სმითსონიანის ინსტიტუტის საჩუქარი მკითხველებისთვის
დამატების თარიღი: 2016-12-02 19:53:00

ძვირფასო მკითხველებო,

 

სმითსონიანის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ბატონმა პოლ მაიკლ ტეილორმა ეროვნული ბიბლიოთეკის ინგლისურენოვანი მკითხველებისთვის კიდევ ერთი საჩუქარი გამოგვიგზავნა, კერძოდ, მეოცე საუკუნის ამერიკელი ფერადკანიანების რჩეული ხელოვნებისა და ლიტერატურის ამსახველი სერიის 120 ტომი.
2 დეკემბერი მსოფლიოში მონობისა და ყმობის გაუქმების საერთაშორისო დღეა. ეს დღე მონობის თანამედროვე ფორმებთან ბრძოლის დღეც არის. 
ისე მოხდა, რომ ამ დღეს მივიღეთ სმითსონიანის ინსტიტუტის ეს თემატური საჩუქარიც:

The American Negro: His History and Literature, by William Loren Katz. 141 volumes in all.

აღნიშნული გამოცემის სერიის შექმნა ნიუ-იორკში, ადამიანის უფლებების შესწავლასა და განვითარებასთან ერთად დაიწყო. 

ეს ტომეულები იგივეა ლიტერატურის მოყვარულებისთვის, რაც მუსიკის მოყვარულებისთვის სოულის მოსმენა.

დაინტერსებულმა მკითხველებმა მოგვმართეთ მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში. 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ