ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება
დამატების თარიღი: 2015-06-04 14:40:28

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ფასდაუდებელი ამაგი დასდო ქართული ეროვნული პედაგოგიური აზრისა და განათლების ეროვნული სისტემის ჩამოყალიბება-განვითარების, აგრეთვე, ქართველ საზოგადოებაში ეროვნული სულისკვეთების გაღვივების საქმეს. სწორედ ამ საზოგადოების მიერ XIX საუკუნის 80-იან წლებში თბილისსა და ქუთაისში დაფუძნდა ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიები, რომლებშიც სწავლება მიმდინარეობდა ქართულ ენაზე. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოღვაწეთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული პედაგოგიური აზრის გამოჩენილ წარმომადგენელთა იაკობ გოგებაშვილის, სილოვან ხუნდაძის, იოსებ ოცხელის, ივანე გომელაურის, ლუარსაბ ბოცვაძის და სხვათა ღვაწლი.

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების უმდიდრესი ბიბლიოთეკა ამჟამად დაცულია საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

 ქშწკგ საზოგადოების საპატიო წევრები

 ქშწკგ საზოგადოების განყოფილებები

 

 

 

 

სოციალური ქსელი:

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ