სალომე და ოთარ ზურაბიშვილებმა ეროვნლ ბიბლიოთეკას უმდიდრესი არქივი გადასცეს
დამატების თარიღი: 2017-02-21 12:17:00

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას სალომე და ოთარ ზურაბიშვილებმა მამის, ლევან ზურაბიშვილის უმდიდრესი არქივი გადასცეს. 

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე:  "საქართველოს და ეროვნულ ბიბლიოთეკას უმნიშვნელოვანესი არქივი გადმოეცა. სალომე და ოთარ ზურაბიშვილებმა მამის, ლევან ზურაბიშვილის უმდიდრესი კოლექცია გამოგვატანეს, ასობით უნიკალური გამოცემა. მათ შორისაა არაერთი ძველნაბეჭდი წიგნი, მაგალითად: შარდენის პირველი გამოცემა, მარი ბროსეს მრავალტომეული, პარიზის ბალმონტისეული "ვეფხისტყაოსანი", "მოამბის" წლიური კომპლექტები და ა.შ."  




 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ