„წიგნიერის“ გამარჯვებულთა დაჯილდოება
დამატების თარიღი: 2018-05-15 11:56:00

15 მაისს 16:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ესეების კონკურს „წიგნიერის" გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი „წიგნიერი"  წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა. კონკურსი  ელექტრონული წიგნების სახლ "საბას" და თიბისი ბანკის მხარდაჭერით პირველად გასცდა  თბილისის ფარგლებს. ესეების წერა გაიმართა ერთდროულად სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ამბროლაურში.

კონკურსში, რომლის მიზანი სკოლის მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციაა,  X და  XI კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ სამი შერჩეული ცნობილი ნაწარმოების მიხედვით კონკურსის დღეს ესე დაწერეს.

წელს კონკურსისთვის შეირჩა სამი ნაწარმოები: კნუტ ჰამსუნის „შიმშილი", ალბერ კამიუს „დაცემა" და გურამ რჩეულიშვილის „შპილკა".   


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2018
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ