საჯარო მოხსენება - "არჩევნები და საარჩევნო მარკეტინგი. სარეკლამო პლაკატების სემანტიკა საქართველოში" ეროვნულ ბიბლიოთეკაში
დამატების თარიღი: 2012-09-24 17:37:00

საჯარო მოხსენება - "არჩევნები და საარჩევნო მარკეტინგი. სარეკლამო პლაკატების სემანტიკა საქართველოში" ეროვნულ ბიბლიოთეკაში

24 სექტემბერს, 18:30 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ლაშა გველესიანმა წაიკითხა მოხსენება - "არჩევნები და საარჩევნო მარკეტინგი. სარეკლამო პლაკატების სემანტიკა საქართველოში".

მომხსენებელმა მიმოიხილა პოლიტიკური სააგიტაციო მასალის მნიშვნელობა საარჩევნო კამპანიის ისეთი ზოგადი მახასიათებლების ჭრილში, როგორიცაა კამპანიის თემა, მთავარი იდეა (სათქმელი, გზავნილი) და კამპანიის სტრატეგია.

1990-2010 წლების საარჩევნო კამპანიებისთვის შექმნილი პლაკატების მაგალითზე მომხსენებელმა ისეუბრა სააგიტაციო მასალის ანალიზის დროს გასათვალისწინებელ საკითხებზე: ვისზეა გათვლილი პლაკატი და რისკენ მოუწოდებს პლაკატი ამომრჩეველს; რომელი ადვილად ამოსაცნობი გამოსახულებები, სიმბოლოები თუ სიტყვებია მასში გამოყენებული; რა ენობრივი თავისებურებებით გამოირჩევა პოლიტიკური დევიზები; პროპაგანდის რომელ სახეს მიმართავს პოლიტიკური პარტია თავის პლაკატებში და სხვ.

ზემოაღნიშნულ კითხვებზე დაყრდნობით მომხსენებელმა რამდენიმე პლაკატი გააანალიზა.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ