ციფრულ ბიბლიოთეკა "ივერიელს" დაემატა გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა"
დამატების თარიღი: 2012-12-10 14:45:00

გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" რედაქციამ ციფრულ ბიბლიოთეკა "ივერიელს" გადასცა სრული ელექტრონული არქივი და პერიოდულად მოამარაგებს ახალი ნომრებით. შეგახსენებთ რომ "საქართველოს რესპუბლიკა" დაარსდა 1918 წლის 25 ივლისს. გაზეთის გამოცემა აღდგენილია 1990 წლიდან და გამოდის ყოველდღიურად კვირის გარდა. გამომცემლები: შპს "თანადგომა" და შპს "ახალი საუკუნე", იბეჭდება სტამბაში "კოლორი". პასუხისმგებელი რედქტორები: გურამ გოგიშვილი, რუსლან რუსია და სპარტაკ ქობულია, პასუხისმგებელი მდივანი მამუკა ვაშაკიძე. დიდი მადლობა "საქართველოს რესპუბლიკას" თანამშრომლობისათვის.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ