დამატების თარიღი: 2015-07-07 14:01:55

 

"ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების"  განყოფილებები

"ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ძველი (1879 წ.) წესდების ნაცვლად, მთავრობის მიერ 1907 წლის 21 მარტს დამტკიცებული იქნა ახალი წესდება, რომელიც ჯერ კიდევ 1905 წელს შეუდგენია დავით კარიჭაშვილს და გამგეობისთვის წარუდგენია განსახილველად. ამ წესდების 25- ე პარაგრაფში აღნიშნულია, რომ "საზოგადოებას უფლება აქვს რაიონებში გახსნას ადგილობრივი განყოფილებები, სადაც საჭიროდ დაინახავს, ხოლო ყოველი განყოფილების გახსნის შესახებ უნდა შეატყობინოს თბილისის გუბერნატორს".
მანამდე საზოგადოება რაიონებთან ურთიერთობას რწმუნებულების საშუალებით ანხორციელებდა.

განყოფილებები შეიქმნა:

ბათუმი - 1909 წლიდან
ბაქო - 1909 წლიდან
თელავი - 1909 წლიდან
კავკავი - 1909 წლიდან
სამტრედია - 1909 წლიდან
სენაკი - 1909 წლიდან
სოხუმი - 1909 წლიდან
ქუთაისი - 1909 წლიდან
ყვირილა - 1909 წლიდან
ჭიათურა - 1909 წლიდან
ხონი - 1909 წლიდან
ბორჯომი - 1910 წლიდან
ფოთი - 1910 წლიდან
გორი - 1912 წლიდან
გუდაუთა - 1912 წლიდან
ზუგდიდი - 1912 წლიდან
ლიხაური - 1912 წლიდან
ოჩამჩირე - 1912 წლიდან
სიღნაღი - 1912 წლიდან
ახალციხე - 1913 წლიდან
განჯა - 1913 წლიდან
ერევანი - 1913 წლიდან
ვანი - 1913 წლიდან
ტუაფსე - 1913 წლიდან
ქვემო მაჩხაანი - 1913 წლიდან
ხიდისთავი - 1913 წლიდან
ალაგირი - 1914 წლიდან
დუშეთი - 1914 წლიდან
ონი - 1914 წლიდან
სოჭი - 1914 წლიდან
ცხინვალი - 1914 წლიდან
არმავირი - 1915 წლიდან
ლანჩხუთი - 1915 წლიდან
ალექსანდროპოლი (ლენინაკანი) - 1916 წლიდან. 

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ