სინაის მთის ქართული ხელნაწერები კონგრესის ბიბლიოთეკაში
დამატების თარიღი: 2017-05-04 16:24:00

ძვირფასო მკითხველებო, 

დღეს გვაცნობეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკამ და პირადად ბატონმა ლეონ ავდიოანმა გააციფრა სინის მთაზე, წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტერში დაცული, 1700 ხელნაწერის მიკროფირი. 
ქართველი მკითხველებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რომ 85 ქართული ხელნაწერი უკვე მონაცემთა ბაზაშია, მათ შორის, დღემდე უცნობი ხელნაწერებიც. 

მასალების დეტალურად ნახვა ლინკში შეგიძლიათ. 

Georgian Manuscripts 47. Lectionary (Gospels)

"Library of Congress Collection of Manuscripts in St. Catherine's Monastery, Mt. Sinai"

ახლო მომავალში, კონგრესის ბიბლიოთეკაში იგეგმება იერუსალიმის ბერძნული და სომხური საპატრიარქოებსა და ათონის მთაზე დაცული ხელნაწერების გაციფრებაც, 100-მდე ქართული ხელნაწერის, რომლებსაც მაშინვე გაგაცნობთ. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში. 
მადლობა ყურადღებისთვის! 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2018
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ