სოფელ ილორის საჯარო სკოლას წიგნები გადაეცა
დამატების თარიღი: 2017-07-06 14:08:00

6 ივლისს ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა "ეკვილიბრიუმის" ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ილორის საჯარო სკოლას წიგნები გადაეცა.

სკოლას ესტუმრნენ ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, გენერალური დირექტორის მრჩეველი ფრიდონ საყვარელიძე და ბიბლიოთეკის წარმომადგენლები. 

სკოლა რეაბილიტაციას საჭიროებს. ბიბლიოთეკის აღდგენა და წიგნადი ფონდის განახლება ამ საქმის დასაწყისია და ბევრისთვის, შესაძლოა, მაგალითიც გახდეს. 


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ