სამართლისა და პოლიტიკის სკოლასთან მემორანდუმი გაფორმდა
დამატების თარიღი: 2017-03-28 12:19:00

28 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და სამართლისა და პოლიტიკის სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დირექტორმა მირანდა გურგენიძემ.

სამართლისა და პოლიტიკის სკოლა ჩაერთო ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმში და სოფლის ბიბლიოთეკებისთვის უახლესი ლიტერატურა შეიძინა. სამართლისა და პოლიტიკის სკოლა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ასევე გამართავს საჯარო ლექციებსა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს სამართლისა და სხვა აქტუალურ თემებზე. 


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ