ბიბლიოთეკათაშორისი აბონემენტი

ბიბლიოთეკათაშორისი აბონემენტის საშუალებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საერთო საცავიდან დროებითი სარგებლობისათვის გაიცემა ლიტერატურა იმ ორგანიზაციებზე და დაწესებულებებზე, რომელთაც თავიანთ სტრუქტურაში აქვთ ბიბლიოთეკები და სამეცნიერო-საინფორმაციო განყოფილებები.
ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტით სარგებლობის უფლება აქვთ:
1. რეგიონალურ, საქალაქო და სარაიონო ცენტრალურ ბიბლიოთეკებს;
2. დარგობრივ სამეცნიერო ბიბლიოთეკებს და სამეცნიერო-საინფორმაციო ცენტრებს;
3. მსხვილი სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანებების სამეცნიერო-ტექნიკურ ბიბლიოთეკებს და საინფორმაციო ორგანოებს;
4. სპეციალურ: მეცნიერებათა აკადემიის, სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო დაწესებულებების, თეატრების, მუზეუმების და სამეცნიერო საზოგადოებების ბიბლიოთეკებს;
5. სახელმწიფო აპარატის და სამთავრობო დაწესებულებების ბიბლიოთეკებს;
6. საზღვარგარეთის ბიბლიოთეკებს და სამეცნიერო-საინფორმაციო ორგანოებს.
მისამართი: გუდიაშვილის ქ. 5, I კორპუსი, II სართული
სამუშაო საათები: 09.30 : 18.00, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა
ტელ.: +995 (32) 297 16 49
ელ.ფოსტა: nkhvedeliani@nplg.gov.ge; ill@nplg.gov.ge
ბიბლიოთეკათაშორისი აბონემენტის განყოფილება