„საქართველოს დამფუძნებელი კრება - სხდომის ოქმები“ - ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი გამოცემა
დამატების თარიღი: 2019-09-03 13:25:00

ეროვნული ბიბლიოთეკა მკითხველს კიდევ ერთ ახალ გამოცემას სთავაზობს. გამოვიდა „საქართველოს დამფუძნებელი კრება - სხდომის ოქმები" 6 ტომად. ეს უნიკალური დოკუმენტები, რომელიც იმ პერიოდში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი პროცესის უტყუარი მატიანეა, ამ სახით პირველად გამოიცა. მანამდე ისინი არქივებში ან იმდროინდელ პერიოდულ გამოცემებში ინახებოდა.

მალე მეშვიდე ტომსაც გამოვცემთ.

გამოცემა საინტერესოა უახლესი ისტორიის მკვლევრებისთვის და ფართო საზოაგდოებისთვის.

გამოცემის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალურ ვებგვერდზე www.nplg.gov.ge



 

სოციალური ქსელი:
Website Security Test
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ