ზაალ ანდრონიკაშვილის ლექცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში
დამატების თარიღი: 2012-10-10 09:02:00

 

10 ოქტომბერს, 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ილიას უნივერსიტეტის ასოციირებული პროფესორის ზაალ ანდრონიკაშვილის ლექცია გაიმართა. მოხსენების თემა იყო „ხალხთა სტუმართმოყვარეობა: ეთნიკური ნაციონალიზმის გენეალოგია“.

 

მოხსენებაში განხილული იქნა ეთნიკური ნაციონალიზმის კავკასიური მოდელი, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განსაკუთრებული სიმძაფრით იჩინა თავი და კავკასიაში მრავალი კონფლიქტის მიზეზი გახდა. ლექცია შეეხებოდა  ეთნიკური ნაციონალიზმის ორმაგ გენეალოგიას ერთი მხრივ სტალინური ნაციონალური პოლიტიკიდან და მეორე მხრივ წინამოდერნული კულტურული და დისკურსიული პრაქტიკებიდან. ამ ორი გენალოგიური ხაზის გადაკვეთაზე იბადება ეთნიკურ ჯგუფებზე გადატანილი "სტუმარ-მასპინძლობა", რომლის სივრცეშიც იქმნება კონსტიტუციური წესრიგის ალტერნატიული საკრალიზებული ეთნიკური წესრიგი.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ