სამხედრო ბაზებზე წიგნის კუთხეები მოეწყობა
დამატების თარიღი: 2017-06-26 13:44:00

26 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

დოკუმენტის თანახმად სამხედრო ბაზებზე წიგნის კუთხეები გაიხსნება. ეროვნული ბიბლიოთეკა მათ წიგნებით მოამარაგებს. წიგნების პირველი ნაწილი (500 წიგნი) პირველი საარტილერიო ბრიგადის ბიბლიოთეკას უკვე გადაეცა საჩუქრად. დაიგეგმა ქართველი მწერლებისა და ისტორიკოსების შეხვედრები სამხედრო მოსამსახურეებთან. ეროვნული ბიბლიოთეკა თავდაცვის სამინისტროს ბიბლიოთეკარების გადამზადებაშიც მიიღებს მონაწილეობას.  


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ