The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ივერია (10)1877.05.05


ივერია (10)1877.05.05



1877.05.05

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

1 საქართველოს მატიანე

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს მატიანე

ვიცინოთ, თუ ვიტიროთ.

ვგონებ არა ქვეყანაში არ მოხდეს ის, რაც ესე აშკარად ჩვენში მოხდება ხოლმე საკვირველია!... რაც უნდა უშვერი, უმგზავსო, სულელობით აღსავსე საქმე იყოს, ჩვენში ფეხს გაიდგამს ხოლმე, მერე ისე რომ ყურსაც არავის შეაბღერტინებს. არც მის მომქმედსა აქვს შიში, რომ მოვა დრო და მომკითხავს ვინმეო, არც მის მაყურებელსა აქვს სირცხვილი, რომ აგრე პირუტყულად რაზედ ვექელვინებიო.

ჩვენ რის ამბის მბობაც გვინდა დაუჯერებელია. არც თვითონ დავიჯერებდით, რომ სანდო კაცისაგან არ იყოს გადმოცემული.

„ივერიაში“ ამას წინად მოხსენებული იყო, რომ გორში არსებობს შარშანდელს აქედ საოსტატო სემინარია, ესე იგი, იმისთანა სასწავლებელი, რომელმაც უნდა მოამზადოს ოსტატები, მასწავლებელნი ჩვენის სახალხო სასწავლებელთათვის. რასაკვირველია, თქვენ იფიქრებთ რომ აქ ქართულს ენას პირველი ადგილი ეჭირება სხვათა შორის. მაგრამ ეგ აგრე არ არის. სემინარიის გულისხმიერს გამგეობას გადუწყვეტია, რომ ქართველთა ბაშვების ოსტატს ქართულის ცოდნა გულს აუსუყებსო. ამის გამო იმ სემინარიაში ქართულს ენას არ ასწავლიან, ასე რომ ქართულის სახსენებელიც გაუქრიათ. როგორ მოგწონთ? შუა გულს ქართლში მთავრობამ სემინარია გახსნა-მერე იმისათვის, რომ ქართულის სოფლის ბავშვებისა, თვის ოსტატები გამოსწურთნოს და მაინც კიდევ ქართულს არ ასწავლიან, ვიცინოთ ამაზედ თუ ვიტიროთ?

წარსულს სეკტემბერს ამ გორის სემინარიაში შევიდა ორმოცდა ათი მოწაფე. ამათ რიცხვში ოცდა თერთმეტი ყმაწვილი ქართველია, დანარჩენნი სხვა და სხვა გვარ-ტომისანი არიან. მაშასადამე რაოდენობა ქართველთ ყმაწვილებისა შეადგენს ორ მესამედს მთელს რიცხვისას. მომავალშიაც, რასაკვირველია, ქართველთა მოწაფეთა რიცხვი ამ გვარადვე მეტი იქნება სხვებზედ. რასაკვირველია თქვენ იფიქრებთ, ამის გამო მაინც ქართულს ენას სემინარიაში სავალი ექნებაო. სემინარიის გულის-ხმიერს გამგეობას სულ სხვა ფიქრი მოსვლია. მის დირექტორს მოუწვევია საშველად მეცნიერება, გამოუძიებია და დაუსკვნია რომ ქართველები ქართველები არ არიანო. ჩამომავლობით, ამბობს იგი, სემინარიის მოწაფენი ეკუთვნიან თორმეტს გვარ-ტომობასაო; ამათ შორის 1) რუსები არიანო ექვსნი 2) ქართველები ცამეტნი, იმერლები თორმეტნი, სომხები ექვსნი, პოლაკები ორნი, ინგილო ორნი, გურული ორნი, ფშავნი ორნი, აბხაზნი ორნი, უდინი ერთი, ჩერქეზი ერთი და ბერძენი ერთი. ამ გვარად ქართველი, გურული, იმერელი, ფშაველი ქართველად არ უცვნია გორის სემინარიის მეცნიერებას. მაშ უფ. დირექტორის აზრით რუსი, მოსკოველი, ტამბოველი, ვარონეჟელი რუსი არ უნდა იყოს, ეს სულ სხვა და სხვა ტომისანი უნდა იყვნენ. ნუ თუ ამის თქმა სდომებია უფ. დირექტორს, რომ ისე სასაცილოდ ქართველი ქართველს განუშორებია? არა, ბატონო. იმას ეს უფიქრია: „მართლა ქართველი რომ ქართველად დარჩესო

ხომ მკითხვენ, ოცდათერთმეტი ქართველი მოწაფე გყავს და რატომ ქართულს არ ასწავლიო. თავი რად ავიტკივოვო. ის არა სჯობია ვჰსთქვა, რომ ქართველი ქართველი არ არისო“. ძალიან კარგადაც მოუგონია. სახელი და დიდება მომგონებელს..... მაგრამ ჩვენ ამაზედ უნდა ვიცინოთ, თუ ვიტიროთ?

სემინარიასთან არსებობს მოსამზადებელი კლასსი, რომელსაც პროსემინარიას უწოდენენ. წესდებულების ძალით სემინარიასთან უნდა დაარსებულიყო სამი პროსემენარია: ერთში უნდა ისწავლონ ქართველებმა, მეორეში რუსებმა და მესამეში სომხებმა. შარშან სეკტემბერში დაარსდა მხოლოდ ქართული პროსემენარია. ყოველის ეჭვის გარედ იყო ყველასთვის, რომ ამ სასწავლებელში, რომელიც განსაკუთრებით ქართველებისათვის არის დანიშნული, ჯეროვანი გზა მიეცემოდა ქართულს ენას. მაგრამ აქაც უკუღმა დატრიალებულა საქმე. ამ პროსემენარიის მეორე განყოფილებაში ქართულის ენის ხსენებაც არ არის; მისთვის ერთი საათიც არ არის კვრაში დანიშნული და მოწაფენი ქართულს წიგნებსაც მოკლებულნი არიან. შესაძლებელია რომ გორის სემინარიის გამგეობას ქართულის ენისათვის დრო არა ჰქონდეს, რადგანაც გვარტომობის გამოკვლევას ეგრე წარჩინებულად შეჰსდგომია თვისთა სასახელოდა და იმ გამოკვლევაშია გართული. ჩვენ აქ არა გვეთქმის რა. მაგრამ ქართულს სასწავლებელში რომ ქართულს არ ასწავლიდნენ – ეს მაინც და მაინც დაუჯერებელია ჩვენ მარტო ამას ვკითხულობთ: მზედ ვიცინოთ, თუ ვიტიროთ?

იმავე პროსემინარიას პირველს განყოფილებაში თუმცა ქრთულს ასწავლიან თურმე, მაგრამ ყოველ ღონისძიებას ხმარობენ, რომ ბავშვმა ჩათვლით კითხვისა და ქართულის ასოების ჯღანის მეტი არა ისწავლოს რა, უსათუოდ ამ გაზრახვით მოუგონიათ ისეთი მეთოდი, რომ ქართული სწავლა კი არა, ვგონებთ ისიც დაავიწყდეს ბავშვს, რაც იცოდა. ამ მეთოდის მომგონებელი გახლავთ ქართულის პროსემინარიის მასწავლებელი უფ. ნათიევი. ეს მეთოდი აი რაში მდგომარეობს: ერთსა და იმავე დროს ბავშვმა უნდა გაიკვეთოს ქართული ასოები, რუსული ასოები, ისწავლოს მათი გამოხატვა, მათგან მარცვლების, სიტყვების და ფრაზების შედგენა. ამასთან მათ უნდა დაიხსომონ რუსული სიტყვები და ახსნან რუსული ფრაზები საწყალო ბავვშვებო! თუ თქვენ ამ ბაბილონის გოდოლის აშენებაში სრული გონება კიდევ შეგრჩათ. ბარაქალა თქვენის ბუნების ძლიერებას!.. ჩვენი ქართული ანდაზა „ორი კურდღლის მდევარი ვერც ერთს ვერ დაიჭერსო“ უფ. ნათიევს ვერ მოჰსწონებია და უთქვამს: მე დავუმტკიცე ქვეყანასაო, რომ მე ოთხს ყურდღელს გამოუდგები და ოთხსავე ერთად დავიჭერო. ნეტავი ექვსიც ერთად დაიჭიროს, ოღონდ კი მარტო კურდღლებს გამოუდგეს და ბავშვების სწავლას კი თავი დაანებოს. უფ. ნათიევის ვარჯიშობაზედ უნდა ვიცინოთ, თუ ვიტიროთ?

უფ. ნათიევი არც ოთხის კურდღლის გამოდგომას დასჯერებია. მეხუთე კურდღელიც გაუგდია წინ. არ ვიცით რა უნდა ვუქოთ უფ. ნათიევს, – სირბილი, თუ მეძებრობა. ქართულს და რუსულ ანაბანთან იგი ასწავლის თურმე მოწაფეებს მესამე ანბანსაცა. ეს ანბანი არ გახლავთ არც ფრანციული, არც ნემეცური, არც ლათინური, არც ბერძნული, ერთის სიტყვით, იმ ანბანით, რაც კაცობრიობა არსებობს, არც წიგნი დაბეჭდილა და არც დაწერილა. იგი არ უნახავს წარსულსა, არ არსებობს აწმყოში და ყოვლად შეუძლებელია მომავალში. იგი მოზმანებია უფ. ნათიევს მისთა მოწაფეთა უბედურებისათვის. რა ანბანია ასეთი ახირებული ანბანი, იკითხვს მკითხველი. აი რა ანბანია. ნათიევს სიზმარი უნახავს, რომ ქართული სიტყვები რუსულის ასოებით უნდა დაიწეროსო. აუღია და თვის ანბანში შიგა და შიგ ქართული სიტყვები ჩაურთავს რუსულის ასოებითა. რადგანაც რუსულს ანბანს აკლია ხუთმეტამდის ნიშნები ჩვენის ხმების გამოსახატავად, ამიტომაც უფ. ნათიევს თავისით მოუგონია ახალი ასოები არც რუსული, არც ქართული, არც ამ მთისა და არც იმ მთისა, და ამ ახალის ასოებით შეუვსია რუსულის ანბანის ნაკლი და ჩვენი ანბანიც გაუმდიდრებია. აქ სწორედ უფ. ნათიევს ორი კურდღელი ერთად დაუჭერია. ბარაქალა მის ფეხ-მარდობას და სისწრაფეს. მაგრამ ჩვენის საწვალის ბავშვების რა გადასახდელია, რომ უფ. ნთიევი ფეხ-მარდია. იმ ბაბილონის გოდოლს, რომელიც წინ მოვიხსენიეთ, მესამე ანბანიც დაუმატა თურმე უფ. ნათიევმა. ვაი თქვენი ბრალი, სწყალო ბავშვებო! არ გეყოფათ განა ამდენი ამბანები. რომ „ნათიაური“ ანბანიც, თქვენდა საუბედუროდ, არ გამოჩენილიყო. ჩვენ ამაზედ უნდა ვიცინოთ თუ ვიტიროთ?

აბა ეს ამბები შეიძლება რომ სხვაგან სადმე მოხდეს და ისე დაუსჯელად ჩაიაროს? მეცხრამეტეს საუკუნეში. ესე აშკარად სამასხაროდი საქმე გამხდარა სადმე? ესეთი სასცილოდ აგდება მთავრობის კეთილ განკარგულებისა, მთავრობის დაწყობილებისა სადმე გაგონილა? გაგონილა რომ ესეთი წვრილ-ფეხობა, როგორიც უფ ნათიევია და სემინარიის გამგეობა, ესე ფუჭად ხდიდეს მთავრობის ჩვენდამი მზრუნველობას და გულმტკივნეულებას?...ჩვენ ამაზედ უნდა ვიცინოთ, თუ ვიტიროთ?

თუ ჩვენ გვკითხავთ, ორივეს მიზეზი და საბუთი ხელთა გვაქვს.

– ერივანის გუბერნატორს მოხსენება მოურთმევია მის იმპერატორებითის უმაღლესობასთვის მასზედ, რომ 30 აპრილს დღისით თერთმეტს საათზედ ჩხუბი მოსვლიათ ელისავეტოპოლის ცხენოსნის პოლკის ჯარის კაცთ და სომეხთ ვაჭართა ჩხუბში მონაწილეობა მიუღიათ იქაურთ მაჰმადიანელთაცა. ამ ჩხუბში – ზოგნი დაუჭრიათ, ზოგის ქონება აუკლიათ და ერთი ჯარის კაციც მოუკლავთ. პოლიციას ყოველი თვისი ღონისძიება უხმარია, მაგრამ ვერას გაუწყვია რა. ადგილობრივის ბატალიონისა და ყაზახების ჯარის კაცნი მოუწვევიათ და ამთ შემწეობით ჩხუბი მოუსპიათ, ისე კი რომ იარაღი არ უხმარიათ.

ამ საქმეში 15 კაცი დაჭრილა, მათ შორის ორი ჩინოვნიკია, ერთი სალდათი და ორი მილიციონერი, ერთი მილიციონერიც მოუკლავთ. ელისავეტოპოლის ცხენოსანი პოლკი ქალაქ გარედ გასულა და ქალაქიდამ შვიდს ვერსტზედ დამდგარა. („კავკაზი“)

– აპრილის ნახევრიდამ მთებს იქით თერგის მხარეში (Терская область) იჭვერს, აუხს და არღუნის ერთს ნაწილში არეულობა რამ დაუწყვიათ და ბოლოს ეს არეულობა აშკარა აჯანყეებათ გადაქცეულა. რამდენიმე დღის განმავლობაში ორასი კაცი მოგროვილა, თავისი იმამი ამოურჩევიათ და პირდაპირ გასდგომიან იქაურს მმართველობასა. იმედი ჰქონიათ რომ სხვებსაც მოვიმხრობთო, რომ ეს არეულობა დიდსა საჩეჩნოს არ გადაჰსდებოდა ორგან მთავრობას ჯარი შეუკრებია და გამოუცხადებია, რომ მთელი თერგის მხარე სამხედრო წესზეა დღეის იქით დაყენებულიო. არც ამ ჯარების შეკრებამ არც თვით ადგილობრივის მმართველობის მეცადინეობამ, არც იმ შემთხვევამ, რომ თვით იმათგანვე უფრო გონიერნი ურჩევდნენ მშვიდობიანობის ჩამოგდებას, – ვერ შეაყენა თურმე აჯაყებულნი.

აჯანყებულნი მისდგომიან ჯერ მაიორტუპს და სურვებიათ ძალით მიემხროთ იქაური ხალხი, მაგრამ მაგ სურვილს უქმად ჩაუვლია. მერე მიჰსდგომიან, სოფ. შალუს, რომელიც ჩეჩნის შუა-გულია და რომელსაც სიდიდით, თუ მნიშვნელობით ჩეჩნებში დიდი ხმა აქვს. სურვებიათ რომ ეს სოფელი მიმხრობოდათ მათ და ჩეჩნებიც გაერიათ აჯანყებში, მაგრამ შალოელები თოფ-იარაღით დახვედრიან და დაუმარცხებიათ აჯანყებულნი და გაუქცევიათ. თავის შესაფარებელად ცდილან სოფ. ავტურაში შესულიყვნენ, მაგრამ აქაც მცხოვრებნი წინ აღზდგომიან, ბევრნი აჯანყებულნი დაუხოცნით და დანარჩენი გაუფანტნიათ. იმოდენად კეთილი შედეგი ჰქონია ადგილობრივთა მცხოვრებთა მთავრობისათვის თავ-გამოდებას, რომ ამჟამად თერგის მხარეში მშვიდობიანობა. ჩამოვარდნილა.

2 ომის ამბები.

▲ზევით დაბრუნება


ომის ამბები.

წარსულის კვირის განმავალობაში შემდეგი ამბები მოვიდნენ ომის თაობაზედ:

– 29 აპრილს ღენერალ ოგლობჟიოს მოწინავე ჯარი მუხა-ესტატიდამ დაძრულა და, ორი ვერსტი რომ გაუვლია, ომით დაუჭერია ძალიან კარგად გამაგრებული ოსმალების მიერ ხუც-უბანის მაღლობი. ამ ომში ოსმალებისა ბევრი კაცი დახოცილა. ჩვენი თორმეტი ჯარის კაცი მოუკლავთ. გარდა ამისა ცხრა აფიცერი და ას-შვიდი ჯარის კაცი დაუჭრიათ.

– 1 მაისს ამ ხუც-უბანის მაღლობზე, უწინდელის საქრისტიანო. ტაძრის ნანგრევებზედ ჩვენებს პარაკლისი გადუხდიათ და ღვთისათვის მადლობა შეუწირავთ გამარჯვებისათვის.

ორი დღის განმავალობაში ოსმალებს თოფიც არ გაუსროლიათ. ჯარი მოუთმენლობით ელის ახალს ომსაო.

– 700 ცხენოსანის ჯარის კაცი ყარსიდამ გამოსულა და გაჰქცევია ოსმალოს. ქალაქის ყარსის მცხოვრებნი სასტიკად თხოულობენ თურმე, რომ ოსმალოს ჯარი მინდვრად გავიდეს და მტერს დახვდესო.

– ღენერალი ლორის მელიქოვი, თვისის ლაშქრის ერთის ნაწილით ზაიმიდამ გასულა არდაღნისკენ და 30 აპრილს სოფლის ხევისკარის ახლოს დაბანაკებულა.

– აპრილის 23-29-მდე ჯარი არდაღნის სიმაგრეების დასათვალიერებლად თარეშად გასულა. 27-აპრილს ოსმალოს ქვეითა ჯარი სიმაგრიდამ გამოსულა და სროლა აუტეხნია. მაგრამ ჩვენს არტილერიას ოსმალები უკანვე გაუბრუნებია. 28-ს ოსმალოს ჯარი ხელახლად გამოსულა, მაგრამ მაინც ვერა გაუწყვიარა. ჩვენის მხრით არავინ არც კი მოკლულა.

– ერთი პოლკი ქვეითა ჯარისა და ერთი პოლკი ყაზახისა ყარსის ახლო-მახლო თარეშად გასულა. ოსმალოს საქონელი და 220 ცხვარი მოუმწყდევია და წამოუსხავს. ჩვენის მხრით არავინ არ მოკლულა.

– 29 აპრილს, ერევნის მოწინავე ჯარს სურფ-ოჰანესი აუღიათ. ახლო-მახლო სოფლებში მცხოვრებნი. ქურთები მოდიან და ჩვენებს ემორჩილებიან თურმე.

– ბაიაზეთის აღების დროს ტყვეთ დარჩენილა ოსმალოს ჯარის ექიმი ჰოფმანი, რომელიც ავსტრიის ქვეშევრდომია.

– 29 აპრილს შუაღამისას გუდაუტს[1] მიადგა ექვსი ოსმალოს სამხედრო ხომალდი, გადასწვა გუდაუტი და გადმოსხა ხმელეთზე ორი ათას კაცამდე. ეს ორი ათასი კაცი სულ იმათგანი არიან, რომელნიც ოსმალეთში გადასახლდნენ.

დუნაიის მხედრობის შესახებ უნდა მოგახსენოთ, რომ იქ წინ წაწევა უფრო ძნელია, ვიდრე კავკასიის სამზღვარზე, რადგანც დუნაიაზედ გადასვლა ძალიან მძიმეა მეტადრე ეხლა, როდესაც წყალ-დიდობაა. გარდა ამისა ოსმალეთს დუნაიის ნაპირებზე ჩინებული ციხე-სიმაგრენი აქვს აშენებული, და ეს სიმაგრენი უმძიმებენ ჯარს დუნაიაში გასვლასა. ჯერ-ჯერობით აი რა ამბები ისმის დუნაიის მხრიდგან: ოსმალოს სამხედრო ხომალდები ესვრიან ზარბაზნებს ქალაქს ბრაილოვს. ერთი დიდი ოსმალოს ხომალდი 200 კაცით დუნაიაში დაღუპულა, რუსის ზარბაზნის ყუმბარა მოხვედრია და მაშინვე დაუძირავს. გარდა ამისა ქ. ისაკჩიდამ[2] ოსმალებს ზარბაზნის სროლა აუტეხნიათ და დაუქცევიათ ერთი მონასტერი, რომელიც რუსებმა ააშენეს იმის სახსოვრად, რომ 1828 წ. დუნაიაზედ გადავედითო. ერთი რუსის სალდათიც მოუკლავთ.

– ბუხარესტში ელიან რომ რუმინია დღესა თუ ხვალ ომს გამოუცხადებს ოსმალეთსაო, და თავის სრულ დამოუკიდებლობას აღიარებსო.

ექვსი ოსმალოს სამხედრო ხომალდი სუხუმს მისდგომია და ზარბაზნის სროლა დაუწყვია.

___________

1 გუდაუტი შავი ზღვის ნაპირის არის სუხუმის ზევით, პიცუნდის მაზრაში.

2 ოსმალეთის ქალაქია დუნაის ნაპირას.

3 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


საპოლიტიკო მიმოხილვა

რუმინია. – რუმინია დიდად საჭიროა რუსის მხედრობისათვის, როგორც უკეთესი გზა ოსმალეთში შესვლისათვის. ამის გამოისობით ევროპიის ყურადღება მასზედ იყო მიქცეული თუ როგორ მოიქცევა ამ შემთხვევაში რუმინია, რომელსაც ერთის მხრით ოსმალეთი უყურებს როგორც თავის განუშორებელს ნაწილს და რომელიც მეორეს მხრით თვით რაცხს თავის თავს თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოთ. მთავარმა კარლომ მოიწვია პარლამენტი, სადაც სხვათა შორის წარმოსთქვა შემდეგი: „ომის ასტყდა. ჩვენ ვიხმარეთ ყოველი ღონისძიება, რომ ჩვენ არც ერთს მხარეს არ მივდგომოდით, მაგრამ ვერა გავაწყეთ რა; ოსმალეთმა უარ-ჰყო ჩვენი წინადადება. ოსმალეთის მთავრობამ კონფერენციაშიაც კი არ შეიტანა ჩვენი თხოვნა.[1] მაშასადამე ეხლა ჩვენ თვითონ უნდა ვიზრუნოთ ჩვენის თავისათვის. ჩვენ უნდა მივცეთ გზა რუსეთის მხედრობასა, მაგრამ ჩვენ მოვალენი ვართ ვიხმაროთ ყოველი ღონისძიება, რომ ჩვენი ქვეყანა ბრძოლის ველად არ გახდეს, ჩვენი ქალაქები და სოფლები ნაცრად არ იქცნენ, და ჩვენი ქონება არ დაიღუპოს ომისაგამო, რომელიც არც გვდომებია და რომლის ატეხაში არც არავითარი მონაწილეობა არ მიგვიღია. რუსის მხედრობისათვის გზის მიცემაზედ ევროპიის სახელმწიფოებს არავითარი უკმაყოფილება არ გამოუცხადებიათ. ეხლა კონსტიტუციის ძალით, თქვენ უნდა მთავრობას დაუნიშნოთ ის გზა, რომელსაც იგი უნდა დაადგეს საკულაოდ. როდესაც რუსეთის მხედრობამ ჩვენს ქვეუყანაში შემოსვლა დააპირა. ხელმწიფე იმპერატორმა ალექსანდრემ გამოაცხადა, რომ იგი სრულებით არ შეეხება არც რუმინიის წესიერებას და არც მის თავის უფლებას. ამის დასამტკიცებლად რუსის მხედრობა სრულებით არც კი მიეკარება ბუხარესტს [2].

„ერთისა და იმავე მამულის შვილნო! დარწმუნებული ვარ, თქვენ გიღვივით მხოლოდ ერთი და იგივე სურვილი, ერთი და იგივე წადილი, – ეგ წადილი, ეგ სურვილი ჩვენის სამშობლოის კეთილ-დღეობაა. მერწმუნეთ, მე ჩემის მხრით შევიძლებ ჩემის მოვალეობის აღსრულებას. რა დღესაც ამ ქვეყანაში შემოვდგი ფეხი მე რუმინიელად შევიქმენ. უწინდელთა სახელოვანთა რუმინის მთავართა წადილი ჩემი წადილია: როგორც იმათ, მეც ისე მსურს რუმინიის ამაღლება, ყოველის მისის უფლებისა და დაურღვევლობის დაცვა. ამ სურვილის აღსრულებისათვის ჩემს თავს დავსდებ მსხვერპლად, რაკი ჩვენი ყმაწვილ-კაცობა და მამაცი, ლაშქრობა თან მეყოლება“.

– რუმინიამ თავის მამულზედ გზა მიჰსცა რუსის მხედრობასა და აღუთქვა, რომ მას მეგობრულად მოექცევა.

ოსმალეთის ელჩს საფრანგეთში წარუდგენია ჰერცოგ დეკაზისათვის[3] თავისის მთავრობისგან მიღებული წერილი, რომელშიაც ოსმალეთი აცხადებს თავის წინააღმდეგობას იმ შეკრულობის (კონვენციის) შესახებ, რომელიც რუმინიისა და რუსეთის შორის მომხდარა. ეს შეკრულობა ოსმალეთის ღალატიაო, რადგანაც რუმინიას სრული თავისუფლება არა აქვსო და ოსმალეთზედ არის დამოკიდებულიო.

ამ გვარი ფართი-ფურთობა ოსმალეთისა, როგორც მოგეხსენებათ, ტყუილ-უბრალო ბღაჯნა და ლაპარაკია. საქმე თოფზეა მივარდნილი და რაც უნდა ბევრი ილაპარაკოს ოსმალეთმა, უეჭველია რომ რუმინიაც ომში გაერევა და თავის ჯარს ოსმალეთის წინააღდეგ გამოიყვანს.

ინგლისი. – ინგლისის პოლიტიკას იგივ განხეთქილებს ეტყობა როგორც ადრევ. ერთის მხრით ინგლისის მთავრობამ თავისი სრული განზე დგომა (ნეიტრალიტეტი) გამოაცხადა, მეორის მხრით დიდი მზადება აქვს ომისათვის. სამინისტრო გაზეთები დიდ მტრობას იჩენენ რუსეთისადმი და სხვა გაზეთები კი დიდ თანაგრძნობას.

აი რას იწერება ერთი სამინისტრო გაზეთი, „Morning Post“: „ცხადია, რომ რუსეთის მოქმედება ამ ჟამად დიდ ვნებას მოასწავებს ინგლისისათვის, რადგანაც რუსეთი ჰსცდილობს როგორც ევროპაში, ისეც აზიაში ინდოეთისაკენ გზა გადგვიღობოს და შეგვიკრას. სტამბოლი და ევფრატის ველი თითქო ბუნებით არიან დანიშნულნი პირდაპირ გზად დასავლეთისა და აღმოსავლეთ ქვეყნებ-შორის, და რუსეთი ეძებს შემთხვევას აგები როგორმე ხელიდამ გამოგვაცალოს უპირატესობა ამ გზაზედ.“ ერთის მხრით ხომ ამას ამბობენ, მეორეს მხრით კი გლადსტონმა[4] წარუდგინა პალატს, რომ მან გამოუცხადოს ოსმალეთს თავისი სამდურავი შესახებ იმ ბოროტებისა, რომელიც ბოლგარიაში მოხდა. გარდა ამისა, უნდა ინგლისის მთავრობამ გამოაცხადოსო, რომ ვიდრე ოსმალეთის მთავრობა არ გამოიცვლის თავის საქციელს და ნამდვილ დასაჯერებელ საბუთს არ წარმოადგენს, რომ შესცვლის თავის შინაგან მმართველობას, იმ დრომდე მას არ ექმნება უფლება მოელოდეს ინგლისისაგან თანაგრძნობას და რომელსამე შემწეობასაო. გლადსტონს ჰსურს რომ ინგლისის მთავრობამ შეაცვლევინოს ოსმალეთს შინაური წყობილება და აჯანყბულს პროვინციებსა, თავისუფლება მიანიჭებინოს, ისე კი რომ სხვამ სახელმწიფომ ის პროვინციები ხელში არ ჩაიგდოს. ვნახოთ რა რიგი ბაასი გაიმართება პარლამენტში ამის შესახებ. გლადსტონის წინადადების თაობაზედ დიდი აღელვებაა ინგლისში. სხვა და სხვა ალაგას დიდძალი ხალხი იკრიბება და დიდი ბაასი და ქოთქოთია. თუმცა გლადსტონი დიდ თანაგრძნობას პოულობს პარლამენტის გარედ, მაგრამ, საწუხაროდ, შიგ პარლამენტში თითქმის მარტოკა არის, ასე რომ თვით მისი უწინდელი მეგობრებიც კი ჩამოეცალნენ. თუ ეხლანდელი სამინისტრო არ გამოიცვალა, ინგლისი, რასაკვირველია, რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკას გაჰყვება.

გერმანია. – როდესაც გერმანიამ გამოაცხადა თავისი თანხმობა შესახებ რუსეთის ქვეშევრდომთა თავის მფარველობის ქვეშ მიღებისა და როდესაც პრინცი რეისი[5] დაინიშნა ელჩად ხონთქრის წინაშე, ყველა იმ აზრისა იყო და ეხლაც არის, რომ ეს გარემოება ერთხელ კიდევ ნათლად ამტკიცებსო რუსეთისა და გერმანიის მეგობრობასაო. მართალია ეს თუ არა, ღმერთმა უწყის, მაგრამ ის კი ვიცით რომ გერმანია მარტო რუსეთის პატივისცემისათვის არა გზავნის პრინცს რეისს. გერმანიას ჰსურს ღირსეული წარმომადგენელი იყოლიოს სტამბოლში შემდეგისთვის, როდესაც მოლაპარაკება ჩამოვარდება აღმოსავლეთის საქმის თაობაზედ. გერმანიას სურს იყოლიოს იმისთანა წარმომადგენელი, რომელსაც შეეძლოს მტკიცედ დაიცვას გერმანიის ინტერესები. მართლადა ეხლა, როდესაც, ყველას თავისი ჭირი აწუხებს, პატივისცემისა ვიღასა სცალიან.

გარდა ამისა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ როდესაც კონფერენცია დაიშალა, ყველა ელჩები ვითომ გულნატკენად გამობრძანდნენ სტამბოლიდამ და მათ მაგივრად სახელმწიფოებმა არა ჩვეულებრივი დესპანნი (აგენტი) დანიშნეს სტამბოლში. ეს იმასა ნიშნავდა თურმე, რომ ოსმალეთმა გვაწყენინაო. და ვიდრე საქმეს როგორმე არ გაასწორებსო. ჩვეულებრივი წარმომადგენლობა შემწყდარი იქნებაო და ელჩების მაგივრად დესპანები იქმნებიანო. ამით ვითომ სამდურავი უნდა გამოეცხადებინათ ოსმალოსათვის. თუ ესეა, რეისის ელჩობა რაღას ნიშნავს?!..

– გერმანიის იმპერატორმა ელზას-ლოტარინგიაში მოგზაურობა ისურვა და, როდესაც მიბძანებულა, მცხოვრებნი, როგორც იწერებიან გაზეთებში, დიდის აღტაცებით დახვედრიან. აი რა უთქვამს მას სტრასბურღის კომისიის წევრთათვის: „მე მაკვირვებს ის გულითადი თანაგრძნობა, რომელითაც დამიხვდა მე ძველი და პატივცემული ქალაქი სტრასბურღიო“.

მართლა სიხარულით მიეგება ელზასის ხალხი გერმანიის იმპერატორს თუ არა, ვინ იცის, მაგრამ დიდად საეჭვო კია. იმპერატორი ვილგელმი მარტო თანაგრნობის მოპოვებისათვის არ წაბძანებულა ელზასში. იმან კარგად იცის რა გრძნობაც უტრიალებთ გულში ელზასელებს. მის მოგზაურობას სამხედრო განზრახვაცა ჰქონია. მას ნამდვილად უნდა შეეტყო. თუ რამდენად არის ელზასის ჯარი იმ ჯარებზედ ნაკლები, რომელიც, მოლტკეს სიტყვით, საფრანგეთსა ყავს გამოყვანილი საზღვარზედ და უნდოდა იქვე ცნობაში მოეყვანა, თუ რა საშუალება უნდა იხმაროს, რომ საფრანგეთის სამხედრო ძალას თვისი ძალა შეუსწოროს.

– იმავე რეიხსტაღის სხდომაში, როდესაც მოლტკემ სთქვა თავისი სიტყვა გურმანიისა და სფრანგეთის ლაშქრობაზედ, ჩამოვარდა ლაპარაკი. აგრეთვე აღმოსავლეთის საქმეზედ და ორმა დეპუტატმა სხვათა შორის სთქვეს, რომ გერმანიის ინტერესები სრულებით ისე დაშორებულნი არ არიან აღმოსავლეთის საქმეზე, როგორც ზოგიერთებს გონიათ. გერმანია არას დროს თანახმა არ იქნება, რომ იქ, საცა დუნაი ზღვას ერთვის, (устье Дуная) რუსეთმა ჩაიგდოს ხელში რაიმე ნაწილი. გარდა ამისა გერმანიისა და ავსტრიის ინტერესები ერთი და იგივე არიანო. ერთის სიტყვით, ამ ბაასმა ყველას ცხადად დაანახვა, რომ ძალინ შესძლებელია გერმანიის პოლიტიკამ ფერი იცვალოს. თუ ვინიცობაა აღმოსავლეთის საქმის დაბოლოვება როგორმე გაძნელდება.

დღეისამდე თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ გერმანია გულწრფელი მეგობარია რუსეთისა; დარწმუნებულია აგრეთვე რომ მომავალში, თუ ომი ევროპას გადაედვა, ავსტრია რუსეთის მოწინააღმდეგე იქმნება და გერმანია კი მომხრე. თუ ესეა, მაშ გერმანია ავსტრიას მოწინააღმდეგეთაც იქმნებაო. ეს საეჭვოა და აი ადრე თუ გვიან ავსტრიის დარღვევაც მოსალოდნელია, ვინ იცის, იქნება, როგორც ეხლა აღმოსავლეთის საქმეა წამომდგარი, ისე მომვლში „ავსტრიის საქმეც“ იყოს წამოყენებული. მეორეს მხრით გერმანიამ იცის, რომ ადრე თუ გვიან ავსტრიის ნემენცები მას ჩაუვარდება ხელში. იცის, მაგრამ ჯერ-ჯერობით ავსტრიის დაცვა უნდა. რადგანაც ავსტრია მის თვალში არის ის სიმაგრე, რომელიც იჭერს რუსეთის იმპერიას და არ უშვებს მას მტკიცედ შემოდგას ფეხი ევროპაში და ამით გერმანიას მძლავრს მოცილეს თავიდამ აშორებს. ვის კერძოდ მიიმხრობა ავსტრის სლავიანების თანაგრძნობა, ამისი კი რა მოგახსენოთ.

1848 წ. აი რა სთქვა პალაცკიმ, მაშინდელმა ჩეხიელთა მოთავემ: „ავსტრია რომ სრულებით არ ყოფილიყო, სლავიანების სასარგებლოდ ჩვენ უნდა გაგვეჩინაო“. ეს სიტყვები, რასაკვირველია, იმას კი არა ნიშნავს, რომ სლავიანებს დიდი სიყვარული ჰქონდეთ ავსტრიისა. საპოლიტიკო ცხოვრება იმისთანა რამ არის, რომ გუშინდელი მტრები დღეს მეგობრდებიან. ზემოხსენებული სატყვები პალაცკისა გერმანიის წინააღმდეგ იყვნენ თქმულნი, რადგანაც ჩეხიას ეშინოდა გერმანიამ არ ჩამყლაპოსო. დღესც ავსტრიის სლავიანებს თავისუფალი ცხოვრება უნდათ და ამის გამო ყოველ ღონისძიებას იხმარებენ თავისი თავი არ ჩააყლაპინონ არავის, ვინც უნდა იყოს, გერმანია იქნება თუ სხვა ვინმე.

საფრანგეთი. სენატი და დეპუტატთა პალატი შეიყარნენ 19 აპრილს (1 მისს) ვერსალში. დიდის მოუთმენელობით მოელოდნენ ამ დღეს, რადგანაც ყველამ იცოდა, რომ დიდი და ცხარი ბაასი გაიმართებოდა იმ საქმეების თაობაზედ, რომელნიც პარლამენტის უქმობის დროს აეშალნენ საფრანგეთს. მეტადრე ერთმა საგანმა მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. ბოლოს დროს საფრანგეთში, და სხვა ქვეყნებშიც, გაძლიერდა კათოლიკის სამღვდელოის მოძრობა, რომელსაც საგნად აქვს აღდგინოს დაცმული უფლება და ძალა პაპისა. ამ ვაჟბატონებს, რომელთაც ჰსურთ ხელმეორედ იგივე უფლება მიანიჭონ პაპს, როგორიც საშუალ-საუკუნეში ჰქონდა, უწოდებენ კლერიკალებს, ულტრამონტანებს. ამ ბოლოს დროს, ამ კრელიკალებს ძნელი საქმე დაემართათ თითქმის ყველგან, გერმანიაში, თუ იტალიაში, თუ საფრანგეთში; უწინდელ დროს თვითონ ხელმწიფეებს ეშინოდით პაპისა და ეხლა კი საერო სახელმწიფომ იმ რიგი მიმართულება მიიღო, რომ სრულებით დაიმორჩილა პაპი და ყველა მისი მომხრე. გარდა ამისა კლერიკალებს წაერთვათ უწინდელი სიმდიდრე, და საპოლიტიკო ცხოვრებაში გავლენა ჩმოერთოთ. თუ უწინ პოლიტიკა ეკითხებოდა ხოლმე ეკკლესიას. ამ ჟამად თვითონ ეკკლესია ემორჩილება საპოლიტიკო ცხოვრებასა. თუმცა ეს ყველა ასეა, მაგრამ მაინც კლერიკალებს იმოდენა ძალა კიდევ შერჩათ, რომ დრო გამოშვებით გამოჰყონ თავი და ბრძოლა გაუწიონ სახელმწიფოს. მათ მაინც კიდევ დიდი გავლენა და ხმა აქვსთ ყმაწვილების აღზრდაში. დიდი გავლენა და ხმა აქვთ დედა-კაცთა შორის, რომელთაც კლერიკალნი უფრო მალე აიყოლიებენ ხოლმე, ვიდრე მამა-კაცთა.

აი წრეულაც გამოჰყვეს თავი კლერიკალებმა და შეუდგათ ერთი საშინელი მოძრაობა და ფაცა-ფუცი. ამ გვარის მოძრაობის მიზეზს ისინი, რასაკვირველია, ყოველთვის პოულობენ: წარმოსთქვამს პაპი ცხარ სიტყვას და დაუხატავს მათ თვის უბედურსა და გაჭირვებულ მდგომარეობას, მაშინვე მისი ხმა ნაღარის კვრაა. კლერიკილებს შეუდგებათ ერთი საშინელი ქოთქოთი, მოჰყვებიან ახალის დროის რისხვასა და შეჩვენებას, მოჰყვებიან ქადაგებას, რომ გაფუჭდა დრო, ღმერთი აღარავის არა სწამსო და მისის სააქაო მემკვიდრის, პაპის სასოება აღარავის არა აქვსო. ამ რიგ ქადაგებაში, რასაკვირველია, ისინი საპოლატიკო საგნებსაც ეხებიან. სახელმწიფომ წაართვა მათ უწინდელი ძალა და ეხლა მათ ჰსურთ იმ რიგი სახელმწიფო განწყობილებს დაადგინონ და იმ რიგი კაცები დააყენონ მოთავეთ, რომელთაც იგივე წადილი და განზრახვა აქვსთ გულში, როგორც თვით კლერიკალებს.

საფრანგეთში კლერიკალები რესპუბლიკის მტრები არიან და ჰსურთ დაარსონ მონარხიული მთავრობა, რადგანაც მონარხიისაგან მეტ სიკეთეს მოელიან, ვიდრე რესპუბლიკისგან. ამ ჟამად საფრანგეთში საჯარო ყრილობა და ქადაგება, რომელიც საპოლიტაკო საგნებს ეხება, აღკრძლულია სამღვდელოსათვის. სასულიერო კაცებს სასულიერო სამსახური აქვსთ მინიჭებულიო და არა აქვსთ უფლება საპოლიტიკა საქმეებში გაერიონო. თუმცა ამისთანა კანონი სუფევს, მაგრამ მაინც კლერიკალები თავისას არ იშლიან და ბევრსაცა ჰქადაგობენ და საჯარო ყრალობასაც ჰმართავენ. ბოლოს დროს, როდესაც პარლამენტი შესვენებას მიეცა, ეს ქადაგება ისე გავრცელდა, რომ მთავრობას არ შეეძლო ჯეროვანი ყურადღება არ მიექცია, მით უფრო რომ კლერიკალების მოძრაობა უთანხმოებას მოასწავებდა საფრანგეთისა და იტალიის შორის, სადაც კლერიკალები იმავე განსაცდელში იყვნენ მთავრობისაგან და იმავე მეცადინეობაში, რომ პაპი გადაარჩინონ იტალიის მთავრობის ვითომ-და ძალ-მომრეობასა. იტალიის მთავრობა ხედავდა, რომ საფრანგეთშიაც დიდი მოძრაობაა პაპისათვის და, რასაკვირველია, შეშინდა – ამისგამო მძიმე უთანხმოება რამ არ ჩამოგვივარდესო მე და საფრანგეთსაო. შეშინდა აგრეთვე საფრანგეთის საზოგადოებაც: ამ კლერიკალებმა ერთი ვაივაგლახი არ აგვიტეხოს რაო. ამის გამო საზოგადოება მოუთმენლობით ელოდა პარლამენტის კრებას, რადგანაც დარწმუნებული იყო რომ რესპუბლიკელები უთუოდ პასუხს მოკითხვენ მთავრობას, თუ რა ღონისძიება იხმარა მან, ან რას აპირობს ამ უმგზავსი მოძრაობის მოკვეთისათვისაო.

მართლა და, შეიყრა დეპუტატთა პალატი თუ არა, დეპუტატმა ლებლონმა გამოიწვია მთავრობა პასუხის საგებლად. ლებლონმა სქვა: „მე არ მსურს შეურაცხ-ყოფა არც სარწმუნოების გრძნობისა, არც სინიდისის, თვისუფლებისა. რესპუბლიკის დასს მათი სრული პატივის-ცემა აქვს. აგრეთვე არა მაქვს განზრახვა ვაწყენინო საფრანგეთის სამღვდელოის უმრავლესობას, რომელიც ერთგულად ასრულებს თავის მოვლეობასა. მე სახეში მაქვს მხოლოდ ის საპოლიტიკო და სასულიერო დასი, რომელიც საზოგადოების სინიდისის წინააღმდეგ იქცევა და ყოველ ღონისძიებას ხმარობს. – აგები როგორმე ჩემი უწინდელი გავლენა კვლავ მოვიპოვოო. ამ დასის წინააღმდეგ კანონმა მკაცრი საშუალება უნდა მიიღოს. ამ დასის გავლენა დიდია; ბევრგან მას მთლად უპყრია პირველ-დაწყებითი სწავლა; საშუალ სასწავლებლებშიაც უჭირავს მას ვრცელი ადგილი. გარდა ამისა, მან უმაღლეს განათლებისათვისაც გამართა უნივერსიტეტი; ჭაბუკთა უმრავლესობა მის ხელშია. ისტორიის გადასხვაფერება, ეხლანდელის სულის მიდრეკილებისა და გვარტომობის გრძნობის შეურაცხ ყოფა, ყველა ავტორიტეტის ყურ-მოჭრილი მორჩილება – აი რაში მდგომარეობს ამ დასის სასწავლებელთა მიმართულება. ამ დასის კაცებს კარგად ესმისთ, რომ მხოლოდ უმეცრების მეოხებით შეუძლიანთ მოიპოვონ მრავალი მომხრე. იგინი შინაურს აღზრდაშიც კი ამავე მიმართულებას ადგანან. ყმაწვილებს აგონებენ და უნერგენ, რომ ყოველი წესიერება და განწყობილები სახელმწიფოსი უხეიროა და ძირიანად აღმოსაფხვრელიო. ამ სახით ჭაბუკთ ჰსწვრთნიან და ამზადებენ ურთი-ერთ შორის სისხლის ღვრისათვის.

„თავისუფლებას შეეძლო სათაკილოთაც მიეღო ეს ამბავი და ყურიც არ ეთხოვებინა ამ გვარის მანქანებისათვის, მაგრამ აქ მთელი, განწყობილი შეთქმულობა არის საზოგადოების დასმხობლად გამართული. აქ საზოგადოებას სისხლის ღვრას უქადიან მარტო მისთვის, რომ დაიბრუნონ უწინდელი უფლება, კვლავ ჩამოაგდონ ის რიგი და წესი, რომელნიც საუკუნოს განსვენებას მიეცნენ. ეს ამბავი დროებითი შეცდომილება კი არ არის, ეგ არის მთელი განწყობილება, რომლის მოთავედ ერთი დიდი კამიტეტია, ხელთა-მძღვანელი სხვა პროვინციებში – მყოფთა კამიტეტებისა. ესეთი მდგომარეობა საქმისა შეუძლებელია რომ განვაგრძოთ; საჭიროა ვიღონოთ რამე, რომ ეგ ბოროტმოქმედობა ამოვკვეთოთ; საჭიროა, რომ ყოველმა ამ გვარმა დანაშაულმა დუყოვნებლივ ჯეროვანი სასჯელი მოიპოვოს კანონში“.

წვრილი ამბები. ინგლისს ძალიან ცხარი პასუხი გაუგზავნია რუსეთში ომის გამოცხადების თაობაზედ. ამ პსუხში მოხსენებულია, რომ რუსეთის მოქმედობა როგორც ხალხთა შორისის შეკრულობისა, აგრეთვე ევროპიის საერთო ინტერესების წინააღმდეგიაო: რომ ხელმწიფე იმპერატორი ომის გამოცხადებით ევროპიის თანხმობას გაუდგაო.

– ინგლისი სცდილობს თურმე, რომ ომი მარტო ოსმალეთისა და რუსეთის შორის გათავდეს და სხვა სახელმწიფოებს არ გადაედვას. თუ რუსეთი სტამბოლს არ შეეხება არავითარი მტრობა რუსეთისა და ინგლისის შორის არ ჩამოვარდებაო.

– ეტყობა, ფული ძალიან შემოჰკლებია ოსმალეთს რომ ბერძნების ეკკლესიებთა სიმდიდრე ხაზინაში მიაქვს. გარდა ამისა, მთავრობას გარდაუწყვეტია, რომ მოხელე კაცებს მხოლოდ ნახევარი ჯამაგირი მიეცემათო.

– საფრანგეთის დეპუტატთა პალატში მთავრობისაგან მოუკითხავთ პასუხი იმის თაობაზედ, რომ ზოგიერთს საფრანგეთის გაზეთს ცუდად უხსენებია რუსის იმპერატორი. მთავრობას მიუგია პასუხად, რომ ისინი, ვინც რუსის იმპერატორის საწყენად იქცევიან, დიდად დასაძრახისნი არიანო, მით უფრო რომ საფრანგეთს სურსო რუსეთთან მეგობრობა იქონიოსო.

– საფრანგეთის გაზეთებში დაბეჭდილია ოსმალეთის ელჩის მიერ განცხადება, რომელშიაც მოხსენებულია, რომ სტამბოლში უცხოეთის ლეგიონი იკრიბებაო და ვისაცა სურს ამ ლეგიონში შესვლა ელჩთან უნდა ჩაეწერნენო.

სტამბოლიდამ ერთს ვენის გაზეთში იწერებიან, ოსმალეთის მთავრობას ჰსურსო, რომ ყველა მაჰმადის რჯულის ხელმწიფეს თავ-თავისი სამუდამო ელჩი ყვანდეთ ოსმალეთის წინაშე. ამ სურვილს ის განზრახვა აქვსო, რომ ოსმალეთს ყოველ ჟამს შეეძლოს იქონიოს მათთან დიპლომატიური მიმოსვლაო.

_____________

1 ეს თხოვნა ოსმალეთის კონსტიტუციის შესახებ იყო, რადგანაც კონსტიტუციაში ზოგიერთი მუხლი. მოხსენებული, რომელთა ძალითაც ოსმალეთი რუმინიასაც ისე უყურებდა, როგორც სხვა ქვეშევრდომ ქვეყნებს

2 რუმინიის სატახტო ქალაქია.

3 გლადსტონი ის წევრია პარლამენტისა, რომელიც ეხლანდელ მთავრობის წინააღმდეგ დასს ეკუთვნის.

4 საფრანგეთის გარეშე საქმეთა მინიტრია.

5 პრინცი რეიხსი ადრევ გერმანიის ელჩი იყო რუსეთის წინაშე და ენათესავება ხელმწიფე იმპერატორს.

4 ზოგიერთი რამ

▲ზევით დაბრუნება


ზოგიერთი რამ

ჩვენ ისტორიაზე, არხეოლოგიაზე, ყოფა-ცხოვრებაზე და სხ.

II

ოსმალოს საქართველო ანუ მესხეთი.

კვალად საჭიროდ ვრაცხთ „ივერიის“ მკითხველებს ორიოდე სიტყვა მოვახსენოთ იმ მხარეზე, რომელზედაც ახლა მიქცეულია საზოგადო ყურადღება ჩვენი. ამ მხარეს უწინ ერქვა სხვა და სხვა სახელი: მესხეთი. ზემოქართლი, საათაბაგო. იმისი საზღვრები იწყობოდა აწინდელის ბორჯომის ხეობის შესავლიდამ და ერთის მხრით იმერეთისა და გურიის მთით თავდებოდა, და სხვა მხრებით კი – შავის ზღვით, ტრაპიზონის კიდით და სომხეთის მთით. აქ იწყობა მდინარე მტკვარი; აქვე მომდინარეობს ჭოროხი, რომელიც ბათუმის მახლობლად ერთვის შავ-ზღვას, მთელი მესხეთი მთიანი ადგილია, მშვენიერის ჰავით შეზავებულია და სხვა და სხვა გვარის მცენარის მომცემია.

ოსმალოს საქართველოს ძველად უფრო მესხეთად ოდდნენ როგორათაც ქართველნი, აგრეთვე უცხო ტომნი. არც ახლა არის დავიწყებული ეს სახელი – იქაურნი მცხოვრებნი ჩვენ დროსაც მესხებად იწოდებიან. მესხეთს იხსენიებენ ებრაელთ მწერალნი – მოსე და წინასწარ-მეტყველი ეზეკიელი და ბერძნის მწერალნი სტრაბონი, პროკოპი და სხვ. ისინი მესექს, მოსეხს, აგრეთვე ტუბალს, ტიბარს, ტიბარენს ყოველთვის საერთოდ უჩვენებენ და თანახმად გვარწმუნებენ, რომ მესეხნი მესხნი არიანო, ტუბალნი იბერნიო. ამ აზრის შესამოწმებლად შესანიშნავს საფრანგეთის მეცნიერს ვივიანე სენმარტენს რამდენიმე საბუთი შემოაქვს თავის თხზულებაში: Becherches sur les populations primitives du Caucase, Paris, 1847. თვით იმ მთებს, რომელნიც მცირე აზიის მთას ტავრს უერთდებიან და ახალციხის მხარეს მოსდევენ, უწოდდნენ მოსხეთისა ანუ მესხეთის მთად. გარდა ამისა ძველადვე დარწმუნებულნი იყვნენ უცხო ტომნი, რომ მესხებს და ტიბარენებს ერთი შთამომავლობა და ერთი ენა ჰქონდათ. ვივიანე სხვათა შორის ამას იმითი ამტკიცებს, რომ სტრაბონი (სცხოვრებდა პირველ საუკუნეში ქრისტეს წინად) ქართველებს, მესხებს და ლაზებს ანუ ჭანებს ერთის სახელწოდებით იხსენიებსო: les peuples tibaréniens „ერნი ტიბრენისანი“.

ვისაც კი მესხეთში უმგზავრნია და იმის მცხოვრებთ დაკვირვებია, ის ადვილად დარწმუნდება, რომ მესხნი საზოგადოდ ბევრით წინ ყოფილან თავიანთ მოძმე, დანაშთენ ქართველებზე. რომ მესხნი მოწინავენი უნდა ყოფილიყვნენ მთელს საქართველოს ტომში, ამისი დამტკიცებაც ძნელი არ არის. ჩვენ ვიცით, რომ ძველად საქართველო დაახლოებული იყო ისტორიულ ტომებთან ბერძნებთან, რომაელებთან და ვიზანტიელებთან. მათ უახლოეს სცხოვრებდნენ უფრო მესხნი და კოლხიდელნი ანუ იმერნი. მესხნი ხომ სრულებით იმათნი მოსაზღვრენი იყვნენ. რამდენადაც დაშორებული იყო მათზე რომელიმე საქართველოს ნაწილი, იმდენად ის უფრო დაბალ ხარისხზე იდგა. მესხეთის მცხოვრებნი შრომის მოყვარეობით განვითარებულნი იყვნენ. დუბუა დე მონპერეს, ფრანციელს მოგზაურს (1828 წ.) შემოაქვს მესხეთის აღწერაში პროკოპის სიტყვები. აი რას ამბობს პროკოპი, მეექვსე საუკუნის მწერალი; „მესხეთი თუმცა მთიანი ადგილია, მაგრამ ფრიად ნაყოფიერი; თვით მესხნი დიაღ დახელოვნებულნი არიან მიწისა და ვენახის შემუშავებაში“.

აქ მერვე საუკუნეში პირველად დასდო ბინა ბაგრატიონთა გვარმა და აქედამვე გაავრცელა მან თავისი ხელმწიფება მთელს ქართველობაზედ. შემდეგ, როდესაც ბაგრატიონნი საქართველოს ტახტზე დამკვიდრდნენ, მესხეთი იმათ საუფლისწულოდ დარჩა. იმათგანვე არის იქ აღშენებული უკეთესი ტაძრები და მონასტრები, უკეთესი მთელს საქართველოში სიმშვნიერით სელოვნობით. ზოგიერთი ამ ძეგლებთაგანი მტკვრის დაყოლებაზეა, მომეტებული ნაწილი კი ჭოროხის სეობაშია; მაგალითად, ტბეთი, ხახული, ანჩა. ოპიზა ფარხალი და სხვ. ესენი ახლაც მთლად არიან. ახალციხის მაზრის ეკკლესიები თითქმის ყველა აღწერილია დუბუასა და ბროსსესაგან: ქუმურდო, ზარზმა, ვარძია და სხვ. საზოგადოდ, მესხეთის ტაძრების კედლები შემკულია მრავალის წარწერილებით. მესხნი იყვნენ უკეთესნი მცველნი საქართველოს სამფლობელოსანი და სახელ-განთქმულნი მეომარნი. როდესაც ჩვენ გარეგანნი მტერნი დაგვესხმოდნენ, იმათ თითქმის ყოველთვის უპირველესი ადგილი ეკავათ ბრძოლაში. მესხების სწავლა-განათლებაზედაც ეს უნდა ითქვას. თითქმის მთელი სამღთო წერილი და მამათ თხზულებები მესხების შრომაა. წმინდა ექვთიმე და გიორგი მთა-წმინდელი (მეთერთმეტე საუკ.) იყვნენ მესხნი. განვითარებული ენით და სწავლით პეტრიკი კავკასიძე (მეთერთმეტ. საუკ.), პოეტი სარგის თმოგველი, სახელოვანი შოთა-რუსთველი, „ვეფხვის-ტყაოსნის“ ავტორი (მეთორმეტ საუკ. გასულს) იყვნენ აგრეთვე მესხნი. არ ვიხსენიებთ სხვათა მრავალთა მესხეთის მწერალთა. რაღა თქმა უნდა, რომ თუ რომელსამე მხარეს შეუძლიან ამ გვარნი მაღალ-ნიჭიერნი და დახელოვნებულნი მწერალნი შობოს, იქ საზოგადო ხალხის ენაც კარგად უნდა იყოს შემუშავებული და სწავლა – ხელოვნება გავრცელებული. აი რას ამბობს დუბუა ახალციხის მაზრაზე, რომელიც თვით უნახავს 1834 წელს; ეს სიტყვები მთელ მესხეთს მიეწერება. „ძველ დროში მთელი ეს მხარე აღყვავებული იყო; სულოვნება და მეურნეობა ჩინებული ჰქონდა; თვით იმ კლდე-ღრეებში, სადაც კი ადამიანს ხელი უწვდიდა, გამოჭრილი იყო არხები, რომელთაც ახლაც განცვიფრებაში მოჰყევხართ; ეს ადგილები დიდროვანის ქვის ზღუდეებით კიბე-კიბე იყვნენ შეჭრილნი, როგორადაც ჟენევაში და ნეშატელში და შემკულნი მრავალის ვენახით და ბაღით. თუმცა მდებიარება მხარისა მთა-კლდოვანია, მაგრამ იქ მესხის შრომამ და ხელოვნებამ ყოველ-გვარს მცენარეს სული ჰშთაბერა. ბარათ პური უხვად მოდიოდა“. ამ სიტყვებს ქართლის-ცხოვრებაც ეთანხმება. ის ჰმოწმობს, რომ როდესაც საქართველოში შიმშილი იყო ხოლმე, ხალხს მესხეთი ჰკვებავდა.

აი კიდევ რა სამსახური მიაგო. მესხეთმა საქართველოს. ერთობა მთელის ჩვენის ტომისა მესხეთიდამ იწყო. მეათე საუკუნემდე იმერეთი, რომელსაც იმ დროს აფხაზეთი ერქვა, ქართლი, კახეთი და თვით მესხეთი დაგლეჯილი იყო და დანაწილებული პატარ-პატარა სამთავროებად და სამეფოებად. მეათე საუკუნეში მესხეთის კუროპალატმა დავითმა ბაგრატ მესამე იშვილა და მთელის საქართველოს მეფედ დაადგინა. ამ დროდამ იწყობა საქართველოს განძლიერება და აღყვავება. ვიდრე ეს ერთობა არსებობდა, ჩვენი ქვეყანა დიაღ კარგს მდგომარეობაში იყო, კავკასიის მთები იმას ხელში ეჭირა; სხვა და სხვა მოსაზღვრე ტომნი და მტერნი ხშირად დამონავებულნი ჰყვანდა. მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, რაოდენისამე საუკუნოს შემდეგ ეს ერთობა ისევ შეირყა. დაწესდა მემკვიდრეობით სამთავროები: გურია დაიჭირა ვარდანიძემ, სამეგრელო – დადიანმა, აფხაზეთი – შარვაშიძემ, სვანეთი – გელოვანმა, მესხეთი – ჯაყელმა. ცხადი საქმეა ყველასათვის, რომ ეს შემთხვევა დიდად მავნებელი უნდა ყოფილიყო. საქართველო შესუსტდა და ბოლოს სრულებით დაირღვა. რუსუდან დედოფლის შემდეგ მონგოლებმა დაფუძნეს ორი სამეფო და შემდეგ, როგორც ვიცით, ამ ორმა სამეფომ მესამეც შობა და რა უბედურება დაერთო იმას, თქმა აღარ უნდა... მთავრებში უპირველესი ადგილი ყოველთვის ეჭირა ჯაყელს. ეს სახელი მიეცა იმის გვარს ჯაყის ციხის გამო, რომელიც ახალციხის მახლობლად მდებარებდა და რომელიც ძველად იმის გვარს ეკუთნოდა. ბაგრატ მეოთხის დროს ისტორიაში მოხსენებულია თუხარისის ერისთავად ბეშყენ ჯაყელი: თამარის დროს ბოწო. სამცხის სპასალარად, ბეგა – მანდატურთ-უხუცესად, შალვა – ემირთ ემირად. შემდეგ ამ გვარმა ათაბეგობა დაიმკვიდრა და ამის გამო მესხეთს დაერქო საათაბაგო. იმ დროდამ, როდესაც საათაბაგომ და სხვა სამთავროებმა მოსპეს ურთი-ერთ შორის კავშირი, იწყობა შეუწვეტელი ბრძოლა მთელის ტომისა, შინა და გარედ. ათაბეგები დაუახლოვდნენ, დაუმოყვრდნენ ტრაპიზონის იმპერიას, რომელიც დაფუძნებული იყო თამარ დედოფალის მეცადინეობით. ერთი ათაბეგების ნაღვაწთაგანი არის საფარის მონასტერი, აშენებული მათგან მეთოთხმეტე საუკ., მშვენიერის ხელოვნებით და მხატვრობით. იმის კედლებზე არიან წარმოდგენილნი თვით აღმშენებელთა სურათები. არც ერთი ეკკლესია საქართველოისა, არც იმდროისა, არც შემდეგისა, ჩვენის აზრით, არ უდრის საფარს. საფარა იყო ათაბეგების სამარხი.

ოსმალთ შემოსვლა ევროპაში და იმათგან დაპყრობა კოსტანტინეპოლისა 4453 წ., – და შემდეგ ტრაპიზონის დაჭერა 1462 წ. – ცუდი ნიშანი იყო საქართველოსთვისაც. მესხნი ოსმალთ მოსაზღვრედ სცხოვრობდნენ; მაშასადამე მესხეთ-საათაბაგოსაც დღეს თუ ხვალ ბოლო უნდა მოღებიყო. ოსმალნი შემდეგი ტრაპიზონის იმპერიის დამონავებისა მოაწყდნენ ჩვენ მხარეს. ასტყდა სასტიკი ბრძოლა. საათაბაგომ დიდ-ხანს იბრძოლა. ბოლოს 1625 წ. ჰმურად მეოთხემ, ბეგა მესამეს მთავრობაში ათაბეგები დასცა და ახალციხე სრულებით დაიჭირა. ბეგა გამაჰმადიანდა და სახელად საფარ-ფაშა დაირქვა. საფარ-ფაშა და იმისი მემკვიდრეები ახალციხის ფაშებად დახდნენ. უკანასკნელი ჯაყელების გვარის წარმომადგენელი იყო უსუფ-ფაშა მესამე, რომლის სიკვდილსაც ქართლის-ცხოვრება უჩვენებს 1744 წელს. ამ დროდამ ეს გვარი აღარა ჰსჩანს. ამტკიცებენ, ვითომც იმისი შთამომავლობა ლივანაში სცხოვრებდეს. შემდეგ ერთს ქართველთაგანს კიდევ ვპოულობთ ახალციხის ფაშად: ის იყო სელიმ ხიმშიაშვილი, რომელიც ფაშად დაჯდა 1803 წ. და თავ-მოკვეთილ იქმნა სულთნისაგან 1815 წელს. სელიმი იყო პაპა ახლანდელის ზემო-აჭარის ბეგისა შერიფ-ხიმშიაშვილისა.

(დასასრული შემდეგ №-ში.)

დ. ბ.

5 თ. ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსნი.

▲ზევით დაბრუნება


თ. ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსნი.

მართას ავათ-მყოფობისა და ექიმის ნახვა.

ოდეს პირველმან კაცმან მცნებისა გარდახდომით

წარწყმედა მოიზიდა უფლისა გულის-წყრომით,

მაშინ მზისა სინათლე მოიცვა შავმან ბნელმან,

ცამან გრგვინვა დაიწყო, ქუხვა მეხმან მჭეხელმან.

მრთლად ქვეყანა იძროდა: ქარიშხალნი მქროლელნი

აქ ჰგლეჯდნენ დიდთა ხეთა, მუნ იყვნენ კლდეთ მრყეველნი;

ზღვა ღელვიდა მრისხანედ დევთაცა საშინელი,

სასო-წარკვეთილებით ჰთრთოდა ყოვლი ცხოველი.

შემდგომ ქვესკნელს ხმა რამე ისმა გრძლად გრიალისა,

თვალთ იხილეს განკრთომით განსხნა დედა-მიწისა.

მუნით ბნელი სატანა მოხდა დაღრეჯილი,

აღმოაგდო ყუთი რამ გარე შემოკუპრული.

ყუთი გასტყვრა სასტიკად, განავრცო. კომლი შვი

ზრქელი და შეუცვალი, მყრალი და ყოვლად ავი.

მუნითგან განიბნივნენ სხვა და სხვანი ჭირები

ზაფრა, ხველა, სიჭლექე და ქარები ხშირები,

გამბერველი წყალ-მანკი, მლევი ცივებ-ცხელება

და ათასი სხვა სენი, ტანჯვა, მტკივნეულება.

ამათგან კი ერთი ჩვენს მართასაც ხვდა წილად,

ხან ფეხს უჭერს, სან მუხლებს, ეპარება წვრილ-წვრილად.

ზოგჯერ სკუპით მუხლიდგან გულზედ გადაახტება.

თუ იკითხამთ იმ სენსა სიმსივნე ეწოდება.

პირველ მართას გაცნობებთ რომ უფრო შეიბრალოთ:

გულოვანი ვერ არის, – რად უნდა დაგიმალოთ, –

სევდა ჩამომავლობით სამკვიდროდ დარჩომია,

რადგან ერთისა მხრიდგან ... ტომია;

არცა ახოვანია, არც ბრგე, არც ღონიერი,

მომცრო, ნაზი, მოსუსტო, საშუალ ხანიერი.

ბუნების ისტორია ვერ იცის კარგა დია

და ამისთვის ძირ-დიდა ბევრჯელ ჭირი ჰგონია.

თვით გასინჯეთ, სიმსივნეს როგორ შეუშინდება!

ან ამგვარი ტკივილი როგორ დაუმძიმდება!.....

რა თვალებს აახილებს მოჰყვება გულის ზომას

და იძახის: „მოხედეთ ჩემს ამ გვარად გახდომას,

„აქ მიყურეთ, ყოველ დღივ რამდენი მემატება!

„აი გულს როგორ მაქშენს, აი როგორ მენთება!

„აქამდის რომ მომივა, მაშინ კი შენი მტერი

„როგორც მე შევიქნები! მინახეთ სახის ფერი,

„აბა ხელი წამისვით როგორ ამომჯდომია...

„მე ჩემს ჟამში ექიმი ასრე არ მომნდომია,“

ღმერთი გაჭირებულთა არ აგდებს ნუგეშ-გარედ:

ერთს დღეს ვნახეთ, ოდესცა მართა ჩიოდა მწარედ,

გამოცდილი ექიმი, კახეთს სახელ-განთქმული

ცხენით კარს კი მოადგა, ვითა დაბარებული.

სნეულისთვის მკურნალი დიდი მოსალხენია...

მართას უნდა სთქვას რამე, მაგრამ ხალხში ჰრცხვენია.

ცდილობს ცალკე ჩაიგდოს, მარტოს აჩვენოს მაჯა.

უამბოს სატკივარი, ისმინოს მისი განსჯა.

ესეც მალე ეღირსა: დოხტურბაშმა, თავაზით

ადგა, თვით მოიკითხა ავათ-მყოფი სინაზით.

მართა ეტყვის: „ავეტიქ, მე აქ ვერას გიამბომ

„ცალკე მინდა რომ მნახო, ყველა გითხრა, რასაც ვჰგრძნობ“

დოხტურნი ქალთ წამლობას როგორღაც ეწყობიან,

სიამოვნით უსმენენ, ვინც კი მიენდობიან.

ავეტიქამ მაშინვე დაუნიშნა ადგილი,

საიდუმლო, დახშული, დახურვილ-შეკეტილი.

აქ შეიყარნენ ორნი მკურნალი და სნეული;

ერთი სმენას მოელის, მეორეს უფეთქს გული!

ბოლოს საბრალო ექიმს მოთმინება გაუწყდა...

„– რატომ არას მიბძანებთ, ტკივილს შეტყობა უნდა.“

მართამ ამოიოხრა, უთხრა: „– აბა რა მეთქმის?

„ჩემი ჭირი და სენი უკვირს, ვისაც კი ესმის.

„სიმსივნეა?! არ არის! წყალმანკია?! არა ჰგავს!

„ქარებია?! ვერ ვატყობ! ნიკრისია?! არა ჰსჩანს!

„აი ჩემი ხელები. აი გულის ფიცარი,

„აი სახე როგორ მაქვს! ვერ მიმხვდარვარ, რა არი.

„ოღონდ კი მომარჩინე მდვენს ტანჯვას და შიშს,

„ამდენს ოხვრას და კვნესას, ამდენს ვაის და ვიშსა,

„ნეტა ასრეთს რას მეტყვი, რომ არ დაგემორჩილო,

„ნახე ჩემი ფეხები, აი ძმაო და შვილო!“

ავეტიქამ მიუგო: „მართლად დაგსივებია.

„ეს, ბატონო, მე ვიცი, ნიკრისის ქარებია,

„ეს ჩემს კარაბდინში დიაღ კარგად სწერია,

მართლა ავი სენია, მაგრამ არაფერია.“

– „როგორ არაფერია, ლამის სული ამომძვრეს...

„გენაცვა, ეს სიმსივნე როდის უნდა დამიცხრეს!..

– „მაგ სიმსივნის მორჩენა მე კისრად ამიღია...

„მე ყველანი მიცნობენ, ყველგან კარი მაქვს ღია,

„ვისაც კი მე ხელს დავსდებ როგორ დამიმაგრდება!..

„ფეხებისთვის ნუ სწუხარ, მაგითი რა გახდება...

„ახლა რა მოგახსენო: მოწამე თვით ღმერთია,

„ხომ იცით რომ მოძღვარი და ექიმი ერთია.

„ჩემგან არც უნდა შეგრცხვეთ და არც უნდა დამალოთ,

„წინადვე მოგახსენებ რომ დავრჩები უვალოო.“

– „ვაი, ავეტიქ! ნეტავი ჩემს გულში ჩაგახედა!..

„მე სიკვდილის შიშმან ასრე გადამაბნედა,

„რომ სირცხვილი ვის ახსომს და ანღა მორიდება,

„ყველას ვაჩვენებ ხოლმე, ვინც კი მცოდნე შემხვდება.

„აღარ ვის რას ვუმალავ, ოღონდ კი მოვრჩე მეთქი...

„კაცს რას არ აქმნევინებს სენი გულის გამხეთქი!...

მაშინ ჩვენმა დოხტურმა დაუწყო. შინჯვა სნეულს,

ხან თვალებში უყურებს, ხან ფეხს უჩხრეკს და ხან გულს,

ხან ხელების სიმსივნეს ხელის სმითა უზომავს.

მერე ჰკითხა: „ეს სენი რა ხანია რომ გტანჯავს?“

„– რა ხანია? ორი თვე... არა... ექვსიც იქნება...

– „კარგა ხანი ყოფილა, მაშ მჟავე არ გეჭმება.

„წყენისაგან ეგ სენი ბევრჯელ დაიბადება.

„თუ რომ გწყენოდესთ რამე, მითხარით, რა იქნება.

„წყენა... წყენა... ოღონდაც ეგ არის სენის ბინა!

– „აი დედაშვილობამ, მე გეტყვი, რაც მეწყინა:

„ხელს საქმე დიდად მიყვარს, ეს შენც გეცოდინება, –

„ერთს რედიკულსა ვქსოვდი რომ რა ვჰსთქვა მისი ქება!..

„იმის მგზავსი ამ ქართლში არა ვის რა უნახავს...

„რომ გენახა, იტყოდი, ეს მხატვარს დაუხატავს.

„მაგრამ ჩვენი ქალები, ყოვლის ჭორის დედები,

„ღმერთმან ყველას აშოროს, შურით წინ-აღმდეგები...

„რა ნახეს რედიკული, ჯერ ყველამ მითხრეს ქება,

„მერე ცოტას ხანს უკან მიძაგს შეხამება.

„მერმე სახისა მითხრეს, ამას ვერ ეწყობაო

„მერე მარგარიტის-ესეც არ უხდებაო.

„ბოლოს ესეც კი მითხრეს, ბაწრის პაიჭსა ჰგავსო!

„ამდენმა დაწუნებამ მწარედ სევდით ამავსო.

„იმათთან კი ვითმინე, მაგრამ მემრე კი მოვკვდი,

„დავჯეგ გაჯავრებული ხან ვარღვევდი, ხან ვთრთოდი.

„რა საკვირველი არის, ჩემს სენს დიდად აწყენდა,

„ეს მუცლის შემობერვა სულ მას აქედ დამჩემდა.“

– „სხვა მიზეზით მოგსვლია, ჰგავს რომე სისხლი გჭარბობს,

„მხურვალება გაწუხებს, ეს მაჯა ასრე ამბობს...

„ღამე ავი სიზმარი ხომ არ მოგზმანებია?

– „რასა მკითხავ, ავეტიქ? ეგ რა სახსენებია!

„არ ვიცი რისას მკითხავ მზმანებია, თუ არა?

„რა უნდა მზმანებოდა? არა მზმანებია რა...

– „...................................

– „.................................................

– „ეგეც იმისგან არის... მაშ სიზმარსაც ნახავდი?

– ვი! ნეტავი რას ამბობ? აბა რად დავმალავდი.

– არა, ჩემო ბატონო! უთხრა ექიმმა წყენით,

მე აგრე ვერ გიწამლება ტყუილების მოსმენით...

რა ხან მე ვერ მნდობიხართ, სხვა იშოვეთ მკურნალი,

მშვიდობითო, მე თქვენი აქ არა მაქვს წამლი.

6 რა მიზეზია სერბიის დამარცხებისა?

▲ზევით დაბრუნება


რა მიზეზია სერბიის დამარცხებისა?

(დასასრული)

ახლა ვნახოთ რა გავლენა ჰქონდა ბიუროკრატიულ განწყობილებას როგორც ხალხის ხასიათზე და ზნეობაზედ, აგრეთვე მის საზოგადობრივს წესიერებაზედ.

რამდენიმე ტანჯვით გატარებულის წლის განმავლობაში სერბიის ხალხმა ოსმალეთის მფლობელობის ქვეშ განივითარა და შეიმუშავა თვისი განსაკუთრებითი ეკონომიური და პოლიტიკური წესიერება და მხედველობა, რომელთაც – კარგნი იყვნენ თუ ავნი – დაიცვეს ხალხის თვით არსებობა, მისი საკუთარი სული, ერთობა და თვისება. ეს წესიერება და მხედველობა წაართვა ხალხს ბიუროკრატიულმა განწყობილებამ; მან დაარღვია ყველა ის, რამაც დაიცვა ხალხი, როგორც ხალხი, და რაც თვითონ ოსმალებმა ვერ მოსპეს ხუთის საუკუნის განმავლობაში, როდესაც სერბიის ხალხი მათი სრული მონა იყო.

ბიუროკრატიამ ჯერ ჯერობით გააუქმა სოფლის თემობა (община), მოსპო „ზდრუგა“ (ოჯახობა) და სხვა ამგვარი სოფლის წყობილებანი. გაუქმდა აგრეთვე ძველებური სკუპშტინა და საერთო მფლობელობა მიწისა.

რომ ცხადად დავანახოთ მკითხველს, თუ რა დაკარგა ხალხმა ყველა ამ წესიერების გაუქმებით, საჭიროა ავუხსნათ რაში მდგომარეობდა იგი წყობილება.

საერო სკუპშტინა ძველებური უფლება და წყობილებაა ხალხისა. როდესაც ხალხს მძიმე საქმე ჩამოუარდებოდა ხოლმე, შეიკრიბებოდა თემ-თემად სხვა და სხვა ადგილს და სჯიდა მასზედ, თუ როგორ უნდა მოიქცეს. ამ გვარს ყრილობას სკუპშტინა ერქვა. შემდეგომ ეს ყრილობანი ერთი ერთმანეთს აცნობებდნენ თავიანთ განაჩენს, და ამ რიგად შესდგებოდა საყოველთაო გარდაწყვეტილება. თუ საქმე სერბიის ერთს რომელსამე ადგილს ეხებოდა, მარტო ამ ადგილის ხალხი იკრიბებოდა და მარტო იგი სჯიდა თავის საქმეს. ვისაც კი ჰსურდა, შეეძლო ამ სკუპშტინებს დასწრებოდა, შეეძლო მისულიყო. და გამოეთქვა თავისი აზრი. სკუპშტინაში დასწრება არამც თუ არავისთვის არ იყო აღკრძალული, არამედ დიდი სირცხვილიც იყო, ვინც მოაკლდებოდა. სკუპშტინის გარდაწყვეტილებას ყველა უნდა დამორჩილებულიყო. ამ საუკუნის დასაწყისში აი ამ რიგ სკუპშტინებში გარდაწყვიტეს, რომ ოსმალეთს უნდა წინააღუდგეთო; ამ რიგ სკუპშტინაშივე ამოირჩიეს ყარა-გეორგი აჯანყბის მოთავედ. სკუპშტინა განაგებდა მას თუ ბრძოლა ოსმალთან როგორ უნდა წარემართათ და საიდგან უნდა ეშოვნათ სამხედრო იარაღი და სურსათი. აჯნყების პირველ ხანებში სკუპშტინები ხშირად იკრიბებოდნენ ხოლმე და ძალიან მძიმე საქმეებსაც აწარმოედნენ.

თუმცა ბიუროკრატიულმა განწყობილებამ კანონად არ დასდვა მოსპობა სკუპშტინისა, ე.ი. კანონით იგი გაუქმებული არ იყო, მაგრამ საქმით კი გაუქმდა და რაც დარჩა, ისიც ძველებური ხალხის სკუპშტინა აღარ იყო, რადგანაც თვითან ხალხი თავისით კი არ იკრიბებოდა, არამედ მთავარი შეყრიდა ხოლმე სხვა და სხვა მაზრების უფროსებს, ჰკითხავდა სხვა და სხვა საქმეთა შესახებ რჩევას და მოისმენდა წინადვე მის მიერ დამზადებულს პასუხს. ერთის სიტყვით, ეს იყო მხოლოდ სკუპშტინის ბიუროკრატიული თამაში და არა ნამდვილი „საერო სკუპშტინა.“ კონსტიტუციის დადგენის შემდეგ სკუპშტინას გარემოება ცოტად გაკეთდა, მაგრამ მაინც კიდევ დიდი განსხვავებაა ეხლანდელისა და ადრინდელის სკუპშტინას შორის. ეხლა რომ სკუპშტინამ ცოტაოდენი სიმტკიცე გამოიჩინოს, მაშინვე, კონსტიტუციის ძალით. დაშლიან ამისთანა სკუპშტინას: მე ვიცი, გაუჭირდებათ კონსტიტუციაში იპოვონ ამისათვის საჭირო მუხლი!

სათემო განწყობილებაც დიდ თავისუფლებას უცავდა სერბიელებს. ხალხს არ ჰსურდა, რომ ოსმალები გარეულიყვნენ მის საქმეებში, არა ჰსურდა, რომ მათ ხელში ყოფილიყო მისი საჩივარის გარჩევა, რადგანაც ოსმალები ყორანის ძალით სჯიდნენ, და ამის გამოისობით ხალხმა, იმ საუბედურო დროში, დაარსა თავისი საკუთარი თემობა, სადაც თვითონ ხალხი განარჩევდა თავის საქმეებს. ზარმაცი ოსმალები არავითარ დაბრკოლებას არ აძლევდნენ ამ რიგ განწყობილების დადგენისათვის, რადგანაც იმათაც ის უნდოდათ, რომ ყოველი გამგეობა როგორც ტვირთი თავიდგან აეცილებინათ. ოღონდ კი ხალხს თავის დროზედ შაეტანა ხარჯი, და ოსმალებს სხვისა არა ენაღვლებოდათ რა. ხალხი აძლევდა მათ ხარჯს და თვითონ განაგებდა თავის საქმეებს. თემი ისეთ ნაირად იყო. გამართული, რომ ხალხის ყველა მოთხოვნილებას აკმაოფილებდა, რასაკვირველია, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. ოსმალების მფლობელობის ქვეშ.

თემი ხარჯსა ჰკრეფდა, გვამსა და ქონებას იცავდა, ირჩევდა იმისთანა მღვდელს, მასწავლებელს და მსაჯულებს, რომელნიც ყველაზედ პატივსაცემი კაცები იყვნენ. იგინი ასრულებდნენ თავის თანამდებობას უფასოთ და როგორც სხვა გლეხები, თავის მუშაობით სცხოვრობდნენ. ვინც მათი გარდაწვეტილების კმაყოფილი არ იყო, შეეძლო სოფლობის (мipъ) წინაშე ეჩივლა.

თემი სხვათა შორის, ეკონომიურის მხრითაც დიდს შემწეობას აძლევდა ხალხს. როდესაც კარგი მოსავალი მოვიდოდა ხოლმე, თემი ზოგს ჭირნახულს გადასდებდა შესანახავად, რომ საკულაოდ, ცუდის მოსავლის დროს, წლის გამოსაკვები ჰქონოდა.

ერთის სიტყვით, ამ თემების ყველა მოღვაწეობის აღწერას რო მოვყვე, დიდი დრო და ალაგი მომინდებოდა. მოგახსენებთ კი, რომ მარტო ამ რიგის განწყობილების შემწეობით აიტანა ხალხმა ცხრა წლის გაუწყვეტელი ბრძოლა და არც სულადი და არც სხვა ფრივი ხორაგი რამ არ შემოჰკლებია.

ზადრუგა არის ერთი დიდი ოჯახი, სახლობა: ძმები, შვილები, შვილისშვილები და სხვა შეადგენდნენ ერთს დიდს ოჯახობას, ერთად სცხოვრებდნენ და საერთოდ შრომობდნენ; ყოველი მათი ქონება საერთო იყო. ზადრუგის წევრნი. ანუ ოჯახის-შვილნი ირჩევდნენ თავის სახლთ-უხუცესს (старЋйшина). ოჯახის საქმეთა გამგეობისათვის. უფრო რასაკვირველია, მოხუცებულს კაცებს. ხვდებოდათ ხოლმე ეს პატივი, მაგრამ მოხდებოდა ხოლმე, რომ ახალგაზდებსაც ამოირჩევდნენ თუ კი ჭკუით ან გამჭრიახობით თავ-გამოჩენილნი იყვნენ. სშირად დედაკაცებიც ამოურჩევიათ. სახლთ-უხუცესი მართავდა ზადრუგის ჩვეულებრივს საქმეს გარდა მძიმეთა საქმეთა, რომელთა გამგეობა თვითონ ზადრუგის ხელში იყო. ე.ი. მძიმე საქმეებს წევრნი ანუ ოჯახის შვილნი საერთოდ განაგებდნენ. თუ რომელიმე წევრი დანარჩენ წევრთა დაკითხვით გამოვიდოდა ზადრუგიდგან, იმას საერთო ქონებიდგან ხვედრი წილი მიეცემოდა. ყოველი წევრი შრომობდა თავის შეძლებისა და ნიჭის და კვალად. და საცხოვრებელიც ეძლეოდა საჭიროების მიხედვითა. ამ სახით სხვა და სსვა უბედურება, მაგალითებრ: ხანგრძლივად ავათმყოფობა ან სიკვდილი მამის და სხვისა ვისიმე მთელს ოჯახს არ აღარიბებდა.

თუმცა სერბიის ხალხი დიდი ხანი იყო. ოსმალების მონაობის ქვეშ, მაგრამ ზადრუგის შემწეობით. სიგლახაკეს, სიღარიბეს გადურჩა.

ეხლა კი ბიუროკრატიულმა განწყობილებამ და ბიუროკრატიულმა კანონებმა, რომელნიც ფართო გზას უკაფავენ ყოველ მხრივ განაწილებას და დაყოფას, სრულებით დაარღვია ზადრუგა. ამ ჟამად სერბიაში ერთს ადამიანს ვერ იპოვით, რომელსაც კი არ ენანებოდეს ეს ზადრუგა. გარდა ამისა ბიუროკრატიულმა განწეობილებამ მოსპო. ბევრი სხვა ამ გვარი წყობილება, რომელნიც თვითონ ხალხმა შეიმუშავა და თვითონ ხალხის ჭკუამ და გონებამ აღმოშობა. ზოგიერთი რამ ნაშთათ კიდევაც შერჩა სერბიას, მაგრამ მათ შორის რაც იყო და რც დღეს არის დიდი განსხვავებაა.

ჩვენ ამას კი არა ვჩივით, რომ ძველებური განწყობილების სახე აღარ არის. იქნება ეგ გარემოცულება ეგ სახე ცუდი და ახალი დროისათვის გამოუსადეგია, იქნება საკმაოდ ფართო და გაშლილი არ არის. მაგრამ უბედურება ის არის, რომ თვითონ ის დედა-აზრი დაირღვა, რომელიც ზემოხსენებულის სახით განხორციელებულ იყო. დაიღუპა ეს დედააზრი და თან გადაჰყვა ის ცხოველი ცხოვრებითი ძალაც, რომელიც ხალხს ამხნევებდა. აერთებდა, აჩვევდა საერთო საქმისთვის მზრუნველობას და ჰსწურთნიდა საერთო შრომისთვის. აი რა შედეგი ჰქონდა ძველს წყობილებას: იგი ხალხის თვით-მოქმედების ძალას აღორძინებდა, იგი ასწავლიდა ურთიერთის მხარის მიცემას, ერთმანეთის შველას, ერთად მზრუნველობას, ერთად მოსაზრებას. იგი ასწავლიდა, რომ პირადობის გარდა, არის კიდევ სსვა რამეც. სხვა საგანიც, რაზედაც კაცმა უნდა იფიქროს და იზრუნოს, რასაც კაცმა უნდა შესწიროს ერთი ნაწილი თვისის შრომისა და თვისის სიცოცხლისა. ეს სხვა საგანი არის – მისი ზადრუგა, მისი თემი და მისი სამშობლო. ამ წესიერების ძალით, სხვა და სხვა ოჯახების ყოფა-ცხოვრება ისეთ ნაირად გადაბმულნი იყვნენ ერთი ერთმანეთზე, რომ სრულებით ადგილი აღარა ჰქონდა იმ განთვითვეულებას, რომლის ძალითაც კაცს საკუთარის ქოხისა და ოჯახის გარდა აღარა აგონდება რა; ადგილი აღარა ჰქონდა იმ გულგრილობას, რომელიც ეხლა დაეტყო ხალხს. ეს ბიუროკრატიისგან დაღუპვილი წესიერება მტკიცედ აგონებდა კაცს, რომ იგი არის წევრი არამც თუ მარტო თავისის ოჯახისა, არამედ მთელის თემისა, სახელმწიფოისა, ხალხისა და ვალდებულია იშრომოს, იბრძოლოს, ტანჯვა აიტანოს ყოველის ამის კეთილდღეობისათვის.

ახლა მითხარით, რა გასაკვირველია, რომ ხალხს და თან გული გაუგრილდა საზოგადო საქმეებისათვის . მის შვილებს დაეკარგათ არამც თუ ის შემართებული გრძნობა, რომელიც სულს უდგამდა მათთა და სხვა სლავიანების ერთობას, არამედ დაეკარგათ თვის შინაურობაშიაც გრძნობა ურთიერთის ძმობისა, და ამის გამოისობით ყველაფერზედ გული აუცრუვდა, ყველაფერს დაუდევნელად და უგულოდ ხელსა ჰსჭიდებდა და აკეთებდა. კარგი ის არის რომ, იგივე ბიუროკრატია, რომელმაც ამისთანა მდგომარეობამდე მიახწევინა ხალხსა, ხალხსვე აბრალებს სერბიის უბედურებას. გუშინ ხალხს ეუბნებოდა, რომ სახელმწიფო საქმეები შენი საქმე არ არისო, დღეს კი იმასვე სთხოვს უმაღლეს საერო მამულის-შვილობის ცნობიერებას და ეუბნება: სამშობლო დიდ გაჭირებაშიო, დიდი თავგანწირულება უნდა გამოიჩინოვო, ჩაგრულთა ძმების სიყვარული უნდა აწარმოვოო, ერთის სიტყვით დღეს ბიუროკრატია იმისთანა ჭკუისა და ზნეობის განვითარებასა სთხოვს ხალხს, რომელსაც თვითონვე გზა გადუღობა და ბოლო მოუღო. აი რა დასკვნა გამოდის ზემოხსენებულიდამ: თუ შემდეგშიაც გინდათ ავიცილოთ თავიდგან თვით-ცთომილება და მის მომდევარი უბედურება, ჩვენ ყველაზედ უწინარეს უნდა განვაახლოთ, ფეხზედ წამოვაყენოთ ჩვენი შინაგანი განწყობილება.

ორიოდე სიტყვას კიდევ დავუმატებ: უკანასკნელ ომში მეცა მქონდა მონაწილეობა და მეც იმათში ვიყავი რომელნიც 17 ოკტომბერს დიუნიშიდამ გარბოდნენ, მაშასადამე მეც კარგად ვიცი, რომ გარდა ხალხის ზნეობითის, გონებითის დახშობისა, დამარცხება ჩვენი ბევრი სხვა მიზეზითაც წარმოსდგა, მაგალითებრ: ხეირიანი იარაღი არ გვქონდა ბლომად, არც დიდი სამხედრო ხელოვნება მოიპოვებოდა ჩვენ ჯარში და აფიცრებში. თუ ამაზედ არა მითქვამს რა, 1) იმიტომ რომ ამას

ყველა ხედავს და იცი, და 2) იმიტომ – რომ ის უმთავრესი მიზეზი რომ არა ყოფილიყო, რომელიც ამ წერილში მოვიხსენიეთ, იქნება სხვა მიზეზებსაც ნაკლები გავლენა გამოეჩინათ და ნაკლები ვნება მოეტანათ.

7 რუსეთი

▲ზევით დაბრუნება


რუსეთი

ომის გამოცხადებას დიდი სიხარული და აღტაცება აღმოუჩენია მეტადრე მოსკოვში. ეს განცხადება, რომელშიც ხელმწიფე იმპერატორის მანიფესტი იყო მოხსენებული, ისე დაიტაცეს, რომ ბოლოს განცხადების ფასი ხუთ მანეთამდე ავიდა. მანიფესტს ხმა მაღლა ქუჩაში ხალხი კითხულობდა და თან „ურას“ იძახდა. ტრახტირებში, რომელთა რიცხვი მოსკოვში აურებელია, იგივე „ურა“ ისმოდა და გალობა «Боже царя храни.» მოედნებზე და უმთავრესს ქუჩებში დიდ ძალი ხალხი გროვდებოდა და აღტაცებაში ქუდებსა და ხელსახოცებს მაღლა ისროდა. ქალაქის გამგეობა იმავე აღტაცებით მიეგება მანიფესტს და მისთა წევრთა გადასწყვიტეს, რომ ვიდრე ომი არ გათავდებაო ქალაქმა თავის ხარჯით მოსკოვში ათასი დაჭრილი კაცი უნდა შეინახოსო. გარდა ამისა მასკოვის ქალაქის გამგეობამ ერთი მილიონი მანეთი დაჭრილთა და ავათმყოფების სასარგებლოდ შეჰსწირა. მოსკოვის სოვდაგრემც ერთი მილიონი შესწირეს. თავად-აზნაურობამ შესწირა ათი ათასი თუმანი და ერობამაც (земство) ამდენი.

პეტერბუღიც, რასაკვირველია, დიდის სიხარულით მიეგბა მანიფესტს, პარაკლისი ახთევინა, თანაგრძნობის დეპეშა გაუგზავნა დუნაის და კავკასიის მხედრობის მთავარ-სარდლებს, და დეპუტაცია დანიშნა ხელმწიფე იმპერატორის მისაგებელად, როდესაც პეტერბურღს მობძანდება. გარდა ამისა დიდის თანაგრძნობით იკისრა, რომ ვისაც ჰსურს რაიმე შეჰსწიროს დაჭრილების, თუ ომში დახოცილების ცოლშვილის სასარგებლოდ ჩვენი ქალაქის გამგეობა მზად არისო ის შესაწირავი მიიღოს და შეაგროვოს. შემდეგ ამისა ქალაქის გამგეობამ შესწირა აგრეთვე ერთი მილლიონი მანეთი. ამ ფულს გამგეობა

ყოველთვის ათიათას თუმნობით შეიტანს, რადგანაც ამ ჟამად ამოდენა ნაღდი ფული არა აქვს.

სხვა რუსეთის ქალაქებშიც დიდი თანაგრძნობა გამოუჩენიათ და დიდი ღვაწლი და შესაწირავი დაუდვიათ ომისგამო.

– რუსეთში მთავრობა დიდი ხანია აპირებს ეხლანდელი სასულიერო-სამსჯავრო (духовно-судебная) შეცვალოს და უკეთეს წესზედ დააყენოს. სხვათა შორის ცოლ-ქმრობის დარღვევის საქმე სასულიერო კონსისტორიები არ უნდა ექვემდებარებოდესო. განზრხული ცვლილება საერთოდ ჯერ კარგა ხანს ვერ დაბოლოვდებაო, ამიტომ ჯერ-ჯერობით გადუწყვეტიათ რომ, ცოლ-ქმრობის გაყრის საქმე ცალკე კომმისიას მიენდოს, რათა მალე მომზადდესო.

– ქ. ხარკოვში ამასწინად ერთი უმსგავსი საქმ. მომხდარა და მთელი ქალაქი თურმე ამაზე ლაპარაკობს: ერთ აზნაურშვილს რაღაც დანაშაული მოუხდენია და ამის გამოისობით დატუსაღებული ყოფილა თავის სახლში. ამ საქმის გამოძიება პროკურორის თანაშემწესათვის უფ. ზავადოვსკისათვის მიუნდვიათ. ერთხელ უფ. ზავადოვსკის ბრძანება გაუცია თურმე, რომ უფრო სასტიკი თვალყური დაიჭირონ და ხსენებული აზნაურშვილი შინიდგან არსად გაუშვან. აზნაურშვილს ძალიან გაჰკვირებია თურმე ეს განკარგულება, რადგანაც ამისთვის მას არა ვითარი მიზეზი არ მიუცია. შემდეგ უპოვნია ბარათი ზავადოვსკის ხელით დაწერილი პროკურორის ბლანკზედ. ამ ბარათში წერებულა ბრძანება ლიდია ვლადიმირის ასულს ლ-სადმი (ეს ქალი იმ აზნაურშვილის ცოლი ყოფილა). გთხოვთ ეხლავე მობრძანდეთ პროკურორის თანაშემწე უფ. ზავადოვსკისთან და ამაღამ მასთან ერთად ტრფიალების საწოლი იგემოთ. გაზეთი «Нашъ Вѣкъ» მკითხველთ არწმუნებს,რომ ეს სიტყვებიო. სწორედ ზავადოვსკის ბარათის სიტყვებიაო. აზნაურშვილსა სამსჯავრო პალატაში მაგაზედ საჩივარი შეუტანია.

8 განცხადება

▲ზევით დაბრუნება


განცხადება

ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილ-მამულო ბანკის მმართველობა ამით აცხადებს, რომ უმაღლესად დამტკიცებულის ბანკის წესდებულების ძალითა 25 მაისს 1877 წელსა დღისით, 12 საათზედ ტფილისში, თვით ბანკის სადგურში გაიყიდება უპერეტორჟკოდ ქვემოხსენებულთა პირთა უძრავი ქონება იმის გამო, რომ ამ პირთ არ შეუტანიათ ბანკში აღებულის სესხის მხედვრი შესატანი, დადგინებული წესდების 29,30,34 და 35 პარაგრაფებითა.

 

სახელი და გვარი მათი ვისიც უძრავი ქონება იყიდება.

ადგილი საცა ქონება იმყოფება. რა გვარი უძრავი ქონებაა აღებულის სესხის თავნი ყოველგვარის შემოსატანითურთ
        მანეთი. კაპ. მანეთი. კაპ.
1

შემიაკინი, ალექსი ივანისძე.

ტფილისში, I განყოფილებაში 3 ნაწილში ორბელიანთ ქუჩაზე № 274

ერთ სართულიანი (ეტაჟიანი) ქვითკირის სახლი.მის ქვეშ ადგილი 235 ოთხ კუთხე საჟენი...

1,743 53 1915 52
2

ტერ-მიკირტიჩიანც, ქრისტეფორე ნიკიტის ძე

ტფილისში II განყოფილებაში, 12 ნაწილში ნიკოლაევსკის ქუჩაზედ.

სამ-სართულიანი ქვითკირის სახლი ყოველ-გვარის შენობითა, მის ქვეშ ადგილი 634½, ოთხ-კუთხე საჟენი.

79,427 7 83,833 52
3 სულხანოვისა, მარიამ ივანეს ასული. ტფილისში I და II განყოფილებაში, 7 და 14 ნაწილში. თორმეტი ერთ სართულიანი, ორი ორ სართულიანი და სამი სამ-სართულიანი ქვითკირის დუქნები 17,582 73 17,944 86
4 ადამაშვილი გიორგი ქიტესას ძე ტფილისში, I განყოფილებაში, 1 ნაწილში. ეზოს ადგილი 90 ოთხ-კუთხე საჟენი და მასზედ მდგარი შენობანი 270 - 330 40
5 სტეფანოვი, გეურქა ტფილისში, II განოფილებაში, 2 ნაწილში ცარიელი სასახლე ადგილი 300 ოთხ-კუთხე საჟენი 1200 - 1,349 44
6 ალექსეევი ანტონ იაკობისძე. ტფილისში, I განყოფილებაში, 1 ნაწილში. ორ-სართულიანი ქვითკირის სახლი და მას ქვეშ ადგილი 37½, ოთხ-კუთხე საჟენი 600 - 670 44
7 ყარაჯევი, ივანე სტეფანესძე. ტფილისში, I განყოფილებაში, 9 ნაწილში. ორ-სართულიანი ქვითკირის სახლი და მას ქვეშ ადგილი 52 ოთხ-კუთხე საჟენი 500 - 575 4
8 მამუკიანცნი, ბაგრატა და ალექსი გეურქას ძენი. ტფილისში, II გნყოფილებაში, 13 ნაწილში. ორ-სართულიანი ქვითკირის სახლი და მის ქვეშ ადგილი 143 ოთხ-კუთხე საჟენი 1000 - 1087 40
9 განგებლოვისა, აგრაფინა ვასილის ასული. ტფილისში, II განყოფილებაში, 14 ნაწილში. ერთ სართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფებითა მის ქვეშ ადგილი 69 ოთხ-კუთხე საჟენი 800 - 914 76
10 კვესაძე, ივანე გიორგისძე და ზარიძე გიორგი თამაზისძე ტფილისში, I განო ფილებაში, 1 ნაწილში. სასახლე ადგილი 224 ოთხ-კუთხე საჟენი 300 - 357 72
11 კორღანოვი, მერაბ ზაქარიასძე. ტფილისის გუბერნიაში ტფილისისავე მაზრაში სოფ. შავთა და ვანეთი. 252 დესიატინა და 600 ოთხ-კუთხე საჟენი სახნავი, სათიბი და ტყე 3979 9 4188 39
12 აბხაზი, მცირე წლოვანი ირაკლი ალექსანდრეს ძე. ტფილისის გუბერნიაში და იმავე მაზრაში სოფ. თხინვალი. 175 დესეტინა, სახნავი და სათიბი, სახლითა და ბაღითა 5976 82 6086 35
13 გაბაევი, ანდრია მიხაილისძე. ტფილისის გუბერნიაში, იმავე მაზრაში, სოფ. ერთვისი. 106 დესეტინა 320 ოთხ-კუთხე საჟენი სათიბი და სახნავი მიწები, სახლითა და ვენახითა 4980 68 5260 44
14 ორბელიანი, თ. იოსებ კონსტანტინესძე. ტფილისის გუბერნიაში, სიღნაღის მაზრაში, სოფ. კარდანახში. ვენახი ორი დესიატინა და 90 ოთხ-კუთხე საჟენი 2000 - 2098 -
15

რუსიევ-ყორჩიბაშევი, გიორგი გიორგისძე.

ტფილისის გუბერნიაში, ქ. თელავში

ერთ სართულიანი ქვითკირის სახლი და მის ქვეშ ადგილი 1425 ოთხ-კუთხე საჟენი

700 - 774 -


ხსენებული უძრავნი მამულნი გაიყიდებიან მთლიანად, მხოლოდ თვითვეულად ცალკე. სათავნო ვალს ზედ მიეკეცება ბანკში ვადითი შესატანი ფული, ყოველივე ხარჯი რაც ბანკს მოსვლია მამულის გასასყიდლად დანიშვნისათვის და გარდა ამისა ყოველივე სახელმწიფო და სასოფლო გარდასახადის ნაშთი (недоимка) ეგრედ შემდგარის ჯამიდამ დაიწყება ტორგი, თანხმად წესდებულების 19 მუხლისა. ამასთანავე მმართველობა ბანკისა აცხადებს, რომ ვალის თავნი, თვითვეულს მამულზედ ნაჩვენები, შეიძლება მოშორებულ იქმნას მსყიდველისაგან გირავნობის ფურცლითა (закладной листъ), რომლის მანეთი მანეთად მიიღება და გარდა ამისა შეიძლება მსყიდველმა, ბანკის თანხმობით, ეგ სათავნო ვალი თავის თავზედ გადიღოს, მხოლოდ უსათუოდ კი უნდა მოიშოროს ნაღდის ფულით ის, რაც სათავნო ვალზედ მეტი შემოსატანი ფულია.

თუ პირველი ტორგი, რომელიც 25 მაისს 1877 წ. დანიშნულია, ვერ მოხდა და მამული არ გაიყიდა, ამ შემთხვევისათვის მმართველობა ბანკისა თანხმად წესდებულის 22 მუხლისა, ნიშნავს მეორესა და უკანასკნელს ტორგსა 9-ს ივნისს ამ 4877 წლისას.