”სოციალიზმი კინოფირზე” უახლესი რესურსი მკითხველებისთვის
დამატების თარიღი: 2017-03-10 13:14:00

ძვირფასო მკითხველებო,

 10 მარტიდან 7 აპრილამდე, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობებში ჩართულია საერთაშორისო ციფრული ბიბლიოთეკის Adam Matthew Digital  უახლესი მონაცემთა ბაზა "სოციალიზმი კინოფირზე: ცივი ომი და საერთაშორისო პროპაგანდა".

 სულ ერთი კვირაა, რაც ეს უახლესი ბაზა  ამოქმედდა და კომუნისტური ქვეყნებიდან უნიკალურ დოკუმენტურ ფილმებს, ახალი ამბების ჩანაწერებსა და ნიუსებს მოიცავს. მათი ავტორები არიან საბჭოთა, ჩინელი, ვიეტნამელი, აღმოსავლეთ ევროპელი, ბრიტანელი და  სამხრეთ ამერიკელი რეჟისორები. "სოციალიზმი ფილმებში"  მოიცავს XX საუკუნის დასაწყისიდან 1980-იანი წლების დასასრულამდე, თითქმის, ყველა ისტორიულ ვიდეოჩანაწერს და კარგად წარმოგვიდგენს იმ პერიოდის აზროვნებას, ომებსა და რევოლუციებს, მედიისა და ტელევიზიების მუშაობას, კულტურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებას.   

ბრიტანეთის ფილმის ინსტიტუტის არქივის ბაზაზე მომზადებული კოლექცია, კონკრეტულად, კომუნისტური სამყაროს მასალებს წარმოგვიდგენს, რომლებიც დასავლეთ ევროპის მედიისთვის მუშავდებოდა. მონაცემთა ბაზა უნიკალური წყაროა XX საუკუნის ისტორიის მკვლევრებისა და სხვა მეცნიერებისთვის. 

სოციალიზმი კინოფირზე: ცივი ომი და საერთაშორისო პროპაგანდა მოამზადა საერთაშორისო ციფრულმა ბიბლიოთეკამ Adam Matthew Digital, რომელიც  ინგლისურენოვანი ქვეყნების სხვადასხვა არქივების, ბიბლიოთეკების, მუზეუმებისა და უნივერსიტეტების უნიკალურ, დარგობრივ ციფრულ კოლექციებს ერთიან ბაზაში წარმოგვიდგენს.

მასალების გაცნობისა და გადმოწერისთვის დაკლიკეთ ლურჯ ლინკებსა და ფოტოებზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში. 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ