წიგნის ჩუქების დღე მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა
დამატების თარიღი: 2019-04-24 12:45:00

23 აპრილი, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის ინიციატივით წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადდა. აქციას არაერთი სახელმწიფო, კერძო თუ საგანმანათლებლო ორგანიზაცია შეუერთდა. ჩატარდა ღონისძიებები, სადაც შეგროვდა წიგნები რეგიონების ბიბლიოთეკების მოსამარაგებლად და მხარდასაჭერად.

"მიხარია - დღეს წიგნი ქვეყანაში მთავარი თემა იყო. თუ ძიებაში ჩაწერთ აჩუქე წიგნი ან წიგნის ჩუქების დღე - უამრავ სურათს თუ გზავნილს დაინახავთ ყველა კუთხიდან.
ჩემთვის კი მართლა საუკუნეზე გრძელი დღე გამოდგა. დილით გალფთან თანამშრომლობით მაღალმთიან აჭარაში წიგნებით დატვირთული მინი-ბუსები გავამგზავრეთ. მერე psp-სთან მემორანდუმი გავაფორმეთ, რომელიც ქართული დიასპორის წიგნებით მომარაგებას ისახავს მიზნად, მერე ჯარისკაცებთან ერთად უნივერსტიტეტის წინ წიგნები დავარიგეთ, შემდეგ ბავშვთა ჰოსპისს და გლდანის ციხეს ვსტუმრობდით, შემდეგ "თბილისი მოლს'', მომავლის სახლს, შემდეგ იყო ლექცია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ეზოში, დავაჯილდოვეთ ლიტერატურულ კონკურს „წიგნიერის" გამარჯვებულები, ვესტუმრეთ ბილტმორის გამოფენას, სადაც რეგიონებისთვის წიგნებს აგროვებდნენ. დღის შეჯამება კი იყო ბიბლუსში. გარდა მსხვილი თუ მცირე ბიზნესებისა, სამინისტროებისა და საზოგადოებრივი ჯგუფებისა, ამ დღეს შემოურთდა ამერიკის, საფრანგეთის, იტალიის, შვეიცარიის, ავსტრიის, უკრაინის საელჩოები. მოკლედ, დიდი დღე იყო, მრავალმხრივ..."- განაცხადა გიორგი კეკელიძემ. 

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ