ბათუმის უნივერსიტეტის ეზოში წიგნის ბუდე განთავსდა
დამატების თარიღი: 2017-07-03 15:09:00

3 ივლისს ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა "ეკვილიბრიუმის" ფარგლებში ბათუმის უნივერსიტეტის ეზოში წიგნის ბუდე განთავსდა საიდანაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია წიგნის აღება, წაკითხვა და უკან დაბრუნება, ან სანაცვლოდ სხვა წიგნის დადება.

კოშკურის ფორმის წიგნის ბუდე ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლის თენგიზ მოდუს მორიგი წარმატებული ნახელავია. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წიგნის ბუდეები საქართველოს არაერთ რეგიონში განათავსა. 


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ