სიმონ ხოშტარიას ოჯახის საჩუქარი ეროვნულ ბიბლიოთეკას
დამატების თარიღი: 2017-06-01 16:28:00

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწის სიმონ ხოშტარიას კაბინეტის ავეჯი მისმა შვილიშვილებმა უსასყიდლოდ გადასცეს.

სიმონ გიორგის ძე ხოშტარია ემსახურებოდა მის ქვეყანას როგორც ფინანსთა სახკომი (1936), შემდეგ როგორც მიწათმოქმედების სახკომი (1937-1946) და ასევე სახკომსაბჭოს (ანუ მინისტრთა საბჭოს) თავმჯდომარის მოადგილე. 1946 წელს გადაყვანილ იქნა მოსკოვში სსრკ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ, სადაც იმუშავა 1952 წლამდე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ  მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში და სახელმწიფო დაგეგმვის კომიტეტში გარდაცვალებამდე (1963).

ეროვნული ბიბლიოთეკა სიმონ ხოშტარიას ოჯახს საჩუქრისთვის მადლობას უხდის. 


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ