ზურაბ ჟვანია - ოფიციალური განცხადებები, გამოსვლები, ინტერვიუები - ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი გამოცემა
დამატების თარიღი: 2019-09-09 11:10:00

ეროვნული ბიბლიოთეკა კიდევ ერთ ახალ გამოცემას გთავაზობთ. სერიით საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები გამოიცა „ზურაბ ჟვანია - ოფიციალური განცხადებები, გამოსვლები, ინტერვიუები".

მასალები მოძიებულია პერიოდული გამოცემებიდან, რომლებიც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებშია დაცული. წიგნს ერთვის საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წინასიტყვაობა.

გამოცემა საინტერესოა როგორც საქართველოს უახლესი ისტორიის მკვლევრებისთვის, ისე ზურაბ ჟვანიას პიროვნებითა და ამ ეპოქით დაინტერესებული მკითხველისთვის.

 

 

 

სოციალური ქსელი:
Website Security Test
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ