წინწყაროს სკოლაში ბიბლიოთეკა მოეწყო
დამატების თარიღი: 2017-01-18 13:20:00

ეროვნულ ბიბლიოთეკას თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროს სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ ხატია შავაძემ თხოვნით მიმართა, რომ სოფლის სკოლაში ბიბლიოთეკის მოწყობაში დახმარებოდნენ.  

18 იანვარს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა წინწყაროში წიგნები ჩაიტანეს და ბიბლიოთეკა მოაწყვეს. 

პროექტ "ეკვილიბრიუმს" ქალბატონი თამარ ბაგრატია შემოუერთდა და სოფელ წინწყაროს ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა, რისთვისაც ეროვნული ბიბლიოთეკა მას მადლობას უხდის.



 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ