პოლიტიკა

პოლიტიკა

წინასიტყვაობა  ევროპის სახელმწიფოთა აწინდელი მდგომარეობა საზოგადოდ

წყარო:  ივერია N1 (იანვარი) 1879., 1879, გვ. 167-174.

ვიდრე მივყვები ევროპის სახელმწიფოთა საპოლიტიკო ცხოვრების განხილვას, ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვა მასზედ თუ რის მომლოდინე უნდა იყოს მკითხველი ამ მიმოხილვიდამ და რისა არა. ეს მით უფრო თამამად მეთქმის, რომ კარგად ვიცი რა გულიანად ადევნებს მკითხველი თვალსა და გონებას ევროპის ხალხთა და სახელმწიფოთა მომდინარე ცხოვრებას, ეს ცნობისმოვარეობა შეეხება, ანუ დაერთვის ორ მხარეს საგნისას: ერთის მხრით — თვითონ მოვლენას, ამბავს, ცნობას; მეორის მხრით — ამ ამბავთა, ამ ცნობათა დაფასებას, მოსაზრებას, მათზედ მხედველობის დადგენას. ყველა ამის შესახებ გაზეთისა და ჟურნალის შორის დიდი განსხვავებაა. გაზეთს მოაქვს ამბები ახალ–ახალი, ცხელ–ცხელი. ამ ამბავთა შორის არის მრავალი იმისთანა, რომელთა მნიშვნელობა წუთიერია, ღირს საცნობია მხოლოდ დღეს, ხვალ კი აღარა. მკითხველისათვის, რასაკვირველია, ეს არა კმარა; იგი ეძებს აგრეთვე ამბების დაფასებას, მოსაზრებას, მათთვის ღირსების შესხმას. გაზეთიც, რასაკვირველია, ცოტად თუ ბევრად, ავად თუ კარგად აკმაყოფილებს ამ მოთხოვნილებას. მაგრამ ამის შესახებ მის მოსაზრებას ვერ ექმნება იმოდენა სიმკვიდრე, რამოდენაც შეუძლიან იქონიოს ჟურნალმა. ჟურნალს უფრო ფართო მეიდანი აქვს გადაშლილი ვიდრე გაზეთს, ე. ი. ჟურნალს უფრო დიდ მანძილზედ შეუძლიან გააწვდინოს თვალი, უფრო ვრცელს ადგილს შეუძლიან გადაჰფინოს ნათელი, რადგანაც მის ხელთ არის მეტი მოვლენა, მეტი ფაქტი. რადგანაც, ერთის მხრით, ჩვენში არ არის იმისთანა ვრცელი გაზეთი, რომელსაც შეეძლოს პირველის მოთხოვნილების დაკმაუოფილება სრულიად და უნაკლულოდ. და რადგანაც, მეორის მხრით ჟურნალს არ შეუძლიან ეს ნაკლულევანება შეავსოს და თან ბლომა ამბებიც შეატყობინოს მკითხველს და თან მათი დაიფასებაც მოახდინოს, ამიტომ იძულებულნი ვიქმნებით მივაქციოთ მკითხველის ყურადღება თვე და თვე მხოლოდ ერთ-ორ ცოტად თუ ბევრად რთულს გარემოებას ევროპის მომდინარე ცხოვრებიდამ, უფრო მომეტებულად თვალსაჩინოს, უფრო მომეტებულის მნიშვნელობისას. ჯერ-ჯერობით კი გადავავლოთ თვალი ევროპის სახელმწიიფოთა აწინდელ მდგომარეობას.

„ივერიაში“ მრავალი თქმულა საზოგადოდ აღმოსავლეთის საქმეზედ და აგრეთვე სლავიანთა მოძრაობაზედაც. ასე რომ მკითხველს კარგად ეხსომება ყოველი გარდასავალი, ყოველი ხანა ამ საქმისა. მკითხველს ეცოდინება აგრეთვე, რომ სული და გული აღმოსავლეთის საქმისა, მისი სიძნელე, მის დიდი ვაი-ვაგლახი გამოკვანძილია სახელმწიფოთა ცილობაზედ, ერთი-ერთმანეთის შურზედ. თუ სხვა რამე აქვს დართული ამ საქმეს — დართულია ძალაუნებურად: ან როგორც იარაღი ბრძოლისათვის, რომლის დედა-ბოძი არის კერძო და პირადი სარგებლობა, ან როგორც ძელი, რომელსაც ძალა-უნებურად ეძგერება იგი საქმე თვის მსვლელობაში. რაში არსებობს ეს ძელი — ამას ქვევით ვნახავთ, ეხლა კი ორიოდე სიტევით მოვიხსენიოთ უკანასკნელი ხანა აღმოსავლეთის საქმისა, რომელზედაც „ივერიას“ ვერ მოუხდა მოლაპარაკება.

როგორც მოგეხსენებათ, ბოლოს და ბოლოს აღმოსავლეთის საქმე გადიქცა თითქო საკუთრივ ინგლისისა და რუსეთის შორის ბრძოლად, ჯერ ევროპაში და მერე აზიაში. ინგლისის მთავრობამ ჯერ წაჰჭიდა ხელი სტამბოლს — არ დავანებებო, მერე ეძგერა აზიაში— ინდოეთის მფლობელობას შიში მოელისო და რუსეთის წინააღმდეგობისათვის და შეფერხებისთვის ომი გამოუცხადა ავგანისტანის ემირს. საქმე ბოლოს იქამდე მივიდა, რომ ინგლისმა ბალკანის ნახევარ–კუნძულზედ მტკიცე ადგილი და გავლენა დაიპურა აღმოსავლეთის საქმის წინაშე, მაგრამ წაჭიდა ხელი ოსმალეთის მფლობელობასაც მცირე აზიაში, თუმცა ერთი ცვარი სისხლი არ დაუღვრია ამ გამარჯვებისათვის. ავგანისტანში კი, მართალია, სისხლის ღვრა დასჭირდა და ზარალიც მოუვიდა, მაგრამ ეს ზარალი არა არის რა შედარებით მასთან, რაც მოიგო ამ ზარალით ინგლისმა დაიპყრა კარგა დიდი ადგილი შუა-ზიაში, დაიფარა ინდოეთი თავდაცემისაგან (თუ ქონდა რამე შიში), სახელი გაითქვა თვის ქვეშევრდომთა წინაშე ინდოეთში (თუ მართლა საჭირო იყო). ერთის სიტყვით აღმოსავლეთის საქმეს დაუდგა ახალი ხანა, ანუ უკეთ ვსთქვათ გამოუჩნდა ახალი მხარე, ან არა და იგივე ძველი-ახლად უფრო აშკარად. რუსეთს დიდი ხანია საუ ხელი აქვს დავარდნილი, აზიაში მიიზიდებაო, თან-და–თან აზიის შიგ შუა-გულში ფესვებს ჰსდგავსო. მართალია თუ არა ამ გვარი მიდრეკილება და მსვლელობა რუსეთისა, ღმერთმა უწყის. რუსეთს როგორც მოგეხსენებათ მრავალი მტერი ჰყავს და ვერაფერი ნდობა უპყრია ევროპაში. რუსეთიო, — თითქო ფიქრობდა ევროპა, — უმთავრესად სამხედრო სახელმწიფო არისო, ესე იგი, მისი ძალა დამჟარებულიაო მხედრობაზედ და იმ გვარად არისო მომართული, რომ თვისის დღეგრძელობისათვის სახსარი გარედ უნდა მოძებნოსო, რადგანაც თვის შინაობაში ვერაფერ ფართო მსვლელობას აძლევსო. შინაგან ძალასაო. და ყოველ–გვარ წარმატებასაო. ამიტომ არც არის გასაკვირველიო, რომ რუსეთი სულ სამზღვარ-გარედ მიიზიდებაო, რამდენად საფუძვლიანია ამ გვარი ლაპარაკი, რა მოგახსენოთ. ის კი ცხადია, რომ ევროპა ერთის თვალით უღიმის, მეორით ზურგს უკან გასცქერის— ხომ არას აპირებსო. ეს გარემოება ნამეტნავად შარშან გამოჩნდა. აშკარად სლავიანთა განთავისუფლების თაობაზედ. ეგ ყველა კარგიო, მაგრამ თუ შეიძლება ცოტა იქით მიბძანდითო. იქნება სლავიანებმა თვითონვე ირჩინონ როგორმე თავიო. ამასთანავე წამოდგა წინ ინგლისი, მოუარა ზურგს უკან, აზიიდამ — იქმნება აქ გნებავთ რამეო, რადგანაც ევროპაში მაგდენი ვერაფერი ვერ შეიძინეთო, უკაცრავად კი არ ვიყო და აქ კი მე ვარ პატრონიო; ბათუმი და ყარსი დიდის სიამოვნებით მომირთმევიაო და სხვისა კი ნურას უკაცრავადაო! დახე ინგლისის უსვინიდისობას! აკი მართლა დაჰპატრონებია ოსმალეთის მფლობელობას მცირე აზიაში, და წიხლი ამოჰკრა შირ-ალისაც ავგანისტანში. ინგლისმა, როგორც მოგეხსენებათ, ცალკე პირობა შეუკრა ოსმალეთს, რომლის ძალით ერთის მხრით კიპრის კუნძული დაიჩემა, მეორის მხრით პატრონობა იკისრა იმ ცვლილებათა აღსრულებაში მოყვანისა, რომელნიც უსაჭიროესად სცნა ევროპამ ოსმალეთისათვის. რაც უნდა გაიხეთქო თავიო, ამბობდა ვითომ ინგლისი, მაინც ჩემზე მომეტებული ჭკუა და განათლება არ გამოგივაო ეხლანდელ დროში კი, როდესაც ყურ-მოჭრილი მონაობა სამარადისოდ ამოვარდა ქვეყნიერობიდამაო და როდესაც ყველას სწყურიანო. სიცოცხლე, თვით-არსი წარმატება და განვითარება, ჭკუა-გონებისთანა მტკიცე და მკვიდრი იარაღი არა არის რაო... ამაზედ შეჩერდა საქმე.

ეს არის ერთი გარემოება, რომელიც დაერთვა შარშან აღმოსავლეთის საქმეს. გარდა ამისა არის კიდევ მეორეც, რომელიც არა ნაკლებ მჭიდროდ, — ერთის მხრით მაინც, — დაერთვის აღმოსავლეთის საქმეს. მე ვამბობ წვრილმან ხალხოსნობის თვით-მყოფობაზედ, თვითარსებობაზედ. თვითონ იმ ხალხებზედ, რომელნიც ბალკანის ნახევარკუნძულზედ ცხოვრობენ, ბევრი ლაპარაკი, რასაკვირველია, საჭირო არ არის. ყველამ იცის, რომ აღმოსავლეთის საქმის დაბოლოვება ბალკანის ნახევარ-კუნძულზედ და ამ ხალხთა თვითმყოფობა, დაუმოკიდებელი არსება ისე მჭიდროდ არიან გადაბმულნი ერთი-ერთმანეთზედ, რომ ერთის დასრულება მოასწავებს მეორეს, და უმეოროდ შეუძლებელია. მაგრამ თვითონ ამ მჭიდრო კავშირობის ძალით აღიარებულ და დადგენილ იქმნა საჯაროდ თვითონ დედა-აზრი, პრინციპი წვრილმან ხალხოსნობის თვით-არსებობისა, ავტონომიისა. თითქო დასძახა რაღაცა ხმამ: მოუარეთ, ხელი შეუწყეთ, თორემ დამრჩებით ცარიელნო! ამ სახით, იმ საპოლიტიკო აზრთა და იდეათა შორის რომელთაც თვით საქმით ამოქმედებდა ევროპა, ჩაჯდა და მიემატა კიდე ეს ერთი. მართალია აქ ახალი არა არის რა და უწინაც ამოუუგია მას თავი მაგრამ მისი უმეტესი მნიშვნელობა ამ ჟამად ცხადად დაგვენახა თუ მივიღეთ მხედველობაში ორი გარემოება: ერთის მხრით—ის მიმართულება, რომელსაც დაადგნენ ევროპის სახელმწიფოთა (უმეტეს ნაწილის) მთავრობანი თვის შინაობაში და რომელსაც შეიძლება დავარქვათ ზურგის მიგცევა საპოლიტიკო წარმატებისათვის; მეორის მხრით—ის გარემოებაც რომ ზემოხსენებულმა თვით–არსების დედა–აზრმა თითქმის ერთის ფეხით აზიაშიაც გადმოაბჯინა. პირველ შემთხვევაში ხსენებულს უკუქცევას მოემატა მოწინააღმდეგე, მეორეში ხსენებულ დედა-აზრის, პრინციპის მომქმედობას გაუვრცელდა ასპარეზი.

ეს არი ეხლა მოვიხსენიეთ რომ მომეტებულ ნაწილს ევროპის სახელმწიფოებს წარმატების წინააღმდეგი მიმართულება დაეტყოთ მეთქი. ესეც ერთი თვალსაჩინო საქმეა, რომელიც აწარმოვა შარშანდელმა წელიწადმა, უპირველესი პატივი ამ საქმეში უნდა მიეცეს როგორც მოგეხსენებათ, გერმანიას. დაცალა თუ არა ვიღაცა ჰედელმა დამბაჩა იმ წამსვე ამოჰყო. თავი ყველამ რაც კი უმზგავსი, დამპალი და სიკვდილს მიცემული რამ მოიპოვებოდა გერმანიაში. მთავრობას თითქო კიდეც გაუხარდაო, რა მოხდა? 1877 წლის არჩევანმა გაგზავნა რეიხსტაღში ცამეტი წევრი სოციალ- დემოკრატთა დასის მიმდევარი. ეს იყო უმთავრესი ტკივილი, რომელიც ძილს უფრთხობდა და მოსვენებას არ აძლევდა მთავრობას, ესე იგი ბისმარკს (თავიცა და ბოლოც ხომ ბისმარკია). ჰედელსაც დასწამეს სოციალ-დემოკრატობა და გამოსცეს კანონი მთელის დასის წინააღმდეგ. ამ კანონის ძალით, რომელიც მიღებულ იქმნა რეიხსტაღის მიერ განდევნილ იქმნა თვის სამშობლოიდამ მრავალი სოციალ-დემოკრატი. ან ვინც კი ცოტაოდენად ახლო მოუდგებოდა ამ დასს. გარდა ამისა მოსპობილ–იქმნა მრავალი გაზეთი ამ დასის ფეროვნების და მრავალი საზოგადოება, ასსოციაცია, რომელნიც მუშა კაცთა შემწეობისათვის იყვნენ დაარსებულნი.

ამოჰყო თავი კლერიკალობამაც. ბისმარკი და კლერიკალები ამას წინად ერთი-ერთმანერთზედ გადამტერებულნი ეხლა კი ერთად, თითქმის ხელი-ხელ გაყრილნი მისდევენ ერთსა და იმავე საქმეს — წინააღმდეგობას თავისუფლებისა და წარმატებისადმი. ბისმარკი ბოლოს იქ- ამდისინ მივიდა, რომ შეთხვზა კანონი პარლამენტში შესატანად, რომ- ლის ძალით დეპუტატს, ხალხის წარმომადგენელს, თითქმის სრუ- ლიად უნდა წაერთვას სიტუვის თავისუფლება; ამ კანონის ძალით შეიძლება აუაროს დეპუტატს თვითონ დეპუტატობაც.

„ივერიის“ მკითხველებს ეხსომებათ არა ერთხელ გამოთქმული აზრი, რომ იმ გვარი ავ-კაცობა, როგორიც მოახდინეს ედელმა და ნობილინგმა, შეიძლება კლერიკალების საქმე ყოფილიუოს. ნამდვილად ასეა თუ არა, ღმერთმა უწყის. მაგრამ ბევრი საბუთი კია მხედველობაში მიიღოს კაცმა ეს აზრი ეხლა, როდესაც პაპისა და ბისმარკის შორის დაახლოვებას თითქმის ეჭვი აღარა აქვს; როდესაც ახალმა ფანმა გამოსცა ეპისტოლე რომლითაც მხარს უჭერს ბისმარკს და უგზავნის რისხვას და შეჩვენებას არამც თუ მარტო სოციალ-დემოკრატებს, არამედ უოველ-გვარ განათლებას, წარმატებას, რომელიც კი მოუპოვებია კაცობრიობას ამ უკანასკნელ ორ-სამ საუკუნის განმავლობაში.

რაც შეეხება სხვა სახელმწიფოებს, შარშანდელ „ივერიაშიაც“ იყო მოკლედ მოხსენებული მათი მდგომარეობა იმ მხრით, რომელსაც აქ ვიხსენიებთ... იმ მწყვდიადში, რომელიც მოფენია ევროპას, დგას საფრანგეთი როგორც მნათობი, წარმატების გზის მაჩვენებელი სხვათათვის. საპოლიტიკო მნიშვნელობა საფრანგეთისა ყოველთვის ყოფილა განუსაზღვრელი. ეხლაც ისეა. რითი იპყრობს ქვეყნის ყურადღებას საფრანგეთი?. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

საფრანგეთის თვალ–საჩინობა არსებობს მის შინაობაში და იმიტომ არის არა წუთიერი, არამედ სამარადისო. ეს მეტადრე ითქმის ეხლა, როდესაც საფრანგეთში დამკვიდრდა რესპუბლიკა. დამკვიდრდა მეთქი, რადგანაც აღარ სუფევს უწინდელი განხეთქილება სენატისა, დეპუტატთა პალატისა და რესპუბლიკის პრეზიდენტის შორის, —განხეთქილება რომელიც დიდ განსაცდელ მოასწავებდა რესპუბლიკისათვის თუ არ მოსპობილიყო. სენატის უმრავლესობა იყო რესპუბლიკის წინააღმდეგი, პრეზიდენტათ იყო მონარხიის მიმდევარი მარშალი მაკ-მაგონი. ეხლა კი 5 იანვრის არჩევანის შემდეგ სენატის უმრავლესობა ეკუთვნის რესპუბლიკელთ დასს. გამოვიდა სამსახურიდამ მარშალი მაკ-მაგონიც. შარშან გამბეტტამ ერთს თავის სიტყვაში სთქვა: ერთი დღეც არ გავა მაკმაგონის სამსახურიდამ გამოსვლისა და მის მოადგილის დანიშვნის შორისო. ესეც მოხდა კიდეც. იმავე დღეს, როდესაც მაკ–მაგონმა წერილით შეატყობინა პარლამენტის პრეზიდენტს თვისი სურვილი, შესდგა საერთო კრება სენატისა და დეპუტატთა პალატისა მაკ–მაგონის მოადგილეს ამოსარჩევად. ამ გვარად გამეტტას წინასწარ- მეტუველობა გამართლდა. რესპუბლიკის პრეზიდენტათ ამოირჩიეს გულ-წრიველი რესპუბლიკელი გრევი, დეპუტატთა პალატის თავ-მჯდომარე. მაკ–მაგონის სამსახურიდამ გამოსვლის მიზეზი ის იქ, რომ არ დათანხმდა სამინისტროის ახალს პროგრამმას, რადგანაც იგი პროგრამმა თხოულობდა, რომ მთავარ სარდალნი და უმთავრესი ჯარის კაცები გამოცვლილი ყოფილიყვნენ და მათ მაგივრად დანიშნულ ყოფილიყვნენ ერთ-გული მსახურნი რესპუბლიკისა. მაკ-მაგონმა ვერ იშვიათია ეს და დაანება თავი სამსახურს. ამ გვარად დღეს რესპუბლიკა დამყარებულია საფრანგეთში. ყველა დიდის ყურადღებით შეჰყურებს საფრანგეთს, რომელიც ეჭვი არ არის გულს-მოდგინედ დაადგება შინაგან წარმატებას და განვითარებას.

საფრანგეთი დგას ვით მნათობი მეთქი, სხვათა სანუგეშოთ, თუმცა გამბეტტა ამბობს, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენის ქვეყნისათვის ვზრუნავთო და სხვისა არა გვენაღვლება რაო. გამბეტტას, რომლისკენაც მიქცეულია მთელის გაფითრებულ ევროპის ყურადღება, რასაკვირველია, უჭირს სიფრთხილე და წინ დახედვა. მაგრამ ძალა სიკეთთისა, ჭკუა-გონების წარმატებისა და შინაგანის განვითარებისაც იმაშია, რომ იგი უნებურად, უნდა თუ არ უნდა, ზედ მოქმედობს სხვაზედაც. ამიტომაც ჩვენ საპოლიტიკო მიმოხილვაში უმთავრესი ყურადღება მიქცეული იქმნება საფრანგეთისაკენ.

რედაქციისაგან

ეს ნომერი ჟურნალისა უფასოდ მისდით ჩვენ შარშანდელ ხელის მომწერლებს, გაზეთის იმ ნომრების ბადლად, რომელთაც მოკლებულნი იყვნენ წარსულ დეკემბერში. ვისაც ჰსურს შემდეგშიაც მიუვიდეს „ივერია“, რედაქცია სთხოვს დროზედ გვაცნობოს

ამ წიგნმა კარგა დაიგვიანა. რედაქცია ბოდიშს იხდის და ამასთანავე შემდეგისათვის აღიარებს იმედს ჟურნალის დროზედ გამოსვლისას.