ტაბულა №116


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ბოკერია გიგა, ქორიძე ავთო, ნოდია გია, ავალიანი დიმიტრი , ლადარია ნოდარ, მაჭარაშვილი ნინო, კვანჭილაშვილი ელენე, ზღულაძე ეკა, გოგიბერიძე ნინი, ბაძაღუა ივანე, გუნია ირაკლი, ბასილაია მიხეილ, მიქავა მარიამ, დუნდუა ნინო, ზუკაკიშვილი ქეთი, კაკაბაძე შოთა, მამალაძე სალომე, ელერდაშვილი ვახო, გოდუაძე ლაშა, მაღრაძე ირაკლი, ბაგაური ირინა, ესებუა ნიკა, ყიფიანი ანა, მელიქიშვილი ხათუნა, კიკალეიშვილი სალომე
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2012
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2012 | 1 - 7 ოქტომბერი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი / აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი / რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი / უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი / ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, სალომე უგულავა, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, ირინა ბაგაური, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ირაკლი მაღრაძე, ნიკა ესებუა, ირაკლი გუნია, ანი ჩხიკვაძე / ვები: ლევან მეტრეველი, ნათია სოფრომაძე, ნუცა შუბაშვილი, თამარ გულედანი / კორექტორი: ნინო საითიძე / არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია / დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი / ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე / ფოტო: ელენე ბლუაშვილი, ალექსანდრე ისკანდაროვი / გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი / დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე / ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე / გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ჭეიშვილი / ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 2420 300, e-mail: info@tabula.ge / სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bölgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul - TURKIYE, ტელ.: +90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907 / © 2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია.



1 სიტყვასიტყვით

▲back to top


0x01 graphic

„ჩვენ არ მოვეშვით, ჩვენ შევწუხდით. ჩვენ ხელები კი არ ჩამოგვიშვია, ხელები დაკავებული გვქონდა იმით, რომ ამ საზარელი დანაშაულის ყველა ავტორისთვის პასუხი მოგვეთხოვა. მაგრამ ის, რომ მე და ჩემიანებს ხელები დამნაშავეების დასჯით გვქონდა დაკავებული, სამწუხაროდ, გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ ბოლო 7 წელიწადში პირველად აკურთხეს ახალი კანონიერი ქურდი”.

  • განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, ამომრჩეველთან შეხვედრისას. 23 სექტემბერი

სწორედ ამიტომ უნდათ მათ, რომ საქართველო რუკიდან გაქრეს. ვინაიდან თუ საქართველო გადარჩება, რუსეთის ხელისუფლების აზრით, ეს სხვებისთვის ცუდი მაგალითი იქნება ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის და რუსი ხალხის ჩათვლით.

ფაქტები აღმაშფოთებელია და ჩვენი პასუხისმგებლობა ნათელია. ჩვენი რეაქცია სწრაფი იყო და ეს ის არის, რასაც დემოკრატიული ქვეყნები აკეთებენ.

  • მიხეილ სააკაშვილმა 25 სექტემბერს ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 67-ე სესიაზე საქართველოს საზღვრებთან მიმდინარე სამხედრო წვრთნებსა და საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი ძალადობის ფაქტების შესახებ ისაუბრა.

0x01 graphic

ეს ხელისუფლება არის ბოროტება და ამიტომ, ბოროტებამ თავისი არსებობა უნდა დაამთავროს”.

  • მეუფე ილარიონი ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ქადაგებისას. 21 სექტემბერი

საიდან მოდის ეს სიგლახე და სიბილწე? ვინც უკვეთავს, ვინც აძლევს ფულებს ამ ჩვენს ხალხს, პოლიტიკოსებს და ხელისუფლებას, ისინი უკვეთავენ ამას. თქვენ იცით, რომ ბოდიში და იმ პიდარასტების, მამათმავლების და ლეზბიანკების პარადი, თბილისში რომ იყო და გამოვიდნენ და პროტესტი განაცხადეს, სოკოებივით ამოვიდნენ იქვე ამერიკის, ინგლისის, ჰოლანდიის, საფრანგეთის ელჩები და თქვეს, რას ქვია რომ თქვენ უბედავთ ამას ნუ აკეთებენო, როგორო, უნდა გააკეთონო. აი საიდან მოდის სათავე, აი ვინ არის ამის ყველაფრის სატანური ავტორი”.

  • ეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე. 23 სექტემბერი

სააკაშვილმა თითქოს დასავლეთისკენ გაგვიღო კარი, მაგრამ სინამდვილეში წამება და ქართველი კაცის გაუპატიურება მოიტანა. მისი ყოველი მომხრე, ვინც რაიმე გამართლებას მოუძებნის ამ ჯალათებს, თვითონ იქნება ჯალათი. ახლა მაინც ხომ დაინახავს დემოკრატიული დასავლეთი, რას წარმოადგენს ეს ვითომ დემოკრატიის შუქურა”.

  • ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში გამართულ კოალიციის აქციაზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა წამების ფაქტების შესახებ ისაუბრა. 22 სექტემბერი

0x01 graphic

იმ პერიოდში ამ მასალის გამომზეურება არავითარ დიდ შედეგს, გარდა გარკვეული ბუნტისა და ისევ ხელკეტებისა, არ გამოიწვევდა. აი, სწორედ ახლა, როცა პირველ ოქტომბერს ხალხი გამოუტანს განაჩენს და სასჯელი იქნება, ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია”.

  • კოალიცია ქართული ოცნების მაჟორიტარმა კანდიდატმა ისნის რაიონში, ნუკრი ქანთარიამ, განაცხადა, რომ პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნება არჩევნებამდე ბევრად ადრე, არჩევნების შედეგებზე ისეთ გავლენას ვერ მოახდენდა, როგორც ახლა. პირველი არხის გადაცემა აქცენტები. 23 სექტემბერი

0x01 graphic

ქართველი მოჭადრაკე ქალის ოჯახის წევრი და ჩვენი ციხის ფსიქოლოგ-პრეზიდენტის იდეოლოგი რუსეთის დედაქალაქში (მოსკოვში) დაძრწის (დღეში ორჯერ) და ცრემლმორეული რუსეთის მთავრობას შველას და დახმარებას სთხოვს... ეს ამბავი ძალუა თეკლას დაქალმა, რუსეთის მთავრობის ძალიან დიდი კაცის ცოლმა მოგვიყვა...”

  • ეს ინფორმაცია რობერტ სტურუამ Facebook-ის საშუალებით გაავრცელა. 23 სექტემბერი

2 გიგა ბოკერია: მინდა ყველა პარტიას მოვუწოდო, არ წააქეზონ თავიანთი აქტივისტები ძალადობისაკენ

▲back to top


არენა

ესაუბრა: დიმიტრი ავალიანი
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

0x01 graphic

მძიმე შეცდომა - ასე შეაფასა უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ პენიტენციარულ სისტემაში არსებული მდგომარეობა. ტაბულა მას ხელისუფლების პასუხისმგებლობასა და სისტემაში სიტუაციის გამოსწორების გზებზე ესაუბრა. ამასთან, ბოკერია, როგორც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელი, წინასაარჩევნო გარემოს, გამოვლენილ დარღვევებსა და მათზე რეაგირებასთან დაკავშირებულ საკითხებსაც შეეხო.

  • ცნობილი ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, საპატიმროებში არსებულ ვითარებას თქვენ ხელისუფლების მძიმე შეცდომა უწოდეთ. და თავად აღნიშნეთ, რომ ხელისუფლება სათანადო ყურადღებას არ უთმობდა საგანგაშო სიგნალებს, მათ შორის, სახალხო დამცველის მხრიდან. ასე რატომ მოხდა? თქვენი აზრით, რატომ უნდა იყოს სარწმუნო საზოგადოებისთვის დღეს, რომ ქვეყნის პირველი პირები ამდენი ხნის განმავლობაში საქმის კურსში არ იყვნენ შექმნილი ვითარების შესახებ? და რომ სიტუაციის გამოსწორების ნება ნამდვილად გააჩნიათ?

გავიმეორებ - ყველა ნორმალური ადამიანისთვის ამაზრზენი და შემაძრწუნებელი იყო ეს კადრები და პრობლემა, რომელიც ამ კადრებმა გამოავლინა. ეს იყო მძიმე შეცდომა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ეს პრობლემა, სხვა პრობლემებთან შედარებით, ნაკლებად პრიორიტეტულად აღიქმებოდა. მანამდე, გასულ წელს, იყო პენიტენციარული სისტემის რამდენიმე თანამშრომლის თითქმის ანალოგიური დანაშაულისთვის დაპატიმრებისა და პასუხისგებაში მიცემის შემთხვევები. მართალია, ასეთი ამაზრზენი ფაქტები არ იყო ცნობილი, თუმცა ნებისმიერი ძალადობა საერთო ჯამში ამაზრზენია, განსაკუთრებით, თუ ამას პატიმრის მიმართ მეციხოვნე ჩადის. ამიტომაც ვერ ვიტყვით, რომ ფაქტებს, რომლებიც გამოვლინდა, საერთოდ ყურადღება არ ექცეოდა. მაგრამ არჩევანში იმ გამოწვევებს შორის, რომელიც საზოგადოების წინაშე დგას, ეს პრიორიტეტად არ აღიქმებოდა.

მოხდა ის, რომ სისტემამ არათუ არ იმუშავა, არამედ საერთოდ კატასტროფული შედეგები მოგვცა. განსაკუთრებით, ამ კონკრეტულ ციხეში, სადაც ასეთი რამ საერთოდ შესაძლებელი გახდა. ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ინფორმაცია ასეთი დადასტურებული ფაქტების შესახებ აქამდე არ ჰქონია. კრიტიკოსები ხშირად საუბრობენ სხვადასხვა თემაზე და ხელისუფლება შეიძლება ამას არ ეთანხმებოდეს ან იზიარებდეს, მაგრამ ვიმეორებ, ამ შემთხვევაში ამ პრობლემისთვის ნაკლები პრიორიტეტის მინიჭება მძიმე შეცდომა იყო.

რაც შეეხება იმას, რატომ უნდა ჰქონდეს საზოგადოებას ნდობა და ირწმუნოს, რომ ხელისუფლება მოინდომებს და შეძლებს სიტუაციის გამოსწორებას. მე ვთვლი, რომ ამაზე მეტყველებს მაგალითები, რომლებიც უახლოეს წარსულში გვქონდა. ყველა ის ამოცანა, რომელიც პრიორიტეტად იყო დასახული, მათ შორის ისეთები, რომელთა განხორციელების ბევრს არ სჯეროდა, მნიშვნელოვანწილად შესრულდა. ძალიან ბევრ ადამიანს არ სჯეროდა 8-9 წლის წინ, რომ პოლიცია, რომელიც იყო კორუმპირებული, არაეფექტური, დანაშაულთან შეკრული, სადაც ჩვეულებრივი ამბავი იყო თვითმკვლელობების სერიები, გადმოხტომები, წამება, რომ ეს სტრუქტურა შეიძლებოდა რეფორმირებულიყო და გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნდობის მქონე სტრუქტურა საქართველოში. უფრო მაღალი ნდობის მქონე, ვიდრე მინისტრები, რომლებიც მას ხელმძღვანელობენ. ეს ასეც უნდა იყოს - უფრო მაღალი ნდობა უნდა ჰქონდეთ ინსტიტუტებს ვიდრე პოლიტიკოსებს. ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობენ პოლიციელები, რომლებიც ჩადიან დანაშაულს. მაგრამ განსხვავებით ციხისგან, სისტემური წამება და ჩვენებების გამოძალვა აღმოიფხვრა. ამის პარალელურად, ეს სტრუქტურა გახდა ეფექტური დანაშაულთან ბრძოლაში და საზოგადოების სამსახურში ჩადგა.

მახსოვს ამ თემაზე დისკუსიები, ბევრი ამბობდა - როგორ უნდა მოხდეს ეს ერთდროულად. თუ აღიარებითი ჩვენებების მოპოვების უფლებას წავართმევთ, საერთოდ ვეღარაფერს გახსნიან. 2005 წლიდან დავიწყეთ ეს რეფორმა და მას შემდეგ სასამართლოს გარეთ მოპოვებულ ჩვენებას სასამართლო მტკიცებულებად ვეღარ განიხილავს. მოგეხსენებათ, აღიარებითი ჩვენების ფორმულა იყო ისეთი, რომ ადამიანს ცემდნენ და აწამებდნენ, აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული, სასამართლოს შეეძლო დაყრდნობოდა პირველ აღიარებით ჩვენებას და ეს იყო ჯოჯოხეთური წრე. პირველი, რაც ვქენით, ის იყო, რომ თუ ადამიანმა ღია სასამართლო სხდომაზე, ადვოკატის თანდასწრებით იგივე ჩვენება არ მისცა, მტკიცებულება საერთოდ დაუშვებლად გავხადეთ. ამავე დროს, ის ადამიანები დავაპატიმრეთ, ვინც პოლიციაში ძალადობაში იყო შემჩნეული. გატარდა სხვა ბევრი რეფორმა ამ სტრუქტურაში. შედეგად მივიღეთ ის, რომ ეს დარღვევები სისტემურად იქნა აღმოფხვრილი. საკანონმდებლო ცვლილებით, რომელიც 2 წლის წინ იქნა მიღებული და ჯერ ძალაში შესული არ არის, მოწმის ჩვენებასაც, თუ ის სასამართლოში არაა მიღებული, ძალა არ ექნება.

ცოტა შორს წავედი, მაგრამ ეს იყო ამოცანები, რომელთა გადაჭრა იმ მომენტში ჩვენს მომხრეებსაც მიაჩნდათ ძალიან რთულად. ისინი დაისახა პრიორიტეტად. ძალიან სამწუხაროა, რომ პენიტენციარული სისტემის ასეთ პრიორიტეტად დასახვას ასეთი შემზარავი გამოაშკარავება დასჭირდა. ახლა ეს საკითხი პრიორიტეტულია და მჯერა, რომ ისევე, როგორც სხვა, ძალიან რთული გამოწვევების შემთხვევაში შევძელით ხელშესახები და ხშირ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა, ამ შემთხვევაშიც შევძლებთ. ჩემი აზრით, სახალხო დამცველის დანიშვნა სასჯელაღსრულების მინისტრად ძალიან სწორი ნაბიჯია.

  • პრეზიდენტმა პროკურატურის პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა. პროკურატურამ, როგორც ჩანს, რეაგირება არ მოახდინა სახალხო დამცველის ინფორმაციაზე. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ამ უწყებაში და, ამასთან ერთად, სასამართლო სისტემაშიც ისევე ბევრი რამე არის შესაცვლელი, როგორც პენიტენციარულ სისტემაში? სასამართლო სისტემა იმიტომ ვახსენე, რომ იმავე გლდანის ციხეში სხედან ადამიანები, რომლებსაც წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. მათი საქმეების დიდი ნაწილი, საიდუმლო არაა, საპროცესო გარიგებით მთავრდება. როგორც აღმოჩნდა, თავად იმ ციხეში ყოფნა საკმაოდ ცუდ გავლენას ახდენს ადამიანზე და მის ნებაზე, წავიდეს თუ არა გარიგებაზე...

ბუნებრივია, პენიტენციარულ სისტემაში არსებულ პრობლემებთან შეიძლება ნებისმიერი პრობლემის დაკავშირება, რომელიც კავშირშია გამოძიებასთან. მაგრამ საპროცესო გარიგება დგება მოსამართლის თანდასწრებით და ეს ღიად უნდა მოხდეს. სასამართლოს გარეთ ნათქვამ სიტყვას ძალა არ აქვს, ისევე როგორც პოლიციაში მიცემულ ჩვენებას. არ შეიძლება, კითხვის ქვეშ დავაყენოთ საპროცესო გარიგების ინსტიტუტი იმის გამო, რომ ამ ციხეში იყო ჯოჯოხეთური ვითარება. საპროცესო გარიგება რომ არ არსებობდეს, ეს არაფერს შეცვლიდა. სანამ ეს ინსტიტუტი გაჩნდებოდა, მანამდე ეს პრაქტიკა ჩვეულებრივად არსებობდა პოლიციაშიც და ციხეშიც. ოღონდ ციხეში სხვა ინსტიტუტს ჰქონდა კონტროლი, ქურდებს. საქმე არა გარიგებაშია, არამედ იმაში, რომ პატიმარს უნდა მოეპყრო როგორც ადამიანს და ნებისმიერმა, ვინც გაბედავს, რომ იძალადოს და ასეთ საშინელ ფორმებს მიმართოს, უნდა იცოდეს, რომ დაისჯება.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პირველი რიგის პასუხისმგებლობა ამ სისტემის შიგნით დგება, იმიტომ რომ, როგორც მთელ მსოფლიოში, სისტემას თავად უნდა ჰქონდეს ფილტრები, რომლებიც შეუძლებელს გახდის ასეთ სისტემურ დანაშაულს. რაც შეეხება საერთო პოლიტიკურ შეფასებას და პოლიტიკური ხელმძღვანელების პასუხისმგებლობას, ვისაც მეც წარმოვადგენ - ეს იქნება ამომრჩევლების გადასაწყვეტი რამდენიმე დღეში. ამაზე უფრო მკაფიო სამსჯავრო არ არსებობს.

  • პროკურატურაში, როგორც სისტემაში, რაიმე ცვლილებებზე საუბარი არ არის?

აქ არ ყოფილა სისტემური ჩავარდნა. პრობლემა ნაკლებად პრიორიტეტულად მიიჩნეოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გამოძიება საერთოდ არ ხდებოდა. ან, თუ იყო მტკიცებულებები, მათზე რეაგირება არ ხდებოდა. მაგრამ ამ მტკიცებულებების მოძიებაზე არ იხარჯებოდა საკმარისი რესურსები და ენერგია. რაც იყო მძიმე შეცდომა და უმძიმესი შედეგი მოიტანა. როცა ვსაუბრობთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე - ორმა მინისტრმა პირდაპირი პასუხისმგებლობა იგრძნო და გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ცალკე საკითხია, ვინც ამ დანაშაულს პირადად ჩადიოდა. ეს არის სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაული. ყველა, ვისი კავშირიც დანაშაულთან დადგინდება, აგებს პასუხს, ამაში დარწმუნებული ვარ.

  • საპროტესტო აქციების მონაწილეებისგან ისმის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ მინისტრების გადაყენება და მხოლოდ შემსრულებლების დაკავება არ არის საკმარისი და სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცენ ახალაია და სხვა მაღალი თანამდებობის პირები...

ყველა ადამიანს, ვინც იყო პირდაპირ ჩართული ან იცოდა კონკრეტული დანაშაულის შესახებ და არ იღებდა ზომებს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება. პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, როდესაც პოლიტიკური ლიდერი ვერ უზრუნველყოფს ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც გამორიცხავს ასეთ სისტემურ შემთხვევებს. რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, მათ შორის ჩემსას, რადგან მეც ხელმძღვანელი პირი ვარ - ის იმ შემთხვევაში დადგება, თუ აღმოჩნდა, რომ კონკრეტულ დანაშაულს ვინმე აფარებდა ხელს. მაგრამ თუ გულისხმობთ იმას, რომ ზოგადად არაეფექტური მუშაობისთვის, მათ შორის, ასეთი მძიმე შედეგებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება, ასეთი სტანდარტი არც საქართველოში და არც სადმე სხვაგან არ არსებობს და შეუძლებელია არსებობდეს.

  • რაც შეეხება გამოძიებას. თანახმაა თუ არა ხელისუფლება, ჩართოს ამ პროცესში საზოგადოების წარმომადგენლები?

კომისიის შექმნაზე ბატონმა გიორგი ტუღუშმა ისაუბრა. მას აქვს დელეგირებული ამ მხრივ ინიციატივების დაყენების უფლებამოსილება, რასაც ხელისუფლება, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს. ჯერჯერობით რაც გამოითქვა, მხარს ვუჭერთ, შესაძლოა დისკუსია კიდევ გაგრძელდეს.

  • რა გავლენა შეიძლება იქონიოს ბოლო მოვლენებმა არჩევნების შედეგებზე?

სპეკულირებას ამ საკითხით ვერ დავიწყებ. ამას ყველანი რამდენიმე დღეში ვიხილავთ. ჩვენი ამოცანაა, არჩევნებმა ისე ჩაიაროს, რომ იყოს თავისუფალი ნების გამოხატვა და მშვიდი გარემო. აქამდე ძალიან დაძაბული კამპანია იყო, ბევრი აგრესიული გზავნილი მოდიოდა პოლიტიკური პარტიების მხრიდან. მაგრამ, საერთო ჯამში, კამპანია, ჩემი აზრით, იყო მშვიდობიანი და თავისუფალი. ბოლო რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მაგრამ ეს პროტესტიც იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი, არანაირ ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. თუმცა რამდენიმე დღეა არის შედარებით მსუბუქი, მაგრამ მაინც ძალადობრივი ქმედებების შემაშფოთებელი ნიშნები და ჩანს აშკარა მონდომება ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებული პირების მხრიდან, რომ ძალადობრივი ფონი შექმნან. იმედი მაქვს, ეს აღარ გაღრმავდება. მინდა ყველა პარტიას მოვუწოდო, არ წააქეზონ თავიანთი აქტივისტები ძალადობისაკენ. ჩვენი მხრივ, სამართალდამცავებს მივეცით რეკომენდაცია, შედარებით მსუბუქი ზომები იქნას გამოყენებული, სადაც ეს შესაძლებელია. ძალადობა არ უნდა იქნას დაშვებული და არ უნდა გაღრმავდეს, ვინაიდან ეს კიდევ უფრო მძიმე შედეგებს მოიტანს.

ისმის განცხადებები იმის შესახებ, რომ ერთი მხრივ, ყველაფერი მშვიდობიანად უნდა ჩატარდეს, ლიდერები მომხრეებს დამშვიდებისკენ მოუწოდებენ. მაგრამ, ამავე დროს, გვესმის, რომ ყველა, ვინც მმართველ ძალას უჭერს მხარს, არის დანაშაულის მონაწილე და წარდგება მართლმსაჯულების წინაშე. ეს ერთმანეთთან შეუთავსებელია და ხელს არ უწყობს ძალადობრივი ფონის შემცირებას. ისევე როგორც საუბრები იმის შესახებ, რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს ქვეყნიდან, თორემ ლინჩის წესით გაასამართლებენ. ჩვენ გვესმის ეს განცხადებები და ვხედავთ ქმედებებს. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ქმედებებზე რეაგირება იყოს პროპორციული. ამან ხელი არ უნდა შეუშალოს პარტიების შესაძლებლობას გაავრცელონ თავიანთი იდეები და იყოს კონკურენტული გარემო. მაგრამ ამის შეფასებაც უნდა მოხდეს, ჩემი აზრით.

  • რას გულისხმობთ ბოლოდროინდელ ძალადობაში? იგივე ქართული ოცნება აცხადებს, რომ ხდება მათი აქტივისტების მასობრივი დაკავება, მათ შორის, საარჩევნო კომისიის წევრების, ადმინისტრაციული საქმეების აღძვრა...

თუ არის ასეთი შემთხვევა, რომ რომელიმე პარტიის წარმომადგენელი თავის „აღშფოთებას” გამოხატავს ხელისუფლების მიმართ იმით, რომ მიდის ცესკო-ს წარმომადგენელთან და ეუბნება - „შენ კიდევ ბედავ აქ მოსვლას?” და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს, ის პასუხს აგებს. ასეთ მოქმედებას არავინ დაუშვებს. ის, რაც თუნდაც ეთერში ვიხილეთ - ძალადობრივი მუქარები, როდესაც პოლიტიკოსი პოლიციელთან მიდის და აყენებს შეურაცხყოფას პირისპირ და პირდაპირ ძალადობით ემუქრება, დაუშვებელია.

ჩვენ გვქონდა ბოლო დროს პრობლემა - პოლიტიკური პარტიები ჩიოდნენ, რომ მათ პლაკატებს ზემოდან სხვა პარტიები თავიანთ პლაკატებს აკრავენ. ეს არასწორია, პარტია უნდა დაჯარიმდეს ამისთვის და მოვუწოდეთ ყველას, რომ ასე არ მოიქცნენ, მათ შორის, ნაციონალურ მოძრაობას და სხვებსაც. მაგრამ, ვიღაცას რომ ეს არ მოეწონოს და თავისი რაზმები გაგზავნოს საქმის გასარჩევად, თუნდაც უკმაყოფილო იყოს რეაგირებით, ეს აბსოლუტურად დაუშვებელია და პირდაპირი გზაა ძალადობისკენ. ამას ინციდენტები მოჰყვება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყოს მშვიდობიანი და თავისუფალი არჩევნები.

  • ანუ, თქვენი ინფორმაციით, დაკავებების მიზეზი ამგვარი აგრესიის გამოვლინებებია?

თითოეულ შემთხვევას დეტალურად ვერ გავარჩევ და ჩემს თავზე ვერ ავიღებ სასამართლოს ფუნქციას. მაგრამ ყველა ხედავს რაც ხდება. ადამიანები ღიად ემუქრებიან განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების თანამოქალაქეებს - „როგორ ბედავ და ამ პოლიტიკურ ძალას როგორ უჭერ მხარს, გავა რამდენიმე დღე და დედას გიტირებთ”. შეიძლება ცალკე ეს განცხადება არ იყოს დანაშაული, მაგრამ თუ ამას ახლავს ფიზიკური ზემოქმედება ან პირდაპირი მუქარა ფიზიკური ზემოქმედებისა, ამაზე თვალის დახუჭვას ყველა მხრიდან ძალადობის გაღრმავება მოჰყვება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას თავშეკავებისკენ. ჩემი პოლიტიკური შეხედულებები ცნობილია, მაგრამ როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ჩემთვის ვინმეს პოლიტიკური შეხედულებები, განცხადებები იმის შესახებ, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერიც ციხეში აღმოჩნდება, კატეგორიულად მიუღებელია.

დაუშვებელია ვინმეს წახალისება, რომ გამოხატოს თავისი აღშფოთება არა უბანზე ხმის მიცემით, არამედ პირისპირ შეურაცხყოფით და ძალადობის მუქარით და ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. თუ არის შემთხვევები, როცა პროცედურა დაირღვა, ეს ცუდია და ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. მაგრამ, ჯამში, მშვიდი ვითარება უნდა შევინარჩუნოთ.

  • ამ დაძაბულობის ესკალაციამდეც საერთაშორისო ორგანიზაციები ახასიათებდნენ ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო კამპანიას, როგორც პოლარიზებულს და ანტაგონისტურს. როგორ შეაფასებდით ზოგადად წინასაარჩევნო გარემოს?

გვქონდა ძალიან ინტენსიური წინასაარჩევნო კამპანია. რამდენიმე პარტია ახორციელებდა ენერგიულ კამპანიას, იყო ამომრჩევლებთან შეხვედრები, მიტინგები მთელ საქართველოში. პრობლემა ის იყო, რომ ზოგიერთი ჯგუფის რიტორიკა იყო ძალადობის ზღვარზე. იყო ცალკეული ინციდენტები. თუმცა, ბოლო დრომდე ზღვარი არ გადაულახავთ და საერთო სურათზე არ უმოქმედია. ბოლო დღეების მდგომარეობა იძლევა შეშფოთების საფუძველს. იმედი მაქვს, რომ ეს არ გაღრმავდება და არჩევნების დღეს პასუხისმგებლობას აიღებს ყველა პოლიტიკური პარტია. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თვითონ არ მონაწილეობენ ამ პროცესში და არ გააჩნიათ პასუხისმგებლობა არჩევნების მშვიდობიანად, სამართლიანად და თავისუფალ ატმოსფეროში ჩატარებისთვის.

  • რაც შეეხება უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობას. რამდენად ეფექტური იყო მისი მუშაობა? როგორც, მაგალითად, NDI მიუთითებს, მის მიმართ სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ზოგადად დადებითი დამოკიდებულების მიუხედავად, არის უკმაყოფილებაც. მაგალითად, იმის გამო, თუ რა დროს ანდომებს ეს უწყება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების ბრალდებებზე რეაგირებას...

მე თვითონ არ შევაფასებ უწყებათაშორის კომისიას. ვცდილობთ დარღვევებზე რეაგირებას, იმიტომ, რომ ჩვენი ამოცანაა ხელი შევუწყოთ თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. არის ხშირი შემთხვევები, როდესაც უტყუარად გარკვევა ძალიან რთულია. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო სამსახურიდან დათხოვნები. საქართველოში მოხდა მასობრივი შემცირება ზოგიერთ სექტორში, რომელიც გარდაუვალი იყო. იმიტომ, რომ ასეთი სტრუქტურების შენარჩუნება ძალიან ძნელია ქვეყნისათვის. პირველ რიგში, ეს სკოლებში მასწავლებელთა რაოდენობას ეხება. რაღაც ოპტიმიზაცია უნდა მომხდარიყო. მაგრამ ჩიოდნენ, რომ გათავისუფლების მოტივი იყო პოლიტიკური. ამის დადგენა ხშირ შემთხვევაში ძალიან რთულია. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვეჩერებინა ეს ოპტიმიზაცია. რომ გათავისუფლება მხოლოდ რაიმე დარღვევის შემთხვევაში მომხდარიყო. იგივე შეეხება სხვა უწყებებსაც. ეს არის უბრალოდ მაგალითი, როგორ მოვიქეცით ჩვენ. იგივე გავაკეთეთ სოციალური დახმარების სფეროში, სადაც ასევე გარკვეული ეჭვები არსებობდა. განვაცხადეთ, რომ კარგი იქნებოდა, თუ ეს შეჩერდებოდა. ეს არ ნიშნავს, რომ თითოეულ შემთხვევაში შეგვეძლო თქმა, მართალია თუ არა ეს ბრალდება. ასეთი შემთხვევები იყო და რამდენიმე თანამდებობის პირმა ამ პროცესების შედეგად თანამდებობა დაკარგა. საერთო ჯამში, ჩვენს ამოცანას ზოგად ატმოსფეროზე ზემოქმედება წარმოადგენდა.

  • იყო ბრალდებები ხელისუფლების მიმართ, თანამდებობის პირთა მხრიდან ამომრჩევლებზე ზეწოლასთან, ასევე მოქალაქეთა პირადი მონაცემების შეგროვებასთან დაკავშირებით. თუ იცით ასეთი ფაქტების შესახებ?

არის შემთხვევები, როდესაც სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომლის მუშაობას და ამოცანებს მე პატივს ვცემ, ერთ-ერთი მხარის მონათხრობს დადგენილ ფაქტად წარმოაჩენს. ჩვენ ამას ასევე ვერ მივიღებდით. ამ შემთხვევაშიც შევეცადეთ მიგვეღო ზომები, რათა მსგავსი მოვლენების პრევენცია მოგვეხდინა. მაგრამ თუ რომელიმე თანამდებობის პირი, რომელიც პოლიტიკური ფიგურაა, თავის მომხრეებს კამპანიაში აქტიურად ჩართვისაკენ მოუწოდებს, ამის აკრძალვა ფორმალურადაც და არსებითადაც შეუძლებელია. ბუნებრივია, ხელმძღვანელის მიერ ხელქვეითის დავალდებულება უკანონობაა, თუ ამას სანქცია მოსდევს. მესმის, რომ ხშირ შემთხვევაში რთულია ამ ზღვრის გავლება, მაგრამ ავტომატურად მტკიცება იმისა, რომ ეს დარღვევაა, შეუძლებელია. ჩვენ ვეცადეთ შეგვექმნა ატმოსფერო, ჩვენი სიგნალებითა და ჩვენი რეაგირებით, რომ ეს საერთოდ არ მომხდარიყო ან მომხდარიყო ნაკლებად. საერთო ჯამში, მიმაჩნია, რომ მიმდინარეობდა კონკურენტული და თავისუფალი კამპანია და ეს მხოლოდ ჩემი შეფასება არ გახლავთ.

იყო ერთი შემთხვევა, რომლისთვისაც ჩვენ გვაკრიტიკებდნენ ყველაზე მეტად. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ყოფილმა კოორდინატორმა თქვა, რომ ისინი იყვნენ გაფორმებული კონკრეტულ სახელმწიფო სტრუქტურებში და იქ იღებდნენ ხელფასს, მაგრამ რეალურად პარტიაზე მუშაობდნენ. ბრალდების სქემა გასაგებია. თუ ეს ასეა, ეს მართლაც ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაა. მაგრამ, ამ ფაქტის დადგენა ასე ადვილად არ ხდება. იყო მოთხოვნა რამდენიმე სამოქალაქო ჯგუფისგან, რომ მიეღოთ სრული ინფორმაცია როგორც სახელმწიფო სტრუქტურებიდან იმის შესახებ, იქ ვინ მუშაობდა, ასევე ნაციონალური მოძრაობიდან, თუ ვინ იყვნენ მისი კოორდინატორები. რომ მომხდარიყო ამის შეჯერება, არის თუ არა რამე თანხვედრა. რამდენადაც ვიცი, ეს ინფორმაცია მათ მიიღეს, ნაციონალურ მოძრაობას ამის ვალდებულება არ ჰქონდა, მაგრამ ჩვენი რეკომენდაცია იყო გამჭვირვალობა. თუ ასეთი ფაქტები დგინდება, მაშინ ეს არის დარღვევა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

იყო სხვა, შედარებით მცირე ზომის დარღვევები. მაგალითად, პლაკატების გაკვრა სახელმწიფო დაწესებულებებში, სკოლის დირექტორის მიერ თანამდებობრივი მდგომარეობის მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენება. ყველა ამ შემთხვევაში ვეცადეთ, რომ რეაგირება მოგვეხდინა.

იყო კრიტიკა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მისამართით. საქმიანობის დასაწყისში მათ დაუშვეს გარკვეული შეცდომები საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და წესების დადგენის თვალსაზრისით. მაგრამ ის ბრალდება, თითქოს აუდიტის სამსახური ქართულ ოცნებას დაუპირისპირდა, უსაფუძვლოა. ეს შთაბეჭდილება გამოწვეულია იმით, რომ ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა და მათმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ დაემორჩილონ კანონს. ჩვენ გვქონდა ბევრი შემთხვევა, როდესაც ამის დამადასტურებელი ფაქტები გამოვლინდა. ყველას აქვს უფლება, განაცხადოს, რომ კანონი არ მოსწონს და გააუქმებს, როცა ხელისუფლებაში მოვა. მაგრამ განცხადებებმა, რომ ამ კანონს არ დაემორჩილებოდნენ, რომ ყველა ხვრელის პოვნას შეეცდებოდნენ მისთვის გვერდის ასავლელად, სამწუხარო შედეგი გამოიღო. თქვენ იცით, რომ სხვა პარტიებიც, მათ შორის მმართველი პარტია, დაჯარიმდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ მძიმედ. მაგრამ განსხვავება იყო დეკლარირებულ განზრახვაში.

  • საერთაშორისო ორგანიზაციები, ხშირ შემთხვევაში, ქართული ოცნებისთვის დაკისრებულ ჯარიმებს არაპროპორციულად აფასებენ. არ ეთანხმებით ამ შეფასებებს?

ქართულმა ოცნებამ, მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით, პირველად უახლოეს ისტორიაში, მმართველ პარტიაზე საგრძნობლად მეტი ფინანსური რესურსი გამოიყენა. მე აქ არ ვგულისხმობ იმ ხარჯებს, რაც მათ ჩაუთვალეს, მაგრამ თვითონ არ ეთანხმებიან. არსებითად, კონკურენტუნარიანობაზე თუ ვსაუბრობთ, მათ ეს საშუალება ჰქონდათ და ამას ყველა ხედავს. ჯარიმები, ბუნებრივია, ამ ჯგუფის ლიდერის, მილიარდერის მიმართ დიდი იყო. იყო კიდევ ივანიშვილის და კალაძის ანგარიშების დაყადაღების ამბავი. ითქვა, რომ ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ პარტიისთვის შეეშალათ ხელი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში. მაგრამ პარადოქსი ის არის, რომ ეს ფული და ეს სახსრები ვერცერთ შემთხვევაში ლეგალურად ვერ იქნებოდა ამისთვის გამოყენებული. შემოწირულობის ლიმიტი 60 ათასია. თუ ის 7 მილიონი, რაც მათ ნაღდი ფულით გამოიტანეს, პარტიული საქმისთვის იყო საჭირო, ეს ყველა შემთხვევაში უკანონოა. თუ ის არ იყო პარტიის საქმიანობისთვის საჭირო, ესე იგი, ეს არ არის ის სახსრები, რაც მოაკლდა საარჩევნო კამპანიას.

ჯარიმები მართლაც ისტორიაში უპრეცედენტო იყო, თუმცა ისიც უპრეცედენტოა, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევრის ეკვივალენტის მფლობელი მონაწილეობს არჩევნებში. მაგრამ იმის თქმა, რომ ეს ჯარიმები ემსახურებოდა ლეგიტიმური საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლას, ნონსენსია. ეს კანონით აკრძალულია. ბატონმა ივანიშვილმა, სანამ ეს კანონი გამოვიდა, 20 მილიონზე მეტი შესწირა თავისი ფირმების მეშვეობით საკუთარ პარტიებს. შეზღუდვა მერე შემოვიდა. ამიტომაც, მიმაჩნია, რომ ეს, მინიმუმ, გადაჭარბებული კრიტიკაა.

  • რა მოხდა ე.წ. მაესტროს თეფშებთან დაკავშირებით? უწყებათაშორისი კომისია აცხადებდა, რომ სახელმწიფო მზად არის ყადაღა მოხსნას და ანტენები დაარიგოს. თუმცა, მაესტროს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ შეთანხმება ჩაიშალა. რა მოხდა?

ჩვენ საკმაოდ არასტანდარტული ნაბიჯი გადავდგით. გვქონდა მოლაპარაკება იუსტიციის სამინისტროსთან. ერთ-ერთმა სამოქალაქო ჯგუფმა მოგვმართა და დაგვისახა ამოცანა, რომ მოსყიდვის თაობაზე დავის მიუხედავად, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონოდა სატელიტური ანტენა, რათა მეტი არხები მიეღოთ. თუ შეიძლებოდა ისეთი გზის გამოძებნა, რომ მოსყიდვის შესაძლებლობა გამორიცხულიყო და, ამავდროულად, ხალხს ეს თეფშები მიეღო. შეიძლება ვიღაცამ გაგვაკრიტიკოს კიდეც ასეთი არასტანდარტული სქემის მოფიქრებისთვის, მაგრამ შევჯერდით იმაზე, რომ, თუ ანტენების ფორმალური მეპატრონე დათანხმდებოდა, მოხდებოდა მოქალაქეებისთვის ფოსტის მეშვეობით მათი მიტანა და დამონტაჟება. ეს ადვილად შესაძლებელი იყო, თუ იქნებოდა ნება. თუ ამოცანა ის იყო, რომ ხალხს ანტენები მიეღო, ეს შესრულდებოდა. სამოქალაქო ჯგუფი ამის მომხრე იყო, თვითონ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა თავიდან თითქოს თანახმა იყო, მაგრამ შემდეგ ჩვენთან კომუნიკაცია აღარ ჰქონიათ. ცოტა არაკორექტული იყო, როცა ეთერით გავიგეთ, რომ მათ პარტნიორებთან რაღაც ვერ შეათანხმეს.

ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, არსებობს კი იმის შანსი, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნდეს? ხელისუფლების მოწინააღმდეგეები საუბრობენ პერმანენტულ აქციებზე. რა ზომებს იღებს ხელისუფლება, რომ მოსალოდნელი არეულობა და ექსცესები თავიდან იქნას აცილებული?

რაც არაერთგზის ვთქვით, ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის. მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრება ძირითად მოთამაშეებსაც. იგივე პასუხისმგებლობა ვრცელდება არჩევნების შემდგომ პერიოდზეც. ცუდია, როცა მოთამაშეები არ იღებენ ამ პასუხისმგებლობას ან შეგნებულად თუ შეუგნებლად გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის სიმშვიდეს. გარკვეული ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებამ მიიღო ამ დღეებში, ადასტურებს, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არიან პოლიტიკოსები, რომელთა ამოცანა, შესაძლოა, არ იყოს ამ ყველაფრის მშვიდობიანად ჩატარება. ეს სამწუხაროა და ჩვენი პასუხისმგებლობაა, ამაზე კანონიერი რეაგირება მოვახდინოთ.

3 საპარლამენტო არჩევნები საქართველოში

▲back to top


პოლიტიკა

ავთო ქორიძე

მოკლე ისტორიული ექსკურსი

1990 (28 ოქტომბერი)

კონტექსტი: პირველი მრავალპარტიული არჩევნები.

საარჩევნო სისტემა: შერეული, პარლამენტი შედგება 250 წევრისგან.

ამომრჩევლის აქტივობა: 70%25

0x01 graphic

ზვიად გამსახურდია

0x01 graphic

არჩევნების შედეგები: ხმათა უმრავლესობა, 54%25 (155 მანდატი), მრგვალი მაგიდა - თავისუფალმა საქართველომ მიიღო, კომუნისტურმა პარტიამ ხმათა 30%25 (65 მანდატი) მიიღო, დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ჯამში 12.6%25, სულ 30 მანდატი. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ზვიად გამსახურდია აირჩიეს.

დაკარგული ხმები (იმ პარტიების შედეგის ჯამი, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ): 3.4%25

ქალების წარმომადგენლობა: 14

საერთაშორისო დამკვირვებლები: არჩევნებს არ აკვირდებოდა არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია.

1992 (11 ოქტომბერი)

კონტექსტი: 1991-1992 წლების გადატრიალების შემდეგ დაინიშნა საპარლამენტო არჩევნები.

საარჩევნო სისტემა: 1992 წლის არჩევნების პროპორციული ნაწილი პირველად და უკანასკნელად ჩატარდა არა საერთო ეროვნული სიით, არამედ რეგიონული პარტიული სიებით. პარლამენტი შედგებოდა 235 წევრისგან

ამომრჩევლის აქტივობა: 74-80%25

0x01 graphic

აკაკი ასათიანი

0x01 graphic

ედუარდ შევარდნაძე

0x01 graphic

ზურაბ ჟვანია

არჩევნების შედეგები: ყველაზე მეტი მანდატი - 29 - ბლოკმა მშვიდობამ მიიღო, 11 ოქტომბრის ბლოკმა - 18 მანდატი, ბლოკმა ერთობამ - 14, ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ - 12, მწვანეთა პარტიამ - 11, ქარტია 91-მა - 9, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირმა - 7, ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ - 7, მერაბ კოსტავას საზოგადოებამ - 7, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიამ - 4, საქართველოს მშრომელთა სოციალისტურმა პარტიამ - 4, საქართველოს რეფორმატორთა კავშირი - ეროვნულმა თანხმობამ - 4, ყველა დანარჩენმა პარტიამ ერთად კი 16 მანდატი მოაგროვა. პარლამენტის თავმჯდომარე და ქვეყნის მეთაური გახდა ედუარდ შევარდნაძე.

ქალების წარმომადგენლობა: 12 ქალი

საერთაშორისო დამკვირვებლები: არჩევნებს არ აკვირდებოდა არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია,

1995 (5 ნოემბერი)

კონტექსტი: 1995 წელს საქართველომ ახალი კონსტიტუცია მიიღო და საპარლამენტო არჩევნები ნოემბერში დანიშნა.

საარჩევნო სისტემა: შერეული, 150 მანდატი პროპორციული სისტემით, 85 მანდატი მაჟორიტარული სისტემით. 85-დან 12 მაჟორიტარული მანდატი ავტომატურად მიენიჭათ აფხაზეთის წარმომადგენლებს. დაწესდა 5%25-იანი საარჩევნო ბარიერი.

ამომრჩევლის აქტივობა: 68%25

0x01 graphic

0x01 graphic

ვახტანგ რჩეულიშვილი

არჩევნების შედეგები: საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული სისტემით ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა მოქალაქეთა კავშირმა - 23.71%25 (90 მანდატი), მაჟორიტარულ არჩევნებში კი პარტიამ 17 მანდატი მოიპოვა. ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ ხმათა 7.9%25 მიიღო (31 პროპორციული და 3 მაჟორიტარული მანდატი). ასლან აბაშიძის დემოკრატიული აღორძინების კავშირმა 6.8%25 (25 პროპორციული და 6 მაჟორიტარული მანდატი) მოაგროვა. ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირმა (2), საქართველოს სოციალისტურმა პარტიამ (4), საქართველოს რეფორმატორთა კავშირმა „ეროვნულმა თანხმობამ” (2), ბლოკმა თანადგომამ (3), საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ (1), სახელმწიფოებრივ სამართლებრივმა გაერთიანებამ (1), ბლოკმა პროგრესმა (4) და ლემმა (1) შეძლეს მაჟორიტარული პრინციპით მანდატების მოპოვება. დამოუკიდებელმა კანდიდატებმა 29 საარჩევნო ოლქში შეძლეს გამარჯვება. პარლამენტის თავმჯდომარედ ზურაბ ჟვანია აირჩიეს.

დაკარგული ხმები: 61,5%25

ქალთა წარმომადგენლობა: არჩეულ კანდიდატთა უმრავლესობა - 215 - მამაკაცი იყო, მდედრობითი სქესის კი - მხოლოდ 16.

საერთაშორისო დამკვირვებლები: არჩევნებს არ აკვირდებოდა არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია.

1999 (31 ოქტომბერი)

კონტექსტი: არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სულ 33 პარტია დარეგისტრირდა.

საარჩევნო სისტემა: შერეული, 150 მანდატი პროპორციული სისტემით, 85 მანდატი მაჟორიტარული სისტემით. 85-დან 12 მაჟორიტარული მანდატი ავტომატურად მიენიჭათ აფხაზეთის წარმომადგენლებს. საარჩევნო ბარიერმა 5%25-დან 7%25მდე აიწია.

ამომრჩევლის აქტივობა: 67%25

არჩევნების შედეგები: ედუარდ შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირმა ხმათა 41.8%25 მიიღო და 121 მანდატი მოიპოვა (85 პროპორციული და 36 მაჟორიტარული). აღორძინებამ 25.6%25 - 51 პროპორციული და 7 მაჟორიტარული. ბარიერის გადალახვა კიდევ ერთმა პარტიამ, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, შეძლო. მან ხმათა 7.8%25 მოაგროვა და პარლამენტში 14 მანდატი, ყველა პროპორციული სისტემით, მიიღო. პარლამენტში მოხვდნენ დამოუკიდებელი კანდიდატები 30 საარჩევნო ოლქიდან. პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს ზურაბ ჟვანია.

0x01 graphic

მიხეილ სააკაშვილი

0x01 graphic

დაკარგული ხმები: 24.8%25

ქალთა წარმომადგენლობა: არჩეული პარლამენტარების 7.2%25, 17 კანდიდატი, ქალი იყო.

საერთაშორისო დამკვირვებლები: 1999 წლის არჩევნები იყო პირველი, რომელსაც ეუთოს 150 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა. ეუთოს შეფასებით, ადგილი ჰქონდა დარღვევებს, თუმცა უმთავრესად ამომრჩეველს საშუალება ჰქონდა გამოეხატა თავისი არჩევანი.

2003 (2 ნოემბერი)

კონტექსტი: მმართველი მოქალაქეთა კავშირი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული, პარტიამ წააგო 2002 წლის თვითმმართველობის არჩევნები. 2002 წლის არჩევნებში გააქტიურდნენ ნაციონალუ რიმოძრაობა, ახალი მემარჯვენეები, ლეიბორისტული პარტია და ზურაბ ჟვანიას გაერთიანებული დემოკრატები. მოქალაქეთა კავშირმა თავის მხრივ შექმნა ალიანსი ახალი საქართველოსთვის, რომელსაც შეუერთდა ეროვნულ დემოკრატიული პარტია და სოციალისტური პარტია. არჩევნებში მონაწილეობდა ასლან აბაშიძის აღორძინებაც.

საარჩევნო სისტემა: შერეული. საპარლამენტო არჩევნების პარალელურად მიმდინარეობდა რეფერენდუმი, რომელშიც ხალხს უნდა გადაეწყვიტა პარლამენტარების რაოდენობის 235-დან 150-მდე შემცირება. მოსახლეობის 83.5%25 დათანხმდა პარლამენტარების რაოდენობის შემცირებას.

არჩევნების შედეგები: მოქალაქეთა კავშირმა ხმათა 21.3%25 მიიღო, აღორძინებამ 18.8%25, ნაციონალურმა მოძრაობამ 18%25, ლეიბორისტულმა პარტიამ 12%25, ბურჯანაძე-დემოკრატებმა 8.7%25, ახალმა მემარჯვენეებმა 7.3%25. ხმათა პარალელური დათვლით გამოჩნდა, რომ მოქალაქეთა კავშირს რეალურად მხოლოდ 18.9%25-მა მისცა ხმა, აღორძინებას 8%25-მა, ნაციონალურ მოძრაობას 26.6%25-მა, ლეიბორისტულ პარტიას 17.3%25-მა, ბურჯანაძე-დემოკრატებს 10%25-მა, ახალ მემარჯვენეებს კი 7.9%25-მა. ყველა დანარჩენმა პარტიამ ერთად 13%25 მოაგროვა.

საერთაშორისო დამკვირვებლები: არჩევნებს აკვირდებოდა ეუთოს მისია, რომლის შეფასებითაც, არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს და ადგილი ჰქონდა ფართომასშტაბიან გაყალბებას.

0x01 graphic

ნინო ბურჯანაძე

0x01 graphic

გაერთიანებული ოპოზიცია

2004 (28 მარტი)

კონტექსტი: 2003 წლის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, 4 ნოემბერს დაიწყო ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები, რომლებიც გაყალბებას აპროტესტებდნენ. დემონსტრანტები შევარდნაძის გადადგომას ითხოვდნენ, რაც 23 ნოემბერს პარლამენტში შეჭრით დასრულდა. ედუარდ შევარდნაძე გადადგა და დროებითი მმართველობა ბურჯანაძემ გადაიბარა. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა პროპორციული არჩევნების შედეგები და ძალაში დატოვა რეფერენდუმისა და მაჟორიტარული არჩევნების შედეგები.

საარჩევნო სისტემა: შერეული, 150 მანდატიანი პარლამენტი

ამომრჩევლის აქტივობა: 63.9%25

არჩევნების შედეგები: ნაციონალურმა მოძრაობამ 67%25 - 135 ადგილი მოიპოვა, მემარჯვენე ოპოზიციამ (ახალი მემარჯვენეები და მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს) 7.6%25 - 15 ადგილი. პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს ნინო ბურჯანაძე.

დაკარგული ხმები: 25,4%25

ქალთა წარმომადგენლობა: ქალ კანდიდატთა რაოდენობა პარლამენტში 9%25 გახდა.

საერთაშორისო დამკვირვებლები: ეუთოს შეფასებით, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. დამკვირვებლების თქმით, აჭარის გარდა მნიშვნელოვანი გამოსწორება იყო თითქმის ყველა რეგიონში.

0x01 graphic

2008 (21 მაისი)

კონტექსტი: 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციამ აქციები დაიწყო. ის არჩევნების 2008 წლის შემოდგომაზე გადატანას აპროტესტებდა. პოლიციამ დემონსტრანტები დაშალა, რამაც მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია. კრიზისის საპასუხოდ სააკაშვილმა ვადამდელი არჩევნები და რეფერენდუმი დანიშნა. რეფერენდუმში ხალხის უმრავლესობამ არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებას დაუჭირა მხარი.

საარჩევნო სისტემა: შერეული, 150 მანდატიანი, 75 აირჩევა პროპორციულად, 75 მაჟორიტარულად. 5%25-იანია საარჩევნო ბარიერი.

ამომრჩევლის აქტივობა: 53,9

არჩევნების შედეგები: არჩევნებში ხმათა უმრავლესობა - 59%25 - ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა და პარლამენტში 119 წევრი (71 მაჟორიტარი) შეიყვანა. გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხმათა 17.7%25 მიიღო (17 მანდატი), ქრისტიან დემოკრატიულმა მოძრაობამ 8.6%25 - 6 მანდატი, ლეიბორისტულმა პარტიამ 7.4%25 - 6 მანდატი, რესპუბლიკურმა პარტიამ 3.7%25, თუმცა რესპუბლიკელებმა 2 მაჟორიტარის გაყვანა მოახერხეს. საარჩევნო კომისიამ გააუქმა შედეგები 27 უბანზე, სასამართლომ - 12 უბანზე. გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნების შედეგები არ აღიარა და მოპოვებულ მანდატებზე უარი თქვა, თუმცა ოპოზიციის ნაწილმა უარი თქვა ბოიკოტზე და პარლამენტში შევიდა. პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს დავით ბაქრაძე.

დაკარგული ხმები: 3,6%25

ქალთა წარმომადგენლობა: პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა 6%25 გახდა.

საერთაშორისო დამკვირვებლები: არჩევნებს 550-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა. ეუთოს შეფასებით, არჩევნები საერთო ჯამში თავისუფალი და კონკურენტუნარიანი იყო, თუმცა დამკვირვებლებმა აღნიშნეს გარკვეული პრობლემები.

4 ზნეობრივი აბსოლუტი და პოლიტიკური არჩევანი

▲back to top


გია ნოდია|სვეტი

ციხის სკანდალზე ლაპარაკს ყველანი იმის თქმით ვიწყებთ, რომ რაც მოხდა, აღმაშფოთებელია, მისი გამართლება არაფრით შეიძლება. ეს ბუნებრივია და ასეც უნდა იყოს. ადამიანის წამების დაუშვებლობა ზნეობრივი აბსოლუტია, რომელიც ცივილიზებულ საზოგადოებას ბარბაროსულისგან განასხვავებს. ცივილიზებულ საზოგადოებაში შეიძლება, უფრო სწორად, აუცილებელია, კამათობდნენ იმაზე, თუ სახელდობრ სად გადის ზღვარი წამებასა და დამნაშავის დასჯის თუ ეჭვმიტანილის გამოტეხვის ლეგიტიმურ მეთოდებს შორის. მაგრამ ზღვარი უნდა არსებობდეს, ხოლო მისი აშკარა გადალახვა შეძრწუნების ზნეობრივ ემოციას იწვევდეს.

ზნეობრივი ემოცია და სამოქალაქო საზოგადოება

ეს ემოცია სამოქალაქო საზოგადოების მამოძრავებელიცაა: ის მიზანმიმართულ საჯარო ქმედებაში უნდა გადავიდეს. თუ რეაქცია შედგა და მას შედეგი ჰქონდა, ესე იგი ქვეყანა ცივილიზებული საზოგადოების სტანდარტებით ცხოვრობს (თუნდაც მას ყოველთვის ვერ აკმაყოფილებდეს).

ციხის წამებაზე გავრცელებულმა კადრებმა სწორედ ასეთი საყოველთაო რეაქცია გამოიწვია - იმისდა მიუხედავად, ვის რა პოლიტიკური პრეფერენციები ჰქონდა. არავის შეუტანია ეჭვი, რომ ხელისუფლებამ ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვა და ჯოხს რომელიმე მეორეხარისხოვან ფიგურას - ვთქვათ, ხათუნა კალმახელიძეს - ვერ გადაატეხს. ყველაზე აქტიური ნაწილი - სტუდენტობა, ქუჩაში გამოვიდა. სამოქალაქო რეაქციას კონკრეტული შედეგებიც ჰქონდა: ხელისუფლებამ სისტემური შეცდომა აღიარა, უშუალო დამნაშავეები დააპატიმრეს, ორი მინისტრი გადადგა, ციხეების სისტემას სათავეში ჩაუდგა ადამიანი, ვისგანაც ყველაზე ნაკლებ ელიან, რომ არსებულის განმეორებას დაუშვებს.

საკმარისია ეს? საზოგადოების ნაწილისთვის, კი - ამ ეტაპზე მაინც. სხვების აზრით, დაუყოვნებლივ საჭიროა მეტი: ბაჩო ახალაიას დაპატიმრება, ან იუსტიციის მინისტრის და მთავარი პროკურორის გადადგომა, რადგან უშუალოდ მათ ევალებოდათ სახალხო დამცველის თუ სხვათაგან წამოსულ სიგნალებზე რეაგირება და ეს არ გააკეთეს.

რომელია სწორი? საერთოდ, როგორი უნდა იყოს თითოეული მოქალაქის ქცევა ყოველივე ამის შემდეგ?

ზნეობა და ანგარიში

ამ კითხვაზე პასუხს ვეღარ გავცემთ მორალური აბსოლუტიზმის პოზიციიდან. რაც არ ნიშნავს, რომ ზნეობის პრინციპები დავივიწყოთ.

გერმანელმა სოციოლოგმა მაქს ვებერმა ერთმანეთისგან განასხვავა „მრწამსის ეთიკა“ და „პასუხისმგებლობის ეთიკა“. პირველი მათგანი ზნეობრივ აბსოლუტზეა მიმართული: ამის გამო გამოდის ხალხი წამების წინააღმდეგ. მაგრამ პოლიტიკური ქმედება (გინდა რიგითი მოქალაქის, გინდა სახელმწიფოს ლიდერის) პასუხისმგებლობის ეთიკას უნდა ემყარებოდეს. ეს ნიშნავს, რომ ყოველი ქმედება იზომება იმით, რა შედეგზეა გათვლილი. შედეგის წინასწარ განჭვრეტას კი ანგარიში სჭირდება.

სტუდენტობის დროს პლატონთან წავიკითხე, რომ ზნეობრივი ადამიანი თუ გინდა იყო, პირველ რიგში ანგარიშის ხელოვნება უნდა ისწავლო. ძალიან გამიკვირდა: კულტურაში, სადაც მე გავიზარდე, ზნეობა და ანგარიშიანობა სხვადასხვა პოლუსებზეა. აქ ანგარიში პირველ რიგში ანგარებასთან ასოცირდება, ცივი გონება კი - ცინიზმთან. ადამიანი ზნეობრივი მხოლოდ მაშინაა, როცა ანგარებას დაივიწყებს და „გულით“ მოქმედებს. ალბათ ამიტომ, ჩემ გარშემო უფრო მეტად უზნეობას და ფარისევლობას ვხედავდი: ანგარებას ადამიანი, სამწუხაროდ, იშვიათად ივიწყებს, ვითომ გულით ნათქვამი და გაკეთებული კი ხშირად თვალთმაქცობაა.

ეშმაკს არ სძინავს

მრწამსის ეთიკას აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა - შინაგანი სიცხადე. უეჭველია, რომ წამება ცუდია, ხოლო მის წინააღმდეგ ბრძოლა - სამართლიანი. ამგვარი საწყისი სიცხადის გარეშე ადამიანი ზნეობრივი არსება ვერ იქნება.

მაგრამ ამ სიცხადეს თავისი ხიფათი ახლავს - რელიგიის ენით რომ ვთქვათ, ის შეიძლება ეშმაკმა გამოიყენოს. სიმართლის მხარეს ყოფნას ფსიქოლოგიური კომფორტი მოაქვს: ესე იგი, მეც კარგი ვარ. მთლად უკეთესია, როცა თანამოაზრეებთან ერთად მოედანზე დგახარ და ერთად ებრძვი ბოროტებას: ყველანი ერთად ვართ სიმართლეში. ოღონდ ამ ზნეობრივმა ეიფორიამ შეიძლება გათიშოს კრიტიკული აზროვნება, რომლის ძირითადი ნიშანი სწორედ ის წყეული ანგარიშია. ბოროტებასთან ბრძოლის ენთუზიაზმი ხშირად გადადის სისასტიკეში: ასე წვავდნენ კოცონზე ერეტიკოსებს. ანდა, ადამიანები შეიძლება უნებური იარაღი აღმოჩნდნენ უარესი ბოროტების ხელში, ვიდრე ის იყო, რომელსაც ებრძოდნენ (თუმცა მერე იტყვიან, მერე რა, ჩვენ ხომ კარგი გვინდოდაო)

პასუხისმგებლობის დისკომფორტი

ამის საპირისპიროდ, პასუხისმგებლობის ეთიკა არ არის ფსიქოლოგიურად კომფორტული. მისით ნაკარნახევი არჩევანი შეიძლება არც იყოს მთლად მისაღები მორალური აბსოლუტის პოზიციიდან, რაც მტკივნეულია. „მრწამსის ეთიკის“ მებაირახტრეები წამსვე მაკიაველიზმის ბრალდებას წამოაყენებენ. მაგრამ პასუხისმგებლობის ეთიკას უფრო თავმდაბალი, სამაგიეროდ, რეალისტური მიზანი აქვს: არა სიკეთის დამკვიდრება, არამედ ბოროტების თავიდან აცილება, რაც სწორედ რომ მორალური მისწრაფებაა. ეს უკანასკნელი კი ხანდახან (თუმცა არა ყოველთვის) ნაკლები ბოროტების ჩადენით ან მხარდაჭერით მიიღწევა.

ცივილიზაცია, სხვა სიტყვებით მოდერნულობა, საზოგადოების ის მდგომარეობაა, როდესაც არსებობს გამაერთიანებელი მორალური აბსოლუტი (მაგალითად, ადამიანის უფლებები), მაგრამ, ამავე დროს, შეგნებულია, რომ მასთან მხოლოდ მიახლოება შეიძლება. ხოლო თუ როგორ უნდა მიუახლოვდე, ეს რაციონალური კამათის საგანია. უპირობო მრწამსი არსებობს, როგორც საბოლოო ორიენტირი, მაგრამ ქმედება, რომელსაც „პოლიტიკა“ ჰქვია, რაციონალურ ანგარიშს ემყარება.

დასჯის ემოცია თუ მომავლის გათვლა?

ციხეების სკანდალის შემთხვევაში, მრწამსის ეთიკა მოითხოვს მომხდარის დაგმობას და დამნაშავეების დასჯას. მაგრამ დასჯის რა ფორმა და ხარისხი დააკმაყოფილებს ჩვენს მორალურ ინსტინქტს? აი, აქ იღვიძებს ეშმაკი: სამართლიანობით ინტოქსიკაცია ანგარიშსწორების ნაკლებ მომხიბლავ ვნებაში გადადის. აღარ მოვიყვან მრავალრიცხოვან მოთხოვნებს, რომ ხელისუფლების უკლებლივ ყველა წარმომადგენელი და მომხრე ცოცხზე ჩამოეცვას: მივაწეროთ ეს გადამეტებულ ემოციურობას, თუმცა მგონია, რომ უფრო ღრმა პრობლემასთან გვაქვს საქმე. მაგრამ ლინჩის სასამართლოსკენ გადადგმული ნაბიჯი იყო, თუნდაც, ბაჩო ახალაიას დაუყოვნებლივი დაპატიმრების მოთხოვნა. ბევრის აზრით, ეს ადამიანი უშუალოდ მონაწილეობდა წამებაში, მაგრამ ისიც ცხადია, რომ მოედანზე გამოსული ხალხი ამ მტკიცებულებებს ვერ შეაფასებს. პირუთვნელმა და გამჭვირვალე გამოძიებამ - რომლის მოთხოვნაც სრულიად ლეგიტიმურია - შეიძლება გამოავლინოს მისი ბრალეულობა, ან არც გამოავლინოს. როცა ამ გადაწყვეტილებას ქუჩაში შეკრებული ხალხი იღებს, ის ბრბოდ იქცევა.

პოლიტიკური სასჯელის ყველაზე ადეკვატური ფორმაა იმ მთავრობის შეცვლა, რომელიც პასუხს აგებს ნანახ უმსგავსობაზე. უნდა გამოვიყენოთ თუ არა ის ამ შემთხვევაში? „მრწამსის ეთიკიდან“ გამომდინარე, ეს უეჭველია. ოღონდ ამას მიტინგი აღარ უნდა: არჩევნები ისედაც კარსაა მომდგარი. მეტიც, ეს შემთხვევითი არ არის. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მამხილებელი კადრების გამომზეურების დრო სწორედ საარჩევნო კალენდართან იყო მისადაგებული (ცხადია, ცივი და საკმაოდ ცინიკური გონებით). ახლა ბურთი რიგითი ამომრჩევლის მოედანზეა.

რამ უნდა გადაწყვიტოს არჩევნების ბედი: დამნაშავე ხელისუფლების დასჯის ემოციამ თუ „პასუხისმგებლობის ეთიკაზე“ აგებულმა გათვლამ? ამ უკანასკნელ შემთხვევაში, საკითხი ასე დგას: რომელი პოლიტიკური ჯგუფისგან გველოდება ნაკლები საფრთხე, რომ ჩვენი უფლებები დაირღვეს (არა მხოლოდ ციხეში?). რომელი მათგანისგან გვაქვს მეტი იმედი, რომ ჩვენი ცხოვრება გაუმჯობესდება ან, როგორც მინიმუმი, ნაკლებად გაუარესდება?

ეს გათვლა ყველა მოქალაქემ თვითონ უნდა გააკეთოს. რაკი წინასაარჩევნო ვითარებაა, ჩემს პოზიციას არ დავმალავ: დიახ, ციხეში მომხდარის გამო ხელისუფლება დასჯას იმსახურებს. მაგრამ თუ არჩევნები ალტერნატულმა ძალამ მოიგო, დიდი ალბათობით, გაცილებით მეტი საფრთხეები გველოდება, მათ შორის, ადამიანის უფლებების სფეროში. ეს არ არის კომფორტული მდგომარეობა, მაგრამ არჩევანი მხოლოდ მის შიგნითაა შესაძლებელი.

5 „ქურდები” არჩევნებზე

▲back to top


პოლიტიკა

დიმიტრი ავალიანი

25 სექტემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა საფრანგეთის ჟანდარმერიის მიერ გადმოცემული მასალები, რომელიც, მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას განცხადებით, ქართული ოპოზიციის წარმომადგენელთა კანონიერ ქურდებთან კავშირსა და არჩევნების პერიოდში ქვეყანაში არეულობის მზადებას ადასტურებს.

გავრცელებულ ვიდეო და ფოტო მასალაში, რომელიც ქართველ სამართალდამცავებს პარიზში გადასცეს, კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ამჟამად ამომრჩეველთა ლიგის წევრი გიორგი ხაინდრავა რამდენიმე კრიმინალურ ავტორიტეტთან ერთად ფიგურირებს.

წერილობით მასალაში, რომელიც, პროკურატურის განცხადებით, საფრანგეთიდან მიღებული დოკუმენტის ზუსტ თარგმანს წარმოადგენს, ნათქვამია, რომ ხაინდრავა გასული წლის ნოემბერში სამხრეთ საფრანგეთში ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტ რევაზ ლორთქიფანიძესთან სტუმრად იმყოფებოდა. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე ქართველი პოლიტიკოსი „ავტორიტეტებთან” საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისათვის არეულობის მოწყობის გეგმებს და „მხედრიონის ტიპის” შეიარაღებული ჯგუფების შექმნას განიხილავდა. ხელისუფლების დამხობაში დახმარების სანაცვლოდ კი, „კანონიერ ქურდებს” საქართველოში მათი გავლენისა და სტატუსის აღდგენას ჰპირდებოდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საფრანგეთის ჟანდარმერიას სხვა მასალებიც აქვს, მათ შორის, ამ შეხვედრების აუდიო ჩანაწერები. მათი გადმოცემა თბილისისთვის კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქმის სასამართლოში განხილვა დაიწყება.

სამხილების გამოქვეყნების შემდეგ გიორგი ხაინდრავამ განაცხადა, რომ საფრანგეთში ბავშვობის მეგობარ რევაზ ლორთქიფანიძესთან სტუმრად მართლაც იმყოფებოდა, თუმცა ეს კერძო ვიზიტი იყო და არანაირი არეულობის გეგმები ამ შეხვედრებზე არ განიხილებოდა. 25 სექტემბერს საღამოს გიორგი ხაინდრავა ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში დაკითხეს.

იმის მიუხედავად, რომ ხაინდრავას ქართულ ოცნებასთან ფორმალური კავშირი არ აქვს, მის წინააღმდეგ მასალების გამოჩენამ კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი შეაშფოთა. მისი თქმით, გამოქვეყნებული მასალები „აბსოლუტური სისულელეა” და არა საფრანგეთის ჟანდარმერიის, არამედ პროკურატურის გავრცელებულია.

თუმცა მეორე დღეს გამოძიების მასალების არსებობა და მათი შინაარსი უკვე ოფიციალურმა პარიზმა დაადასტურა. საფრანგეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ „გაოცებულია” საქართველოს ხელისუფლების მიერ იმ ინფორმაციის გამოქვეყნებით, რომელიც „საგამოძიებო საიდუმლოს წარმოადგენს და ეხება შესაძლო გარიგებას ქართველ ოპოზიციონერსა და საფრანგეთში მოქმედ ქართული წარმომავლობის კრიმინალურ ჯგუფებს შორის”. საფრანგეთის საგარეო უწყების მთავარი შეშფოთება კი იმას ეხებოდა, რომ ამ მასალების გამოქვეყნებას „არჩევნების ნორმალურად ჩატარებაზე” გავლენის მოხდენა შეუძლია.

0x01 graphic

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ გამოძიების მასალები გასაიდუმლოებული არ ყოფილა და თბილისს ევროპული კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად გადაეცა.

26 სექტემბერს შსს-მ ქართველი ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ წინა საარჩევნო პროცესში „კანონიერი ქურდების” მონაწილეობის დამადასტურებელი ახალი მასალები გამოაქვეყნა - ამჯერად სატელეფონო საუბრების აუდიო ჩანაწერების სახით. მათ შორის, უწყების მტკიცებით, კოალიცია ქართული ოცნების ორი წევრის, გუბაზ სანიკიძისა და კახი კალაძის მონაწილეობით. წარმოდგენილი აუდიო ჩანაწერების თანახმად, კახი კალაძე თანამოსაუბრეს რამდენიმე ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტთან შეხვედრაზე უყვებოდა. სანიკიძე კი უშიშროების ყოფილ მინისტრს ვალერი ხაბურძანიას მოსკოვში დაკავებული ერთ-ერთი „კანონიერი ქურდის” გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვდა

სხვა ჩანაწერები კრიმინალური ავტორიტეტების უშუალოდ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას ეხება. კერძოდ, ლევან რევიშვილი და დავით ხიზანიშვილი საქართველოში მყოფ თანამოსაუბრეებს ქართული ოცნების მხარდასაჭერად ხალხის მობილიზებას ავალებდნენ. რევიშვილმა საუბარში ისიც აღნიშნა, რომ კრიმინალური ავტორიტეტები „პავლოვიჩის” (შსს-ს ვერსიით - ევროპის ქვეყნებში ძებნილი ლაშა შუშანაშვილის) დავალებით მოქმედებდნენ. პავლოვიჩი თავად აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას 3 ოქტომბერს, სხვა „კანონიერ ქურდებთან” ერთად.

კალაძემ და სანიკიძემ კრიმინალებთან კავშირი უარყვეს და გამოქვეყნებულ ჩანაწერებს ფაბრიკაცია უწოდეს. ტელეკომპანია მაესტრომ კი სამართალდამცავების ვერსია იმაში ამხილა, რომ ლევან რევიშვილი სინამდვილეში არა კრიმინალი, არამედ „ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორია”.

ეს ცნობა ნაციონალური მოძრაობის სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა უარყო და განაცხადა, რომ მოძრაობის კოორდინატორთა სიის გადამოწმება ადვილად არის შესაძლებელი, ვინაიდან ის უწყებათაშორის კომისიას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას გადაეცა

6 უკუეთუ არა ვიხილო...

▲back to top


ნოდარ ლადარია|სვეტი

0x01 graphic

გარემოების საყვირი, არც მიწისავარ, არც ცისა
აკაკი

XVII საუკუნეში თეათინელთა ორდენის კათოლიკურმა მისიამ საქართველოში რამდენიმე საავადმყოფო გახსნა. სამედიცინო მომსახურებით სამეგრელოს მთავარიც სარგებლობდა - სავარაუდოდ, სწორედ მას მოიხსენიებენ მისიონერთა დოკუმენტები „ადგილობრივ სუვერენად”. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მთავარმა გადაწყვიტა, რომ საავადმყოფოს, მკურნალობის გარდა, შეიძლება სხვა არანაკლებ სასურველ სიკეთეს გამორჩე. საბაბიც მშვენიერი ჰქონდა: 1679 წლის სექტემბრის დასაწყისში კათოლიკეებს რომიდან ახალი პრეფექტი ჩამოუვიდათ და დასავლეთი საქართველოს მისიებისათვის საჭირო ფული და სხვადასხვა ნივთები ჩამოიტანა. სამეგრელოს მთავარმა მაშინვე გააგზავნა მისიაში თავისი დიდებულები ასკაციანი შეიარაღებული ამალით. საავადმყოფო და მისია პირწმინდად გაიძარცვა.

ნუ ავჩქარდებით, მორალური შეფასებები მხოლოდ ცივილიზებულ საზოგადოებებს მიუდგება. ჰოლანდიელმა ისტორიკოსმა, იოჰან ჰუიზინგამ მოსწრებულად დაახასიათა შუასაუკუნეობრივი სოციუმი როგორც „ბავშვისთავიანი გიგანტი”: მასში ერთმანეთს ეხამება და ერთმანეთში დაუბრკოლებლად გადადის კოლოსალური ფიზიკური ძალა და გონების უკიდურესი მიამიტობა, ველური სისასტიკე და ნაზი ალერსიანობა. ჩვენს ამბავსაც მსგავსი გაგრძელება აქვს...

დაახლოებით იმავე დროს ყაჩაღური თავდასხმა გორის კათოლიკურ საავადმყოფოზეც მოხდა. თავდასხმისას დაიჭრა და სამუდამოდ დაკოჭლდა მისიონერი ჯუზეპე ანტონიო რომანო, რომელმაც, რის ვაი-ვაგლახით მოკეთებულმა, 1679 წლის ბოლოსთვის სამეგრელოში ჩამოაღწია. აქ იმავე დიდებულებმა შეიტკბეს და შეიწყნარეს ხეიბარი. გუშინწინდელ მტარვალებს იმდენად გული აუჩუყა მისიონერის ხილულმა და ხელშესახებმა უბედურებამ, იმდენი სიბრალული ჩააგონა, რომ ცოლის შერთვაც დაუპირეს. შოკირებულმა ცელიბატმა, როგორც ეტყობა, ვერაფერი გააწყო არამკითხე კეთილისმყოფელებთან და წერილობითი თხოვნა აფრინა რომის წმინდა კონგრეგაციაში: მეტი გაძლება აღარ მაქვს, იტალიაში დამაბრუნეთო.

შუასაუკუნეობრივი ცნობიერების ეს თვისებები (სურვილების ბატონობა ინტერესებზე, მყისიერი გადასვლა ემოციურ და ზნეობრივ პოლუსებს შორის და ა.შ.) დღესაც ჩვეულებრივია ჩვენთვის. წარმოვიდგინოთ დღევანდელი ქართველი: ახალგაზრდა, უსაქმური, ზომიერად ნიჭიერი, უზომოდ ლოთი და, ბოლო-ბოლო, მაგარი საყვარელი ტიპი და ერთგვარად ინტელექტუალიც. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ეს ადვილად საცნობი პერსონაჟი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ორ დებულებას (სტატუსად წოდებულს):

1. ახლა ამ ნაბიჭვარმა ეს წლები ნორვეგიულ სანატორიუმში უნდა გაატაროს? ჩამოიყვანონ და გლდანის იზოლატორში უკრან თავი! (ანდერს ბრეივიკისათვის გამოტანილი განაჩენის შემდეგ).

2. ნორვეგიის კუნძულზე არის ციხე, სადაც პატიმრები თავისუფლად სეირნობენ, ამ ნაბიჭვრებმა კიდევ რა ჯოჯოხეთი მოაწყვეს გლდანში! (ცნობილი ვიდეომასალების ნახვის შემდეგ).

ვიღაცისთვის ეს ორი სტატუსი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, უფრო გონებამახვილებმა და კაზუისტიკაში გაწაფულებმა აქ შეიძლება იდეური სიმწყობრის კვალი შენიშნონ. მაგრამ ახლა სიტყვების შინაარსი კი არ გვაინტერესებს, არამედ დაბადების გარემოებები: ერთიც და მეორეც რეალობაზე უშუალო, პირველადი რეაქციის შედეგია. სწორედ ეს არის შუა საუკუნეები: გამდიდრდა? - გაძარცვე; ხეიბარია? - ცოლი შერთე; გაბლატავდა? - სცემე; სცემენ? - დაიცავი.

თანაც ამ ყველაფერს აუცილებლად უნდა უძღოდეს წინ რეალობის უშუალო ხილვა: არა აღწერა, არა რეფლექსია, არამედ სწორედ ხილვა, უკეთესია, შეხება. რამდენიმე დღის წინათ, იგივე გარემოება სულ სხვა მხრიდან დაინახა გოგი გვახარიამ და რადიო თავისუფლების საიტზე გამოაქვეყნა თავისი მოსაზრებები. გარემოება კი იმდენად არსებითია, რომ ამ მოსაზრებათა გამყარების სურვილი გამიჩნდა, რადგან შუა საუკუნეები მსჯელობით დაიძლევა.

მაგრამ სწორედ მსჯელობა არის ჩვენში აკრძალული ქმედება. როგორც კი მსჯელობას იწყებ, მაშინვე „გამპრავებელთა” შავ სიაში აღმოჩნდები, მაგრამ საკმარისია პირდაპირ ეთერში შეიგინო ან ისტერიკა გამართო, რომ იმწამსვე ყველას უყვარხარ. მთავარია, რეაქცია უშუალო და სწრაფი იყოს და თანაც დინების მიმართულებით გამოვლენილი. საკითხის გასარკვევად ერთი მაგალითი მოვიყვანოთ:

იმავე სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა საქართველოში რომის ეკლესიის სამოციქულო ადმინისტრატორის, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს გამოხმაურება პატიმართა წამებაზე. ტექსტში ნათქვამი იყო, რომ ეკლესია ერთგულია ბიბლიისა: „ვაი მას, ვინც კაენს შეეხება!”. ასეთი სიტყვები დაბადების წიგნში არ არის, ამიტომაც აკადემიურობის სრული დაცვით მოცემულია საყრდენი: „შდრ. დაბადება 4:15”. ეს არ არის ხილულზე უშუალო რეაქცია, ეს არგუმენტია, წყაროს ერთგული და ტრადიციის ფარგლებში გამწვავებული - ჩვევაში შესული აუცილებლობა, რომლიდანაც ხანგრძლივი და მტკივნეული ბრძოლის, მრავალი შეცდომისა და დანაკარგის შედეგად ბოლოს და ბოლოს ამოიზარდა ცივილიზაცია.

ამისგან განსხვავებით, ქართველი ინტელექტუალები, რომლებმაც ზულუსის საბრძოლო შეფერილობასავით მოიცხეს ცივილიზაციის ენა, ჯერაც ვერ გასცდნენ რეალობაზე უშუალო რეაქციას, ციდან მოვლენილ დასკვნებს. „გერმანიაში რომ მომხდარიყო ეს, მერკელიცა და მინისტრთა მთელი კაბინეტიც გადადგებოდნენ!” (მე დამეჯერება, რადგან დღეში ორჯერ ველოსიპედით ვმგზავრობ ბერლინის ქუჩებში); „საქართველოში ყველა მოქალაქემ იცის, რომ ის ყოველ წამს, ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე შეიძლება დააპატიმრონ და ციხეში ჩასვან” (ასე ჩანს ვლტავის ნაპირებიდან, რადგან ჰაველი მაგარი დემოკრატი როჟა იყო). ფრჩხილებში ჩასმული კომენტარები მხოლოდ ჩემს მოკრძალებულ ვარაუდებს წარმოადგენს: რას ვიზამ - მეტ-ნაკლებად წონადი არგუმენტების მოსაძიებლად არავინ გარჯილა.

საქართველოს მოქალაქეს საფრთხეები ჰყოფნის: სულ მცირე, ახალთახალ საავადმყოფოში დაწოლილი იგი შეიძლება იდიოტი ექთნის დაუდევრობამ მოკლას, მაგრამ, ფსალმუნისა არ იყოს, „კმა არს დღისა სიბოროტე მისი”, ჩვენ კი, ქართველი ინტელექტუალები, ამ რუტინულ ფონზე საკმარისი ბრწყინვალებით ვერ გამოვჩნდებით და მშობლიური ეპოქის ადეკვატურები ვერ ვიქნებით, რადგან შუა საუკუნეები, ყველაფერთან ერთად, ფერადოვანი პროცესიაცაა, მუდმივი და ცვალებადი სანახაობა, მხედველობის გამაოგნებელი და დამატკბობელი „თეატრო”, ანუ, როგორც ალბათ გოგი გვახარია იტყოდა, ვუაიერისტის ხანგრძლივი ორგაზმი...

7 ჯანდაცვის პრობლემები სასჯელაღსრულების სისტემაში

▲back to top


საზოგადოება

ნინო მაჭარაშვილი

გლდანის ციხეში გადაღებული წამების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელების შემდეგ ცხადად გამოჩნდა, რომ პირველადი და გადაუდებელი პრობლემა სასჯელაღსრულების სისტემაში, პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აღმოფხვრაა. თუმცა ხელისუფლებამ, „სისტემური მარცხის” აღიარების შემდეგ, იმის პირობაც დადო, რომ ის მთლიანი სისტემის რეფორმირებას მოახდენს.

დამამცირებელი მოპყრობისა და წამების მიღმა, რაც პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ასე თუ ისე, ექვემდებარება მყისიერ მოგვარებას, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სხვა, ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევებიცაა. მათთან გამკლავებას, ნების გარდა, დრო და ფული სჭირდება. ერთ-ერთი მათგანი პენიტენციარულ სისტემაში ჯანდაცვის თემაა - საკითხი, რომელსაც სახალხო დამცველის ანგარიშებში ასევე დიდი ადგილი ეთმობა და რომელიც, პატიმრებთან სასტიკი მოპყრობის ფაქტების მსგავსად, აქამდე ფართო მსჯელობის საგანი არ გამხდარა.

დღეისთვის სასჯელაღსრულების სისტემაში 17 სხვადასხვა ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაა, მათ შორის 2 სამკურნალო - თბილისის მე-18 და ქსნის მე-19. საჯარო მონაცემებით, სამედიცინო დეპარტამენტის 2012 წლის ბიუჯეტი 70-ჯერ აღემატება 2004 წლის ბიუჯეტს.

თუ ბოლო დღეებში აღმოჩენილი რეალობისგან ვდისტანცირდებით და გასულ წლებში მიმდინარე რეფორმის ოფიციალურ შედეგებს გადავხედავთ, შესაძლოა, დაგვრჩეს შთაბეჭდილება, რომ ამ მხრივ საქმე არც ისე ცუდადაა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, უკანასკნელ ერთ წელიწადში პენიტენციარული სისტემის მედპერსონალის რაოდენობა 30%25-ით გაიზარდა. ცხრა დაწესებულებაში მოეწყო პირველადი ჯანდაცვის ცენტრი, სამედიცინო დაწესებულებები აღიჭურვა თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით, არსებობს მულტიდისციპლინარული ფსიქიატრიული სამსახური. ამ მონაცემების მიხედვით, რეფორმის ფარგლებში პატიმრებისთვის ყველა დაწესებულებაში ხელმისაწვდომია დიეტური კვება. ბოლო წლებში მოხდა აფთიაქების ლიცენზირება, მეტიც - ყველა დაწესებულებაში მოქმედებს თანამედროვე სტომატოლოგიური კაბინეტი.

ამავე მონაცემებით, სამოქალაქო საავადმყოფოებში დამატებითი გამოკვლევებისა და მკურნალობისთვის ყოველწლიურად 1000-მდე მსჯავრდებული გადაჰყავთ, რაზეც წელიწადში მილიონამდე ლარი იხარჯება.

აღსანიშნავია ისიც, რომ აშენდა ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი - ოფიციალური ვერსიით, სისტემაში ტუბერკულოზის გავრცელება 52%25-ით შემცირდა.

ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ გადადგმულ გარკვეულ ნაბიჯებს ომბუდსმენიც აღნიშნავდა ანგარიშებში - სულ ცოტა, პატიმრებს აღარ უწევდათ ყოველგვარი სტანდარტისგან შორს მყოფ, მოუწესრიგებელ და ძველ სამკურნალო დაწესებულებებში მკურნალობა. თუმცა რეალობა განსხვავებულია და სისტემაში ჯანდაცვის თვალსაზრისითაც სერიოზული პრობლემებია.

საქართველოში პატიმრები როდენობა - 23,404
ციხეების ოფიციალური ევადობა - 23,100
ციხეების დატვირთვა - 101%25
არასრულწლოვნები ციხეში - 0.7%25
ქალი პატიმრები - 5,1%25
პატიმარი 100,000 მოსახლეზე - 536

საქართველოში პატიმართა რაოდენობის ცვლილების ტენდენცია

წელი

პატიმართა საერთო
რაოდენობა

პატიმარი 100000
მოსახლეზე

1994

7,376

152

1998

10,406

233

2001

7,618

174

2004

7,867

182

2007

18,309

418

2010

23,684

530

პატიმართა სიკვდილიანობა საქართველოში 2011 წელს: 140 პატიმარი - 0,6%25

10,000 პატიმარზე სიკვდილიანობა საქართველოში - 59,8

პატიმართა სიკვდილიანობა ევროპაში

0x01 graphic

ამ კუთხით მიმდინარე პროგრამებს გასულ წლებში ომბუდსმენიც აკრიტიკებდა, როგორც არაეფექტიანს. უკანასკნელ ხანებში საზოგადოებამ მოისმინა ჩივილები დაავადებული პატიმრებისგან, რომლებიც უყურადღებობას განიცდიან. რიგ შემთხვევებში მსჯავრდებულები, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ, სამკურნალო დაწესებულებებში მხოლოდ ახლა, ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ გადაჰყავთ. ეს პრეტენზიები ემთხვევა არა მარტო სახალხო დამცველის წინა წლების ანგარიშებში აღწერილ პრობლემებს, არამედ უკანასკნელ წლებში ციხეში სიკვდილიანობის მზარდ სტატისტიკასაც, რაც მიმდინარე რეფორმის ეფექტიანობას სერიოზული ეჭვის ქვეშ აყენებს.

ჯერ კიდევ ომბუდსმენის 2010 წლის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, სასჯელაღსრულების სისტემის მესვეურები მზარდ სიკვდილიანობას პატიმართა რაოდენობის ზრდას მიაწერდნენ, მაგრამ სიკვდილიანობის ზრდა ამ პროპორციაში ვერ ჯდებოდა. იმჟამინდელი სახალხო დამცველი ტუღუში კი აცხადებდა, რომ სურათი საგანგაშო იყო. მისი თქმით, გარდაცვალების გაზრდილი მაჩვენებელი არ იყო მხოლოდ დაავადების მძიმე ფორმების გარდაუვალი ფატალური შედეგი. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები სხვა რამეზე მიუთითებდა - ეს უმძიმესი კი არა, დაავადებათა შორსწასული ფორმები იყო. პატიმრის სიკვდილს ხშირად განაპირობებდა უყურადღებობა და დაგვიანებული სამედიცინო ჩარევა, ან შეწყვეტილი მკურნალობა.

2011 წელს გარდაცვლილ პატიმართა უმრავლესობას მძიმე და განუკურნებელი დაავადების დიაგნოზი ჰქონდა დადგენილი - მიუხედავად ამისა, ხშირად ისინი არც მეტ-ნაკლებად შესაბამის გარემო პირობებში იმყოფებოდნენ და არც სასჯელის გადავადების ან ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხი დამდგარა. ომბუდსმენი ყველა ასეთ შემთხვევას არაჰუმანურ მოპყრობად აფასებდა და პასუხისმგებლობას სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო, და არა მხოლოდ სამედიცინო პერსონალს აკისრებდა. „სამწუხაროდ, ამ საკითხს წლიდან წლამდე ყურადღება არ ექცევა მაშინ, როცა საუბარია წარმატებულ ჯანდაცვის რეფორმაზე და მის შედეგებზე, რაც არ ეფუძნება სამედიცინო კლასიფიკატორებსა და რეალურ მდგომარეობას”, - ნათქვამია ომბუდსმენის 2011 წლის ანგარიშში.

გიორგი ტუღუშმა მინისტრად დანიშვნის პირველივე დღეებში განაცხადა, რომ პენიტენციარული ჯანდაცვა სამოქალაქო ჯანდაცვის სისტემაში უნდა ინტეგრირდეს და არა პირიქით. ჯანდაცვის რეფორმის ძირფესვიანმა გადახედვამ შედეგად უნდა მოიტანოს პატიმართა დაავადებების დროული იდენტიფიცირება, ხოლო ციხეში ჯანდაცვის სერვისები სამოქალაქო სექტორის ტოლფასი უნდა გახდეს. საინტერესოა, რა კონკრეტულ გამოწვევებთან მოუწევს გამკლავება სისტემაში ჯანდაცვის რეფორმას.

პირველი ასეთი დაბრკოლება ციხეების გადატვირთულობაა, რაც 2011 წლის ომბუდსმენის ანგარიშში ჯანდაცვის პრობლემების გაჩენის ან დამძიმების აშკარა მიზეზადაა მოხსენიებული. გადატვირთულ დაწესებულებებში, ერთი მხრივ, სამედიცინო პერსონალი ზედმეტად იტვირთება და პაციენტების მოთხოვნილებებს ვეღარ აკმაყოფილებს. მეორე მხრივ კი, ამოქმედებას იწყებს პრინციპი - რაც შეიძლება ფართო სპექტრის მოცვა ნაკლები რესურსით. ამის შედეგად, ავადმყოფები სამკურნალო დაწესებულებებში გვიან გადაჰყავთ, ხოლო მათ, ვისაც გადაიყვანენ, ნაკლებეფექტური საშუალებებით მკურნალობენ.

გადატვირთულია სისტემაში არსებული ორივე სამკურნალო დაწესებულებაც, რაც, თავის მხრივ, გაწეული მომსახურების ხარისხზე აისახება. მაგალითად, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, ნაცვლად ლიმიტირებული 180 პაციენტისა, გასულ წელს 222 პატიმარი იყო. მე-19 დაწესებულებაში კი მსჯავრდებულების რაოდენობა ლიმიტს ორასით აჭარბებდა. რომ აღარაფერი ვთქვათ დაავადებულებზე, რომლებიც სამკურნალო დაწესებულებებში ვერ ხვდებოდნენ - 2011 წელს პატიმართა 20%25-ზე მეტი სასჯელის მოხდის ძირითად ადგილებში გარდაიცვალა.

მოსაგვარებელ საკითხთა შორისაა სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია და რაოდენობაც. გასული წლის მონაცემებით, 24 ათასზე მეტ პატიმარს 170 ექიმი ემსახურებოდა - ანუ, საქართველოს მასშტაბით ერთ ექიმზე დაახლოებით 140 პატიმარი მოდიოდა. სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, „სამედიცინო პერსონალის რაოდენობა ადგილებზე შეესაბამება ქვეყანაში არსებული ჯანდაცვის სტანდარტებით გათვალისწინებულ ნორმებს”. თუმცა 2011 წელს ომბუდსმენმა ვერ მოიძია რაიმე სტანდარტი ან ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც პენიტენციარულ სისტემაში სამედიცინო პერსონალის რაოდენობას არეგულირებს - შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რას „შეესაბამება” ის.

როგორც ცნობილია, ციხეებში ჯანდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად ტუბერკულოზი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს ამ მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობამ იკლო - გარდაცვლილი 140 პაციენტიდან ტუბერკულოზი სიკვდილის უშუალო მიზეზი 31.5%25-ის შემთხვევაში გახდა. ეს მაშინ, როდესაც 2010 წელს გარდაცვლილი 142 ადამიანიდან ყოველი მეორე ინფიცირებული იყო.

უშუალოდ ციხეებში ტუბერკულოზის გავრცელებას, დაწესებულებათა გადატვირთულობის გარდა, ხელს უწყობს არასათანადო კვებითი რაციონი, აერაციისა და ვენტილაციის სისტემის გაუმართაობა, მზის სხივებისა და ჰაერის ნაკადის უკმარისობა. როგორც სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშიდან ირკვევა, სპეციფიკური ინფრასტრუქტურა ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალოდ ყველა დაწესებულებაში შექმნილი არ არის, ზოგან კი ფორმალური ხასიათი აქვს. ტუბერკულოზით ინფიცირებული პატიმრები ხშირად გადაჰყავდათ ისეთ ადგილზე, რომელიც დაავადების მართვის სტანდარტებისათვის შეუფერებელია. გარდა იმისა, რომ ეს პაციენტის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს, რეალურ საფრთხეს უქმნის სხვა პატიმრების ჯანმრთელობასაც. მომავალში, წესით, ამ პრობლემის მოგვარებას ხელი უნდა შეუწყოს ქსნის მე-19 სამკურნალო დაწესებულებაში ახალი სამკურნალო კორპუსის მშენებლობამაც.

რაც შეეხება ასევე ფართოდ გავრცელებულ ვირუსულ ჰეპატიტებს, არსებობდა ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს ერთობლივი სტრატეგია, მაგრამ ომბუდსმენის მონაცემებით, მას არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყოლია - არ შემუშავებულა სამოქმედო გეგმა, რის გამოც პრობლემა გაღრმავდა, ვირუსული ჰეპატიტებით სიკვდილიანობის რიცხვმა კი მოიმატა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ციხეში ყოფნისას ან დაკავებისას ადამიანზე ფიზიკური ძალადობის არასათანადო აღნუსხვა ექიმების მხრიდან - როგორც ირკვევა, არ ხდებოდა ძალადობის ნიშნების დაწვრილებითი აღწერა და შესაბამისი დოკუმენტირება. ამის გამოსწორება არა მხოლოდ ჯანდაცვის გაუმჯობესებას, არამედ ციხეში ძალადობისა და წამების ფაქტების გასაჯაროებასა და აღმოფხვრასაც შეუწყობს ხელს. ომბუდსმენი ასევე უჩიოდა პაციენტების შესახებ არსებული კონფიდენციალური ინფორმაციისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას.

ყველა ეს პრობლემა და მათი გამოსწორების გზები ასახულია ომბუდსმენის რეკომენდაციებში. სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშვნის შემდეგ გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ ის საკუთარ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, ამ მიმართულებით გადადგმული სისტემური ნაბიჯების შეფასება კი გარკვეული დროის შემდეგ გახდება შესაძლებელი - იმ შემთხვევაში, თუ სისტემა პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული და არა მათ დაფარვაზე.

8 კერძო ქალაქები - ახალი გამოწვევა უმუშევრობის პრობლემას

▲back to top


ეკონომიკა

ელენე კვანჭილაშვილი

მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ჯერ კიდევ ებრძვის გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგებს, კერძო ქალაქების იდეა ბევრი ქვეყნის დღის წესრიგში უფრო აქტიურად დადგა. ეს ქვეყნები ასეთ ქალაქებზე დიდ იმედებს ამყარებენ: ქვეყანაში ბევრი ინვესტიცია უნდა შემოვიდეს და კერძო სექტორში მეტი ადამიანი დასაქმდეს. მიზნის მისაღწევად კი ორ მთავარ პირობას ასახელებენ - გამართული და დაცული საკუთრების უფლებები და მთავრობის მინიმალური ჩარევა ბაზარზე.

ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ბოლო პერიოდში მთელი მსოფლიოს თვალწინ დიდი მონდომებით და შემართებით აშენებს ასეთ ქალაქს, ჰონდურასია. პირველი სამოდელო ქალაქი პუერტო კასტილას მახლობლად აშენდება. მთავარი იდეა ისაა, რომ ახალი ქალაქი სამართლებრივად გამართული და ეკონომიკურად თავისუფალი უნდა იყოს, რომ კერძო ინვესტიციების ხარჯზე აშენდეს და განვითარდეს. ფრეიზერის ინსტიტუტის უახლესი კვლევის მონაცემებით, ეკონომიკური თავისუფლების ბოლო ინდექსში, ჰონდურასი მსოფლიოს 144 ქვეყანას შორის 52-ე ადგილზეა.

ახალი ქალაქი, ნულიდან, ცარიელ ტერიტორიაზე აშენდება. გეგმის მიხედვით, მისი მშენებლობა სულ რამდენიმე თვეში უნდა დაიწყოს. პირველ ეტაპზე MKG ჯგუფი კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურას - გზებს, წყლის, ელექტრო ენერგიის, კანალიზაციის სისტემებს ააშენებს. შემდეგ, ჰონდურასის მთავრობასთან ერთად, ქალაქის მმართველობისა და უსაფრთხოების სისტემას ჩამოაყალიბებს. აქედან 36 თვის შემდეგ კი უკვე პირველი ქარხნების აშენებაც შესაძლებელი იქნება.

პირველადი ინფრასტრუქტურის მშენებლობას 15 მილიონი აშშ დოლარი სჭირდება. წინასწარი გათვლებით, ამ ინვესტიციამ მომდევნო 6 თვეში 5 ათასი ახალი სამუშაო ადგილი უნდა შექმნას, რაც მომავალში 200 ათასამდე უნდა გაიზარდოს. საწყისი კაპიტალის დაბანდებას ამერიკული კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია MKG ჯგუფი აპირებს. მასვე დაევალება ქალაქის კანონმდებლობის შემუშავებაც.

MKG ჯგუფმა ჰონდურასის მთავრობასთან შეთანხმებას რამდენიმე საკითხზე უკვე მიაღწია. კანონები, რომლებიც ახალ ქალაქზე გავრცელდება, დანარჩენი ქვეყნისგან განსხვავებული იქნება და ტექსასის შტატის კანონმდებლობას დაეყრდნობა. ის იმიტომ შეირჩა, რომ შედარებით ნაკლებ რეგულაციებს აწესებს, კონტრაქტის მეტ თავისუფლებას უშვებს და ნაცნობია როგორც ამერიკელი ინვესტორებისთვის, ისე ჰონდურასის მცხოვრებლებისთვისაც, რადგან მათი დიდი უმრავლესობა ტექსასში ან ნამყოფია, ან იქ ოჯახი ჰყავს.

ერთადერთი გადასახადი, რომელიც ახალი ქალაქის მცხოვრებლებზე გავრცელდება - ქონების გადასახადი იქნება. დაინტერესებულ ინვესტორებს, ვინც თვლის, რომ კერძო ქალაქის ექსპერიმენტი ჰონდურასში გაამართლებს, შესაძლებლობა ექნება მიწა იქ თავისუფლად შეიძინოს. თუმცა ბიზნესებზე ერთი შეზღუდვა მაინც გავრცელდება: მათ გარკვეული პროპორციით ადგილობრივი ჰონდურასელების დასაქმება მოუწევთ. ამით ჰოდნურასის მთავრობა იმედოვნებს, რომ ახალი ქალაქის მშენებლობაში ჩაებმებიან არა მხოლოდ უცხოელი ინვესტორები, არამედ ადგილობრივი ჰონდურასელებიც, რადგან ამის მოტივაცია ექნებათ - ქალაქის ბენეფიტები დიდწილად სწორედ მათზე უნდა გავრცელდეს.

The World Factbook-ის 2011 წლის მონაცემებით, ჰონდურასი მშპ-ის მიხედვით მსოფლიოში 107-ე ადგილზეა, ხოლო ერთ სულზე შემოსავლის მიხედვით - 159-ეზე. უმუშევრობა 4.8%25-ია, თუმცა დასაქმებულების 1/3 თავის გატანას ძლივს ახერხებს.

ჰონდურასის ლიდერები იმედოვნებენ, რომ ახალი ქალაქის პირობებში მექსიკის სამხრეთით მდებარე, სიღარიბეში ჩაძირულ ქვეყანაში ეკონომიკური ბუმის ხანა უფრო მალე დადგება. ამის მაგალითად მათ ჰონგკონგი მოჰყავთ - ქვეყანა, რომელიც ცოტა ხნის წინათ სიღარიბით აფრიკის დონეზე იყო, დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა. თან, ამ სიმდიდრეს და განვითარებას ჩინეთის სხვა ქალაქებზე გადამდები ხასიათი აქვს.

The World Factbook-ის 2011 წლის მონაცემებით, ჰონგკონგი მშპ-ის მიხედვით მსოფლიოში 37-ე, ხოლო ერთ სულზე შემოსავლის მიხედვით - მე-10 ადგილზეა. უმუშევრობა 3.4%25-ია.

ჰონგკონგთან მიმართებით ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ის მუდმივ ევოლუციას განიცდის. თავის დროზე ჰონგკონგმა გახსნილი ეკონომიკით, ადვილი სავაჭრო რეჟიმით და თავისუფალი ბაზრის პრინციპებით, კომუნისტურ ჩინეთთან ურთიერთობები ისე დაალაგა, რომ სპეციალური ტერმინიც კი გაჩნდა - ერთი ქვეყანა, ორი სისტემა.

დღეს ჰონგკონგმა თავის გარშემო არსებული ქალაქები გააერთიანა ახალ კლასტერში - Pearl River Delta, რომელიც სულ უფრო მეტად ყალიბდება ურთიერთ გადაჯაჭვული ჰაბების არქიპელაგად, სადაც თითოეულ შემადგენელ ჰაბს იმიგრაციასთან, ბიზნესის წარმოებასთან, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ თავისუფლებასთან მიმართებით ერთმანეთისგან განსხვავებული წესები აქვს. Pearl River Delta ერთი მეგა ქალაქია, ბევრი სისტემით.

მიუხედავად იმისა, რომ Delta რეგიონში შემავალ ქალაქებს სხვადასხვა სახელები აქვთ, ეს რეგიონი სულ უფრო მეტად ყალიბდება, როგორც ერთი დიდი ქალაქი. ეს ინტეგრირებული ურბანული კლასტერი ჩინეთის ყველაზე უფრო მჭიდროდ დასახლებული ურბანული კორიდორია, სადაც 100 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და ჩინეთის ყველაზე მდიდარი ზონაცაა. მისი საერთო მშპ 800 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. ეს ოდნავ უფრო მეტია, ვიდრე, მაგალითად, ნიდერლანდების მთლიანი შიდა პროდუქტი.

თუმცა ახალი ტიპის კერძო ქალაქები, სადაც დანარჩენი ქვეყნისგან განსხვავებული სამართლებრივი და/ან ეკონომიკური მოწყობა არსებობს, არ ყალიბდება მხოლოდ განვითარებად თუ არა თავისუფალ ქვეყნებში. განვითარებად, არა თავისუფალ და განვითარებულ ქვეყნებს შორის ძირითადი განსხვავება ისაა, რომ პირველში ასეთი ქალაქები, როგორც წესი, ნულიდან, ცარიელ ადგილზე შენდება მაშინ, როცა განვითარებულ, სამართლებრივად გამართულ ქვეყანაში უკვე არსებობს იმის ნიადაგი, რომ არსებულ ქალაქებში მოხდეს საჯარო სერვისების მაქსიმალური განკერძოება.

ამის მაგალითია აშშ-ის ატლანტის შტატში პატარა ქალაქი სენდი სფრინგსი. 2005 წლის დეკემბრიდან ქალაქმა კერძო კომპანიებს დაუთმო ყველა სერვისი, რომლის ღირებულების გაზომვაც და შემდეგ მისი კონტრაქტში გაწერაც შესაძლებელია. იმისთვის, რომ უფრო ნათელი გახდეს ეს რას ნიშნავს, საკმარისია ვნახოთ რა არ აქვს ამ ქალაქს: გრძელ ვადიანი ვალი, საპენსიო ვალდებულებები, მერიის სახელმწიფო შენობა - ეს ქალაქი შენობას არენდით ქირაობს. საქალაქო სასამართლოსაც კი კერძო კომპანია მართავს. ერთადერთი, რისი განკერძოებაც ვერ მოხერხდა, პოლიციაა, თუმცა 911-ის ადგილობრივ ოფისს კერძო კომპანია მართავს. ყველა კვლევაში ქალაქის მცხოვრებლები მაღალი ქულებით აღნიშნავენ როგორც ცხოვრების დონეს, ისე მართვის ეფექტიანობას.

სენდი სფრინგსის მთავარი ხიბლი ისაა, რომ ამ პატარა ქალაქმა საჯარო კერძო პარტნიორობის სქემა თვითონ აირჩია ისე, რომ არც რაიმე განსაკუთრებული პრობლემა ჰქონია და არც სამართლის ნაკლებობა. ამერიკაში, კერძოდ ლოსანჯელესთან ახლოს, კიდევ უფრო მეტად განკერძოებული ქალაქიც არსებობს - მეივუდი: 2010 წელს ამ ქალაქმა ყველა საჯარო მოხელე დაითხოვა, გარდა ერთისა - საჯარო პოსტი მხოლოდ ქალაქის მენეჯერმა შეინარჩუნა. დღეს ამ ქალაქში ყველა სერვისი კერძო კონტრაქტებით რეგულირდება. თუმცა მეივუდი იძულებული გახდა მმართველობის ამ ტიპისთვის მიემართა, რადგან უპასუხისმგებლო მხარჯველობითი პოლიტიკის გამო გაკოტრების რეალური საფრთხის წინაშე დადგა. კერძო ქალაქად ჩამოყალიბების შემდეგ კი, ათეულობით მილიონი აშშ დოლარი დაზოგა და განვითარების ჩვეულ რიტმს უფრო ადვილად დაუბრუნდა.

სენდი სფრინგსის მცხოვრებლები ქონების გადასახადის სახით ოლქის ბიუჯეტში ყოველწლიურად 190 მილიონ აშშ დოლარს იხდიან. ამ თანხის ნახევარი სკოლებს ხმარდება, მათ შორის იმ სკოლებსაც, რომლებიც სენდი სფრინგსშია. თუმცა საჯარო სერვისების განკერძოებამ ამ ქალაქს ის მოუტანა, რომ ყოველწლიურად 90 მილიონი აშშ დოლარის დაზოგვას ახერხებს და საჭიროებისამებრ, დამოუკიდებლად განკარგავს.

კერძო მიდგომა ფულის დაზოგვის შესაძლებლობას იმიტომ იძლევა, რომ კერძო კომპანიები უფრო მაღალკვალიფიციურ კადრებს არჩევენ და, შესაბამისად, ნაკლები ადამიანური რესურსით მეტი სამუშაოს შესრულება შეუძლიათ. ამასთან, მომსახურების ხარისხიც უკეთესია: კერძო კომპანიის თანამშრომელი მომხმარებელზე მეტადაა ფოკუსირებული, რადგან ესმის, რომ ამ მომხმარებელზე დიდადაა დამოკიდებული მისი კომპანიის და, შესაბამისად, საკუთარი კეთილდღეობა. სხვადასხვა გათვლებით, 3 საჯარო მოხელის საქმეს, უფრო მეტი ეფექტიანობით, მხოლოდ 1 კერძო თანამშრომელი გაართმევს თავს.

კერძო ქალაქის კონცეფციაში ჯდება ლაზიკაც, რომლის მშენებლობასაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 23 სექტემბერს ჩაუყარა საფუძველი. ეს ქალაქიც ისეთივე პრობლემების აღმოფხვრას ისახავს მიზნად, როგორც თავის დროზე ჰონგ კონგი, დღეს უკვე ჰონდურასი და ოდნავ განსხვავებული ფორმით, მაგრამ სენდი სფრინგსიც: უნდა იმოძრაონ ტვირთებმა, უნდა შეიქმნას საწარმოები, უნდა აშენდეს სასტუმროები და, რაც მთავარია, დასაქმდეს ბევრი ადამიანი.

ახალი ქალაქის სამუშაო კონცეფციის მიხედვით, ლაზიკაშიც იგივე წესები იქნება, რაც კერძო ქალაქების უმეტესობაში: ის ეტაპობრივად, კერძო ინვესტიციების საფუძველზე უნდა აშენდეს. ამ კონცეფციის თანახმად, მთავრობის როლი მხოლოდ ინვესტირებისთვის ხელსაყრელი, სანდო, ნაცნობი, უსაფრთხო და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფაა.

ეს ნიშნავს კონსტიტუციით გარანტირებულ დამოუკიდებელ სამართლებრივ სტატუსს, დამოუკიდებელ სამართლებრივ სისტემას (კონცეფციის მიხედვით, ყველაზე შესაფერისია ბრიტანული სამართალი), მაქსიმალურად თავისუფალ ეკონომიკას (სადაც უცხოურ კაპიტალს და ინვესტიციებს ბარიერები არ ექმნება, ქონება დაცულია და ყველას შეუძლია სასურველი ვალუტის არჩევა) და ინსტიტუციური მოწყობის არჩევანის თავისუფლებას: კონცეფციის მიხედვით, ქალაქის ადგილობრივი ადმინისტრაცია ქვეყნის მთავრობისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს და თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რა ტიპის ინსტიტუციური მოწყობა ურჩევნია - მენეჯერული თუ დემოკრატიული.

წინასწარი შეფასებით, ლაზიკის მშენებლობა ჯამში 600-900 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება. კერძო ქალაქების პრაქტიკა აჩვენებს: იმისთვის, რომ ლაზიკა აშენდეს, აუცილებელია ამ ინიციატივით კერძო ინვესტორები დაინტერესდნენ. თუ პროექტს სტაბილური, ხანგრძლივ ვადიანი კერძო დამფინანსებლები არ ეყოლება, ახალი ქალაქის მშენებლობა ქვეყნის ეკონომიკისთვის შეიძლება, ზრდის ახალი ძრავის ნაცვლად, მძიმე ტვირთად გადაიქცეს.

9 საქართველოში ეკონომიკური თავისუფლება უარესდება

▲back to top


ეკონომიკა

ელენე კვანჭილაშვილი

საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგი გაუარესდა. ფრეიზერის ინსტიტუტის 2012 წლის კვლევაში, რომელიც 2010 წლის შედეგებს აანალიზებს, საქართველომ მსოფლიოს 144 ქვეყანას შორის 42-ე ადგილზე გადაინაცვლა.

წინა წელთან შედარებით, ქვეყანამ 15 ადგილით უკან დაიხია. კვლევა აჩვენებს, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე, საქართველოში ეკონომიკური თავისუფლება სტაბილურად უარესდება. თუმცა ამ პერიოდში ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველო ასე დაშორდა მსოფლიოს ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალი ქვეყნების ოცეულს და ვერც ამ ქვეყნების პირველ მეოთხედში მოხვდა.

კვლევა აჩვენებს, რომ ამ მეოთხედში შემავალ ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალ ქვეყნებში უფრო მაღალია კეთილდღეობის დონე, ვიდრე იქ, სადაც ეკონომიკური თავისუფლება შეზღუდულია. ფრეიზერის ინსტიტუტის უახლესი კვლევის მიხედვით, ინდექსში შემავალი ქვეყნების პირველ მეოთხედში ერთ სულზე საშუალო შემოსავალი 37 ათას აშშ დოლარს აჭარბებს მაშინ, როცა ბოლო მეოთხედში ეს მაჩვენებელი 7ჯერ უფრო ნაკლები, 5 ათასი აშშ დოლარია. ამასთან, პირველ მეოთხედში ყველაზე ღარიბი მოსახლეობის 10%25-ის საშუალო შემოსავალი 11 ათას აშშ დოლარზე მეტია, ბოლო მეოთხედში კი - 9-ჯერ ნაკლები, ათასი აშშ დოლარი. საინტერესოა ისიც, რომ ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალ ქვეყნებში ყველაზე ღარიბი მოსახლეობის 10%25-ის საშუალო შემოსავალი 2-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ეკონომიკურად ყველაზე არა თავისუფალ ქვეყნებში. გარდა ამისა, თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ადამიანები უფრო ხანგრძლივად ცხოვრობენ და მათი პოლიტიკური თუ სამოქალაქო უფლებებიც უფრო დაცულია.

ფრეიზერის ინსტიტუტის ეკონომიკური თავისუფლების უახლესი ინდექსი პირველი შემთხვევაა, როცა საქართველო ყველა თავის უშუალო მეზობელზე - სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი - წინ არ არის. 2010 წლის შედეგების მიხედვით, ყველაზე წინ სომხეთია: ყველა ქვეყანასთან შედარებით, სომხეთში ფულის სიჯანსაღის კომპონენტი ყველაზე მაღალია. სომხეთის გარდა, საქართველო ყველა დანარჩენ მეზობელზე წინაა. მათთან შედარებით, ქვეყნის უპირატესობებია მთავრობის ზომა, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება და რეგულაციები. საკანონმდებლო სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვის მიხედვით, აზერბაიჯანის გარდა, საქართველოში ყველა დანარჩენ მეზობელთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა.

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, 2010 წლის მდგომარეობით, საქართველოს აქილევსის ქუსლად, წინა წლების მსგავსად, ისევ რჩება საკუთრების უფლებები და მთავრობის ზომა.

კვლევის დასკვნით, ამ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაში გაიზარდა სახელმწიფო კომპანიების ჩართულობა და სახელმწიფო ინვესტირების დონე. ასევე - სამთავრობო ხარჯები, განსაკუთრებით, ტრანსფერები და სუბსიდიები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2010 წელს სუბსიდიებმა მთელი ხარჯების 3%25 შეადგინა. ამავე წელს, საბიუჯეტო ხარჯები წინა პერიოდთან შედარებით, 99.3 მილიონი ლარით გაიზარდა და მთელი ბიუჯეტის 70%25-ზე მეტი, ხოლო საქსტატის მონაცემებით, მშპ-ის 26%25 შეადგინა.

მთავრობის ზომას ეკონომიკურ თავისუფლებაზე დიდი გავლენა აქვს, რადგან როცა მთავრობა იმაზე მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე ინდივიდები, ოჯახები და ბიზნესები, მთავრობა თავისი გაზრდილი ხარჯებით, ინდივიდუალურ არჩევანს საკუთარი გადაწყვეტილებებით ანაცვლებს: ქვეყნის ეკონომიკა მუშაობს არა იმათ ხარჯზე, ვინც შრომობს, ზოგავს დახარჯავს, არამედ მხოლოდ მთავრობის ხარჯზე. ეს მას უქმნის ყველა შესაძლებლობას იმისთვის, რომ ეს ხარჯები პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით გაანაწილოს.

როცა მთავრობა ზრდის გადასახადებს, ან არ ამცირებს მათ იმისთვის, რომ ზოგი ადამიანის ხარჯზე სხვას გაუზარდოს ტრანსფერი, ის ამით ინდივიდების თავისუფლებას ამცირებს - დაზოგონ ის, რაც თავიანთი შრომით გამოიმუშავეს. იგივე ეფექტი აქვს ბაზარზე სახელმწიფო კომპანიების ჩარევასაც, რადგან ამ ტიპის კომპანიები სახელმწიფო სუბსიდიების ხარჯზე არსებობენ და დამოკიდებულები არ არი ან არც მომხმარებლებზე, რომ მათგან შემოსავალი მიიღონ და არც ინვესტორებზე - კაპიტალისთვის. ამდენად, ორივე შემთხვევაში, ეკონომიკური თავისუფლება მნიშვნელოვნად მცირდება.

საქართველოსთვის მეორე ყველაზე პრობლემური კომპონენტი საკანონმდებლო სისტემა და საკუთრების უფლებებია. 2010 წლის მდგომარეობით, საქართველოში გაუარესებულია სასამართლო დამოუკიდებლობის ხარისხი და გაზრდილია კანონის უზენაესობასა და პოლიტიკაში ძალის გამოყენების შემთხვევები. დინამიკაში კვლევა აჩვენებს, რომ ბოლო სამ ინდექსში საკანონმდებლო სისტემისა და საკუთრების უფლებების კომპონენტი სტაბილურად უმჯობესდება.

ქვეყანაში, სადაც საკუთრების უფლებები დაცული არ არის, ნებაყოფლობით ურთიერთგაცვლას აზრი ეკარგება, რადგან თუ ადამიანები არ არიან დარწმუნებულები, რომ კონტრაქტები რეალურად აღსრულდება, ხოლო მათი შრომის ნაყოფი დაცული იქნება, მაშინ ისინი კარგავენ მუშაობის მოტივაციას, მცირდება მათი პროდუქტიულობა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ნელდება.

ყველა კვლევა, რომელიც ეკონომიკური თავისუფლების ხარისხის გასაზომად ჩატარებულა, აჩვენებს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ინსტიტუტები და პოლიტიკა ეკონომიკური თავისუფლების გაძლიერებისკენ არის მიმართული, შემოდის უფრო მეტი ინვესტიცია, უფრო მაღალია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, უფრო მეტია ქვეყნის შემოსავალი და უფრო სწრაფად მცირდება სიღარიბე.

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი და საქართველო იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად თავისუფლად ჩაითვალოს, რამდენიმე ძირითად პირობას უნდა აკმაყოფილებდეს - თითოეული ინდივიდი საკუთარ არჩევანში უნდა იყოს თავისუფალი, უნდა ჰქონდეს ნებაყოფლობითი ურთიერთ გაცვლის, კონკურენტულ გარემოში წარმატებისა და კეთილდღეობის მიღწევის შესაძლებლობა, დაცული უნდა იყოს მისი საკუთრება. ამ პირობებზე დიდ გავლენას ახდენს შემდეგი კომპონენტები: მთავრობის ზომა, საკანონმდებლო სისტემა და საკუთრების უფლებები, ჯანსაღი ფული, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება და რეგულაციები. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ამ კომპონენტებს 0 - 10 შკალაზე ზომავს. რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო ეკონომიკურად თავისუფალია ქვეყანა. 2010 წლის ანალიზის საფუძველზე, საქართველომ 7.34 ქულა დააგროვა.

10 ეკა ზღულაძე: არა მარტო პოლიციაზე, არამედ საზოგადოებაზეც ძალიან ბევრი რამე იქნება დამოკიდებული

▲back to top


ფოკუსი

0x01 graphic

ესაუბრა თამარ ჩერგოლეიშვილი
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე

20 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია გლდანის ციხეში წამების ფაქტებთან დაკავშირებული სკანდალის გამო გადადგა, მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ეკა ზღულაძე დაინიშნა. მანამდე ზღულაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. მკვეთრი პოლარიზაციისა და დაძაბული საარჩევნო გარემოს ფონზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფუნქცია - მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება აქვს. ტაბულა ეკა ზღულაძეს ამ და სხვა თემებზე ესაუბრა.

  • გამარჯობა, ეკა. გმადლობთ, რომ დათანხმდით ინტერვიუს. პირველი კითხვა არჩევნებს უკავშირდება. რამდენიმე დღეში უნდა გადავწყვიტოთ ვის ვაძლევთ ხმას. საზოგადოება ძალიან პოლარიზებულია. ამ გარემოების გათვალისწინებით, რა საფრთხეებს ხედავთ არჩევნების დღესთან დაკავშირებით?

პირიქით, გმადლობთ, რომ მომეცით შესაძლებლობა, უფრო ვრცლად ვისაუბრო იმ თემებზე, რომლებიც აქტუალურია მთელი საზოგადოებისთვის და პირადად ჩემთვისაც, რადგან ის მცირე კომენტარები, რისი გაკეთების შესაძლებლობაც მქონდა ამ დღეებში, არ იყო საკმარისი.

არჩევნები არის ერთადერთი, რაზეც ამ წუთას ვფიქრობ, ვინაიდან ამ კონკრეტულ სიტუაციაში არ იქნება ადვილი იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა ადამიანმა მშვიდ და წყნარ გარემოში შეძლოს საკუთარი არჩევანის გაკეთება. პოლიციის საქმე არ არის ვის რა ფერის მაისური აცვია, რა ფორმით გამოხატავს თავის აზრს, თუ ეს ყველაფერი არ უშლის სხვას, გამოხატოს საკუთარი აზრი. ჩვენ საზოგადოებრივ წესრიგს დავიცავთ. პოლიციასთან ამ თემაზე ყოველდღიურად ვლაპარაკობ. სხვადასხვა საფრთხეების შეფასებას ვცდილობთ, რათა მაქსიმალურად მომზადებული ვიყოთ. ტყუილი იქნება, გითხრათ, რომ მშვიდი გარემოა და არანაირ არეულობას და გაუგებრობას არ ველოდები.

თუმცა, კარგი ის არის, რომ მიუხედავად არსებული პოლარიზაციისა, ამ კრიზისულმა სიტუაციამ კარგად აჩვენა ორი რამ: ერთი, რომ პოლიცია შედგა არა მარტო როგორც ინსტიტუტი, არამედ როგორც სისტემა, რომელიც დამოუკიდებლად მოქმედებს და ნებისმიერ სიტუაციაში - იქნება ეს ჩვეულებრივი დღეები თუ წინასაარჩევნო პერიოდი, რუტინულად შეუძლია მუშაობა. ეს არის მთავარი. მეორე, საქართველოში პოლიციის განვითარებასთან და რეფორმასთან ერთად, საზოგადოების დიდი ნაწილი გახდა კანონმორჩილი. ესეც ფაქტია. ანუ, ამ პოლარიზებულ წრეებს შორის არის საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც პოლიციისთვის ერთ-ერთი დასაყრდენი ძალა იქნება.

ძალით საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება შეუძლებელია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამის საჭიროება არ დადგება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიცია რეაგირების გარეშე დატოვებს კანონის დარღვევას ან გადაცდომებს ან ნებისმიერ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის თუნდაც ერთი ადამიანის მიერ თავისი არჩევანის ღიად და თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობას.

მინდა გითხრათ, რომ არა მარტო პოლიციაზე, არამედ საზოგადოებაზეც ძალიან ბევრი რამე იქნება დამოკიდებული.

სამწუხაროა, რომ გაისმის მოწოდებები - ხშირად, ღია ეთერითაც - აქტივისტების მობილიზაციაზე და ვლინდება აგრესია სხვადასხვა ფორმით. დღეს დამატებით გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის ოპერატიულად უფრო ადრე იყო ცნობილი, ამ პროცესებში კანონიერი ქურდების შესაძლო როლზე. ჩვენთვის ეს არის შემაშფოთებელი.

  • ამ საკითხს აუცილებლად დავუბრუნდები. თუმცა, მანამდე ერთი რამ მაინტერესებს. გასაგებია, რომ საზოგადოებას უნდა დაეყრდნოს პოლიცია და პირველ რიგში საზოგადოებაა ის, ვინც უკვეთავს რა წესრიგში უნდა იცხოვროს, მაგრამ გარდა ამისა, თუ იღებთ რამე კონკრეტულ ზომებს, რის შესახებაც შეგიძლიათ საჯაროდ ილაპარაკოთ?

შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს საკმარისი რესურსი, რომ ამ დღეს ნებისმიერ გამოწვევას უპასუხოს კანონის ფარგლებში. ჩვენ აბსოლუტურად ყველა ფაქტზე შევძლებთ რეაგირებას. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, დაძაბულობამ რაღაც ზღვარს არ მიაღწიოს, რადგან მერე ისეთი დიდი მნიშვნელობა აღარა აქვს პოლიციას. მერე უკვე აბსოლუტურად სხვა რაღაცები ხდება მნიშვნელოვანი. ამიტომ, ჩემი მთავარი ფუნქცია ახლა არის, რომ არჩევნებამდე დარჩენილ ამ დღეებში ვიმუშაო თითოეულ პოლიციელთან ერთად, მაგრამ ასევე საზოგადოებასთან ერთად, რომ ვკონცენტრირდეთ არსზე. არჩევნები ძალიან მალე, ორშაბათს გვაქვს და ამ დღეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ყველას შეუძლია.

კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოვუწოდო, რომ გააკონტროლონ თავიანთი აქტივისტები. არ მისცენ შესაძლებლობა დაგროვილ ემოციებს, რაც არ უნდა იყოს ამისი მიზეზი და საბაბი, გამოიწვიოს ქაოსი ან არეულობა ან თუნდაც წაახალისოს კანონდარღვევები. პოლიცია გააკეთებს ამაზე რეაგირებას, ნებისმიერ შემთხვევაში გააკეთებს, ვინაიდან ჩვენ ვერ დავუშვებთ საზოგადოებრივი წესრიგის არევას. არჩევნებისთვის ყველა უნდა ვიყოთ მობილიზებული და ძალიან მშვიდი.

  • გამოქვეყნდა კადრები, რომელშიც, შსს-ს და პროკურატურის ინფორმაციით, ქართული ოცნების აქტივისტები ცდილობდნენ პოლიციელების მოქრთამვას. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ კარგად გვახსოვს 2008 წელი და ბადრი პატარკაციშვილის თანამშრომლობის სურვილი ერეკლე კოდუასთან, რომელსაც არჩევნების დღეს უნდა გაეკეთებინა დრამატული განცხადება იმის შესახებ, რომ ის ვეღარ მიიღებს მონაწილეობას არჩევნების გაყალბებაში, რა ვიცით, რომ ასეთი შეთანხმებები უკვე არ არსებობს და, ვთქვათ, არჩევნების დღეს შსს-ს ან სხვა უწყების რომელიმე თანამშრომელი არ გამოვა და არ იტყვის ისეთ რამეს, რაც საზოგადოებრივ წესრიგს აშლის? ამგვარი კოოპერაციის შესაძლებლობა რამდენად არის აღკვეთილი?

ის ფირები, რომლებიც გამოქვეყნდა, არ არის პირველი შემთხვევა. რამდენიმე თვის წინაც იყო ასეთი რამ და მაშინ შსს-მ განცხადება გააკეთა. იყო რამდენიმე ფაქტი, რომელზეც საჯაროდ აღარ გვისაუბრია, შიდა გამოძიების თემა იყო.

პოლიციაში 40,000 ადამიანი მუშაობს. პოლიცია არის წარმატებული და ძალიან ეფექტიანი ინსტიტუტი. მე არ გამოვრიცხავ, უფრო სწორად, ვუშვებ იმას, რომ ამ 40,000-დან ყველა გადასარევი არ არის. სიმართლე გითხრათ, ამიტომ არის ეს პოლიცია ასეთი ქმედუნარიანი. ის საკუთარ მითებში კი არ იხარშება, ის მუშაობს როგორც მექანიზმი და ამ მექანიზმის ერთ-ერთი ნაწილია ის, რომ ამ ტიპის თანამშრომლების გამოხშირვა არის შესაძლებელი. იმისდა მიუხედავად, ინფორმაცია გარედან მოდის თუ შიგნიდან, სამინისტრო პროაქტიულად ახერხებს ამის გამოვლენას და შესაბამის რეაგირებას.

ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, პოლიციელი, რომელიც ფულს იღებს იმისთვის, რომ საიდუმლო ინფორმაცია გაიტანოს, დაკავების ინსცენირება გააკეთოს ან ჩაუდოს ვინმეს ნარკოტიკი, ანდა თუნდაც ფულს იღებს იმაში, რომ ადგეს და წავიდეს სამსახურიდან, ის დიდი ალბათობით ფულს ნებისმიერი სხვა შესაძლებლობის დროს აიღებს - კრიმინალისგან, კანონიერი ქურდისგან ან სხვისგან. ეს თანამშრომლები არის გამოსახშირი. ამ შემთხვევაში მე მხოლოდ დახმარება გამიწია კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ.

მე არც იმის ილუზია მაქვს, რომ აბსოლუტურად ყველა ფაქტის დაფიქსირება შევძელით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ის, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ზეწოლის ქვეშ ვართ, ნიშნავს, რომ მცდელობა ძალიან ბევრი იყო. თუმცა, მე ზუსტად ვიცი იმ შიდა ინფორმაციით, რომელსაც ვფლობ და გამოძიების შედეგებით, რომელიც ჩვენთან მიმდინარეობდა როგორც ამ, ასევე სხვა ფაქტებთან დაკავშირებით, რომ სრულ უმრავლეს შემთხვევებში ეს გარიგება ვერ შედგა. ამ ფირებზეც ძალიან კარგად ჩანს, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში იყო მოტივირებული პოლიციელი, ორ სხვა შემთხვევაში კი პოლიციელები თანამშრომლობდნენ შსს-სთან და გვეხმარებოდნენ დანაშაულის გამოძიებაში. დაზღვეულები, რა თქმა უნდა, ვერ ვიქნებით, ასეთი განცხადების გაკეთების უფლებას საკუთარ თავს ვერ მივცემ. თუმცა არის დაცვის რამდენიმე მექანიზმი და მე ვარ დარწმუნებული საკუთარ თანამშრომლებში, რომ ისინი შეძლებენ ამგვარი რისკების პრევენციას.

  • ოპოზიციისგან ხშირად ისმის კრიტიკა, რომ პოლიცია ისე არ იცავს მათ უფლებებს, როგორც იცავს მმართველი პარტიის და ხელისუფლების უფლებებს. ამ კრიტიკას როგორ უპასუხებდით?

ბოლო 6 წლის განმავლობაში იზრდება პოლიციის მიმართ ნდობა. ბოლო სამი წელია ეს ნდობა 80%25-ს აჭარბებს - 83-84%25-ს შორის მერყეობს. ეს ბევრად უფრო მაღალი ნდობის მაჩვენებელია, ვიდრე რომელიმე პოლიტიკურ ფიგურას ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიას აქვს საქართველოში. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც პოლიციას, როგორც სისტემას, ნდობას უცხადებენ, ძალიან მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები არიან. მე მგონი ეს არის ძალიან თვალსაჩინო, მარტივი და ყველასთვის გასაგები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას ყველა კონკრეტული პოლიციელი უყვარს. რა თქმა უნდა, არა. მაგრამ, როდესაც რაღაცა გიჭირს და მიდიხარ პოლიციასთან, ეს ნიშნავს, რომ პოლიციას, როგორც სისტემას, ენდობი.

  • ბოლო დღეებში ოპოზიციის რამდენიმე ათეული აქტივისტი დააპატიმრეს. მანამდეც იყო გარკვეული შემთხვევები, მაგრამ ბოლო ორი-სამი დღის განმავლობაში ოპოზიციის დაკავებული აქტივისტების რიცხვმა მკვეთრად იმატა. რა არის ამის მიზეზი? სტუდენტური პროტესტის მონაწილეც კი დააკავეს გუშინ და დღეს დილით გამოუშვეს. ზუსტად რომ მითხრათ, რამ განაპირობა ასეთი ზრდა?

ვერ გავაიგივებ ერთმანეთთან სტუდენტურ პროტესტს და სხვა ინციდენტებს, რომლებზეც რეაგირება მოგვიწია. ცალ-ცალკე ვისაუბრებ ამ ორ მიმართულებაზე.

ყველამ ვიგრძენით, როგორ დავიძაბეთ თითოეული ჩვენგანი და მთლიანად საზოგადოება ციხის კრიზისთან დაკავშირებით. ყველა, ვინც პირდაპირ კავშირშია ამ საშინელებასთან, ან გამოძიების ქვეშაა, ან დაპატიმრებულია. ყველას, ვინც ირიბადაა კავშირში, მოუწია პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. ეს არის ჯანმრთელი დემოკრატიის პასუხი და სიძლიერის გამოხატულება სახელისუფლებო რგოლის მხრიდან. სამწუხაროდ, ზოგიერთმა ეს რეაქცია სისუსტედ აღიქვა.

ერთბაშად გახშირდა საქართველოში ძალადობის წვრილი თუ მსხვილი გამოვლინებები სხვადასხვა ფორმით. დაწყებული პოლიტიკური ზეწოლით მოწინააღმდეგე პარტიის მომხრეებზე, ამ შემთხვევაში ოპოზიციის ზეწოლით სახელისუფლებო პარტიის მომხრეებზე, მათ შორის, სახელმწიფოს წარმომადგენლებზეც.

გარდა ამისა, ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან ხშირად უცებ ხდება აფილირებული პოლიტიკურ მოძრაობასთან. ეს თითქოს დაცვის მექანიზმია. მაგალითად, დღეს დაკავებულია ერთი ადამიანი, რომელიც ქურდობის 4 სხვადასხვა საქმეში ფიგურირებს. იგი ადრე 4-ჯერ არის ნასამართლევი ანალოგიური ბრალდებისთვის და უცბად ეს ადამიანი ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი აღმოჩნდა.

რაც შეეხება სტუდენტების მშვიდობიან პროტესტს, იყო მთელი რიგი გადაცდომები, კანონდარღვევები, რომელთა დიდ უმრავლესობაზე თვალი დავხუჭეთ იმიტომ, რომ სტუდენტებთან მიმართებით კიდევ უფრო მგრძნობიარეები და სენსიტიურები ვართ. ასაკია ასეთი, შეიძლება პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს ბოლომდე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიცია თვალს დახუჭავს კონკრეტულ დანაშაულზე. ასეთი კონკრეტული დანაშაული, სამწუხაროდ, სტუდენტების შემთხვევაშიც იყო - პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენება. ეს არ არის რაღაც პირადი წყენა და პირადი რევანში პოლიციელის მხრიდან. პოლიციელი ამ შემთხვევაში საკუთარ თავს არ იცავს. პოლიციელი იცავს ფორმას და ეს ფორმა სახელმწიფოს სიმბოლოა.

არ შეიძლება ამ ტიპის გადაცდომების უპასუხოდ დატოვება. იმიტომ, რომ ეს, ჩვენი შეფასებით, იწვევს სიტუაციის ესკალაციას, დაუსჯელობის სინდრომის გამყარებას, რამაც შეიძლება ქაოსამდე მიგვიყვანოს.

  • რას ურჩევდით იმ სტუდენტებს, რომელთაც თავიანთი გულწრფელი პროტესტის გამოხატვა უნდათ, ბრაზი აქვთ და სამართლიანადაც. სად გადის ზღვარი...

მე მგონი ბავშვებმა იციან სად გადის ზღვარი. შენ შეგიძლია გამოხატო შენი პროტესტი - საქართველოში კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ არის საკმაოდ ლიბერალური. პოლიცია ამ კუთხით ისედაც ძალიან ლიბერალურია და ხშირად იმაზე მეტის შესაძლებლობას იძლევა, ვიდრე ეს კანონით არის დასაშვები, მაგალითად, ძალიან ხშირად დაგვიხუჭავს თვალი დროებით ქუჩის გადაკეტვაზე. დღესაც იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც მსვლელობა შუა ქუჩაზე მიმდინარეობდა. არის რაღაცები, რის საშუალებასაც პოლიცია ბუნებრივად მისცემს. მაგრამ ძალადობა, პოლიციელის პირისპირ შეურაცხყოფა, ან სხვა ადამიანის პირისპირ შეურაცხყოფა, ფიზიკურ ძალადობაზე აღარ ვლაპარაკობ, ვერ იქნება პოლიციის მხრიდან იგნორირებული. მაშინ თავი უნდა დავანებოთ ჩვენც და იმათაც დემოკრატიაზე ლაპარაკს. ამ ბავშვების ლოზუნგიც ხომ დემოკრატიაა, განვითარებაა, უკეთესი ცხოვრებაა - ეს არის ამის შემადგენელი ნაწილი.

  • საფრანგეთის სამართალდამცველების მიერ მოწოდებული ანგარიშის ნაწყვეტები გავრცელდა დღეს ტელევიზიით. საუბარია გოგა ხაინდრავას კავშირებზე კანონიერ ქურდებთან და საარჩევნოდ არეულობების მოწყობის გეგმებზე. სადამდე მივიდა მათი თანამშრომლობა? რამდენად უსაფრთხოდ შეიძლება ვიგრძნოთ თავი ამ ყველაფრის გამოვლენის შემდეგ? რამდენად არის გამოვლენა ამ საფრთხის აღკვეთა?

ვაღიარებთ, თუ არა, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ იცის, რომ კანონიერ ქურდებს ყოველთვის, როდესაც ამის შესაძლებლობა მიეცათ, საქართველოში ძველი დიდების დაბრუნების მცდელობა ჰქონდათ. ეს არ არის პირველი ფაქტი, როდესაც ან ისინი ცდილობენ, გამოიყენონ პოლიტიკური პროცესები ან პოლიტიკური ძალები ცდილობენ, თავის გვერდში იყოლიონ მათთვის, როგორც ჩანს, ავტორიტეტები და ასევე, ადამიანური რესურსი და ფული, რაც ბუნებრივია ამ ორგანიზებულ დანაშაულს ახლავს, კონკრეტულ პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოსახდენად. ისევე, როგორც ადრე, ყოველი ამ მცდელობის დროს, მცდელობა დარჩა მცდელობად. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი მუშაობის შედეგიც არის, იმიტომ რომ არასოდეს მოვდუნებულვართ ამ მიმართულებით.

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ჩვენს სივრცეში, სადაც კანონიერი ქურდები ფიზიკურად აღარ არიან, და როგორც იდეოლოგია, ასევე აბსოლუტურად აღმოფხვრილია საზოგადოებიდან, ამას ისინი ასე მარტივად ვერ შეეგუებოდნენ იმიტომ, რომ კანონიერი ქურდები ძალიან დიდი ოჯახია, გავლენიანი მაფია, რომელიც საბჭოთა კავშირის ფარგლებს გასცდა. მათ ევროპაშიც დიდი გავლენები აქვთ. მათი ბიზნესიც უფრო გაფართოვდა. სიმართლე გითხრათ, საქართველო შეიძლება სულაც არ სჭირდებათ - ზედმეტად პატარაა და ღარიბი იმისთვის, რომ მათი საქმიანობისთვის საინტერესო იყოს. როგორც ჩანს, ეს მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ აქედან გააგდეს. აქ დაბრუნება, როგორც ჩანს, რაღაც სხვა სიმბოლიზმის მატარებელია.

ერთი რამ არ აქვთ გაცნობიერებული არც ამ კრიმინალებს და არც იმ ადამიანებს, რომლებიც მათთან კავშირების დამყარებას ცდილობენ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის ან, უარესი, არასახელმწიფოებრივი მიზნებისთვის - და ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, საქმე ამასთან გვაქვს - კანონიერი ქურდები საქართველოდან პოლიციამ და პროკურატურამ კი არ გააგდო. კანონიერი ქურდები აქ ვეღარ გაჩერდნენ იმიტომ, რომ საზოგადოებრივი აზრი შეიცვალა.

როდესაც პოლიტიკური ძალა ჰპირდება გავლენის დაბრუნებას ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენელს, მე მიჩნდება კითხვა, რისთვის მოდის ხელისუფლებაში ეს ძალა?

  • კი მაგრამ, ხაინდრავა ოფიციალურად არ არის არცერთი პარტიის წევრი. ამ შემთხვევაში რა გვაძლევს იმის საშუალებას, ვთქვათ, რომ ხაინდრავა რომელიმე პოლიტიკური პარტიის დავალებით მუშაობდა?

ამის თქმის შესაძლებლობა გვაქვს იმ მასალებზე დაყრდნობით, რომლებიც საფრანგეთიდან მივიღეთ. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, მეტი კომენტარის გაკეთების უფლებას თავს ვერ მივცემ. გამოძიებას აწარმოებს პროკურატურა და ეს არის გამოძიება, რომელიც ჯერ კიდევ პროცესშია.

  • ციხის სკანდალმა გარკვეული უნდობლობა გააჩინა არა მხოლოდ პენიტენციარული სისტემის, არამედ ზოგადად სისტემის მიმართ - როგორ მუშაობს ეს სახელმწიფო, რა პრინციპებზე დგას, რა ფასად გვიწევს წესრიგის შენარჩუნება. რას აკეთებთ იმისთვის, რომ პოლიციამ ნდობა შეინარჩუნოს?

ეს შეკითხვა აბსოლუტურად ყველას გაუჩნდა, სადაც არ უნდა მუშაობდეს და ვისი მხარდამჭერიც არ უნდა იყოს. ის, რომ ეს კითხვა გაჩნდა, ნიშნავს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ და სწორ ქვეყანას ვაშენებთ. ეს არის ჯანსაღი რეაგირება თუნდაც ისეთ მძიმე დანაშაულზე, რომელსაც ყველა პირისპირ შევეჯახეთ. ის კადრები უმძიმესი სანახავი იყო ყველასათვის.

რაც შეეხება იმას, დააზარალა თუ არა ამ ფაქტმა სახელმწიფო ინსტიტუტები და კონკრეტულად, პოლიცია - მოდი ასე ვთქვათ, პოლიციის რეფორმაც არ არის დასრულებული. იმ წუთს დაკარგავს პოლიცია ასეთ მაღალ ნდობის ხარისხს, რა წუთსაც ჩათვლის, რომ ყველაფერი დამთავრებულია და წესრიგშია. ეს ასე არ არის. 8 წელი ასეთი სიღრმისეული რეფორმებისთვის, მეტიც, თვისობრივად ახალი სახელმწიფოს ასაშენებლად, არ არის საკმარისი დრო. ამ 8 წლის განმავლობაში ჩვენ, მაგალითად პოლიციაში, ჩავყარეთ საფუძველი. ახლა ეს შედეგები უნდა გავამყაროთ. გავამყაროთ იმდენად, რომ ნებისმიერი ხელისუფლების, ნებისმიერი ტიპის მენეჯმენტის პირობებშიც კი ეს სისტემა იმავე ღირებულებების და იმავე პრინციპების - ჰუმანური და დემოკრატიული პრინციპების ერთგული დარჩეს, ოღონდ ავტომატურ პროცესში. ვაღიაროთ, რომ ეს დღეს ასე არ არის. ეს სისტემა არის ძალიან ახალგაზრდა. 8 წელი არაა საკმარისი, რომ კარგიც და ცუდიც გადახარშო, დალექო და რეალურად მყარი ინსტიტუტი შექმნა. დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების, რეალურად ძალიან ბევრი დრო სჭირდება.

  • 6 თვის წინ პრეზიდენტი ჩვეული რიხით ამბობდა, რომ ფრანგები ჩამოდიან ჩვენი პენიტენციარული სისტემის რეფორმისგან მაგალითის ასაღებად. ჩვენ თავი მოგვაქვს პოლიციის რეფორმით. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ პასუხისმგებლობა, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორებში მსგავსი რამ არ ხდება?

კი, მე შემიძლია ავიღო ამაზე პასუხისმგებლობა. იმ დღიდან, რა დღიდანაც დაიწყო წინასწარი დაკავების იზოლატორების რეფორმა, არც ერთი წამით არ მოგვიდუნებია ყურადღება ამ მიმართულებით. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირობები, ნორმალური ინფრასტრუქტურა, ახალი და მუდმივად დატრენინგებული პერსონალი. ჩვენთან წინასწარი დაკავების იზოლატორი არ ექვემდებარება პოლიციას. ანუ, ის, ვინც აკავებს, არ არის პასუხისმგებელი დაკავებულის კეთილდღეობაზე. ეს იმის მაგალითად მომყავს, რომ რაც უნდა ენდობოდე საკუთარ თავს, ეს წყალგამყოფი საკუთარ სისტემაშიც აუცილებელია, რომ გქონდეს.

  • ვის ექვემდებარება წინასწარი დაკავების იზოლატორები?

ექვემდებარება ცალკე დანაყოფს, რომელსაც ადამიანის უფლებების სამმართველო ჰქვია, რომელიც პასუხისმგებელია შიდა ინსტრუქციებზეც, ტრენინგებზეც, გაიდლაინების მომზადებაზეც, სასწავლო პროგრამების მომზადებაზეც და, რაც მთავარია, 24-საათიან შეუზღუდავ, დაგეგმილ და დაუგეგმავ მონიტორინგზე აბსოლუტურად ყველა იზოლატორზე ქვეყნის მასშტაბით.

გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ხელშეკრულება ომბუდსმენის ინსტიტუტთან, მასთან აფილირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც შეუზღუდავად შედიან და სიმართლე რომ გითხრათ, უკვე 6 წელია აღარა გვაქვს სისტემური პრობლემა არა მარტო წამების და უდიერი მოპყრობის, არამედ ადვოკატის დროული არშეშვების, ჯანმრთელობის, საკვების, ელემენტარული ჰიგიენის და ასე შემდეგ კუთხით.

ასე რომ, კი, მე ვიღებ პასუხისმგებლობას წინასწარი დაკავების იზოლატორზე და იქ მყოფ ყველა ადამიანზე. უდიერი მოპყრობის ერთეული, გამონაკლისი, იზოლირებული შემთხვევები შესაძლოა მოხდეს. მაგრამ, როგორც სისტემურ პრობლემას, აბსოლუტურად გამოვრიცხავ.

11 გაუთვალისწინებელი შედეგები

▲back to top


მსოფლიო

გუანტანამო

ნინი გოგიბერიძე

„სუფიან ბინქუმუ საუკეთესო მაგალითია, თუ რატომაა გუანტანამო ასეთი ფასეული ტერორიზმის წინააღმდეგ ომში”, - განაცხადა ოკლაჰომის შტატის რესპუბლიკელმა სენატორმა ჯეიმს ინჰოფემ. სენატორის რეპლიკა პასუხია გასულ კვირას მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ლიბიაში აშშ-ის საელჩოზე ტერორისტულ თავდასხმასა და ელჩის მკვლელობაში გუანტანამოს ყოფილი პატიმარი, სუფიან ბინ ქუმუ მონაწილეობდა.

0x01 graphic

გუანტანამოს ციხე

ბინ ქუმუ გუანტანამოდან ტრიპოლის აბუსალიმის ციხეში 2007 წელს გადაიყვანეს. ეროვნებით ლიბიელი აშშ-ის მთავრობამ 9 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის დაფინანსების ბრალდებით დააკავა. გამოცემა New York Times-ი იუწყება, რომ 2005 წელს გუანტანამოს ანალიტიკოსებმა იგი მიიჩნიეს „მაღალი რისკის” პატიმრად, რომელიც „საფრთხეს უქმნის აშშ-ს, მის ინტერესებს და მოკავშირეებს”. მიუხედავად ამისა, 2010 წელს ბინ ქუმუ ტრიპოლის ციხიდან გაათავისუფლეს - ამნისტია შეეხო. განთავისუფლების შემდეგ კი იგი ან სარალშარიას დაჯგუფებას ჩაუდგა სათავეში. Fox News-ის ცნობით, ბენღაზის თავდასხმაში სწორედ ამ დაჯგუფების კვალი იკვეთება.

ლიბიაში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის ამბავმა და მასში აშშ-ის მიერ ტერორიზმის ბრალდებით ერთხელ უკვე დაკავებული პირის მონაწილეობის საკითხმა, რესპუბლიკელებს არგუმენტები გაუმყარა თეთრი სახლის მოქმედი ადმინისტრაციის წინააღმდეგ. საქმე ისაა, რომ პრეზიდენტმა ობამამ, ჯერ კიდევ 2008 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პირობა დადო, რომ მისი, როგორც პრეზიდენტის პირველი ქმედება გუანტანამოს ციხის დახურვა იქნებოდა. მართლაც, 2009 წლის იანვარში, პრეზიდენტმა ბრძანება გასცა ერთი წლის განმავლობაში დაეხურათ ციხე. თუმცა ობამა ამ საკითხში დიდ წინააღმდეგობას წააწყდა კონგრესის რესპუბლიკელებისაგან. ციხე დღემდე არ დაუხურავთ, მაგრამ პატიმრების ნაწილი სხვადასხვა ქვეყნებში გადაიყვანეს.

0x01 graphic

აბდელ რაჰმანი

თავისთავად აქტუალურია შეერთებული შტატებიდან სხვა ქვეყნებში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ან გასამართლებული პირების ექსტრადიციის საკითხიც. ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტების ნაწილი სვამს კითხვას - ხომ არ ხდება ამერიკიდან ტერორის ტების ექსპორტი? ბინ ქუმუს მაგალითი ამ მოსაზრებას მხოლოდ ამყარებს.

მიუხედავად ამისა, თეთრი სახლის მოქმედი ადმინისტრაცია მაინც ხედავს გარკვეულ სიკეთეს მესამე ქვეყნებში ტერორიზმში ბრალდებული პირების ექსტრადიციაში. უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები აქტიურად განიხილავენ ეგვიპტეში გავლენიანი ისლამური სასულიერო პირის ომარ აბდელ რაჰმანის გადაყვანის საკითხს.

74 წლის ომარ აბდელ რაჰმანი, იგივე ბრმა შეიხი, დიაბეტითაა დაავადებული და სამუდამო პატიმრობას იხდის ბუტნერის სამედიცინო დაწესებულებაში. იგი ტერორისტების სულიერ მოძღვრად და ტერორიზმის წამყვან თეოლოგად მიიჩნევა. დაბადებიდან უსინათლო შეიხი 1995 წელს დააკავეს. მას 1990 წელს მაინკაჰანეს (ისრაელის გავლენიანი მემარჯვენე პოლიტიკოსი) მკვლელობაში, 1993 წელს მსოფლიო სავაჭრო ცენტრის აფეთქებაში და ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაკის მკვლელობის გეგმის შემუშავებაში თანამონაწილეობა ედება ბრალად.

ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ აშშ აბდელ რაჰმანს ეგვიპტეს არ გადასცემს და ჯანმრთელობა შერყეული, ხანში შესული შეიხი ამერიკის ციხეში გარდაიცვლება, ახლო აღმოსავლეთში შურისძიებათა ახალი ტალღა იფეთქებს. სავარაუდოდ, ამ მოსაზრებას იზიარებს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციაც. თუმცა რა ეფექტი ექნება ტერორისტების სულიერი მოძღვრის მუსლიმური საძმოს ეგვიპტეში გადაყვანას, ამას მხოლოდ დრო გვანახებს.

12 ლიტვინენკოს სახიფათო კავშირები

▲back to top


მსოფლიო

ივანე ბაძაღუა

ინფორმაცია ალექსანდრ ლიტვინენკოსა და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის შესაძლო კავშირის შესახებ საჯარო არ გახდება. ბრიტანულმა სასამართლომ ამის შესახებ გადაწყვეტილება 20 სექტემბერს, წინასწარი მოსმენით მიიღო.

როგორც მოსამართლე ჰიუდევისმა აღნიშნა, მსგავს გადაწყვეტილებას საფუძვლად მთავრობის მოთხოვნა უდევს.

0x01 graphic

ალექსანდრ ლიტვინენკო

სკოტლენდ იარდი ლიტვინენკოს მკვლელობის საქმის გამოძიების პარალელურად, მასსა და ბრიტანულ სპეცსამსახურებს, MI5-სა და MI6-ს შორის შესაძლო კავშირებსაც იძიებდა.

პირველად ინფორმაცია ლიტვინენკოსა და MI6-ს შორის თანამშრომლობის შესახებ 2007 წელს ვიაჩესლავ ჟარკომ გაახმოვანა. იგი ამტკიცებდა, რომ 2002 წლიდან ის MI6-ის აგენტი იყო, რაშიც დიდი წვლილი ლიტვინენკოს მიუძღოდა. ჟარკო ასევე ამტკიცებდა, რომ ლიტვინენკო რუსეთში ტერორისტულ აქტებს და პრეზიდენტ პუტინის ლიკვიდაციასაც გეგმავდა.

იმავე წელს ლიტვინენკოსა და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის შესაძლო კავშირის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა გაავრცელა. ჟურნალისტები „დიპლომატიურ და დაზვერვის წყაროებზე” დაყრდნობით ამტკიცებდნენ, რომ ლიტვინენკო ბრიტანული სპეცსამსახურებისგან თვეში 2000 გირვანქას იღებდა.

ალექსანდრ ლიტვინენკოს მეუღლე, მარინა ლიტვინენკო, ამ კავშირს არ უარყოფდა. RT-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ მისი მეუღლე ბრიტანულ სპეცსამსახურებს ევროპაში რუსული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში კონსულტაციებს უწევდა.

ლიტვინენკოს საქმის შემდეგი მოსმენა 2 ნოემბერს და 13-14 დეკემბერს შედგება. პოლიტიკური მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ამან, შესაძლოა, რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვიოს.

მარინა ლიტვინენკოს ადვოკატი აცხადებს, რომ ის პროცესზე რუსული სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს.

ალექსანდრ ლიტვინენკო 2006 წელს პოლონიუმ 210-ით მოწამლეს. ის რუსეთის ხელისუფლებას 1999 წელს საცხოვრებელი სახლების აფეთქებაში სდებდა ბრალს, პუტინს კი ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შეკვეთაში ადანაშაულებდა. გამოძიების შედეგად, ბრიტანულმა მხარემ რუსეთიდან ანდრეი ლუგოვოის, როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილის, ექსტრადირება მოითხოვა, რასაც კრემლი არ დათანხმდა. მოგვიანებით ლუგოვოი დუმაში, ლიბერალურ დემოკრატიული პარტიის სიით, დეპუტატად აირჩიეს.

13 ტერორისტები და ლობისტები

▲back to top


მსოფლიო

ირანი

ირაკლი გუნია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კონგრესს შეატყობინა, რომ აპირებს ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღოს ირანელ დისიდენტთა ჯგუფი მუჯაჰედინ ეხალქი (MEK). კულტად ქცეული ჯგუფის წევრებისთვის ტერორისტის სტატუსის მოცილება კაპიტოლიუმის ბორცვზე ლობისტების ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეს დაასრულებს.

გადაწყვეტილება ფორმალურად 1 ოქტომბერს გახდება ცნობილი. ამ ქმედებას დადებითად გამოეხმაურა კონგრესი, რომლის მრავალი წევრი ჯგუფის ტერორისტთა სიიდან ამოღებას მრავალი წელი მოითხოვდა. სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, MEK-ის ხუთიდან ათი ათასამდე წევრის დიდი ნაწილი ერაყში ყოფილ ამერიკულ ბაზაზე ცხოვრობს, სადაც ამერიკული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ მათი უსაფრთხოება დაცული არაა. კანონმდებლების აზრით, ტერორისტის სტატუსის მოხსნა ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყანაში ჯგუფის წევრების გადაადგილებას. მუჯაჰედინ ეხალქმა ძალადობრივი გზა 2003 წელს უარყო, 2009 წელს ის ევროკავშირმა ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო.

0x01 graphic

ჰილარი კლინტონი

აშშ მუჯაჰედინ ეხალქის უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევდა 1970-იან წლებში ირანში ექვსი ამერიკელის მკვლელობისა და 80-იან და 90-იან წლებში სადამ ჰუსეინთან კავშირების გამო. ორგანიზაცია 1963 წელს დააარსეს მემარცხენე სტუდენტებმა, რომლებიც შაჰის ხელისუფლებას და მის დასავლელ მხარდამჭერებს უპირისპირდებოდნენ. მარქსიზმის, ისლამიზმისა და ფემინიზმის უცნაურმა ნაზავმა მაშინდელ ირანულ კამპუსებში პოპულარობა მოიპოვა. MEK მონაწილეობდა 1979 წლის ირანულ რევოლუციაში და აშშ-ის საელჩოს მძევლად აყვანის პერიოდში თავისი უკომპრომისო პოზიციით გამოირჩეოდა. მალევე აიათოლა ხომეინის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ჯგუფი კლერიკალურ წრეებს დაუპირისპირდა. 1981 წელს MEK-ის წევრების თავდასხმებს ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, მმართველი პარტიისა და პარლამენტის მრავალი წევრი შეეწირა.

ტერორს სასულიერო წრეებმა მასობრივი დაპატიმრებებით უპასუხეს, რის გამოც ჯგუფმა პარიზში გადაინაცვლა. 1987 წელს საფრანგეთმა MEK-ის წევრები საკუთარი ტერიტორიიდან გააძევა, რის შემდეგაც ისინი ერაყმა შეიფარა. სადამ ჰუსეინმა ჯგუფი ირანთან ომის დასკვნით ეტაპზე და ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენა. MEK-ის მებრძოლებმა რეგიონში ერთ-ერთმა პირველებმა გამოიყენეს თვითმკვლელთა მისიები. MEK-ის კამპანია ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ 1990-იან წლებში გაგრძელდა, რაც უმთავრესად მაღალი თანამდებობის პირების მკვლელობებში გამოიხატებოდა. 1997 წელს რეფორმატორ პრეზიდენტ მუჰამედ ხატამის მთავრობასთან მოლაპარაკებების პროცესში აშშ-მა ჯგუფი ტერორისტულ ორგანიზაციათა რიცხვში შეიყვანა.

2000-იან წლებში MEK-ის პოლიტიკური პლატფორმა რადიკალურად შეიცვალა და ახლა ის კაპიტალიზმის, ადამიანის უფლებების, რელიგიური თავისუფლების, უმცირესობების უფლებების და ირანის მსოფლიო საზოგადოებაში ინტეგრაციის მხარდამჭერია. უკანასკნელ წლებში ჯგუფმა გააძლიერა ვაშინგტონში მხარდამჭერთა კამპანია, რომელიც ორივე პარტიის მხრიდან უაღრესად გავლენიან პირებს მოიცავს. სხვადასხვა დროს MEK-ის დასაცავად გამოსულან ნიუ იორკის ყოფილი მერი რუდი ჯულიანი, წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი, ყოფილი გუბერნატორები ჰოვარდ დინი და ედვარდ რენდელი, პრეზიდენტ ობამას ყოფილი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში გენერალი ჯიმ ჯონსი, ყოფილი კონგრესმენი ლი ჰამილტონი და მრავალი სხვა. ლობირების გასამრჯელოს გარდა, ჯგუფი ამ პირებს მხარდასაჭერ რამდენიმე წუთი ან გამოსვლაში 10,000-50,000 დოლარის ოდენობის ჰონორარებს სთავაზობს.

ტერორისტული ჯგუფის გარდა, მუჯა ჰედინ ეხალქს ხშირად აღწერენ, როგორც კულტს. ჯგუფში დამაარსებელი ცოლ-ქმრის, მასუდ და მარი ამრაჯავების პერსონალურობის კულტია და „მარადიული განქორწინებისა” და ცელიბატის უცნაურ პრაქტიკას მისდევენ. 1989 წელს ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე მოწყობილი ოპერაციის წარუმატებლობის მიზეზად, რომელსაც ათასობით წევრის დაღუპვა მოჰყვა, მასუდ რაჯავიმ მათ მიერ სიყვარულზე და სექსზე ყურადღების გადატანა დაასახელა. მან წევრებს გრძნობების მეუღლეებიდან ლიდერებზე წარმართვა უბრძანა და ერთ სქესიან კომუნებად ცხოვრება აიძულა. რამდენიმე ასეული ბავშვი ევროპაში MEK-ის მიმართ სიმპათიით განწყობილ ოჯახებში გააშვილეს, მათ უმეტესობას მშობლები აღარც უნახავთ. ჯგუფის წევრებს რაჯა ვების მიმართ ფანატიკური ერთგულება აკავშირებთ - 2003 წელს, მარი ამ რაჯავის საფრანგეთის ძალოვანების მიერ დროებით დაკავების დროს, მსოფლიოში გაფანტულმა ათმა წევრმა თავი დაიწვა.

MEK-ის მკვლევარი ანალიტიკოსები არ იჯერებენ ჯგუფის განცხადებას ძალადობის უარყოფის შესახებ. ჟურნალ New Yorker-ის მიხედვით, 2007 წელს ამერიკულმა საგანგებო ძალებმა ირანელებს ნევადაში მდებარე საწარმოში საიდუმლო ოპერაციისთვის ვარჯიში შესთავაზეს. მათ MEK-ის წევრები შეიარაღებით და კომუნიკაციური აღჭურვილობით მოამარაგეს და ირანის შიგნით რეჟიმის წინააღმდეგ ტერორისტული საქმიანობისთვის მოამზადეს. მრავალი გამოცემის ინფორმაციით, MEK-ის წევრებსის რაელის სადაზვერვო სამსახური იყენებდა ირანის მთავრობის დოკუმენტების გამოჟონვის და საბოტაჟის აქტებისთ ვის. ამ ჯგუფის საქმიანობად მიიჩნევენ აგრეთვე ირანის ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე მეცნიერების მკვლელობას.

პოლიტიკოსთა ლობისტური საქმიანობის და სოლიდურ გამოცემებში მათ სასარგებლოდ დაბეჭდილი პუბლიკაციების მიუხედავად, რომელიც ჯგუფს არსებული ირანის რეჟიმის ალტერნატივად ასახელებს, MEK-ი უფრო პოპულარული ვაშინგტონშია, ვიდრე ირანში. სისხლიან ომში ერაყის მხარეზე ბრძოლამ მილიონობით ირანელის თვალში ჯგუფს რეპუტაცია სამუდამოდ დაუკარგა, ხოლო ახალგაზრდა თაობებისთვის MEK-ი ნაკლებადაა ცნობილი.

ირანის არსებული ხელისუფლება, როგორც წესი, ჯგუფს უცხოელი მტრების გეგმების შემსრულებლად მოიხსენიებს. 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული ოპოზიციური მწვანე მოძრაობის უკან რეჟიმმა თავდა პირველად MEK-ი დაასახელა, რითაც ირანელების თვალში მათ დისკრედიტაციას შეეცადა. მწვანე მოძრაობის ლიდერებმა დასცინეს ამგვარ იდეას და მკვეთრად გაემიჯნენ MEK-ს. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, „იპოვეთ ერთი ადამიანი მაინც, რომელიც MEK-ს მხარს უჭერს”.

14 გენერლებს განაჩენი გამოუტანეს

▲back to top


მსოფლიო

თურქეთი

მიხეილ ბასილაია

21 სექტემბერს თურქეთის სასამართლომ 320-ზე მეტ სამხედრო სამსახურში მყოფ და გადამდგარ ოფიცერს განაჩენი გამოუტანა. პროცესი ეხებოდა ე.წ. ოპერაცია Sledgehammer-ის საქმეს. სამხედროებს ბრალად ედებოდათ 2003 წელს პრემიერ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მთავრობის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობა. მოსამართლეთა განაჩენმა დაადასტურა, რომ სამხედროებმა პოლიტიკური გავლენა, რომლითაც პრაქტიკულად ქემალისტური თურქეთის ჩამოყალიბების დღიდან სარგებლობდნენ, დაკარგეს.

სასამართლო 2010 წლის დეკემბერში დაიწყო. ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ 2003 წელს სამხედრო მაღალჩინოსნებს განზრახული ჰქონდათ სტამბოლში ისტორიული მეჩეთის აფეთქება, თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება და საბერძნეთთან სამხედრო კონფლიქტის პროვოცირება, რაც მათ საშუალებას მისცემდა, მდგომარეობის სტაბილიზაციის საბაბით ძალაუფლება ხელში ჩაეგდოთ.

ოფიცრები შეთქმულებას უარყოფდნენ და ყოველი მათგანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა. გენერლები აცხადებდნენ, რომ ერთ-ერთ სამხედრო სემინარზე ისინი განიხილავდნენ ფიქციურ სცენარს, თუ როგორ უნდა ემოქმედათ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, მაგრამ ერდოღანის მთავრობის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას მიზნად არ ისახავდნენ.

საბოლოოდ, სასამართლომ თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალების ყოფილ ხელმძღვანელს იბრაჰიმ ფირტინას, საზღვაო ძალების ყოფილ უფროსს ოზდენ ომეკსა და არმიის ყოფილ სარდალ ჩეთინდოგანს 2020 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სწორედ ეს სამხედრო მაღალჩინოსნები მიიჩნეოდნენ შეთქმულების ლიდერად. თავდაპირველად მათ სიცოცხლის ბოლომდე პატიმრობა მიესაჯათ, მაგრამ სასამართლომ განმარტა, რომ სასჯელი გადატრიალების გეგმის ჩავარდნის გამო შეუმცირდათ. 18 წლიანი ვერდიქტი გამოუტანეს გადამდგარ გენერალ ენგინალანს, რომელიც 2011 წელს თურქეთის პარლამენტში აირჩიეს. საპყრობილეში იმავე დროის გატარება მოუწევს ბილ გინბარანლის, რომელიც სამხედრო საჰაერო ძალების ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნის უპირველეს კანდიდატად ითვლებოდა, სანამ 2011 წელს დააპატიმრებდნენ. აქვე აღსანიშნავია, რომ სასამართლომ 34 ოფიცერი გაამართლა.

0x01 graphic

ადმირალი იბრაჰიმ ფირტინა
(მარცხნიდან მესამე) და
საზღვაო ძალების ყოფილი უფროსი
ოზდენომეკი (მარცხნიდან მეოთხე)

ორწლიანი სასამართლო პროცესი თურქეთის ხელისუფლებისა და სასამართლო სისტემის კრიტიკის ფონზე მიმდინარეობდა. დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ პროკურორებმა სამხილები გააყალბეს. დოგანის ქალიშვილი, პინარ დოგანი, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის ლექტორია, აცხადებს, რომ სამხედროები პოლიტიკურ ანგარიშს წორებას შეეწირნენ. თავად დოგანმა სასამართლო პროცესს უსამართლო უწოდა. მისი განცხადებით, სამხედროები მუსტაფა ქემალ ათა თურქის სეკულარული რესპუბლიკისადმი ერთგულების გამო გაასამართლეს. ერდოღანის ოპოზიციამ კი მთავრობა სასამართლოების მეშვეობით პოლიტიკური ოპონენტების დაშინებასა და დევნაში დაადანაშაულა. თავად პრემიერმა განაცხადა, რომ პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მსჯავრდებულებს აპელაციის საშუალება აქვთ და იმედი გამოთქვა, რომ საბოლოოდ საქმე სამართლიანი განაჩენით დასრულდება.

თურქეთში კიდევ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, რომლებიც უკვე მომხდარ თუ არშემდგარ სახელმწიფო გადატრიალებებს ეხება. თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს პროცესები დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრისა და დემოკრატიისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია. სასამართლოშია ე.წ. ერგენეკონის საქმე, რომელიც დაახლოებით 5 წლის წინ დაიწყო. დაპატიმრებულებს შორის არიან არა მარტო სამხედროები, არამედ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ადვოკატები. თურქეთის ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მრავალი მათგანი დაპატიმრებულია კონკრეტული ბრალის წაყენების გარეშე, ზოგიერთი კი, გრძელვადიანი პატიმრობის მიუხედავად, ჯერ კიდევ ელის სასამართლოს წინაშე წარდგომას. თურქეთის ჟურნალისტთა კავშირის მიხედვით, თავიანთი საქმიანობის გამო, ქვეყანაში 94 ჟურნალისტია დაკავებული - უფრო მეტი, ვიდრე ჩინეთსა და ირანში ერთად აღებული.

ერგენეკონის საქმეში გარეულების გარდა, სასამართლო ელის თურქეთის არმიის ყოფილ ხელმძღვანელს გენერალ ილკერ ბასბუგს, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბებასა და ხელმძღვანელობაშია ბრალდებული. 1980 წლის სამხედრო გადატრიალებისთვის გასამართლებას ელიან ქენან ევრენი და თაჰსინ საჰინკაია. მაშინ სამხედრო გადატრიალებას ადამიანთა უფლებების მძიმე დარღვევები - გაუჩინარება, წამება და მკვლელობები მოჰყვა. სამხედრო მაღალჩინოსნები დაკავებულები არიან 1997 წლის სახელმწიფო გადატრიალებისთვისაც. ამ საქმესთან დაკავშირებით 30-ზე მეტი ოფიცერია დაკავებული, 11 მათგანი 2012 წლის მაისში დააპატიმრეს.

0x01 graphic

გენერალი ილკერბასბუგი

სამხედროები ტრადიციულად ათა თურქის მიერ ჩამოყალიბებული სეკულარული რესპუბლიკის პრინციპების სადარაჯოზე იდგნენ. ისინი მზად იყვნენ სამოქალაქო ხელისუფლების ნებისმიერი ისლამისტური გამოხდომა აღეკვეთათ. სასამართლო სისტემაც სამხედროების გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. სამხედროების, უსაფრთხოების სამსახურების მაღალჩინოსნებისადა სასამართლო სისტემაში მათთან დაახლოებული პირების კოალიციას, ე.წ. ღრმა სახელმწიფოდ მოიხსენიებდნენ. 1960-იანი წლებიდან მოყოლებული სამხედროებმა 4 სამხედრო გადატრიალება მოაწყვეს, ბოლოს 1997 წელს, როდესაც არსებული ხელისუფლება აიძულეს გადამდგარიყო.

2002 წელს თურქეთის სათავეში ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტია (AKP) მოვიდა, რომელმაც თავიდანვე დაიწყო სამხედროების ძალაუფლების შეზღუდვაზე ზრუნვა. ღრმა სახელმწიფოს დემონტაჟის პარალელურად, AKP თურქეთის ახალ კონსტიტუციაზეც მუშაობს - 2010 წელს თურქეთის მოსახლეობამ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა მის შეცვლას. ქვეყნის ამჟამინდელი კონსტიტუცია 1982 წელს სამხედროების მმართველობის დროს მიიღეს. ახალი კონსტიტუციის ერთ-ერთი მიზანი კი სამხედროების პოლიტიკურ კონტროლს დამორჩილება იქნება.

15 საარჩევნო ციებ-ცხელება

▲back to top


მსოფლიო

იაპონია

მარიამ მიქავა

იაპონიის პრემიერმინისტრს იოში ჰიკონოდას 2013 წლისთვის დაგეგმილი საყოველთაო არჩევნების უახლოეს თვეებში დანიშვნა მოუწევს. მიზეზი პარლამენტში გადასახადების გაზრდის შესახებ კანონპროექტის გატანის გამო ოპოზიციასთან დათმობაზე წასვლა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნების კონკრეტული თარიღები ჯერ არ სახელდება, ქვეყანაში წინასაარჩევნო მზადება დაიწყო.

ქვეყნის პრემიერმა უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ სექტემბრის ბოლოს დანიშნულ შიდა პარტიულ არჩევნებზე მმართველი, იაპონიის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტისათვის იბრძოლებს. პრემიერის სერიოზული კონკურენტი ქვეყანაში სტიქიური უბედურების აღდგენითი სამუშაოების მინისტრი, გოოში ჰოსონო შეიძლება გამხდარიყო. 41 წლის ენერგიული პოლიტიკოსი დიდი მხარდაჭერით სარგებლობს როგორც პარტიის შიგნით, ისე მოსახლეობაში. მიუხედავად ამისა, მინისტრმა პოლიტიკური ამბიციები დაძლია და განაცხადა: „მე კარგად დავფიქრდი ამ საკითხზე და გადავწყვიტე, რომ არ მაქვს უფლება ჩემი ამჟამინდელი ვალდებულებები მივატოვო”.

დამკვირვებლების აზრით, ეს გადაწყვეტილება იაპონიის დემოკრატიული პარტიისათვის დადებითად იმოქმედებს. პირველი: პრემიერმინისტრს დაუბრკოლებლად შეუძლია პარტია თავის ირგვლივ გააერთიანოს - ქვეყნის აღდგენითი სამუშაოების ხელმძღვანელსა და პრემიერს შორის დაპირისპირება ამომრჩეველს პარტიის მიზნებთან დაკავშირებით საგონებელში ჩააგდებდა. მეორე: პარტიის თავმჯდომარის პოსტზე უარის თქმით თავად ჰოსონოს მოემატება პოლიტიკური ქულები, როგორც პასუხისმგებელ მოღვაწეს, რომელიც ერის კეთილდღეობაზე ზრუნავს.

მმართველი პარტიიდან მხოლოდ ერთმა წევრმა, კომუნიკაციისა და ადმინის ტრაციულ საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, კაძუჰირო ჰარაგუჩიმ გამოთქვა ნოდასთან შებრძოლების სურვილი. თავის პროგრამას ის პრემიერმინისტრის პოლიტიკის კრიტიკაზე აფუძნებს, თუმცა მისი წარმატების ალბათობა მცირეა, ვინაიდან აქამდე ვერ შეძლო პარტიის რომელიმე გავლენიანი წევრის გადაბირება.

ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ლიბერალ-დემოკრატიული პარტია, რომელსაც ასევე წინ ელის თავმჯდომარის არჩევნები, ჯერ შორსაა ერთობისაგან. მის მამოქმედმა თავმჯდომარემ, სადაკაძუ ტანიგაკიმ ვერ შეძლო დაერწმუნებინა თანაპარტიელები, ერთხმად დაეჭირათ მხარი მისი კანდიდატურისათვის. მეტიც, პარტიისთვის ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში ტანიგაკის ყოფილი მოკავშირე, ლიბერალ დემოკრატიული პარტიის გენერალური მდივანი, ნობუტერუ იშიჰარა დაუპირისპირდა.

„ბატონი ტანიგაკის დამსახურებაა წინა ორი ხელისუფლების დაშლა და სწორედ მისი ძალისხმევის შედეგად ვუახლოვდებით ახლა საყოველთაო არჩევნებს, მაგრამ პოლიტიკაში მოვედი არა იმისთვის, რომ მხარი დავუჭირო ტანიგაკის, არამედ იმისთვის, რომ იაპონიისთვის რაიმე კარგი გავაკეთო”, - განაცხადა იში ჰარამ.

ანალიტიკოსების შეფასებით, ნობუტერუ იშიჰარას შეუძლია გახდეს იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ბოლო წლებში აშკარად საჭიროებს განახლებას. თუმცა სიტუაცია რთულდება იმით, რომ კიდევ ორ კანდიდატს, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ ნობუტაკა მაჩიმურასა და ექსპრემიერ შინძოო აბეს სურთ ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტის დაკავე ბა.

0x01 graphic

ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის
გენერალური მდივანი ნობუტერუ იშიჰარა

იაპონიაში მასობრივი ყურადღება მიიპყრო 12 სექტემბერს ქალაქ ოსაკას მერის, 43 წლის ტორუ ჰაშიმოტოს მიერ ჩამოყალიბებულმა პარტი ამ სახელწოდებით „ნიჰონ იშინ ნო კაი” /იაპონიის რესტავრაციის პარტია. ეს სახელწოდება შემთხვევით არაა შერჩეული. სიტყვა „იშინ”/„რესტავრაცია” ძირითადად „მეიჯი იშინ”/„მეიჯის რესტავრაციის” მნიშვნელობით გამოიყენება - XIX საუკუნის ისტორიული პერიოდი, როდესაც იაპონიის იმპერატორმა სრულად აღადგინა ძალაუფლება და დასავლეთის მაგალითზე რეფორმების გატარება დაიწყო. ახალი პარტია ეცდება სარგებელი ნახოს ორი ძირითადი პოლიტიკური პარტიის მიმართ სახალხო უნდობლობისგან. მოქმედი სეიმის 7 წევრი უკვე გადავიდა ჰაშიმოტოს პარტიაში. ის უახლოეს არჩევნებზე 300-ზე მეტი ადგილის მოპოვებას გეგმავს.

იაპონურ საზოგადოებაში ტორუ ჰაშიმოტოს მიმართ ურთიერთ საწინააღმდეგო აზრებია. ერთნი მიუთითებენ მის ავტორიტარულ მანერებზე და თვლიან, რომ ასეთი ადამიანი მნიშვნელოვან თანამდებობაზე საშიშია. სხვები ფიქრობენ, რომ ტორუ ჰაშიმოტო იაპონური პოლიტიკის ერთადერთი იმედია. წარმატებული საადვოკატო კარიერის შემდეგ ჰაშიმოტო პოპულარული სატელევიზიო სახე გახდა, დაახლოებით 4 წლის წინ პოლიტიკაში ჩაერთო, გაიმარჯვა ოსაკას პრეფექტური გუბერნატორის არ ჩევნებში, ხოლო 2011 წლის ნოემბერში ქალაქ ოსაკას მერი გახდა.

აღმოჩნდა რა ამ თანამდებობაზე, ჰაშიმოტომ მალევე მიიპყრო ყურადღება თავისი კურსით და ცენტრალური ხელისუფლებისგან მეტი ავტონომიურობის მოპოვებით. მისი გავლენით, სექტემბრის შუა რიცხვებში იაპონიის პარლამენტი დაეთანხმა პროექტს, რომლის მიხედვითაც, ქალაქებს, სადაც 2 მილიონზე მეტი მოსახლეობაა, უნდა გაეზარდოს ადმინისტრაციული სტატუსი. თუმცა კიდევ უფრო დიდი პოპულარობა ჰაშიმოტოს მოუტანა ახალგაზრდა პოლიტიკოსების მომზადების პროგრამამ - ამით ის ცდილობს ჩამოაყალიბოს ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ღრმა კრიზისში მყოფი იაპონიის პოლიტიკას გამოაცოცხლებს.

0x01 graphic

აპონიის პრემიერმინისტრი იოშიჰიკო ნოდა

0x01 graphic

ტორუ ჰაშიმოტო პარტია „ნიჰონიშინნოკაის”
ჩამოყალიბებას ზეიმობს

საინტერესოა, რომ ჰაშიმოტოს პარტია ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე მმართველი პარტია, მაგრამ მისი ყველაზე აქტიური მომხრეებიც კი ამბობენ, რომ მეტისმეტად ადრე ელოდება დიდ წარმატებას.

ბევრი რამ, რაც ჰაშიმოტოს სურს, ზედმეტად ამბიციურია. მაგალითად, პარლამენტის ზედა პალატის გაუქმება. ეს საჭიროებს კონსტიტუციურ ცვლილებებს, მხარდაჭერილს ქვედა პალატის ორი მესამედისა და ზედა პალატის უმრავლესობის მიერ. ოსაკას მერს ასევე სურს, რომ იაპონიაში პრემიერი პირდაპირი არჩევნების გზით ინიშნებოდეს. ასეა თუ ისე, ჰაშიმოტოს კარგად ეხერხება წამოჭრას საკითხი, რომელიც სახალხო დისკუსიის თემა გახდება.

როგორც უნდა დამთავრდეს პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციის ეტაპი, საყოველთაო არჩევნებამდე გამოკვეთილად მოწინავე პარტიის დასახელება რთულია. თუ ასეთი მდგომარეობა გაგრძელდება, ქვეყანას ეყოლება კოალიციური ხელისუფლება, რომელიც, როგორც პესიმისტები ამბობენ, უარესი იქნება, ვიდრე იაპონიის ბოლო 5 ხელისუფლება, რომლებმაც საშუალოდ თითო წელი გასტანეს. სიტუაციის გამოსწორება რაიმე ახალ იდეას შეუძლია, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს.

16 ჩინეთ-იაპონიის კონფლიქტი შესაძლოა გამწვავდეს

▲back to top


მსოფლიო

ნინო დუნდუა

0x01 graphic

0x01 graphic

ბოლო ხანებში იაპონიასა და ჩინეთს შორის დაძაბულობამ იმატა. კონფლიქტის მიზეზი სენკაკუს კუნძულებია (ჩინური ინტერპრეტაციით - დიაოიუდაო). სენკაკუს, რომელიც ბუნებრივი რესურსების სიმდიდრით გამოირჩევა, ამ დროისთვის იაპონია აკონტროლებს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის (PRC) გარდა, კუნძულებზე პრეტენზიას ტაივანიც აცხადებს. პეკინში იაპონიის საელჩოსთან კი აქციები არ წყდება, დემონსტრანტებმა საელჩოს შენობას ქვები დაუშინეს და იაპონიის დროშებიც დაწვეს. პროტესტი ჩინეთის სხვა ქალაქებსაც მოედო. სახელმწიფო მედიის განცხადებით, ჩინელებმა იაპონურ საქონელს ბოიკოტი გამოუცხადეს. იაპონიის პრემიერმინისტრმა იოში ჰიკონოდამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ჩინეთს იაპონელი მოქალაქეებისა და ბიზნესების დაცვისკენ მოუწოდა.

სენკაკუს კუნძულები, რომელიც ჩინეთ-იაპონიის ძირითად სატრანზიტო ხაზთან ახლოს მდებარეობს, თევზით მდიდარი აკვატორიითა და ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი რეზერვით გამოირჩევა. ჩინური ვერსიის თანახმად, კუნძული ჩინელებმა XIV საუკუნეში აღმოაჩინეს და XIX საუკუნემდე მათ საკუთრებაში იყო. მას შემდეგ, რაც ჩინეთ-იაპონიის ომში ჩინეთი დამარცხდა, საზავო ხელშეკრულების თანახმად, მან რეპარაციის გადახდის გარდა, იაპონიას საკუთრებაში გადასცა კორეის ნახევარ კუნძული, ტაივანი და სენკაკუს კუნძულები.

იაპონიამ ტერიტორიები მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე შეინარჩუნა, ომში დამარცხების შემდეგ კი ქვეყნის სამხრეთ ტერიტორიებს და, მათ შორის, სენკაკუს კუნძულებს ამერიკელები დაეპატრონენ, რისი დაბრუნებაც მხოლოდ 1970-იან წლებში მოხერხდა. იაპონური ვერსიის თანახმად, ჩინეთთან ომში გამარჯვების შემდეგ კუნძულები მისი საკუთრება გახდა, ამიტომ ჩინური პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. თუმცა ტოკიო ეთანხმება, რომ კუნძულები ჩინელების მიერ არის აღმოჩენილი, მეორე მსოფლიო ომის შედეგებს და ამერიკულ კვალს რატომღაც უგულებელყოფს.

დღეს კუნძულები ერთ-ერთი გავლენიანი იაპონური ოჯახის - კური ჰარების კერძო საკუთრებაშია. ამ ოჯახმა სენკაკუს ხუთი კუნძულიდან ოთხი 1970 წელს შეიძინა იმ პირობით, რომ ეკონომიკურად განავითარებდა და არ მიჰყიდდა არავის, იაპონიის ცენტრალური მთავრობის ან სენკაკუს ადგილობრივი მთავრობის გარდა.

ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა აპრილში გამძაფრდა, როდესაც ტოკიოს გუბერნატორმა შინტარო იშიჰარამ განაცხადა, რომ იაპონიის მთავრობა კუნძულების გამოსყიდვას აპირებდა. ამის შემდეგ, იაპონიამ კერძო მფლობელებთან შეთანხმება მოახერხა და მთავრობამ 26 მილიარდ დოლარად ხუთი კუნძულიდან სამი გამოისყიდა. ამის საპასუხოდ, ჩინეთმა 11 სექტემბერს კუნძულებისკენ ექვსი სამხედრო ხომალდი გაგზავნა, რის გამოც იაპონიამ პეკინი საერთაშორისო საჯარო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა.

ჩინეთი აღნიშნულ გარიგებას არალეგალურად მიიჩნევს და კუნძულებზე ტერიტორიულ პრეტენზიას აცხადებს. როგორც ჩანს, არცერთი მხარე დათმობას არ აპირებს. „ჩინეთი მყარად დგას თავის პოზიციაზე, იაპონიასაც აქვს არგუმენტები, რომელიც, ჩინეთისგან განსხვავებით, დოკუმენტირებულია ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების სახით. მნიშვნელოვანია, რომ დაძაბულობის განტვირთვაში როლი საერთაშორისო საზოგადოებამ ითამაშოს, საუკეთესო გამოსავალი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICJ) მიმართვა იქნებოდა. ის, რომ მხარეებმა თავიანთი პოზიციების შეჯერება და სამხილებით განმტკიცება მოახერხონ, საკმარისი არ იქნება. ობიექტური გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლით უნდა გაკეთდეს და არა სუბიექტური განცხადებების საფუძველზე”, - განაცხადა ჰიროკიკური ჰარამ The Japan Times-თან ინტერვიუში.

მან ასევე შეშფოთება გამოხატა ჩინეთის მთავრობის მოქმედებების გამო და აღნიშნა, რომ იაპონიის ცენტრალური მთავრობისთვის კუნძულების მიყიდვა სწორი გადაწყვეტილება იყო. „მე და ჩემი ძმა ვბერდებით, ჩვენ კუნძულების დასაცავად 40 წლის განმავლობაში განუსაზღვრელი ძალისხმევა გავწიეთ. არ აქვს არსებითი მნიშვნელობა იმას, როდის გავყიდდით კუნძულებს - ვფიქრობ, რომ ორივე მხარის ასეთი რეაქცია გარდაუვალი იყო”. Opinio Juris-ის მიერ გავრცელებული სამართლებრივი მოსაზრების თანახმად, თუ კი ასეთი პროცესი შედგა, საერთაშორისო სამართლებრივი კუთხით იაპონიას მოგების მეტი შანსი ექნება.

იაპონია ხშირად გამოთქვამს ტერიტორიულ პრეტენზიებს. ამჟამად მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო განიხილავს იაპონია-სამხრეთ კორეის დავას დოდკოს კუნძულებთან დაკავშირებით. ტერიტორიული კითხვები არც ჩინეთისთვის არის უცხო. თუმცა ყველაზე გახმაურებული შემთხვევა 1969 წელს მოხდა, როდესაც ჩინეთი სსრკ-ს დაუპირისპირდა კუნძულ დამანსკის გამო. დავა, რომელმაც ორივე მხარეს დიდი მსხვერპლი მოუტანა, 1991 წელს დასრულდა და, შედეგად, დამანსკი ჩინეთს გადაეცა. ჩინეთის დიპლომატიური უწყების განცხადებით, პეკინი ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას და საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ყველა ღონეს მიმართავს

17 სკანდალი ელჩის დღიურის გამო

▲back to top


მსოფლიო

ლიბია

ქეთი ზუკაკიშვილი

0x01 graphic

კრისტოფერ სტივენსი

„კრისტოფერ სტივენსთან დაახლოებული წყაროს ცნობით, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, ელჩი ბენღაზიში მუდმივ საშიშროებაზე, ისლამური ექსტრემიზმის გაღვივებასა და ლიბიაში ალყაიდას გაძლიერებაზე საუბრობდა, ხოლო საკუთარ თავს ტერორისტული ორგანიზაციის სამიზნედ მიიჩნევდა”, - ამ სენსაციური ცნობით დაიწყო CNN-ზე 19 სექტემბრის საინფორმაციო გამოშვება.

თეთრი სახლის ოფიციალური განმარტებით, ისლამისტების პროტესტი ამერიკულ ფილმს „მუსლიმთა უმანკოებას” მოჰყვა, დემონსტრაცია ძალადობაში გადაიზარდა და დასრულდა საკონსულოზე თავდასხმით, რომელსაც ამერიკელი დიპლომატი, კრისტოფერ სტივენსი და სამი თანამშრომელი შეეწირა. ალტერნატიული ვერსიით კი, ლიბიაში ანტიამერიკული განწყობა უკვე დიდი ხანია ძალას იკრებდა და ტერორისტულ ორგანიზაციებს ფილმმა წინასწარ დაგეგმილი აფეთქების საბაბი მისცა.

უკანასკნელ ვერსიას განამტკიცებს დაღუპული ელჩის პირადი ჩანაწერები, რომლებიც CNN-მა გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, უკვე რამდენიმე თვეა ლიბიაში ამერიკელი დიპლომატები თავს დაუცველად გრძნობდნენ, ამის აღსაკვეთად კი მთავრობა შესაბამის ზომებს არ იღებდა. მასალის ეთერში გასვლის შემდეგ, ტელეკომპანიასა და სახელმწიფო დეპარტამენტს შორის დაპირისპირება არ ცხრება და შესაძლოა, დავამ სასამართლოში გადაინაცვლოს.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: ბენღაზიში საკონსულოს აფეთქებიდან სამი დღის შემდეგ CNN-ის კორესპონდენტმა არვა დეიმონმა შენობის ნანგრევებში კრისტოფერ სტივენსის დღიური იპოვა. ტელეკომპანიის თანამშრომლებმა ელჩის პირადი ჩანაწერები გადაამუშავეს და საზოგადოებისთვის საინტერესო მასალა ოჯახის თანხმობის გარეშე გამოაქვეყნეს, თუმცა დღიურის შესახებ არ უხსენებიათ.

სახელმწიფო დეპარტამენტმა მასალის გამოქვეყნებას სტივენსის ოჯახის თანხმობის გარეშე „საზიზღარი” საქციელი და „პირადი ცხოვრების უფლების ფეხქვეშ გათელვა” უწოდა. ტელეკომპანიამ, თავის მხრივ, ლეგიტიმურ საზოგადოებრივ ინტერესზე გააკეთა აქცენტი.

CNN-ის მიერ გავრცელებულმა მასალამ ჩრდილი მიაყენა არა მარტო სახელმწიფო დეპარტამენტის რეპუტაციას, არამედ მთლიანად, ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკას მუსლიმური ქვეყნების მიმართ, ე.წ. კაიროს დოქტრინას. ხოლო დამატებით ის ფაქტი, რომ დღიური აფეთქებიდან სამი დღის შემდეგ ჟურნალისტმა იპოვა და არა საგამოძიებო სამსახურებმა - ამერიკის მთავრობის წისქვილზე ნამდვილად არ ასხამს წყალს.

CNN-ის კრიტიკა კი უსაფუძვლოა: მედიის როლი მნიშვნელოვან საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებაა, რაც ტელეკომპანიამ პირნათლად შეასრულა.

18 „ინტერნეტის მტერი” საკუთარ ქსელს ქმნის

▲back to top


მსოფლიო

ქეთი ზუკაკიშვილი

ყველაზე ცნობილმა „ინტერნეტის მტერმა“ ცენზურის ამბიციური გეგმა დაისახა: ირანი საკუთარ ინტერნეტს ქმნის. ქვეყნის ლიდერებს საერთაშორისო ქსელიდან გამოყოფა, ეროვნულ ქსელზე გადასვლა და ამ გზით „დასავლური კულტურული ექსპანსიის შეჩერება” სურთ.

ინტერნეტის გარდა, უახლოეს მომავალში იგეგმება Google-ის ადგილობრივი საძიებო სისტემით, ხოლო Microsoft Windows-ის - ეროვნული საოპერაციო სისტემით ჩანაცვლება. მუშაობა მიმდინარეობს ელექტრონული ფოსტის ანალოგზეც, რომელსაც Ya Hagh ერქმევა და რომლის მოსაპოვებლადაც სახელმწიფო სააგენტოში რეგისტრაცია იქნება აუცილებელი.

ინტერნეტის ცენზურა ჯერ კიდევ 1990 წლიდან დაიწყო, როდესაც ირანი ახლო აღმოსავლეთის პირველი ინტერნეტ მომხმარებელი მუსლიმური ქვეყანა გახდა. ისრაელის შემდეგ ირანი რეგიონში პირველი სახელმწიფო იყო, სადაც ინტერნეტ კულტურა დაინერგა და დღემდე მნიშვნელოვა ნია. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ცნობით, ირანში 100-დან 11 ადამიანს აქვს ინტერნეტთან წვდომა, რაც რეგიონის მუსლიმურ ქვეყნებს შორის უდიდესი მაჩვენებელია.

1990-იანი წლების ბოლოს, ისლამური რეჟიმის გამკაცრებას და რეფორმისტული გაზეთების დახურვას ჟურნალისტების ბლოგოსფეროში გადანაცვლება მოჰყვა . საპასუხოდ, 2003 წელს, მთავრობამ 15000-ზე მეტი ვებ გვერდი დაბლოკა და ბლოგერების დაპატიმრება დაიწყო.

მიუხედავად ამისა, ინფორმაციის გადინება მაინც ხერხდებოდა. ირანის 2009 წლის გახმაურებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის, დემონსტრანტი სტუდენტი გოგონას, ნედა აღასოლთანის ჩაცხრილვის ვიდეოს, საერთაშორისო საზოგადოება სწორედ ინტერნეტის საშუალებით ადევნებდა თვალყურს.

ინტერნეტი ქვეყნის შიგნითაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს: ისლამური ღირებულებების თუ პოლიტიკური გზავნილების მოსახლეობამდე მიტანა ხში რად ამ გზით ხორციელდება. პრეზიდენტ აჰმად ინეჟადს საკუთარი ბლოგიც კი აქვს. მთავრობა ასობით კერძო ინტერნეტ პროვაიდერის სერვერებს Data Communications Iran-ში აერთიანებს და ინტერნეტზე სრულ მონოპოლიას ფლობს.

ინტერნეტთან წვდომა ხშირად სატელეფონო გზით ხორციელდება, რაც მომსახურების ხარისხს ძალიან ანელებს და საკმაოდ ძვირიცაა . სიჩქარე მთავრობის მიერ სპეციალურად იზღუდება, ხოლო სოციალური მედია (Facebook, Twitter) და ვიდეო არხი YouTube, დაბლოკილია .

შიდა ქსელის შექმნის იდეა უკვ ე 10 წელია არსებობს. დასავლეთში ირანულ ინიციატივას ხშირად სკეპტიკურად უყურებდნენ, რადგან მსგავსი პროექტის განხორციელებას მაღალგანვითარებული ინფრასტრუქტურა და ძვირადღირებული უსაფრთხოების ზომები სჭირდებოდა, ეკონომიკურ იზოლაციაში მყოფ ირანს კი ასეთი შესაძლებლობები არ გააჩნდა.

თავდაპირველად ინფორმაციის გაფილტვრა ირანული ტექნოლოგიებით ხორციელდებოდა, მოგვიანებით კი მთავრობამ მესამე ქვეყნების გავლით ამერიკული ფირმების Juniper Networks, Inc. Fortinet Inc, Secure Computing Corp. და სხვათა ტექნოლოგიები ან მათი მეკობრული ვერსიები მოიპოვა.

Reporters Without Borders-ის მონაცემებით, ირანში აქამდე არსებული გაფილტვრის სისტემა, რომელიც პროქსის საშუალებით ხორციელდება, უკვე ცენზურის უკიდურეს ფორმას წარმოადგენს. ახალი, ეროვნული ინტერნეტის ამოქმედება კი უფრო პოლიტიკური ჟესტია, რაც „მრავალჯერ გამოცხადდა, მაგრამ გადაიდო”.

ირანული ინტრანეტის შექმნის რეალური გეგმა 2005 წელს, მაჰმუდ აჰმადი ნეჟადის გაპრეზიდენტების შემდეგ შედგა .საცდელი ვერსია 3000-მდე საჯარო სკოლასა და 400 ადგილობრივ საგანმანათლებლო ოფისში დაინერგა.

2008 წელს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მთავრობამ კიდევ 1 მილიარდი ამერიკული დოლარი გამოყო. ირანის შიდა ქსელისთვის მაღალ ფუნქციური ტექნიკური აღჭურვილობა ჩინურმა კომპანია Huawei-მ შექმნა, რის შედეგადაც, გასულ წელს ინტრანეტმა ოპერირება დაიწყო.

ამ ფონზე, ირანის უმაღლესმა ლიდერმა აიათო ლაალი ხამენეიმ დააარსა „კიბერსფეროს უმაღლესი საბჭო”, რომელიც ირანის ახალ ქსელს სრულად გააკონტროლებს.

საბჭოს წევრის, ჰამიდ შარიარის განცხადებით, წევრებს „აღელვებთ კიბერსფეროს ის ნაწილი, რომელიც ინფორმაციის გაცვლისა და შპიონაჟისთვის გამოიყენება”.

ამის მიზეზი ირანში ნამდვილად აქვთ. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მათ კომპიუტერულ სისტემებში შეაღწია Stuxnet ვირუსმა, რომელიც ინდუსტრიული საბოტაჟისთვის გამოიყენება. გავრცელებული ინფორმაციით, კიბერ თავდასხმამ ირანის ბირთვული პროგრამა ორი წლით უკან დახია.

ინციდენტის შემდეგ მრავალი ვებგვერდი, მათ შორის, არა ერთი საინფორმაციო პორტალი აიკრძალა. ირანში მიიჩნევენ, რომ ეროვნული ქსელის ამოქმედებით ისრაელისა და აშშ-ის კიბერ თავდასხმების შემცირებას შეძლებენ.

ირანის კომუნიკაციისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრის განცხადებით, სექტემბრის ბოლოდან სამთავრობო დაწესებულებები და სამხედრო დანაყოფები საერთაშორისო ინტერნეტიდან გაითიშებიან და ეროვნულ ქსელში დაიწყებენ ოპერირებას, 2 წელიწადში კი ინტრანეტი მთელ ქვეყანას მოიცავს.

ამერიკელი მკვლევრები ადასტურებენ, რომ ისტორიაში პირველად, ქსელის რეალურად ამოქმედების მტკიცებულებები არსებობს. პენსილვანიის უნივერსიტეტის საერთაშორისო კომუნიკაციების კვლევითი ცენტრის ანგარიშის მიხედვით, უკვე მოქმედებს სამთავრობო სააგენტოების, უნივერსიტეტებისა და ბიზნეს ქსელების ვებ გვერდები. ახალი სისტემა ხელმისაწვდომია ფართო მოხმარებისთვის და ინფორმაციის გაფილტვრის ფუნქციაც აქვს.

ინტერნეტ თავისუფლების აქტივისტები ირანის ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და მიიჩნევენ, რომ ინფორმაციის მიღების უფლება საერთაშორისო ნორმაა, რომლის დარღვევა არა მხოლოდ არა ლეგიტიმურია, არამედ საერთაშორისო სამართალსაც ეწინააღმდეგება.

ინტერნეტი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური იარაღიცაა. არაბული გაზაფხულის დროს, ეგვიპტის ყოფილმა პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაკმა ინტერნეტის გათიშვა სცადა, რაც ვერ მოხერხდა, თუმცა საყოველთაო პანიკა და მოსახლეობის რევოლუციური განწყობის ამაღლება გამოიწვია. ირანი კი, ახალი ქსელის პირობებში, მარტივად შეძლებს, სამოქალაქო მღელვარების პერიოდში მოსახლეობა სრულ იზოლაციაში მოაქციოს.

ირანის ახალი ინიციატივის გამო შეშფოთებას გამოთქვამს აშშ-ის ადმინისტრაციაც, რომელმაც მილიონობით დოლარი დახარჯა რეპრესიულ ქვეყნებში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ასამაღლებლად. გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ეროვნული ქსელი სახიფათოა არა მარტო ადამიანის უფლებების, არამედ ინტერნეტის ერთიანობის თვალსაზრისითაც. ქვეყნების გამოყოფა საერთაშორისო ქსელიდან შესაძლოა პრეცედენტად იქცეს, რაც ინტერნეტის ყველა მომხმარებელს დააზარალებს.

ექსპერტების აზრით, შიდა ქსელი ინტერნეტს ბოლომდე ვერ ჩაანაცვლებს, რადგან შეუძლებელია ქვეყნის მოწყვეტა საერთაშორისო კომუნიკაციისა და კომერციისგან. მიუხედავად ამისა, მოსალოდნელია, რომ ინტრანეტი ირანელებისთვის სწრაფი, იაფი და მოსახერხებელი ალტერნატივა გახდება. დღეს დღეობით სისტემას უკვე 10 000-მდე მომხმარებელი ჰყავს.

ირანში, ფაქტობრივად, ორმაგი ინტერნეტ რეჟიმი იქმნება. მსგავსი პრეცედენტი უკვე არსებობს ჩრდილოეთ კორეასა და კუბაში, სადაც საერთაშორისო ქსელი ხელმისაწვდომია ტურისტებისთვის და მთავრობისთვის, ხოლო მოსახლეობას მხოლოდ შიდა, კონტროლირებადი ინტრანეტი მიეწოდება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ირანი დასავლეთს „ჭორებისა და ტყუილების რბილი ომის” წარმოებაში ადანაშაულებს და „თავის დასაცავად”, გამოცდილი ჰაკერებით დაკომპლექტებულ უდიდეს კიბერ არმიას აკონტროლებს. მათ ხელში, თუნდაც ნაწილობრივ ოპერირებადი ეროვნული ქსელი, ურთიერთ დაკავშირებული ათასობით სერვერით, შესაძლოა, დასავლეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვან იარაღად იქცეს.

19 საფრანგეთს მდიდრები ტოვებენ?!

▲back to top


ბიზნესი

შოთა კაკაბაძე

შემოდგომის დადგომასთან ერთად, პრეზიდენტის რანგში თავისი პირველი შვებულებიდან დაბრუნდა საფრანგეთის მეთაური, ფრანსუა ოლანდი და მისი მინისტრთა კაბინეტი. არა და, ახალ სოციალისტურ მთავრობას არც თუ სახარბიელო მდგომარეობიდან უწევს მოღვაწეობის დაწყება.

ბოლო მონაცემების მიხედვით, საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის რეიტინგი საგრძნობლად შემცირდა და ორმოცდაათაპროცენტიან ნიშნულზე დაბლა დაეცა. ეს ბევრად უფრო ცუდი მაჩვენებელია, ვიდრე მის წინამორბედს, ნიკოლა სარკოზის ჰქონ და 2007 წელს, საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში. საფრანგეთში კატასტროფულად იზრდება უმუშევრობა, რომელმაც 3 მილიონიან მაჩვენებელს მიაღწია და ეს ბოლო ათ წლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალი რიცხვია. ქვეყნის ეკონომიკისთვის სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა სამუშაო ადგილების შეკვეცა ისეთი დიდი კომპანიების მიერ, როგორებიცაა Air France და პეჟო. შედეგად, სამსახური დაკარგა ათიათასობით ადამიანმა. ცალკე თემაა ოქტომბერში პარლამენტის მიერ დაგეგმილი ევროპის ფისკალური პაქტისათვის კენჭისყრა, რომელსაც შეიძლება თავად მმართველი პარტიის რამდენიმე დეპუტატმაც კი არ მისცეს ხმა.

საფრანგეთის სოციალისტური ხელისუფლება მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშეა. მან უნდა გაზარდოს სამუშაო ადგილები, შეძლოს და გადაარჩინოს მრეწველობა მაშინ, როდესაც ეკონომიკური პროგრესი დამაიმედებელი პროგნოზის საშუალებას ვერ იძლევა. სავარაუდოდ, 2013 წლისთვის ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი მოსალოდნელ 3%25-ზე ბევრად მეტი იქნება.

28 სექტემბრისთვის კი, როდესაც საფრანგეთის მთავრობამ მომავალი წლის ბიუჯეტი უნდა გამოაქვეყნოს, გაზრდილი გადასახადების შესახებაც ოფიციალურად გაცხადდება. ახალი ინიციატივა თითქმის 75%25-იან გადასახადს უწესებს საფრანგეთის იმ მცხოვრებლებს, რომელთა შემოსავალი ერთ მილიონ ევროზე მეტია. მედიაში უკვე საუბრობენ, რომ გაზრდილ გადასახადებთან ერთად დაიწყება მილიონერების საფრანგეთიდან მასობრივი გადინება. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ინიციატივა დროებითია და, სავარაუდოდ, ორ წელიწადზე მეტ ხანს არ გასტანს. ეს პერიოდი კი საკმარისი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში არსებული დეფიციტის შესამცირებლად.

პარიზის ვაჭრობისა და მრეწველობის პალატის პრეზიდენტის შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილება არასწორი გზავნილია იმ რამდენიმე ათასი ნიჭიერი მეწარმისთვის, რომლებიც ქვეყანას ეკონომიკური განვითარებისათვის სჭირდება.

20 ჩინეთის ეკონომიკის პოტენციური კონკურენტები

▲back to top


ბიზნესი

სალომე მამალაძე

სპეციალისტები სულ უფრო ხშირად საუბრობენ მსოფლიო ბაზარზე ჩინეთის ახალი კონკურენტების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უცხოური კომპანია ამ ქვეყანაში საქმიანობით დღესაც დიდ სარგებელს ნახულობს, ვითარება, ჩინეთისთვის სამწუხაროდ, მაინც იცვლება. ვარაუდობენ, რომ მალე სამხრეთ აზიის მცირე, მაგრამ სწრაფად განვითარებადი ქვეყნები ექსპორტის თვალსაზრისით ჩინეთს ღირსეულ კონკურენციას გაუწევენ.

ცვლილება განსაკუთრებით შესამჩნევი დაბალი ხარისხის საქონლის ექსპორტშია. თუ 2010 წელი ჩინეთისთვის ქსოვილისა და ფეხსაცმლის ექსპორტის თვალსაზრისით წაგებიანი აღმოჩნდა, სამხრეთ აზიის სხვა ქვეყნებისთვის, მაგალითად ინდონეზიისთვის, პირიქით - მის მიერ წარმოებული ფეხსაცმლის ექსპორტი 2010-2011 წლებში 40%25-მდე გაიზარდა.

ზოგი ჩინეთის კონკურენტად ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი ეკონომიკის მქონე მექსიკასაც მოიაზრებს. მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, მექსიკამ 14,2%25-იანი ზრდა აჩვენა პროდუქციის ექსპორტით შეერთებულმ შტატებში, რომელიც, თავის მხრივ, მსოფლიოს ყველაზე დიდი იმპორტიორია. რამდენიმე წლის წინ ეს მაჩვენებელი მექსიკისთვის 11%25-ს უტოლდებოდა. რაც შეეხება ჩინეთს, 2009 წელს აშშ-ში მისი ექსპორტის მაჩვენებელი 29,3%25 იყო, 2012 წლის პირველი ნახევრისთვის კი 26,4%25-მდე შემცირდა. მექსიკა საინტერესო გახდა იმ საერთაშორისო კომპანიებისთვისაც, რომლებიც აშშ-ის ბაზარზე გასვლით არიან დაინტერესებულნი.

თუმცა დღეისათვის ჩინეთის ყველაზე რეალურ მეტოქედ ბევრი ინდოეთს მიიჩნევს. ეკონომისტები ამ ორი უძლიერესი აზიური სახელმწიფოს ეკონომიკურ ჭიდილს საუკუნის მარათონს უწოდებენ. ჩინეთისგან განსხვავებით ინდოეთი არა ექსპორტზე, არამედ შიდა ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებაზეა კონცენტრირებული და ადგილობრივი მომხმარებლით საზრდოობს. იგი ნაკლებად არის დამოკიდებული დასავლეთზე, ამიტომაც მიიჩნევა, რომ ინდოეთის ეკონომიკა ბევრად უფრო მყარია. ბოლო წლების განმავლობაში ინდოეთის მშპ 7%25-ს უტოლდება. ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობა მომდევნო წლისთვის მშპ-ის 10%25-მდე ზრდას პროგნოზირებს. მაშინ როცა ჩინეთის მშპ 2012 წლის პირველი ნახევრისთვის შემცირდა - წინა წლების 10%25-იანი მაჩვენებელი წელს 8%25-მა შეცვალა.

პროცესების ამგვარად განვითარების მიზეზად სპეციალისტები რამდენიმე ფაქტორს გამოყოფენ: უპირველესად აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ყველაზე იაფი სახელმწიფო - ჩინეთი - ნელ-ნელა ძვირდება. სხვა ყველაფერთან ერთად, ძვირდება იაფი მუშახელიც, რომელიც ყველაზე მეტად იზიდავდა უცხოელ ბიზნესმენებს. რიგი კომპანიები უკვე უარს ამბობენ თავიანთი ქვეყნის დატოვებაზე და საწარმოების ჩინეთში გადატანაზე, რადგან გაძვირებული ნავთობის ფონზე ტრანსპორტირების ხარჯები ბევრად უსწრებს ქვეყნის შიგნით არსებულ გადასახადებს.

ის, რაც ჩინეთის ეკონომიკის განვითარებისთვის შეიძლება მომავალში ხელისშემშლელი აღმოჩნდეს, არის შიდა პოლიტიკური მდგომარეობა: იმისთვის, რომ ოფიციალურმა პეკინმა სრულ კონტროლს დაუქვემდებაროს ყველა სახის საგარეო ურთიერთობა (იქნება ეს ეკონომიკური თუ პოლიტიკური), პროცესები დროში იწელება და ფერხდება, ამ დროს კი სხვა განვითარებადი ქვეყნები მოხერხებულად იყენებენ.

უცხოელი სპეციალისტები ჩინეთის მთავრობას უფრო მოქნილი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ. ამას გარდა, ინვესტორისთვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად აუცილებელი პოლიტიკის გატარებასაც ურჩევენ. „იმისთვის, რომ ჩინეთის ეკონომიკა მხოლოდ ექსპორტზე დამოკიდებული არ იყოს, ამ ქვეყანამ, სულ მცირე, ისეთი ელემენტარული სამართლებრივი ნორმები უნდა დაიცვას, როგორიც, მაგალითად, ინტელექტუალური საკუთრების დაცვაა და იფიქროს ქვეყანაში ისეთი აუცილებლობების შექმნაზე, როგორიც მომსახურების სფეროა”.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩინეთს ჯერ კიდევ შეუძლია შეუდარებელი სისწრაფითა და მასშტაბურობით აწარმოოს უამრავი სახეობის პროდუქცია. ის მსოფლიო ბაზარზე ჯერ-ჯერობით ყველაზე კარგად აღჭურვილი და მობილიზებულია გლობალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. რაც იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ქვეყნის ეკონომიკას „საწვავი“ კიდევ რამდენიმე წელს ეყოფა. თუმცა გონივრული ნაბიჯების გადაუდგმელობის შემთხვევაში, ადვილი შესაძლებელია, წლების წინ ეკონომიკური სასწაულის სახელით, შემდეგში კი სტაგნაციაში მყოფი ეკონომიკით ცნობილი იაპონიის ბედი გაიზიაროს.

21 Android: მწვანე კაცუნა ოთხი წლისაა

▲back to top


ტექნოლოგია

ვახო ელერდაშვილი

0x01 graphic

2003 წლის მიწურულს რიჩარდ მინერმა, ენდირუბინმა, ნიკსირსმა და კრის უაიტმა საკუთარი ფინანსები და გამოცდილება გააერთიანეს და სტარტაპი, AndroidInc. დააარსეს. მათ განზრახული ჰქონ დათ Linux-ის ბაზაზე ახალი ოპერაციული სისტემის შექმნა, რომელიც უპირატესად სენსორულეკრანიანი პორტატიული მოწყობილობებისათვის იყო განკუთვნილი. პალო-ალტოში ბაზირებული ინჟინრების რამდენიმეწლიანი ნაყოფიერი მუშაობა დიდ წარმატებაში გადაიზარდა, მათი ქმნილებით საბოლოოდ Google და ინტერესდა, რასაც ათწლეულის გარიგება მოჰყვა და მწვანე კაცუნების მარშიც დაიწყო. Android-ის პლატფორმაზე მომუშავე პირველი სმარტფონი HTC Dream გახდა, რომელიც 2008 წლის სექტემბრის ბოლოს გამოვიდა, დღესდღეობით კი Android-ი ბაზარზე უპირობო ლიდერია, მასზე სმარტფონების 64%25 მუშაობს.

სპეციალისტები Android-ის წარმატებას კონსორციუმ OHA-ს (Open Handset Alliance) შექმნას უკავშირებენ, რომელსაც ოპერაციული სისტემის განვითარება და თვალყურისდევნება ევალება. Android-ის პოპულარობა ასევე მის გახსნილ სისტემას უკავშირდება − Android-ი ღია კოდის პრინციპს მისდევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ კომპანიას უფლება აქვს ოპერაციული სისტემის პირველწყარო აიღოს და შემდეგ მის ბაზაზე საკუთარი შექმნას, რამაც Android-ი აქცია ერთგვარ „ვიკიპედიად”, რომლის სრულყოფისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით მრავალი მილიონი პროგრამისტი იღვწის. საინტერესოა ისიც, რომ დღესდღეობით არამ ხოლოდ სმარტფონებია აღჭურვილი ამ ოპერაციული სისტემით. ასე მაგალითად, 2012 წლის აგვისტოში Nikon-მა პირველი ფოტოაპარატი ჩაუშვა გაყიდვაში, რომელიც Android-ზე მუშაობს. პლანშეტები, ვიდეოკამერები, მაცივრები, ტელევიზორები... ეს არის არა სრული სია მოწყობილობებისა, რომლებიც უკვე დაიპყრეს მწვანე კაცუნებმა.

ბოლო წლებში ოპერაციული სისტემა Android-ის პლატფორმა ერთგვარ აღთქმულ ქვეყნად იქცა, რომლისკენაც დაიძრა მრავალი მილიონი პროგრამისტი და ე.წ. კრეატივში კი, რომლებიც იოლი ფულის შოვნაზე არი ან ორიენტირებულები. ამან პროგრამული უზრუნველყოფის დიდი რაოდენობით შექმნა გამოიწვია. Android market-ში დღესდღეობით თავმოყრილია ნახევარი მილიონი აპლიკაცია, რომლებიც თავისუფალი ბაზრის პირობებში თანაარსებობენ და ევოლუციონირებენ. ასევე საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ თანამედროვე ბიზნეს სამყაროში ყველა კომპანია თავს მოვალედ თვლის, საკუთარი ვებ საიტის Android ვერსია ჰქონდეს. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ Google-მა დასახულ მიზანს მიაღწია − შექმნა გარემო, სადაც დეველოპერები და ჩვეულებრივი იუზერები მოთხოვნა-მიწოდების მრუდის აქეთ-იქით განლაგდნენ. Google-მა კი კონტექსტური რეკლამების ხარჯზე წლიური შემოსავალი ერთიორად გაზარდა.

ოპერაციული სისტემა Android-ის დომინანტობა წლიდან-წლამდე იზრდება და ახალ ბაზრებს იპყრობს. მობილური ტექნოლოგიების გურუები ამტკიცებენ, რომ მომავალში Android-ი ყველა სხვა ოპერაციულ სისტემას მოინელებს, რომლებიც პორტატიულ მოწყობილობებზეა დაყენებული. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, რომ Android-ის ჰეგემონია ჯერ-ჯერობით მხოლოდ სმარტფონების ბაზარზე ვრცელდება და ვერაფრით მოხერხდა, მაგალითად, პლანშეტური კომპიუტერების ბაზარზე iPad-ისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა. რაც იმას ნიშნავს რომ მწვანე კაცუნების ისტორია ჯერ არ დასრულებულა და მათ მოსალოდნელ ექსპანსიას მომავალში უნდა ველოდოთ.

22 უარმყოფელობა ჩვენში

▲back to top


არქივი

ილია ჭავჭავაძე
ტფილისი, 10 დეკემბერი

ჩვენ ადრევაც გვითქვამს, რომ ეხლანდელს დროს რაღაც ხიფათი შეემთხვა და ადამიანის ლოღიკამ გზა შეიშალა, თითქო ან მართულები მოეშალა, ან ღერძი გაუბრუნდდაო. სულ ყველაფერი აირივ-დაირივა, ტყუილი და მართალი ვეღარავის გაურჩევია, ქვენა გრძნობანი ზენა გრძნობათა ადგილას გამეუფდნენ, ცოდვამ მადლის პირბადე ჩამოიფარა, ყალბი ხალასად გადის და ნაძირალა - თავან კარად, თითქო ჭკუის და გულის აღებ-მიცემობაში აღარ იშოვება საწყაო ცოდვისა და მადლისა, ტყუილისა და მართლისა.

ყველანი ვხედავთ ამას, ყველას თვალწინ ათასი ამისი მაგალითი გვიდგა და ყველანი ვიშვნევთ და ვიწყნარებთ ამისთანა ყოფას, თითქო ამითი არავითარი რიგიუ რთიერთობისა არ იღვეოდეს, თითქო ამ არევდარევაში, ამ გაურჩევლობაში ვპოულობდეთ მაგარს ტინს, რომელზედაც უნდა აშენდეს ჩვენის ბედნიერების ციხესიმაგრე, თითქო კეთილს, მართალს, მადლს უღონობა შეაჩნდათ და ამის გამო ბოროტს, ტყუილს და ცოდვას ღამი ვენდენით სრულის იმედით, რომ იგი ჰქმნან კაცის ბედნიერებისათვის, რაც კეთილმა, მადლმა და მართალმა ვერ შესძლეს.

ამ უნუგეშო ყოფას ხშირად ჩავუფიქრებივართ ჩვენც და ხშირად მოგვწყურვებია გამორკვევა მიზეზისა, უფრო იმიტომ, რომ ეს არევდარევა აზრებისა, ეს გაურჩევლობა ტყუილისა და მართლისა, ბოროტისა და კეთილისა, არსად სხვაგან ისეთის თავმოწონებით არ გათამამებულა, არ გაკადნიერებულა, როგორც ჩვენში. ეს ადვილი მისახვედრიც არის: სულელობას, ოღონდ მეცნიერების სახელით კი გამოვიდეს მოედანზედ და ლიბერალობა მიეწეროს ქვეშ, არსად იმისთანა უვიცობის ხვნული არ დახვდება ფესვის მოსაკიდებლად, როგორც ჩვენში, საცა ჭკუა და გონი ადამიანისა დღეს აქამომდე სხვისის ნასუფრალით იკვებება აუწონდაუწონველად. ჩვენში, გაიგებენ თუ არა ალია მკვდარიაო, იმას აღარ დაეძებენ, მართლა მომკვდარა თუ არა, და თუ მომკვდარა, რომელი ალიაა. საკმაოა მხოლოდ ყური მოკრან „ჰოსა” თუ „არას”, და გათავდა საქმე, ყოველს სასაცილოს წამოიყრანტალებენ გამოუძიებლად, საბუთის უკითხველად, ნამეტნავად მაშინ, თუ ყურში წასჩურჩულეთ, რომ ეს უკანასკნელი სიტყვააა მეცნიერებისა, ახალი მოძღვრებისა, ახალი მიმართულება და უეჭველი ნიშანია ლიბერალობისა.

მაგალითად, გამოდის ერთი და იძახის: შექსპირი რაკაცია, ერთხელ ერთს ვიღაცა სულელს წამოურახუნებია - დიდი მწერალიაო, და თქვენც, არანაკლებ სულელებს, გჯერათო. აბა რა მწერალია, რომ იმდენი რაღაცები დაუწერია და აბა თუ ერთგან ნახსენები ჰქონდეს რაბოჩი ვაპროსიო. გამოდის მეორე და იძახის: ჩვენი მწერლები სულ მუხანათები და ქვეყნის მოღალატენი იყვნენო, რადგანაც ბატონყმობის სიმწარეზედ ხმა არ ამოუღიათო. ეუბნები: კაცო, ეგ რა ადლი დაგიჭერია ხელში? არის ტოტელეარამც თუ სწუნობდა დღეს სამართლიანად გაკიცხულსა და მოსპობილს ბატონყმობას, არამედ იგი უფრო უარესის მონობის მომხრეც იყო, და აქედან განა ის გამოდის, რომ არის ტოტელე სულელი იყო და ქვეყნის მუხანათი? ეგრე ხელაღებით უარყობა გაგონილა! მაშ ჰომეროსიც მჩვარში გასახვევია, რომ ბატონყმობა არ უხსენებია თავის „ილიადაში”? მაშ დარვინიც ქვეყნის მოღალატეა და ჭკუის გლახა, რომ თავის სახელოვან თხზულებაში ერთი სიტყვაც არ და უხარჯავს ბატონყმობის თაობაზედ?

23 ინგლისის პრემიერლიგა

▲back to top


სპორტი

1992-2012

ოცწლეულის რჩეულები

ლაშა გოდუაძე

ყველაფერი 1991 წლის ზაფხულში, რამდენიმე კლუბის ხელმძღვანელთა ლონდონური შეხვედრით დაიწყო. „გვინდოდა, მეტი უფლებები გვქონოდა. მაშინ ვერც ვიფიქრებდით, ამდენს თუ მივაღწევდით”, - პრემიერლიგის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი ალანშუგარი იმ დროს ტოტენჰემ-ჰოთსფურის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.

პრემიერ ლიგა ოფიციალურად 1992 წლის 20 თებერვალს დაარსდა, 1992-1993 წლებში კი პირველი სეზონი ჩატარდა. იმ დროს ფეხბურთელები წელიწადში საშუალოდ 75 ათას გირვანქას იღებდნენ. დღეს საშუალო წლიური ხელფასი 1,1 მილიონია... ლიგის გარიჟრაჟზე სატელევიზიო შემოსავლები ძლივს აჭარბებდა 80 მილიონს. ახლახან 3-მილიარდიანი(!) კონტრაქტი გაფორმდა BSkyB-სთან...

1992-93 წლების სეზონში ინგლისის ჩემპიონატი კუნძულს გარეთ არავის აინტერესებდა. დღეს პრემიერლიგა ყველაზე პოპულარული საფეხბურთო პირველობაა და 700 მილიონამდე ტელემაყურებელი ჰყავს...

პრემიერლიგის მესვეურებმა განვლილი 20 სეზონის შედეგები შეაჯამეს და 1992-2012 წლების რჩეულები დაასახელეს.

სიმბოლური ნაკრები

მეკარე: პეტერ შმეიხელი (იუნაიტედი; დანია)
მანჩესტერელთა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, რომელიც 1991-1999 წლებში შეუცვლელი იყო. ოლდტრა ფორდი ჩემპიონთა ლიგის მოგებისთანავე დატოვა, მანამდე კი ხუთჯერ გახდა ჩემპიონი.

მარჯვენა მცველი: გარი ნევილი (იუნაიტედი; ინგლისი)
მთელი კარიერა „წითელ ეშმაკებში” გაატარა და 602 მატჩში 7 გოლი შეაგდო. 8-ჯერ მოიგო პრემიერ ლიგა, 2006 წლიდან კარიერის დასასრულამდე კი კაპიტანი იყო. დღეს ინგლისის ნაკრების თავკაცის როი ჰოჯსონის თანაშემწეა.

ცენტრალური მცველი: ტონი ადამსი (არსენალი; ინგლისი)
ლონდონელთა ყველა დრო ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. 2011 წლის 9 დეკემბერს ემირეითს სთედიუმზე მისი ძეგლი გაიხსნა. ჰერბერტ ჩეპმენის და ტიერი ანრის შემდეგ ადამსი მესამე არსენალელია, ვისაც ასეთი პატივი ხვდა წილად. კლუბში 672 მატჩში 48 გოლი შეაგდო.

ცენტრალური მცველი: ნემა ნიავიდიჩი (იუნაიტედი; სერბეთი)
მანჩესტერელთა ისტორიაში პირველი სერბი კაპიტანია. ინგლისელებმა ის 2006 წელს შეიძინეს მოსკოვის სპარტაკისგან. 44-ჯერ მოიგო პრემიერ ლიგა და სუპერ თასი, 2009 და 2011 წლებში კი ლიგის სპონსორმა ბარქლაიმ სეზონის უძლიერეს ფეხბურთელად აღიარა.

მარცხენა მცველი: ეშლი კოული (არსენალი, ჩელსი; ინგლისი)
კარიერის საუკეთესო წლები არსენალში და ჩელსიში გაატარა. ის საფეხბურთო ასოციაციის ერთი მნიშვნელოვანი რეკორდის მფლობელია: 7-ჯერ მოიგო თასი! 2002, 2003 და 2005 წლებში არსენალში, 2007, 2009, 2010 და 2012 წლებში კი ჩელსის მაისურით.

მარჯვნა ნახევარმცვლი: კრიშტიანუ რონალდუ (იუნაიტედი; პორტუგალია
2009 წელს რეალმა მის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაუხადა მანჩესტერ იუნაიტედს. ამ ფასად არა თუ ინგლისში, მსოფლიოშიც არავინ გაყიდულა! მანჩესტერს 292 მატჩში შეგდებული 118 გოლით გამოეთხოვა.

ცენტრლური ნახევარმცვლი: სტივენ ჯერარდი (ლივერპული; ინგლისი)
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი, რომელიც 2003 წლიდან ლივერპულის კაპიტანია, რამდენიმე თვის წინ კი ინგლისის ნაკრების გუნდის თავიც გახდა. მალე ლივერპულის მაისურით საიუბილეო, მე-600 შეხვედრას ჩაატარებს, მაგრამ ჩემპიონატი არასდროს მოუგია.

ცენტალური ნახევარმცელი: პოლ სქოულზი (იუნაიტედი; ინგლისი)
2011 წელს წავიდა, მაგრამ ექვს თვეში ფერგიუსონმა დაბრუნება სთხოვა და მას შემდეგ კვლავ იუნაიტედშია. 10-ჯერ მოიგო ჩემპიონატი, კლუბში ჩატარებული მატჩების რაოდენობით კი მხოლოდ გიგზი და ლეგენდარული ბობი ჩარლტონი უსწრებენ.

მარცხენა ნახევარმცველი: რაიან გიგზი (იუნაიტედი; უელსი)
მას უამრავი რეკორდი ეკუთვნის, რომელთაგან რამდენიმეს, ალბათ, ვერავინ გააუმჯობესებს. ასეთთა შორისაა საგოლე პასების რაოდენობა - 271! 2003 წელს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ გიგზი ჩემპიონატის და თასის გათამაშების XX საუკუნის სიმბოლურ ნაკრებებში დაასახელა.

0x01 graphic

რაიან გიგზი და სერ ალექს ფერგიუსონი

თავადმსხემლი: ტიერი ანრი (არსენალი; საფრანგეთი)
იშვიათად, რომ მოქმედ ფეხბურთელს ძეგლი დაუდგან. მითუმეტეს ინგლისში და თან, უცხოელს. უკვე რამდენიმე წელიწადია არსენალის სარბიელის ტერიტორიას ფრანგი სუპერვარსკვლავის მონუმენტი ამშვენებს. 2001-2006 წლებში ის პრემიერ ლიგის სეზონის სიმბოლური ნაკრების წევრი იყო, 2002, 2004, 2005 და 2006 წლებში კილიგის ბომბარდირი.

თავადმსხემლი: ალან შირერი (ბრექბერნი; ნიუ კასლი; ინგლისი
1996 წელს ბლექ ბერნროვერსიდან მშობლიურ ნიუ კასლში დაბრუნდა - ჯორდებმა მის სანაცვლოდ 15 მილიონი გირვანქა გაიღეს, რაც იმ დროს ლიგის რეკორდი იყო. შირერი პრემიერ ლიგის საუკეთესო მეგოლეა და ერთადერთი, რომელმაც ლიგაში 100-ზე მეტი გოლი ორი კლუბის მაისურით გაიტანა.

მწვრთნელი: სერ ალექს ფერიგიუსონ (მანჩესტერ იუნაიტედი)
მისი წყალობით კლუბი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი გუნდი გახდა. 12-ჯერ მოიგო პრემიერ ლიგა, 10-ჯერ კი სეზონის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. ყველა დროის ყველაზე ტიტულიანი ბრიტანელი მწვრთნელი ამ სეზონში საიუბილეო, 1500-ე მატჩში უხელმძღვანელებს იუნაიტედს.

ფეხბურთელი
რაიან გიგზი (მანჩესტერ იუნაიტედი) ოლდტრაფორდელთა მაისურით 900-ზე მეტი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ერთხელაც არ გაუძევებიათ! უელსელი ერთადერთია, პრემიერ ლიგის ოცივე სეზონში რომ ითამაშა და გოლიც გაიტანა. ლიგის 12-გზის ჩემპიონია!

0x01 graphic

დაუმარცხებელი არსენალი 2003-04

გუნდი
ლონდონის არსენალი 2003-2004 - ერთადერთი, რომელმაც დაუმარცხებლად მოიგო პრემიერ ლიგა! 38 ტურიდან 26-ში იმარჯვა.

სეზონი
2011-2012 - ჩემპიონი უკანასკნელი ტურის ბოლო წამებზე გაირკვა. მანჩესტერ სიტიმ ქუინზ პარკ რეინ ჯერსს შინ 3:2 აჯობა და 1968 წლის შემდეგ პირველად გახდა ჩემპიონი. სიტიმ და მეორე ადგილოსანმა მანჩესტერ იუნაიტედმა 89-89 ქულა დააგროვეს.

0x01 graphic

უეინ რუნის ულამაზესი „მაკრატელა“

გოლი
მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელმა უეინ რუნიმ 2011 წლის 12 თებერვალს ქალაქურ დერბიში ულამაზესი „მაკრატელა” გაუტანა სიტის. მისი გოლით იუნაიტედმა 2:1 გაიმარჯვა.

თამაში
2009 წლის 20 სექტემბერს მანჩესტერის ოლდ ტრაფორდზე გამართული ქალაქური დერბი - იუნაიტედი 4:3 სიტი. მასპინძლები სამჯერ იგებდნენ და სტუმრებმა სამჯერვე გაათანაბრეს, მათ შორის მესამედ 90-ე წუთზე, მაგრამ დამატებულ დროში გამარჯვების გოლი გიგზის პასით მაიკლ ოუენმა შეაგდო.

სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ:
რაიან გიგზი (ყველაზე მეტი მატჩი - 598); ალან შირერი (ყველაზე მეტი გოლი - 260) და მეკარე დევიდ ჯეიმსი (ყველაზე მეტი თამაში გოლის გაუშვებლად - 173)

პრემიერ ლიგაში 500-ზე მეტი თამაშისთვის სამახსოვრო სინები გადაეცათ რაიან გიგზს (598), დევიდ ჯეიმსს (572), გარი სპიდს (გარდაცვალების შემდეგ, 535), ფრენკ ლამპარდს (530), ემილ ჰესკის (516) და სოლკემპბელს (503).

ნომინაციაში „გოლის საუკეთესო აღნიშვნა” საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაიაც იყო წარდგენილი (ნიუკასლ იუნაიტედი; 1997-1998 წლების სეზონში ბოლტონთან), მაგრამ მთავარი პრიზი ერიკ კანტონას გადაეცა.

24 გიორგი სიჭინავა - გაგრიდან სოჭამდე

▲back to top


ფეხბურთი ფრაზებში|სპორტი

ლაშა გოდუაძე

0x01 graphic

თბილისის დინამოს ისტორიას მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი ახსოვს, რომელმაც კლუბის თეთრ-ლურჯი მაისური 16 წლის ასაკში მოირგო. გიორგი სიჭინავა ერთ-ერთი მათგანია.

მას, ნიჭიერს, დაუღლელს და ორიგინალურს, 60-იანი წლების დინამოს ლიდერთა შორის ასახელებენ. ასაკოვანი ქომაგების თქმით, ჟორა სიჭინავა საბჭოთა ფეხბურთის პირველი უნივერსალი იყო.

რამდენიმე წლის წინ საბჭოთა კავშირისა და ვისენტე ფეოლას ლეგენდარული ბრაზილიის ნაკრების 1965 წლის მოსკოვური თამაშის ვიდეო ჩანაწერი გავრცელდა. იმ შეხვედრაში მწვრთნელებმა სიჭინავას პელეს მეურვეობა დაავალეს, მაგრამ მე სხვა რამ დამამახსოვრდა: ერთ მომენტში ჟორამ შესანიშნავად ითამაშა, ძლიერად დაარტყა და ბრაზილიელთა კარის ხარიხა შეაზანზარა, კომენტატორმა კი, იცით, რა თქვა? სიჭინავას ინდივიდუალიზმი გაუმართლებელიაო...

იმ ნაცრისფერ, ერთფეროვან ქვეყანაში განსხვავებულებს არ ახარებდნენ - იმპერიის დედაქალაქი სხვა ფასეულობებს ქადაგებდა. ალბათ, ამიტომაც წავიდა სიჭინავა 28 წლის დიდი ფეხბურთიდან...

15 სექტემბერს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარ მცველი გიორგი სიჭინავა 67 წლის გახდა.

...ფეხბურთის თამაში 5 თუ 6 წლისამ დავიწყე. პირველი მწვრთნელი რეზო შარტავა იყო...15 წლის უკვე გაგრის ტორპედოში ვთამაშობდი - ჩვენ საქართველოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფში გამოვდიოდით.

...სკოლის პერიოდში ფარიკაობაშიც ვვარჯიშობდი. განსაკუთრებით ზამთარში მიყვარდა ფარიკაობაზე სიარული, რადგან სკოლიდან მათავისუფლებდნენ. ერთხელ აფხაზეთის ჩემპიონიც გავხდი... 1959 წელს რესპუბლიკის მოფარიკავეთა ნაკრების შემადგენლობაში საკავშირო სპარტაკიადაზე მესამე ადგილი დავიკავეთ! ძლიერი გუნდი გვყავ და: ძმები არჩილ და კოტე გოგელიები, მორის სახვაძე, ნუგზარ ასათიანი, ზურაბ ცქიტიშვილი.

...ანდრო ჟორდანია მოვლენა იყო ქართულ ფეხბურთში! თურმე ჩემ შესახებ ყველაფერი სცოდნია და მალე 15 წლის ბიჭმა საქართველოს მეორე ლიგიდან საკავშირო უმაღლეს ლიგაში ამოვყავი თავი! ეს ის დროა, როცა დინამოს ლეგენდარული ავთანდილ ღოღობერიძე კაპიტნობდა.

...გუნდში სანამ ჩავირიცხებოდი, მანამდე იმდენი „მოვახერხე”, რომ ფარიკაობაში სამუდამო დისკვალიფიკაცია მომისაჯეს. სპორტკომიტეტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა გიორგი სიხარულიძემ კი გაიოცა, დასჯილს დინამოში რა უნდაო, მაგრამ ჟორდანიამ უთხრა, ჟორა ფარიკაობიდანაა მოკვეთილი, თორემ ფეხბურთიდან არაო და მეც გზა გამიხსნეს.

...დინამოში ერთმანეთზე უკეთესი ფეხბურთელები დამხვდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ილია დათუნაშვილი, გივი ჩოხელი, შოთა იამანიძე, სიომა ბარქაია, ზაურ კალოევი, მიშა მესხი... მერე მათ მურთაზ ხურცილავა და სლავა მეტრეველიც დაემატნენ... მართლა ზღაპრული დინამო იყო!

...17 წლის უკვე ძირითადში ვთამაშობდი! დასამალი რაა: ბასა ღოღობერიძე მედგა გვერდით და მეც ვუჯერებდი. თუმცა ჩემი, როგორც ფეხბურთელის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი, რა თქმა უნდა, ანდრო ჟორდანიამ ითამაშა. და საერთოდ, 1964 წლის დაუვიწყარი გამარჯვებაც, ჩემი აზრით, სწორედ მან შექმნა - ყველა ფეხბურთელს მან მოუძებნა ის ამპლუა, სადაც მერე მთელი კარიერა გაატარეს.

...მიხაილ იაკუშინთანაც ვიმუშავე და გავრილ კაჩალინთანაც. იაკუშინი უფრო მკაცრი იყო, კაჩალინი - შედარებით ლმობიერი. 1964 წელს კაჩალინის ხელმძღვანელობით გავხდით ჩემპიონები, მაგრამ იაკუშინის წვლილი ამ გამარჯვებაში არა ნაკლები იყო. სხვათა შორის, სწორედ მან შეცვალა დინამოს ტაქტიკური განლაგება: 352-დან 442-ზე გადაგვიყვანა.

...იცით რატომ ვერ შევინარჩუნეთ ჩემპიონის ტიტული? ძალიან გაგვიგრძელდა ზეიმი და ამიტომ. ბურთი და ყანწი ერთად გამორიცხულია! ფეხბურთელები თითქმის მთელი წელიწადი „პახმელიაზე” ვიყავით: ხან ერთ რესტორანში გვპატიჟებდნენ, ხან მეორეში, ერთი „დიდი კაცის” სუფრას მეორესი ცვლიდა და ასე შემდეგ. ჩვენ ხომ ყველგან და ყველასთვის უძვირფასესი სტუმრები ვიყავით.

...18 წლის საბჭოთა კავშირის მეორე ნაკრებში მიმიწვიეს შოთა იამანიძესთან ერთად, 20 წლისამ კი პირველ გუნდში ვითამაშე. ნახევარ დაცვაში, ჩემს პოზიციაზე ძალიან მაგარი კონკურენცია იყო: ნეტო, ვოინოვი, ვორონინი, მანოშინი, საბო ერთი მეორეზე უკეთესი ფეხბურთელები იყვნენ!

...ჩემი მთავარი მეტოქე მოსკოვის ტორპედოელი ვალერი ვორონინი იყო - ნიჭიერი მოთამაშე და ჩინებული კაცი! კარიერა რომ დავასრულეთ, მოსკოვში ჩასულს ის მმასპინძლობდა, თბილისში და საქართველოში კი მე ვხვდებოდი.

0x01 graphic

მოსკოვი,1965: გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, პელე, ანზორ კავაზაშვილი, მიხეილ მესხი

...ყველაზე ძალიან დონეცკსა და კუიბიშევში თამაში არ მიყვარდა. ერთხელ დონეცკში ჩვენს ავტობუსს ქვები დაუშინეს - ფანჯრები ჩაგვილეწეს, კუიბიშევში კი, მახსოვს, კაჩალინს ტრიბუნიდან ნასროლი ბოთლით თავი გაუტყდა.

...ნიკოლაი მოროზოვის დროს ქართველები საბჭოთა კავშირის ნაკრებში უპრობლემოდ ვხვდებოდით: ობიექტური კაცი იყო, წარმომავლობის გამო არავის იწუნებდა და რაც მთავარია, ფეხბურთელის ფასი იცოდა. ქართველებს ხშირად გვიმეორებდა: სტალინის ვაჟისგან, ვასილისგან ბევრი სიკეთე მახსოვსო.

...1965 წელს მეორედ მომისაჯეს სამუდამო დისკვალიფიკაცია - ამჯერად ფეხბურთში: ბაქოში ვთამაშობდით და ერთ მომენტში მარქაროვი წავაქციე. არც არაფერი, მაგრამ მან სიმულანტობა დაიწყო. ავდექი და მწარედ შევაგინე. ამ დროს მსაჯი მომვარდა და ყვითელ ბარათს მიჩვენებს, მარქაროვმა კიდე, თქვენ გაგინებდათო, უთხრა! მოკლედ, ახლა მსაჯს დავუწყე კამათი, ისე მომეშალა ნერვები, მუცელში ხელი წავავლე და წითელიც ამიფრიალა. თბილისში მატარებლით დავბრუნდით და სადგურზევე ამიყვანა ორმა კაგებეშნიკმა - ჩვენთან უნდა წამობრძანდეთო და პირდაპირ შინაგან საქმეთა მინისტრთან მიმიყვანეს. შევარდნაძე იყო მაშინ მინისტრი - კაბინეტში შესულმა ხელი გავუწოდე, მან კი არ ჩამომართვა და მორალის კითხვა დამიწყო... ბოლოს მითხრა, 58-ე მუხლის მიხედვით დაისჯებიო - საბჭოთა ხალხის მტრად მაქციეს!

...ბიჭები ჯერ გაურკვევლობაში იყვნენ, მერე კი შოთა იამანიძე, როგორც გუნდის კაპიტანი, შევარდნაძესთან შევიდა და საქმეში გარკვევა სთხოვა. შემდეგ „ზემოდანაც” ჩაერივნენ სხვები და... მოკლედ, ციხის ნაცვლად შინაგანი ჯარების მერვე პოლკში გამიშვეს სავალდებულო სამსახურის მოსახდელად. იქ რა გამაჩერებდა?! ერთ დღეს გამოვიპარე და ცოტა ხანს თბილისის ზღვაზე ვიმალებოდი.

...ვინ გადამარჩინა? ნიკოლაი მოროზოვმა! სპეციალურად ჩემ გამო ჩამოვიდა თბილისში, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანთან ვასილ მჟავანაძესთან შევიდა და უთხრა, ეგ ბიჭი საბჭოთა სპორტს და ჩვენს ნაკრებს ძალიან სჭირდებაო და თავდებში დამიდგა. მახსოვს, ლელოში ვიღაცას ჩემ ნაცვლად დააწერინეს გულისამაჩუყებელი წერილი: ვითომ ვინანიებდი, დავაშავე და მაპატიეთ-მეთქი. წლების მერე შევიტყვე, რომ შევარდნაძე დიდხანს ეწინააღმდეგებოდა ჩემს შეწყალებას.

...დისკვალიფიკაციის შემდეგ ნაკრებში დამაბრუნეს და ჩემი თავი ვალერა ვორონინს ჩააბარეს, როგორც კომსორგს - მას ჩემს აღზრდაზე უნდა ეზრუნა! შეკრებებზე მასთან ერთად ვცხოვრობდი. მალე მივხვდი, რომ ჩემზე უარესი ყოფილა: მსოფლიო ჩემპიონატზე ვართ ინგლისში და ერთხელაც მეუბნება, წამო, კაზინოში წავიდეთო! მისი მაშინდელი „დარიგება” არას დროს დამავიწყდება: „დაიმახსოვრე, ყველა სასტუმროში პირველი რაც უნდა გააკეთო, სათადარიგო შემოსასვლელი უნდა მოძებნოო!”

...1965 წელს მოსკოვში ბრაზილიას ვეთამაშეთ. ისეთი ამბავი იყო, ბევრზე დამთრგუნველად იმოქმედა. მარცხენა მცველი გვყავდა, დანილოვი - მატჩამდე ხუთი დღით ადრე უთხრეს, გარინჩას წინააღმდეგ ითამაშებო და კანკალი დააწყებინა! მერე ზოგს სიცხემ აუწია, სხვებს ტრავმები „გაუმიზეზდათ”, მოკლედ, იყო ერთი ალიაქოთი. რისი ეშინოდათ დღემდე ვერ ვხვდები - გეგონება ჩვენ ხელა ბიჭების კი არა, მხეცების წინააღმდეგ გადიოდნენ მინდორზე.

...თამაშისწინა გარჩევაზე ბარქაიას ჟერსონის აყვანა დაავალეს, მე კი პელეს დაჭერა ვითავე, არადა, პელეს დამჭერი მე კი არა, დედამიწაზე არავინ იყო! მწვრთნელმა გვითხრა, პელეს წინააღმდეგ ვინ ითამაშებსო და ხმა არავინ ამოიღო. მე კი ისე მინდოდა ბრაზილიელებთან თამაში, ვიყვირე - მე დავიჭერ პელეს-მეთქი! ასე მოვხვდი ძირითადში.

0x01 graphic

ფოტო: ბადრი კეთილაძე©

გიორგი სიჭინავა
დაიბადა 1944 წლის 15 სექტემბერს
ნახევარმცველი
კლუბები:
გაგრის ტორპედო (1959);თბილისის დინამო (19601969);რუსთავის მეტალურგი (19711972)
ტიტულები:
სსრკ-ს ჩემპიონი - 1964;სსრკ-ს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1962, 1967;
მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის მეოთხე ადგილოსანი
სსრკ-ს ნაკრებში:8 მატჩი (19641966)

...რა მოხდა 1969-ში? დაწვრილებით ვერ გეტყვით, მაგრამ ის კი შემიძლია ვთქვა, რომ უსაზიზღრესი ბრალდებით დამაპატიმრეს - ქალის გაუპატიურება დამაბრალეს! რამდენიმე თვით ადრე შევარდნაძემ დამიბარა და ჭკუის დარიგება დამიწყო: მილიციის ოფიცერი ხარ, არ ეკადრება შენისთანა კაცს რეჟიმის დარღვევაო... მე კიდე ვუპასუხე: თბილი სიტყვებისთვის მადლობა, მაგრამ სჯობს თქვენს საქმეს მიხედოთ, დამნაშავეები დაიჭიროთ, მე კიდე ფეხბურთს ვითამაშებ-მეთქი. მისი კაბინეტიდან რომ გამოვედი, კი ვიფიქრე, ხომ არ გადავაჭარბე-მეთქი, მაგრამ უკან აღარ შევბრუნდი. ამ ამბისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია - მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვემზადებოდი, მაგრამ 1969 წლის დეკემბერში დამაპატიმრეს. არცერთმა ქართველმა მოსამართლემ ჩემს საქმეს ხელი არ მოკიდა - ყველამ ყველაფერი იცო და! ბევრმა დამიჭირა მხარი: კახი ასათიანმა, მურთაზ ხურცილავამ, შოთა იამანიძემ, ვიქტორ პონედელნიკმა, ჭიდაობაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა რომან რურუამ, მაგრამ მათ, ვინც ეს ამბავი შეთითხნა, უკან არ დაიხიეს - 27 წლის გიორგი სიჭინავაზე საჩვენებელი პროცესი გამართეს. ოთხი წელი მომისაჯეს. თავიდან გალის რაიონში, კოლონიაში ვიყავი სოფელ სიდაში, შემდეგ ციხიდან ციხეში დამატარებდნენ. ბოლოს როსტოვში ამოვყავი თავი. ფიქრობდნენ, ზეწოლას ვერ გაუძლებსო, მაგრამ საპატიმროებში, როგორც კი გაიგებდნენ ჟორა სიჭინავა მოიყვანესო, ყველგან უდიდეს პატივს მცემდნენ. საერთო ჯამში, ციხეში შვიდი თვე გავატარე.

...პატიმრობის შემდეგ ერთი სეზონი ვითამაშე რუსთავის მეტალურგში - მე ორე ლიგაში. სულ ცოტა დაგვაკლდა პირველ ლიგაში გადასვლამდე ამ მარცხის მერე 28 წლისამ ფეხბურთიდან წასვლა გადავწყვიტე.

...წინადადებები როგორ არ იყო: ქუთაისის ტორპედო მიწვევდა, დინამოში ჩემს დაბრუნებაზეც ალაპარაკდნენ... ეგ კი არა, ბესკოვი შემეხმიანა და მოსკოვის დინამოში გადასვლა შემომთავაზა. იყო ქაირათის ვარიანტიც - ზღაპრულ პირობებს მთავაზობდნენ, მაგრამ ყველაფერზე უარი ვთქვი - ჩემს მშობლიურ გაგრაში დავბრუნდი და 1992 წლამდე სპორტსკოლას ვხელმძღვანელობდი.

...მშობლები გაგრაში დავკრძალე. ყოველ კვირა გავდიოდი საფლავზე, მაგრამ მერე ცხოვრება აირია და... იშვიათად ვახერხებ იქ ჩასვლას - 1992 წლიდან სოჭში ვცხოვრობ.

...საქართველოში ბოლოს ჩემი ვაჟის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ ჩამოვედი. ჩემს დინამოელებთან ერთად ბოლნისშიც წავედი - ნათესავები მოვინახულე. თეიმურაზ სტეფანიას საფლავზეც გავედით - უნიჭიერესი მეკარე და შესანიშნავი პიროვნება იყო. გული მწყდება ასე ახალგაზრდამ რომ დაგვტოვა.

...პელეს მაისური? ჰო, თამაშის შემდეგ მე გამიცვალა. მოსკოვში 10 ათას მანეთს მაძლევდნენ მის სანაცვლოდ, მაგრამ არ გავყიდე. წლების მანძილზე გაგრაში მეკიდა ჩარჩოში ჩასმული. ეჰ, კაი დრო იყო

25 პოტენციური სუპერვარსკვლავი და ჩვენი თოკო

▲back to top


კალათბურთი|სპორტი

ირაკლი მაღრაძე

0x01 graphic

ნტონი დევისი

ბოლოს ახალგაზრდა კალათბურთელისგან ასეთი მოლოდინი 2003 წელს მქონდა. მაშინ დრაფტზე პირველ ნომრად განთესილი 18 წლის ლებრონ ჯეიმსი კლივლენდ კავალიერსმა აირჩია. იმ პერიოდში ყველამ იცოდა, ვინ იყო ლებრონი, NBA-მდე ის ოჰაიოს სკოლის გუნდში დაფრინავდა, გლეჯდა ფარს და დრაფტზეც რომ ყველაზე სასურველი კალათბურთელი იყო, არავის გაკვირვებია. მეფეს საოცარი პრესა ჰქონდა - შესანიშნავ კევინ დიურანს და დუაიტ ჰოვარდსაც კი არ ღირსებიათ ისეთი ეპითეტები, როგორიც ლებრონთან მიმართებით ისმოდა.

წელს კი ყველაფერი შეიცვალა. ერთმა პატარა ბიჭმა ყველა აალაპარაკა, თუმცა ამას უბრალო ლაპარაკი არ ჰქვია - ამერიკული სპორტული გაზეთები ენტონი დევისს ეტრფიან, გულშემატკივრები ეთაყვანებიან, სპეციალისტები კი ხოტბას ასხამენ. დრაფტამდე ლარი ბრაუნმა თქვა, გუნდი, რომელიც დევისს გადაიბირებს, როგორი სუსტიც არ უნდა იყოს, 50 მატჩს ყველა ვარიანტში მოიგებსო. სპეციალისტები მას ხშირად ისეთ ლეგენდებს ადარებენ, როგორებიც ტიმ დანკანი და კევინ გარნეტი არიან. ამის მიზეზი მხოლოდ დევისის ნიჭი არ არის, იგი ყოველ შეხვედრაში 120%25-ით იხარჯება, რაც შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს.

ენტონი დევისი მძიმე ფორვარდისა და ცენტრის პოზიციაზე თამაშობს. კენტუკის სკოლის გუნდის, უაილდქეტსის ღირსებას იცავდა და იქვე მიიპყრო სპეციალისტთა ყურადღება. თავის პირველ პროფესიონალურ სეზონს დევისი ნიუ ორლეანის ჰორნეტსში გაატარებს - სწორედ ნიუ ორლეანელებს ერგოთ ბედნიერება, 2012 წლის დრაფტის ნომერი პირველი არჩევანი აეყვანათ. უნდა ითქვას, რომ თუკი ზემოხსენებული ჯეიმსი და დიურანი NBA-ს მოევლინენ როგორც ნიჭიერი შემტევი მოთამაშეები, ენტონი დევისის შემთხვევაში, საქმე სხვაგვარადაა. ჰორნეტსის ახალწვეული მკვეთრად გამოხატული დამცველია, აი შეტევაში კი საქმე ასევე წარმატებით ვერ მისდის. ენტონიმ ეს კომპონენტი აუცილებლად უნდა გააუმჯობესოს, მას ხომ ძალიან დიდი მიზნები აქვს. ჰორნეტსში წარბასთან ერთად, როგორც დევისს ხშირად გადაბმული წარბების გამო უწოდებენ, ძალიან კარგი ახალგაზრდა მოთამაშე ოსტინ რივერსი მივიდა. ოსტინი ლეგენდარული დოკ რივერსის შვილია. პოზიციით უმცროსი რივერსი შუთინ გარდია და ეს საქმე საკმაოდ კარგად გამოსდის, უბრალოდ ზოგჯერ ზედმეტად ინდივიდუალისტია. სამაგიეროდ, ოსტინს საკმაოდ კარგი მაჯა აქვს და პარტნიორებიც ხშირად გაჰყავს სასროლ პოზიციაზე. მოკლედ, ეს 20 წლის ვარსკვლავთბიჭუნები თანაგუნდელები არიან და ნიუ ორლეანს ჰორნეტსს პლეი-ოფში გასასვლელად დაეხმარებიან.

ბლეიკ გრიფინმა წლევანდელ ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზა, ტრავმა მიიღო. აშშ-ის კალათბურთელთა ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელმა მაიკ კრჟიჟევსკიმ ნაკრებში ენტონი დევისს უხმო. იმ დროს წარბა სხვა რამით იყო დაკავებული: გადაღებები, ფოტოსესიები, ავტოგრაფები... დევისს, რა თქმა უნდა, ოლიმპიადაზე ბევრი არ უთამაშია, თუმცა უკმაყოფილო ნამდვილად არ არის. იმის გარდა, რომ ოქროს მედალი დაისაკუთრა, როგორც თავად თქვა, გამოცდილი თანაგუნდელებისგან ოქროს ფასის რჩევები მიიღო. ენტონი, ჯეიმსი, ბრაიანტი - ამ პროფესიონალი მოთამაშეებისგან ერთ თვეში დევისმა ბევრი რამ ისწავლა, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგება. კითხვაზე, თუ რა გეგმები აქვს მომავალ სეზონში, რისი მიღწევა სურს, ჰორნეტსის ახალწვეული დაუფიქრებლად პასუხობს: „მომავალი სეზონის ბოლოს, იმედი მაქვს, წლის ახალწვეული გავხდები, მოვხვდები როგორც ახალწვეულთა, ასევე დაცვით მოთამაშეთა სიმბოლურ ხუთეულში და ჩემპიონატის საუკეთესო დამცველის პრიზსაც მივიღებ”.

დიახ, დევისმა იცის თავისი ფასი... ვინმემ შეიძლება მას ამბიციურობა დასწამოს, მაგრამ არ დავეთანხმებოდი - სწორედ ასეთი მიდგომა უნდა ჰქონდეს დრაფტის პირველ ნომერს, რომლისგანაც მთელი საკალათბურთო სამყარო ძალიან ბევრს ელის. 20 წლის ბიჭი ვარჯიშს ძალიან დიდ დროს უთმობს, პრესის ყურადღება ძალიან სიამოვნებს, მაგრამ ეს არანაირად არ აისახება მის მოტივაციასა და შრომისმოყვარეობაზე. ჩვენ კი ძალიან საინტერესო სეზონი გველის - მაიამის, ოკლაჰომის, ლოს ანჯელესის, ბოსტონის თუ სხვა ფავორიტ გუნდებთან ერთად, წლეულს ნიუ ორლეანსის ყურებაც ღირს - მათ ხომ ენტონი დევისი ჰყავთ.

0x01 graphic

თორნიკე შენგელია

ნიუ ორლეანს ჰორნეტსმა ენტონი დევისი პირველი რაუნდის პირველი არჩევის უფლებით რომ აიყვანა, რამდენიმე საათში, ჩვენთვის ბევრად მნიშვნელოვანი რამ მოხდა. მეორე რაუნდის 54-ე ნომრად, ფილადელფია სიქსერსმა 20 წლის ქართველი, თორნიკე შენგელია აიყვანა და შემდეგ ბრუკლინ ნეტსს დაუთმო.

1998 წელს NBA-ში ვლადიმერ სტეფანიამ შეაბიჯა, ოთხი წლის შემდეგ იყო ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რომელსაც დიდ იმედებს უკავშირებდნენ, მაგრამ ყველაფერი არც ისე კარგად დასრულდა. მას მერე, რაც 2004 წელს ატლანტა ჰოქსმა ვიქტორ სანიკიძე აირჩია, 8 წელი გავიდა და დადგა ეს დღეც - ამიერიდან, ზაზა ფაჩულია ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ერთადერთი ქართველი აღარ იქნება. თუ რატომ არ აეწყო ვიქტორ სანიკიძეს კარიერა სან ანტონიო სპურზში, სადაც იგი ატლანტიდან გაცვლის საფუძველზე მოხვდა, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მაგრამ მთავარია, რომ იმედი არის.

თორნიკე შენგელია უბრალო კალათბურთელი არ არის. შარშან თოკომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის B დივიზიონი მოაგებინა, თავად კი ამ ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა. იგი საშუალოდ 29.9 ქულას და 12.0 მოხსნას აგროვებდა და სამართლიანია, რომ გულშემატკივრებმა საუკეთესო ახალგაზრდა ევროპელ კალათბურთელად აღიარეს. ბრუკლინელებს თორნიკეს დატოვება არ სურდათ, გამოუცდელობას უწუნებდნენ და უკან ევროპაში - ბელგიურ შარლერუაში უპირებდნენ გაშვებას. თოკომ, როგორც ჭეშმარიტ სპორტსმენს შეშვენის, ბოლომდე იბრძოლა, საზაფხულო ლიგის თამაშებზე შესანიშნავად იასპარეზა და გუნდის ხელმძღვანელობას არჩევანი არ დაუტოვა.

დღეს თოკო ბრუკლინ ნეტსის 20 ნომერია და მასზე კალათბურთის ამერიკელი სპეციალისტები აღტაცებით საუბრობენ - ზაფხულში თორნიკემ მათ ამის მიზეზი ნამდვილად მისცა. შენგელიას დიდი სათამაშო დრო ვერ ექნება, მაგრამ მისი ნიჭის, ხასიათისა და სპორტული ჟინის გათვალისწინებით, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ შანსისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

26 ვერა ფაღავა - ემიგრაციაში შექმნილი ნახატების წონასწორობა, მედიტაცია და სიჩუმე

▲back to top


კულტურა

ირინა ბაგაური

წონასწორობა, მედიტაცია და სიჩუმე - ასე ჰქვია 1988 წელს პარიზში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტი მხატვრის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფერწერული ნამუშევრების გამოფენას, რომელსაც 14 სექტემბრიდან დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მასპინძლობს.

0x01 graphic

დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი, ვერა ფაღავა, ლადო გუდიაშვილი 1925წ. პარიზი

ვერა ფაღავა საფრანგეთში ოჯახთან ერთად, 1919 წელს ჩავიდა. ხატვა პარიზში, რონსონის აკადემიაში, ფრანგ პედაგოგთან როჟე ბისიესთან და რუს ნიკოლაი ვარკერთან ისწავლა. ფრანგულმა საზოგადოებამ ჯერ კიდევ 1943 წელს გაიცნო, როდესაც მისი ნახატები ჟან ბიუშეს ცნობილ გალერეაში, პაბლო პიკასოს ცოლის, დორა მაარის ნამუშევრების გვერდით გამოიფინა. მიუხედავად არაერთ ქვეყანაში გამართული გამოფენისა, მას დღემდე მხოლოდ ხელოვანთა ვიწრო წრეში იცნობენ. აბსტრაქტული ნახატები, რომლებიც სისადავით, ფერთა მკრთალი გამითა და სინათლით ამახსოვრებს თავს დამთვალიერებელს, საქართველოში აქამდე არასდროს უნახავთ და ისინი პარიზიდან ქართველი დამთვალიერებლისთვის ვერა ფაღავას ასოციაციამ ჩამოიტანა.

0x01 graphic

დამთხვევა

მხატვრის შესახებ ტაბულა ვერა ფარავას ასოციაციის პრეზიდენტსა და ოჯახის ახლობელს - ელისო ტარასაშვილს ესაუბრა: „დედაჩემი, თამარ წულაძე, ბავშვობიდან იცნობდა ვერას. 1925 წელს პარიზში ჩამოსვლისას, სანამ ოჯახი ბინას იშოვიდა, ისინი სწორედ ფაღავებთან ცხოვრობდნენ. მათ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდათ ერთმანეთთან, ვერა თამრიკოს მიერ გახსნილ გალერეა დარიალთან თანამშრომლობდა და გარდა ამისა, ძალიან მეგობრობდნენ. დედას ბავშვობაში დავყავდით ხოლმე მასთან, უბრალო და გულჩათხრობილი ადამიანი იყო. ცოტას ლაპარაკობდა და მეგობრების ვიწრო წრე ჰყავდა. სულ შარვალსა და პერანგში იყო გამოწყობილი, ძალიან მოკრძალებულად ეცვა. ეკონომიკურადაც უჭირდა და არც ჰქონდა იმის საშუალება, ამაში ბევრი ფული დაეხარჯა. თავი რომ გაეტანათ, სულ რაღაცას საქმიანობდა: 30-იან წლებში ტექსტილზე მუშაობდა, ხანაც ქსოვდა. 70-იანი წლებიდან თავის რჩენა უკვე საკუთარი ფერწერული ნამუშევრების გაყიდვით დაიწყო, მაგრამ არც ნახატებიდან შემოსული თანხა იყო პარიზში ცხოვრებისთვის საკმარისი”.

კითხვაზე, თუ რითია გამორჩეული ვერა ფაღავას შემოქმედება, ელისო ტარასაშვილმა გვიპასუხა: „თავად ვერას არ უყვარდა საკუთარ ხელოვნებაზე საუბარი და არც მიაჩნდა ეს სწორად. ამბობდა, ნახატი იმისთვისაა შექმნილი, რომ უყურო, ხელოვნებას ბევრი ლაპარაკი არ უნდა, ის თავად ამბობს თავის სათქმელსო. მე კრიტიკოსი არ ვარ, მაგრამ ჩემი აზრით, გამორჩეულია თავისი პირადი სტილით, რომელიც ძალიან ნათელი და საინტერესოა. გარდა ამისა, ვისაც სახლში აქვს ვერას ნამუშევრები, იმ ადამიანებისგან მსმენია, რომ მისი ნახატები დადებითი ენერგიის მატარებელია და მათ გარემოცვაში ცხოვრება ძალიან სასიამოვნოა”.

თავად მხატვარი დიდ ყურადღებას აქცევდა ადამიანის შინაგან ბუნებას. თუ ვინმე არ მოსწონდა, გამორიცხული იყო, მასთან რამე სახის კავშირი დაეჭირა. ერთხელ, მიუხედავად იმისა, რომ ფული ძალიან სჭირდებოდა, საკუთარი ნამუშევრის გაყიდვა შეაჩერა: „გალერეაში მისი ნახატის შესაძენად ერთი ადამიანი შემოვიდა, რომელსაც დედა გამოელაპარაკა. ამ დროს ვერა მივიდა და ქართულად უთხრა: „თამრიკო, გაჩერდი, აღარ ვყიდი ამ ნახატს, არ მომწონს ეს კაცი”. დედა უფრო სიცოცხლისუნარიანი და ენაწყლიანი იყო, ის კი ბევრს არ ლაპარაკობდა და ჩვენც სისულელეს თუ ვიტყოდით, არ გვერიდებოდა და გვაჩუმებდა. თუ ამბობდა, მხოლოდ აზრიანს, ამიტომ, მის სიტყვას ყოველთვის ჰქონდა ფასი”.

ქართველი ემიგრანტები, მასთან სტუმრობისას, ქართულ-ფრანგულად საუბრობდნენ, თუმცა ფრანგული არასდროს ყოფილა მისთვის ისეთი ახლობელი, როგორც ქართული, რუსული, ან გერმანული, რომელსაც სკოლაში სწავლობდა. ვერა ფაღავასთვის მშობლიური ენა ქართული იყო და ამას მოწმობს მეგობარ მამაკაცთან, ვანო ენუქიძესთან მიწერილი მისი წერილებიც: „ისინი დაქორწინებულები არ ყოფილან, ვანოც ქართველი ემიგრანტი იყო, 1930 წელს ჩამოვიდა პარიზში. ის ვერაზე ადრე გარდაიცვალა. დიდი მეგობრობა აკავშირებდათ, ერთმანეთში ქართულად საუბრობდნენ და ქართულადვე ჰქონდათ მიმოწერა. წერილები ჩვენ გვაქვს, მაგრამ არ ვიცი შიგნით რა წერია, ვფიქრობ, ეს პირადული ხასიათის ნაწერებია და ამიტომ, არ წამიკითხავს”.

0x01 graphic

ვერა ფაღავა

ვერა ფაღავას ნახატების დიდი ნაწილი კერძო კოლექციებში, გერმანიასა და შვეიცარიაში ინახება. მისი 15 ნახატი საფრანგეთის ქალაქ დიჟონშია, რამდენიმე კი პარიზის პომპიდუს ცენტრის კოლექციაშიც არის დაცული, რომლებიც საცავებშია და საექსპოზიციო სივრცეში ჯერ არ გამოფენილა. თბილისის ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი ნამუშევრები მხატვარმა გარდაცვალებამდე გალერეა დარიალს გადასცა და ამჟამად ვერა ფაღავას ასოციაციის საკუთრებაშია. მხატვარმა 1966 წელს საფრანგეთი წარმოადგინა ვენეციის ბიენალეზე, 1958 წელს კი რომის პაპმა მას მსოფლიო გამოფენისთვის შეუკვეთა ნახატი, რომელიც დღეს გალერეა დარიალში ინახება და, ელისო ტარასაშვილის თქმით, ახლო მომავალში ვატიკანისთვის გადაცემას აპირებენ.

თბილისური გამოფენა, რომელზეც მხატვრის 35 ნამუშევარია წარმოდგენილი, 14 ოქტომბრამდე გასტანს. მისი ორგანიზატორები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, ბანკი რესპუბლიკა და საფრანგეთის საელჩო.

27 ანტიპრომეთე

▲back to top


კულტურა|კინო

ნიკა ესებუა

0x01 graphic

პრომეთე ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟია, ტიტანი, რომელმაც ზევსს ცეცხლი მოპარა და ადამიანებს აჩუქა. ამ ცეცხლმა ადამიანის განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა. პრომეთე ამისთვის დაისაჯა. ის ჰადესში მიაჯაჭვეს, სადაც ყოველდღე ზევსის არწივი მიფრინავდა და ღვიძლს უკორტნიდა. ტანჯვა მარადიული იყო, რადგან პრომეთეს ღვიძლი, ყოველ საღამოს ისევ მთელდებოდა და არწივი ყოველ დილას თავიდან იწყებდა „საქმიანობას”

რიდლი სკოტი, სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკოსი ჯერ კიდევ 80-იანი წლების დასაწყისში გახდა, როდესაც „უცხო” გადაიღო, შემდეგ კი „სამართებელზე მორბენალი”. ამ ორმა ნამუშევარმა სკოტს ოლიმპოზე ადგილი დაუმკვიდრა, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო ფანტასტ რეჟისორს.

სხვადასხვა ჟანრში უამრავი ჩაგდებული პროექტისა და იმედგაცრუების შემდეგ, რიდლი სკოტმა „პრომეთე” გადაიღო - ნამუშევარი, რომელიც თავიდან „უცხოს” პრიქველად (წინაისტორიად) იყო ჩაფიქრებული, თუმცა სცენარზე მუშაობისას სკოტი მიხვდა, რომ მუშაობდა სრულიად ახალ, ორიგინალურ ფილმზე, რომელიც ირიბად ეხებოდა უცხოს თემას და სრულიად სხვა მნიშვნელობა და დატვირთვა ექნებოდა.

„პრომეთე” იწყება სცენით, სადაც დაუსახლებელ პლანეტაზე, ჩანჩქერთან, უცხოპლანეტელი ინჟინერი (იგივე კოსმოსური ჟოკეი „უცხოს” სამყაროდან) იღებს უცნობ ნივთიერებას, რომელიც მის სიკვდილს იწვევს, თუმცა დასაბამს ახალ ორგანიზმებს, ახალ სამყაროს აძლევს. აქ ჩნდება კითხვა - რისი თქმა სურს რიდლი სკოტს? არსებობს ორი ვარიანტი: ერთი, რომ ეს პლანეტა დედამიწაა, ინჟინრები ჩვენი შემქმნელებიდა სწორედ ერთ-ერთი მათგანის თვითმკვლელობით იღებს დასაბამს ჩვენი სამყარო; ან მეორე - ეს პლანეტა LV223-ია, ადგილი, სადაც „პრომეთეს” მოქმედება ვითარდება. პასუხს ამ კითხვაზე ვერ ვიღებთ.

0x01 graphic

ნუმი რაპასე და მაიკლ ფასბენდერი

ნამუშევარს ეტყობა, რომ რიდლი სკოტი ის რეჟისორი აღარაა, რომელმაც ოდესღაც „სამართებელზე მორბენალი” გადაიღო, რადგან მხოლოდ ახალგაზრდული ჟინით შეუძლებელია კარგი ფილმის გადაღება. „პრომეთეს” მსგავს პროექტს კი, სულ მცირე, უნაკლო სცენარი სჭირდება, რომელიც რეჟისორს ნამდვილად არ ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში, ეკრანზე ვერ გადმოიტანა. რეჟისორი ამბის მოყოლას კარგად იწყებს, ინჟინრის სცენა, შემდეგ უცხო პლანეტაზე გაფრენა და ახალი სიცოცხლის ძებნა. პერსონაჟებიც ერთი შეხედვით კარგია - ელიზაბეტ შოუ (ნუმი რაპასე) ახალი რიპლია, დევიდი (მაიკლ ფასბენდერი) ეშისა და ბიშოპის ნაზავი, კაპიტანი იანი კი (იდრის ელბა) „უცხოს” სტილში კლასიკური დადებითი ტიპი.

მიუხედავად იმისა, რომ „პრომეთე” „უცხოს” პირდაპირი პრიქველი არ არის, ამ ორ ფილმს მაინც ძალიან ბევრი აქვს საერთო - ერთნაირი ატმოსფერო, ერთნაირი მძაფრი ეპიზოდები, გეგონებათ ხომალდი პრომეთე იგივე ნოსტორმოა, უბრალოდ უფრო მეტი პერსონაჟით, რაც ფილმზე მხოლოდ უარყოფითად აისახება. „უცხოში” თუ 7 მოქმედი პირია, ყველას თავისი ადგილი და როლი აქვს, აქ უამრავი პერსონაჟია, რომლის გაცნობასაც მაყურებელი უბრალოდ ვერ ახერხებს. მხოლოდ 34 პერსონაჟს ვეცნობით მეტ-ნაკლებად და, შესაბამისად, სხვების ქმედებები შეიძლება ალოგიკურად მოგეჩვენოთ.

რიდლი სკოტი გვაჩვენებს ინჟინრებს, როგორც უძველეს რასას, რომლებიც ქსენომორფების (უცხო) კვერცხებით დატვირთული ხომალდით დედამიწაზე გამგზავრებას და მის განადგურებას ცდილობდნენ. აქაც მხოლოდ მკითხაობა შეიძლება, თუ რატომ სურდათ ინჟინრებს ჩვენი განადგურება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი ჩვენივე შემქმნელები არიან. ფილმში უამრავი კითხვაა, რომელზეც პასუხი არსად ჩანს. ეს შეიძლება ნამუშევრის პლუსი გამხდარიყო, მაგრამ არა „პრომეთეს” შემთხვევაში. სცენარში უამრავი ხარვეზია და კიდევ უამრავი ახალი თეორია ქაოსს ქმნის, ეს კი იდეალურად აწყობილი ფილმების, „უცხოსა” და „სამართებელზე მორბენალის” რეჟისორს არ უნდა მოსვლოდა.

„პრომეთე” ერთი დიდი იმედგაცრუებაა. იმის ნაცვლად, რომ ფილმი თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკის ტიტანად ქცეულიყო, მხოლოდ ღვიძლის ფუნქციას ასრულებს, რომელიც მაყურებელს რეჟისორმა საჯიჯგნად მიუგდო.

28 Blackout ლადო ბეროზას გამოფენა

▲back to top


კულტურა|გამოფენა

ანა ყიფიანი

0x01 graphic

ფოტოები მოგვაწოდა გამოფენის ორგანიზატორმა

ლადო ბეროზა (ბეროზაშვილი) ბერლინში მოღვაწე ქართველი მხატვარია. ამ რამდენიმე დღის წინ მისი ნამუშევრები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოიფინა და ქართველი დამთვალიერებლისთვის ნამდვილად საინტერესო და მოულოდნელი აღმოჩნდა მისი ხელწერა, ტექნიკა და კონცეფცია. განსაკუთრებული ყურადღება კი მხატვრის მიერ გამოყენებულმა მასალამ მიიპყრო.

ექსპოზიცია ეფექტური იყო: ხელოვნების მუზეუმის სამ საგამოფენო სივრცეში ჩვენ მისი ინსტალაციები და სკულპტურები ვიხილეთ, რომელთაც მასიური, აბსტრაქტული ფორმები ჰქონდათ, გამოყენებულ მასალაში კი მიწა და სხვა ბუნებრივი ელემენტები დომინირებს.

ლადო ბეროზა: „მატერიას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს: მიწა, ნავთობპროდუქტები, მცენარეული ნაშთი - ეს ის მასალაა, რომელიც დიდ ინფორმაციას ატარებს. ეს ბუნებრივი ელემენტები ყველაზე კარგ ფერსა და გამას მაძლევს რეალობის გადმოსაცემად”.

რეალობის გადმოცემაში მხატვარი თავის ირგვლივ არსებულ გარემოს, ბუნებას გულისხმობს. ის აკვირდება და ექსპერიმენტებს აკეთებს ბუნებაში მატერიის ცვლილებაზე, ტრანსფორმაციაზე. როგორც ამბობს, ეს „რადიკალური მატერიალიზმი”, ანუ ახალი ტენდენციაა თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებაში. საბოლოოდ, მასალის ტრანსფორმაციის შედეგად მიღებული დინამიკა თავის აბსტრაქციულ ფორმებსა და ინსტალირებულ სკულპტურებში გადააქვს. ამიტომაცაა მისი ნამუშევრები ენერგიული და სწორედ ამიტომ გრძნობთ, რამხელა ენერგია და სიმძიმის შეგრძნებაა დაგროვილი საგამოფენო სივრცეში.

„სიმძიმის განცდა მხოლოდ ილუზიაა, სინამდვილეში ჩემი სკულპტურები საკმაოდ მარტივი მასალით კეთდება”, - ამბობს მხატვარი.

ლადო 90-იანების ბოლოს წავიდა დასავლეთში და 2000 წლიდან ბერლინში ცხოვრობს, თბილისის სამხატვრო აკადემიაში ერთი წელიც არ გაუტარებია, დაამთავრა ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტი და ბერლინშივე დაეუფლა პოლიტოლოგია-სოციოლოგიასაც. დასავლეთში მისი საგამოფენო ცხოვრებიდან აღსანიშნავია სკულპტურა - ბიომასების კონსტრუქცია, რომელიც ჯვარცმის ისტორიასთან ასოცირდებოდა და ამიტომ, ბერლინის კათოლიკურ კათედრალში მოწყობილ ჯგუფურ გამოფენაზე არ გამოფინეს, უარი თქვეს. მოგვიანებით ეს ობიექტი ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში გამოიფინა. მასვე ეკუთვნის გარე ინსტალაცია, რომელიც ბერლინთან ახლოს, პირდაპირ ტბაშია განთავსებული.

თბილისური გამოფენისთვის ნამუშევრებს სამი თვის მანძილზე ქმნიდა. სამუშაოდ მხატვართა კავშირის სახელოსნო დაუთმეს. „Blackout - დაბნელება” - ეს არის ლადო ბეროზას გამოფენის სახელი, რომელიც ასევე შეგვიძლია ხილვადობის დაკარგვადაც გავიგოთ.

„ხილვადობა გვაძლევს იმის საშუალებას, გავარჩიოთ ბნელი ნათელისგან, ეს პირდაპირ ჩვენი განვითარების პროცესია - ვხედავთ, ვგრძნობთ და რასაც ვხედავთ, იმის მიხედვით ვვითარდებით. ეს ნამუშევრები ერთგვარი დეტალებია, რომელიც ანაბეჭდია იმ განვითარების, რასაც ვფიქრობთ და ვიკვლევთ. ვცდილობდი, ვყოფილიყავი მაქსიმალურად გულახდილი. აქ არ არის იუმორი, ირონია, სარკაზმი”.

ხელოვნების მუზეუმის გამოფენების კურატორის, ლელა წიწუაშვილის თქმით, „გამოფენა რამდენიმე ასპექტით არის მნიშვნელოვანი მუზეუმისთვის: ერთი მხრივ, წარმოგვიდგენს უცხოეთში მცხოვრები ქართველი ხელოვანის შემოქმედებას, რომელსაც ქართული საზოგადოება ეცნობა. ვიცით, რომ უამრავი ქართველი არტისტი მოღვაწეობს საზღვარგარეთ, ბევრ მათგანს აქვს წარმატება და მათ თითქმის არ ვიცნობთ. ეროვნულმა მუზეუმმა ბოლო პერიოდში მიზნად დაისახა, რომ მათი ნამუშევრები ქართულ საგამოფენო სივრცეში წარმოაჩინოს”.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე კი აღნიშნავს, რომ „ლადო ბეროზაშვილის გამოფენა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება თანამედროვე გერმანია-საქართველოს კულტურული დიალოგის ფარგლებში და საინტერესო პროექტი საქართველოს ეროვნული მუზეუმის იმ აუდიტორიისთვის, რომელსაც თანამედროვე ხელოვნების მრავალწახნაგოვნება აინტერესებს”.

გამოფენის ორგანიზების ინიციატორი გახლავთ „კულტურის კვლევისა და კოორდინირების ცენტრი”. ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ლადო ბეროზას ხელოვნების ესთეტიკა და ფორმა იდეის ურთიერთმიმართება გამორჩეულია და ძალიან უცხო იმისგან, რაც საქართველოს მუზეუმებსა და გალერეებში იფინება. და არამ ხოლოდ. მასიური ფორმების დინამიკა და ენერგეტიკა მხატვარს მისი თანამედროვე გერმანელი არტისტებისგანაც გამოარჩევს. ამას გარდა, ცენტრი მიუთითებს ემიგრაციის თემაზე: „საქართველოსთვის უცხო არ არის ფართომასშტაბიანი ემიგრაციის ტალღები. ემიგრაცია დიდწილად დასამახსოვრებელი იმით ხდება, თუ როგორია წასვლის მიზეზი. თუ და ვუკვირდებით, ძალიან კარგად გვახსოვს საქართველოს გასაბჭოების პარალელური ემიგრაციული ტალღა. იმ წასულების ბიოგრაფია გენერაციებს ავტომატურად გადაეცემა.

0x01 graphic

ბევრად უფრო დასამახსოვრებელი და ეფექტური გამოდგა ემიგრანტობა საბჭოთა რეჟიმის დროს. საბჭოეთიდან გაქცეული ხელოვანები დასავლეთში დღემდე აცოცხლებენ საკუთარი მოღვაწეობისთვის კონტექსტს - „არტისტი საბჭოთა კავშირიდან!” მაგრამ ემიგრაციული პროცესი საქართველოდან სულ სხვა დროს გამწვავდა. 90-იანი წლებიდან. ამ დროს ბევრად მეტი ადამიანი, არტისტი თუ მეცნიერია ქვეყნიდან წასული, მაგრამ მათ შესახებ ინფორმაცია არ გვამახსოვრდება. სავარაუდოდ იმიტომ, რომ არ არის პოლიტიკური კონტექსტი. ანდა იმიტომ, რომ მათ ვერ მოასწრეს თანამემამულეებისთვის თავი დაემახსოვრებინათ.

ლადოც ამ პერიოდშია საქართველოდან გასული და 12 წლის განმავლობაში ინტეგრირებული დასავლურ საზოგადოებაში, წარმატებისთვის ყოველგვარი დამხმარე ფაქტორებისა და კონტექსტების გარეშე. მისი თაობა აღარ ეკუთვნის საბჭოეთს და მათი ბიოგრაფია სრულიად ნეიტრალურია ევროპული საზოგადოებისთვის. დღეს, როდესაც რეალურად გვსურს ვიგრძნოთ სად ვართ, დასავლურ თუ აღმოსავლურ კულტურაში, სწორედ ამ ტიპის ემიგრანტების და წარმატებული ახალგაზრდა ხელოვანების გაცნობა და მათთან დიალოგი დაგვეხმარება ყველაზე მეტად”.

გამოფენა ხელოვნების მუზეუმში 12 ოქტომბრამდე დარჩება. მისი დასრულების შემდეგ გამოვა კატალოგი. წიგნის ტექსტზე მუშაობს ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანი, ფოტო დოკუმენტაციას კი გურამ წიბახაშვილი იღებს. კატალოგის გამოსვლის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

29 ფერწერის ქართულ ჰეგემონიასთან არმებრძოლი ინოვატორი

▲back to top


კულტურა

ინტერვიუ ხათუნა მელიქიშვილთან

დავით ჩიხლაძე

0x01 graphic

ფოტო: ალექსანდრე კრილოვი

ხათუნა მელიქიშვილი, ხელოვნებათმცოდნე და გალერისტი, რომლის სახელიც თბილისის სამხატვრო ცხოვრებაში არაერთი ნოვაციასთან და წამოწყებასთან არის დაკავშირებული, წელს ისევ ინიციატივით გვევლინება და სოლოლაკში ახალი გალერეის გახსნას გეგმავს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ სახელოვნებო სივრცეს საკმაოდ დიდი და საინტერესო ფართობი ექნება, სადაც შესაძლებელი იქნება როგორც გამოფენების, ისე სხვადასხვა აქციების, პერფორმანსების, დისკუსიების მოწყობა.

  • გალა გალერეა რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა თბილისში და არაერთ მნიშვნელოვან ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა. მანამდე შენი, როგორც გალერისტის სახელი, დაკავშირებული იყო N გალერეასთან, რომელიც 2000-იან წლებში თბილისის თანამედროვე ხელოვნების ერთადერთ ნამდვილ თავშესაფარს და მაგისტრალს წარმოადგენდა. რამდენად განსხვავებულია შენი დღევანდელი ამოცანები იმ დრო ის მიზნებისა და ამოცანებისგან?

N გალერეა 2000-იანების პირველ ნახევარში გაიხსნა და მას ნინო მეტრეველთან, მაია ჭანტურიასთან და ლელა ბაკურაძესთან ერთად ვმართავდი. მაშინ გვინდოდა, რაც შეიძლება მეტი ექსპერიმენტი მიგვემატებინა ქართული სამხატვრო სცენისთვის და სრულიად არაკომერციულ სფეროში ვაბანდებდით ჩვენს ენერგიას და კულტურულ ინტერესს. ამიტომ, ჩვენს გამოფენებზე მხატვრები არ იყვნენ შეზღუდული, რომ რაიმე კომერციულ ჩარჩოს დამორჩილებოდნენ. ჩვენ უფრო მათი სააზროვნო და ესთეტიკური პოტენციალის გახსნა გვაინტერესებდა. აქ იყო ინსტალაციები, ობიექტები, პერფორმანსი - ყველაფერი ის, რისი გაყიდვაც თბილისში შეუძლებელია.

  • საერთოდ არაფერი გაყიდულა? ნუთუ არ გამოჩნდა ენთუზიასტი კოლექციონერი ან დილერი, ვისაც ექნებოდა სურვილი, გამხდარიყო ამა თუ იმ ცნობილი მხატვრის ექსპერიმენტული ნამუშევრის მფლობელი?

არა, არაფერი, თუმცა ერთი ვიდეო ინსტალაცია გავყიდეთ, მაგრამ მოსკოვში. მაშინ იქ მხატვრის ცენტრალური სახლის გამოფენაზე დაგვპატიჟეს და ჩვენი სტენდიდან კოკა რამიშვილის ვიდეო გაიყიდა.

  • რატომ ხდება, რომ ჩვენთან მხოლოდ ფერწერა იყიდება? ეს ხომ უკვე იმავე სალონური მხატვრობის სიტუაციას ემსგავსება, როცა მაყურებლის გემოვნებაში მარტო ხილისა და ყვავილების ნატურმორტები თავსდებოდა და მეტი არაფერი?

დღეს ჩემს ახალ გალერეაში ამ საკითხებზეც მოგვიწევს ზრუნვა. ამჯერად ორი პრიორიტეტი მაქვს და ორივე მხატვრის მთლიანი შემოქმედებითი სახის გამოვლენას და წარმოჩენას უკავშირდება. ჯერ ერთი, მინდა მიზანმიმართულად დავიწყო მუშაობა, რომ ჩვენს უკვე დამკვიდრებულ თანამედროვე მხატვრებს საზღვარგარეთ კარგ სამხატვრო კონტექსტში გავუკვალო გზა. მეორე მხრივ, ჩემი ამოცანაა, რომ თბილისში ყველა პერსონალური გამოფენა მოიცავდეს მხატვრის ყველა მიმართულების შემოქმედების ნიმუშებს - ტილოებთან ერთად ყოველთვის თანაბრად წარმოდგენილი იყოს ვიდეო, ინსტალაცია, ფოტო თუ აქცია. ასევე, ყოველი გამოფენა უნდა აღვჭურვოთ სრული ბიოგრაფიული დოკუმენტური მასალით. ეს, ცხადია, შრომატევადი საქმეა, მაგრამ დღეს უკვე ნამდვილად აუცილებელი ხდება კულტურული კონტექსტის საზღვრების შესაქმნელად და დასადგენად. ცალკეული ნამუშევრებით მხატვრის სახე ძნელი აღსაქმელია.

ასეთ არაკომერციულ და მეცენატურ იმ პულსში მე ჯანმრთელ სტრატეგიასაც ვხედავ - მხატვრის სახელის დადგენა იმავე პროპორციით ხელს უწყობს გალერეის სახელის დადგენას და მისი აღიარების ზრდასაც. მეორე მხრივ კი, ასეთი გზით მართლაც რეალური ხდება ყველა იმ სამხატვრო სფეროს რეაბილიტაცია, რაც ფერწერის დიქტატურის ფონზე, ჩვენი ხელოვნების სცენიდან სრულიად განდევნილად შეიძლება ჩაითვალოს კომერციული თვალსაზრისით.

  • თუ მხატვარი იძულებულია, მთლიანად კომერციულ კონიუნქტურაზე გადაერთოს, ის კვდება. ამაშია გალერისტის ნამდვილი მისია, მან უნდა შეძლოს მხატვრის შენახვაც და მისთვის თავისუფლების მიცემაც. ეს ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია.

მეორე მხრივ, ჩვენი თანამედროვე ხელოვნების ბაზარზე გამეფებული ფერწერის პრიორიტეტების გამო ხშირად მიფიქრია, თუ როგორ ხდება ჩვენთან ღირებულების დადგენა - მას გალერისტი ქმნის თუ მომხმარებლის დაკვეთა? მხოლოდ მომხმარებლის დაკვეთა, ალბათ, ტრაფარეტული, თუნდაც თანამედროვე სალონისგან შორს ვერ წაგვიყვანს.

ხშირად მითხოვებია კლიენტისთვის ნამუშევარი, მითქვამს, ნუ შეიძენ, წაიღე, ერთი ათი დღე სახლში გქონდეს და უყურე. მერე მიხვდები მის ძალას და სილამაზეს. როგორც წესი, მერე ყოველთვის იძენენ, მოსწონთ და ინტერესდებიან.

  • გამოდის, რომ მნიშვნელოვანწილად გალერისტი ქმნის მომხმარებელსაც და მხატვარსაც?

დიახ და ეს არის ყველაზე დიდი აზარტი ჩემთვის. როდესაც შენ ქმნი ბრენდს მხატვრისგან - როგორც გალერისტი, შემდგარი ხარ. ეს წრეა - შენ ქმნი მხატვარს და მხატვარი გქმნის შენ.

  • მრჩება აზრი, რომ ჩვენთან გალერისტები უფრო იმაზე ზრუნავენ, თუ რა შესთავაზონ ახალი, ასე ვთქვათ, მოდურ ტენდენციებთან ახლოს მყოფი მაყურებელს, ან როგორ გაიმდიდრონ საკუთარი კოლექცია უკვე ღირებული ქართული არტით, ვიდრე მხატვრის პატრონობაზე და მის მუდმივ განვითარებაზე.

ვერ დაგეთანხმები, აქ ყველა გალერისტს შეუძლია თქვას, რომ წვლილი აქვს შეტანილი ამა თუ იმ მისთვის საინტერესო მხატვრის ხელშეწყობასა და წარმოჩენაში. ყველას შეუთავაზებია მხატვრისთვის, რომ მასთან გამოფენა მოეწყო და ყველას ჰყავს განსაკუთრებით საყვარელი მხატვრები.

  • ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდები, ვინც დღეს იწყებს სამხატვრო კარიერას, გვერდზე დარჩება და შორიდან მოუწევს თბილისის სამხატვრო ისტებლიშმენტის ყურება?

ნამდვილად არა. ძველ, დამკვიდრებულ მხატვრებს მოჰყვებიან ხოლმე ახალგაზრდები. ის, ვინც ახლა იწყებს, ყოველთვის პატივისცემით ეპყრობა უფროს კოლეგებს, მათთვის საინტერესოა უფროსი თაობის გამოცდილება. ხშირად ერთადაც იწყებენ რომელიმე პროექტზე მუშაობას და ამგვარად, ახალგაზრდების შემოსვლა საგალერეო ცხოვრებაში, მაინც თავისთავად ხდება.

  • უახლოესი კონკრეტული გეგმები როგორია?

ახლახან დავასრულეთ ტაბახმელის ერთკვირიანი ვორქშოპი. იქაც მაქვს სივრცე, რაც სეზონური რეზიდენციებისთვის გამოდგება. მთელი კვირა მუშაობას დაეთმო, საღამოობით კი ერთად ვუყურებდით ფილმებს მხატვრებზე. ძალიან ბევრი კარგი ნამუშევარი გაკეთდა, კოკა ცხვედიანმა, ოლეგ ტიმჩენკომ, ვახო ბუღაძემ მოხატეს ბოთლები; მიშა შენგელიამ - სტარკის ორი ძვირადღირებული სკამი და ამ აქციით, გამოყენებით ყოფით ბრენდს სამხატვრო ბრენდი დავამატეთ. ამჟამად უკვე სრულდება პარტნიორული მოლაპარაკებები ლონდონის გალერეასთან, ვისთანაც ურთიერთგაცვლები გვაქვს დაგეგმილი. ჩემს ახალ გალერეას კი, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოსკენ გავხსნით.

  • რა ერქმევა ახალ გალერეას?

ამას მალე შეგატყობინებთ, ჯერ ადრეა.

30 ყვითელჩარჩოიანი უკვე ქართულად

▲back to top


კულტურა

სალომე კიკალეიშვილი

0x01 graphic

“საუკუნეების განმავლობაში ქართველ ქალებს ჰქონდათ რეპუტაცია, რომ მშვენიერებაში მხოლოდ ადიღელი ქალები თუ შეედრებიან. ალბათ, სილამაზის სტანდარტი აქ არც ისე მაღალია, რადგან ამ სამ ქართველ ქალბატონს, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ კოსტიუმებში გამოწყობილან, ლამაზი ნამდვილად არ ეთქმის”, - ასე ფიქრობდა ამერიკელი მკვლევარი ჯორჯ კენანი, რომელმაც საქართველოში მოგზაურობისას, 1870 წელს, სურათი გადაუღო სამ ქალბატონს და ეს მინაწერიც სათუთად გაუკეთა. სხვათაშორის, ეს ის პირველი ფოტოა საქართველოდან, რომელიც 1913 წელს, ჟურნალ National Geographic-ის ფურცლებზე დაიბეჭდა.

მშვიდი, დროში გარინდული და სიძველისგან დაღვინებული ფოტოებია. თბილისის მოკირწყლული უბნები და სვანეთის მაღალი მთები, ფასანაურის ქუჩებში გადაღებული ჩადრიანი ქალი ბავშვით, ანდა საგვარეულო იარაღით მოთამაშე ხევსური გოგო-ბიჭი; სოფელ საკერპეს თავკაცი გიგია ფიცხელაური თუ ერთი ჩვეულებრივი ოჯახი სამეგრელოში - ეროვნული მუზეუმის დარბაზში National Geographic-ის საცავებში დაცული, მკვლევრების უნიკალური, საუკუნისწინანდელი საქართველოს ფოტოები და შთაბეჭდილებებია გამოფენილი. სამი ლამაზმანიც სწორედ აქედანაა. გამოფენიდან, რომელიც ყველაზე საინტერესო ჟურნალის National Geographic-ის ქართული გამოცემის პრეზენტაციისთვის გაკეთდა.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აშშ-ის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების (NGS) მსოფლიო გაერთიანებაში. საზოგადოების ოფიციალურ გამოცემას, ყვითელჩარჩოიან ჟურნალს დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში 60 მილიონზე მეტი ადამიანი, 34 ენაზე კითხულობს, - ასე იწყებს თავის სიტყვას კრის ჯონსი, ამერიკული National Geographic-ისმ გამოცემის მთავარი რედაქტორი და აქვე ამატებს - ამ და მომდევნო ნომრებში ჩვენ მოგითხრობთ საინტერესო ამ ბებს ბუნების, კულტურისა თუ გეოგრაფიის შესახებ - ფაქტობრივად, ყველაფერს, რითაც კაცობრიობის თავგადასავალი შედგება”.

National Geographic-ს წარდგენა არ სჭირდება. ეს არის უკიდეგანო სამყარო ისტორიის, არქეოლოგიის, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ. პოპულარული ბეჭდური გამოცემებით თუ სატელევიზიო არხებით, სადაც მუდამ რაღაცას ეძებენ, იკვლევენ დააკვირდებიან. სამეცნიერო პოპულარულ ენაზე დაწერილი ჟურნალი კი ყოველთვის ექსკლუზიური მასალებით და უნიკალური ფოტოებით გამოირჩევა. ის პლანეტაზე გიყვება და იმ პროცესის თანამონაწილედ გაქცევს, რომელიც დედამიწის სხვადასხვა წერტილში, კოსმოსსა თუ წყალქვეშ პარალელურად მიმდინარეობს. ამიტომაცაა, რომ დღეს 34 ქვეყანაში გამოდის და მისი საფირმო ნიშანი, ყვითელი ჩარჩო, მუდამ ახლის გაგებასთან, შემეცნებასთან, ინტერესთან ასოცირდება.

0x01 graphic

სამი ქართველი ლამაზმანი

National Geographic-ის ქართული გამოცემა ოქტომბრიდან გაიყიდება. პროექტის მხარდამჭერია კომპანია სილქნეტი, ჟურნალის მთავარი რედაქტორი კი - ზოოლოგი ლევან ბუთხუზი. ჟურნალის 70%25 მისი უცხოენოვანი გამოცემების თარგმანს ეთმობა, დანარნარჩენი - საქართველოში მომზადებულ მასალებს.

ქართულენოვანი National Geographic-ის ოქტომბრის პირველი ნომერი უამრავ აღმოჩენას გპირდებათ და მივიწყებულ ძველსაც თქვენთან ერთად იხსენებს.

რა იცოდით აქამდე ტყუპების ან მათი ფესტივალის შესახებ?

„RIO-ბანა” თუ გითამაშიათ ოდესმე ანდა ჩინური ტესტი ხომ არ გაგიკეთებიათ შემთხვევით?

იცოდით, რომ თქვენი სუნამო კაშალოტს შეიცავდა?

ნუთუ არასდროს დაგითვალიერებიათ ცენტრალური ამერიკის მეზოამერიკის რიფი თავისი საოცარი მობინადრეებით?

0x01 graphic

ჟურნალი სპირველი ნომერი 1888 წელს, ვაშინგტონში გამოიცა. როდესაც 33 მამეცნიერმა და მოგზაურმა, ჯერ იყოდა, გეოგრაფიული საზოგადოება დააარსა, ხოლო სულ რაღაც 8 თვეში პირველი გეოგრაფიული ჟურნალი გამოუშვა. მათი მიზანი“ გეოგრაფიული ცოდნის გაღრმავება და გავრცელება იყო”. უამრავი მნიშვნელოვანი ექსპედიციისა და კვლევის დაფინანსებით, საზოგადოებამ მრავალი აღმოჩენის და შემეცნების საშუალება მისცა კაცობრიობას

31 LIFE/GUIDE

▲back to top


კულტურა

0x01 graphic

1 Dolce&Gabbana-ს შემოდგომის კოლექციის ნახვის შემდეგ უკვე ყველამ ვიცოდით, რომ ბაროკო სეზონის ერთერთი მთავარი ტრენდი გახდებოდა. თუმცა ეს სახლი არ არის ერთადერთი, რომლის დიზაინერებიც ამ ეპოქამ გაიტაცა. ოქროსფერი სირმები, მასიური ნაქარგები, მოცულობითი ფორმები გვხვდება Gucci-ს, Lanvinის, Versaceს, Aquilano.Rimondi-ს, Marni-ს კოლექციებში. თუმცა ცხოვრებაში „ცოტაოდენი” ბაროკოს შეტანა ზედმეტად მდიდრული სამოსის გარეშეც შეგვიძლია - მსგავსი პომპეზურობისთვის Dolce&Gabbana-ს სათვალის ტარებაც საკმარისი იქნება

0x01 graphic

2 მას შემდეგ, რაც ორმა მეგობარმა, სალ პარადაიზმა და დინ მორიარტმა მოგზაურობა გადაწყვიტა, დიდი დრო გავიდა. მათ ჯერ შეერთებული შტატები მოიარეს, შემდეგ მექსიკაშიც გადავიდნენ. საბოლოოდ, ჯეკ კერუაკის „გზაზე” ბიტნიკების საყვარელი საკითხავიდან ამერიკული პროზის კლასიკად იქცა და დღეს გასული საუკუნის ერთერთ საუკეთესო წიგნად ითვლება. გამომცემლობა დიოგენე კი ამ თვეში კერუაკის ცნობილი წიგნის ქართულ თარგმანს გვთავაზობს.

3 წარმოიდგინეთ სამყარო, რომელშიც ჩვენ ვეღარასდროს მოვისმენთ Windows 95-ის სიმფონიურ ჩატვირთვას”, - ამბობს ამერიკელი პროგრამისტი, ბრენდან ჩილკატი. თუმცა ბევრ ჩვენგანს ეს ხმა ალბათ უკვე დაავიწყდა კიდეც. ზუსტად ისევე, როგორც სალაროს ძველი აპარატის, ცარიელი აუდიოკასეტის, Nokia-ს ძველი თაობის მობილურის ზარის და სხვა უამრავი ხმა. ვირტუალური მუზეუმი, რომელიც გაქრობის საშიშროების წინაშე მდგარ ხმებს ინახავს, ბრენდანმა ახლახან შექმნა და ფიქრობს, რომ ბაზის შევსებას 2015 წლისთვის დაამთავრებს. ამ პროცესისთვის თვალის დევნება savethesounds.info-ზე შეიძლება