1896
20 ივლისი
უღებენ ფოტოს დასთან – ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილისასთან, ეპისკოპოს
ალექსანდრე ოქროპირიძესთან, მარჯორი, თომას და ოლივერ უორდროპებთან და სხვა
სტუმრებთან ერთად საგურამოს სახლის კიბეზე.
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი,
3-1654; ფ. 2-2633 ფრაგმენტი
ფოტოდან:
http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/5112 პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა,
ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)
ილია ჭავჭავაძის უმცროსი და. ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე
ალექსი დავითის ძე) (1824-1907) ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე.
სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის არქიმანდრიტი, ქართლ-კახეთისა და
გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი. უორდროპი თომას ცნობილი ქართველოლოგის,
მარჯორი უორდროპის ძმა. უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909)
ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი,
ფლობდა 7 ენას. უორდროპი ჯონ ოლივერ (1864-1848)
ინგლისელი დიპლომატი, მთარგმნელი, ქართული კულტურის მოამაგე. თარგმნა
სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“, გამოსცა „საქართველოს სამეფო“, „ინგლისურ-სვანური
ლექსიკონი“. კომენტარები დაურთო მისი დის, მარჯორის მიერ თარგმნილ „ვეფხისტყაოსანს“.
1896
20 ივლისი
უღებენ ფოტოს საგურამოში ილიაობის დღესასწაულზე გაშლილ საზეიმო
სუფრასთან. ილია ჭავჭავაძე თეთრ სამოსში ჩაცმული დგას უკანა პლანზე მარჯორი
უორდროპის გვერდით. მარცხნივ უდგანან მარჯორი უორდროპის ძმა – თომასი და
მათი მამა. წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი,
2-2633; 1654; ფოტო და მისი ფრაგმენტი. პირთა ანოტაციები:
უორდროპი თომას ცნობილი ქართველოლოგის, მარჯორი უორდროპის ძმა. უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909)
ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი,
ფლობდა 7 ენას. უორდროპი ჯონ ოლივერ (1864-1848)
ინგლისელი დიპლომატი, მთარგმნელი, ქართული კულტურის მოამაგე. თარგმნა
სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“, გამოსცა „საქართველოს სამეფო“, „ინგლისურ-სვანური
ლექსიკონი“. კომენტარები დაურთო მისი დის, მარჯორის მიერ თარგმნილ „ვეფხისტყაოსანს“.
1896-დან
წყარო: გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, № 4429-i.
პირთა ანოტაციები:
ურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის
ასული (1842-1927) მეუღლე, გსაზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და
საისტორიოსაეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი
1896


საგურამოს ახალი სახლის
აივანზე მეუღლესთან ერთად იღებს ფოტოს.

