საქველმოქმედო ფონდ ”ოცნებასთან” მემორანდუმი გაფორმდა
დამატების თარიღი: 2017-05-02 11:37:00

2 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქველმოქმედო ფონდ "ოცნებას" შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და ფონდის პრეზიდენტმა ნათია სვანიძემ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამართავენ ერთობლივ ღონისძიებებს. ფონდი სოფლის ბიბლიოთეკებისთვის წიგნებს შეიძენს. 


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ