სამგზავრო მატარებლებში ბიბლიოთეკები გაიხსნება
დამატების თარიღი: 2017-01-23 14:13:00

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა "ეკვილიბრიუმი" უერთდება საქართველოს რკინიგზის ინიციატივას სამგზავრო მატარებლებში ბიბლიოთეკების გახსნის შესახებ.

როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე აცხადებს, "ეკვილიბრიუმი" მატარებლებში გახსნილ ბიბლიოთეკებს წიგნებით მოამარაგებს. მისივე თქმით "შეიქმნება ელექტრონული ბაზა, სადაც გაიგებთ, თუ რომელ მარშუტზე რომელი წიგნის წაკითხვა იქნება შესაძლებელი. გექნებათ მითითების შესაძლებლობა: რა ტიპის ლიტერატურას ისურვებდით."

მატარებლებში ბიბლიოთეკების მოწყობა ზაფხულის სეზონისთვის იგეგმება. 



 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ