულ კონცეფციებს. ეს შედარებითი რესურსი ქვეყნებისა და მათი კულტურების გაცნობასა და შესწავლაში მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევთ. მონაცემთა ბაზას მარტივი ინტერფეისი აქვს, რაც რუკებს, ვიდეოებს, სტატისტიკასა და უახლეს სტატიებს მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომს ხდის.  

http://www.nplg.gov.ge/user_upload/science.png

 Today's Science -  "მეცნიერება დღეს" ბაზა შეიქმნა იმისთვის, რომ მოსწავლეებსა და სტუდენტებს თეორიულ სასწავლო მასალებსა და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებს შორის კავშირის უკეთ აღქმაში დაეხმაროს. 

HUMAN BODY.jpg

The Human Body: How It Works Online - "ადამიანის სხეული: როგორ მუშაობს ის" გაგაცნობთ ადამიანის ორგანიზმის ყველა თავისებურებებს უჯრედების მოქმედებიდან პიროვნული განვითარების ეტაპების ჩათვლით, სამედიცინო ტექსტებისა და სასწავლო ვიდეოების თანხლებით

 
MASTER PUBLIC LIBRARY.jpg

Master Public Library eBook Subscription Collection- საჯარო ბიბლიოთეკების ციფრული წიგნების კოლექცია, რომელიც 210 000 დოლარის ღირებულების ლიტერატურას ერთ ბაზაში მოიცავს, მათ შორის, ჩელსის, ბლუმისა და ფერგიუსონის კოლექციას. 

POLLIING.jpg

Polling the Nations- ქვეყნების ეგზიტპოლების მონაცემთა ბაზა აერთიანებს საზოგადოებრივ გამოკითხვებზე მომუშავე 1700 ორგანიზაციას, 700 000 გამოკითხვას და, მათი შედეგების მიხედვით სხვადასხვა სფეროში წარმოებულ, 18 000-ზე მეტ კვლევას. საინფორმაციო ბაზა განსაკუთრებით დააინტერესებთ მედიის წარმომადგენლებს, სოციოლოგებსა და პოლიტოლოგებს. ეს გამოკითხვები, რომლებიც "Vox Populi"- ს წარმოადგენს, 1986 წლიდან დღემდე, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარდა და დაინტერესებული მკითხველებისთვის პირველად გააერთიანეს.

მასალების გაცნობა და გადმოწერა შეგიძლიათ საკუთარი ლეპტოპებითაც, მხოლოდ ეროვნული ბიბლიოთეკის შენობებში. 

დამატებითი ინფორმაციისა და ბაზებზე წვდომის პაროლისთვის მოგვმართეთ მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში 

 

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ