გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, კრებ. № 17501, გვ.
2; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 1. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 401-424; გაზ. „ივერია“, 1886, 17 ივლისი, № 154, გვ. 1.
ი. ჭავჭავაძე, თსკ (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ.IV, 1955; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 8, 2007, გვ. 202. პირთა ანოტაციები: ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის,
თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების
ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. გაზ. „ივერია“, 1886, 19 ივლ. № 156. პირთა ანოტაციები: წმინდა მარინე (III ს-IV ს.) ანტიოქიელი წმინდა დიდმოწამე. წარმართი ქურუმის, ედესიოსის ქალიშვილი. ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე ალექსი დავითის ძე) (1824-1907) ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის
არქიმანდრიტი, ქართლ-კახეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი. შოშიაშვილი სოლომონ (1851-1928) დეკანოზი, თბილისის სასულიერო სემინარიის პედაგოგი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 721-725, გაზ. „ივერია“, 1887, 17 ივლისი, № 146, გვ. 1-2;
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 483. გაზ. „ივერია“, 1888, 15 ივლისი, № 149, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 10, 2007, გვ. 286. გაზ. „კვალი“, 1894, № 30; „Кавказский календарь“ на 1895, Тифлис, 1894, отдел
4, 62, 63. პირთა ანოტაციები: ხუნდაძე სილოვან თომას ძე (1860-1928) მწერალი, ფილოლოგი, პუბლიცისტი, პედაგოგი. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში,
მასწავლებლობდა სენაკსა და ქუთაისში, იყო გიმნაზიის დირექტორი, იბეჭდებოდა ქართულ
ჟურნალ-გაზეთებში: „დროება“, „კვალი“, „ცნობის ფურცელი“ და სხვ. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 693. გაზ. „ივერია“, 1902, 17 ივლისი, № 150, გვ. 1; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის
უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 511. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 720. გაზ. „ივერია“, 1904, № 189, გვ. 2-3. პირთა ანოტაციები: ვერმიშევი ქრისტეფორე ავაკუმის ძე (1863-1933) ეკონომისტი, სტატისტიკოსი. 1891 წლიდან მართავდა თბილისის სავაჭრო ბანკის
ბათუმის ფილიალს. 1904 წელს აირჩიეს მერად. ჯავახიშვილი ივანე ალექსანდრეს ძე (1876-1940) ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი, თბილისის უნივერსიტეტის
დამფუძნებელი.
1858
17 ივლისი
სოფელ ტიარლევოში წერს ლექსს „ლოცვა“ („მამაო ჩვენო...“).
წყარო:
1886
17 ივლისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ასრულებს პოლემიკური წერილის
ბეჭდვას თარიღით „ტფილისი, 16 ივლისი“ („მესამე უკანასკნელი მუხლი,
რომლიდამაც არგამოსვლას ბ-ნი ყიფიანი გვპირდება...“). მწერლის თხზულებათა
კრებულებში იბეჭდება სათაურით „კამათი კვლავ დიმიტრი ყიფიანთან ბანკის
საკითხებზე“.
წყარო:
17 ივლისი
ესწრება ტაძრის დღესასწაულს ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში.
წირვას ატარებს ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე) სხვა არქიმანდრიტებთან
ერთად. გალობენ ქართულ საგალობლებს, წირვის შემდეგ ქადაგებს მღვდელი
სოლომონ შოშიაშვილი.
წყარო:
1887
17 ივლისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი
მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 16 ივლისი“ („ჩვენ გამოვირკვიეთ „Крестъянский
Банк”-ის ავტორის აზრი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა
სათაურით „საგლეხო ბანკის“ გარშემო“.
წყარო:
1888
17 ივლისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
16 ივლისი“ („წელს დანიშნულია და ამ ცოტას ხანში...“). მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „წოდებათა თანასწორობა არჩევნებში სოფლად “.
წყარო:
1894
17 ივლისი
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება სილოვან ხუნდაძის სტატიის „მკითხველის შენიშვნები“
დასასრული.
წყარო:
1897
17 ივლისი
სააღებმიცემო კომპანია „შუამავლისგან“ იძენს სურათს.
წყარო:
1902
17 ივლისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
17 ივლისს“ („ჩვენი დასი მდაბიო ხალხისათვის ზრუნავსო...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დასობანა – სახიფათო თამაში“.
წყარო:
1904
17 ივლისი
გაზეთ „ივერიაში“ კრიპტონიმით „პ. პ.“ იბეჭდება დასაწყისი გამოხმაურებისა
ქრისტეფორ ვერმიშევისა და ივანე ჯავახიშვილის წიგნებზე „მასალები
ქართულსომხური ურთიერთობების ისტორიის შესახებ. ილია ჭავჭავაძის წიგნის „სომეხთა
მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ პასუხად“ და „მამულიშვილობა და მეცნიერება“.
ორივე მათგანი გაკრიტიკებულია.
წყარო:
