The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

გაზეთი «კვალი» ერეკლე მეორის შესახებ


გაზეთი «კვალი» ერეკლე მეორის შესახებ



XX საუკუნის ქართული ლიტერატურა სკოლაში

1 ტექსტი

▲ზევით დაბრუნება


გაზეთი «კვალი» ერეკლე მეორის შესახებ

გაზეთი „კვალი" დიდ ყურადღებას უთმობდა ერეკლე მეორის მეფობის ხანას. სისტემატურად ბეჭდავდა წერილებს ამ დროის ამბებსა და ისტორიულ პიროვნებებზე. ამ პერიოდისადმი გამორჩეული დაინტერესება გამოწვეული იყო, ერთი მხრივ, იმით, რომ საქმე ეხებოდა ერთი საუკუნის წინ მომხდარ ამბებს და, მეორე მხრივ, ამ ერთი საუკუნის მანძილზე ქართველი ხალხის ცხოვრებაში ძირეული ცვლილებები მოხდა - რუსეთის მფარველობითი ტრაქტატი ქართლ-კახეთის მიმართ საქართველოს სამეფოს გაუქმებით დასრულდა. დამყარდა რუსული მმართველობა. ამიტომ, ბუნებრივია, დიდი იყო ინტერესი იმ ეპოქისადმი, რომელშიც ეს ისტორიული მოვლენები მოხდა. გაზეთი მეთვრამეტე საუკუნის მარტო ისტორიულ მოვლენებს კი არ მიმოიხილავდა, ცდილობდა მეფეთა ღვაწლიც განესაჯა. განსაკუთრებული ყურადღების საგანი ერეკლე მეორე იყო.

1895 წლის გაზეთ „კკალში" გამოქვეყნდა ა. გარსევანიშვილის ვრცელი სტატია სათაურით „ქართლ-კახეთის შეერთების ისტორიიდან", სადაც ქართლისა და კახეთის ერთ სამეფო გაერთიანებისდროინდელი ამბებია მიმოხილული. აღნიშნულია, რომ თეიმურაზ მეორის გარდაცვალების შემდეგ. 1762 წელს, ერეკლემ ქართლ-კახეთი ერთ სამეფო გააერთიანა და რომ ამ საქმეში მას აქტიურად უჭერდა მხარს ანტონ პირველი, რომელიც დააბრუნა რუსეთიდან და დანიშნა კათალიკოსად.

სტატიის ავტორი ქართლ-კახეთის გაერთიანების ამბებთან ერთად წინა დროის მოვლენებსაც უთმობს ყურადღებას. წერს, რომ ვახტანგ მეექვსეს არ გაუმართლა, რომ „ამ გამოჩენილი და ჭკვიანი მეფის წინააღმდეგ თიოქო ბედიც კი მოქმედებდა" („ვალე“. 1895, No5). ამიტომ მან ვერ შეძლო „ქართლის პატრონობა". „როგორც ვიცით, ამ ბედკრული მეფის სიკვდილის შემდეგ ქართლი სრულიად უპატრონოდ დარჩა. იგი გაოხრდა, გაღატაკდა. სწორედ ამ დროს თეიმურაზმა განიზრახა დიდებული აზრი, რომელიც შემდეგში განახორციელა მისმა შვილმა ერეკლემ. წადილი თეიმურაზისა იმაში მდგომარეობდა, რომ შეეერთებინა ერთ სამეფოდ, ერთ სკიპტრის ქვეშ ქართლ-კახეთი" (იქვე). ალ. გარსევანიშვილი ხოტბას ასხამს ერეკლე მეორეს, თვლის, რომ იგი სწორუპოვარი მეფე და მხედართმთავარი იყო, რომ მასაც, ანტონ პირველის მსგავსად, თამამად შეეძლო ეოქვა: „მოვიცალე სხვათა ყოველთა კეთილთაგან და არა მოვიცალე საქართველოს მსახურებისაგან" (იქვე). მაგრამ ამ დიდებულმა მეფემ მაინც ვერ შეძლო თავისი განაზრახის სისრულეში მოყვანა, რაშიც დიდად უშლიდა ხელს ქართლის თავადობა. სტატიის ავტორი თვლის, რომ ამ საქმეში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი გივი ამილახვარმა და მისმა შთამომავლობამ. ისინი თვლიდნენ, რომ ერეკლეს ქართლის ტახტი არ ეკუთვნოდა. თუ მას დედის მხრიდან ერგება ქართლი, მაშინ ვახტანგ V-ის (შაჰნავაზის) მეუღლე ჩვენი ბებია იყო და ამილახვრებს უფრო მეტი პრეტენზია გვაქვსო.

ერეკლე მეორემ მართლაც საგრძნობლად შეასუსტა თავადობის გავლენა; მათი განკერძოებისაკენ მისწრაფება რომ მოესპო, იგი სასტიკად უსწორდებოდა ყოველ ასეთ მოღალატეს. ამიტომ იყო, რომ ქართლის თავადობა მან მამინაცვალს ეძახდა, ჩვენ ისე გვექცევა, როგორც გერებსო–ამბობდნენ. ალ. გარსევანიშვილის ამ ვრცელ წერილში სწორედ ეს მონაკვეთია ყველაზე მეტად საინტერესო, კერძოდ, 1765 წლის შეთქმულების ამბები. ავტორი აღნიშნავს, რომ იგი ამ ამბების გადმოცემისას ალექსანდრე ამილახვარის „გეორგიანულ ისტორიასა" და თეკლა ბატონიშვილის ცნობებს ეყრდნობოდა, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ერეკლე მეორის ქალიშვილის „თეკლას ალექსანდრე ორბელიანის მიერ მოთხრობილი ამბები უფრო სარწმუნოდ მიაჩნია (ალ.ორბელიანი, 1959).

ალ. გარსევანიშვილი აღნიშნავს, რომ ამილახვართა უკმაყოფილების და შეთქმულების განზრახვის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ამილახვრის უფროს შვილს გიორგის ცოლად ჰყავდა მეფის და ელისაბედი, მაგრამ ერეკლემ და ანტონმა „სხვადასხვა მიზეზების გამო... ამილახვარს და მეფეს ცოლქმრობაზე ხელი ააღებინეს" („კვალი“, 1895, No 51).

დავით ბატონიშვილი აღნიშნავს, რომ შეთქმულებაში მონაწილეობდნენ: დიმიტრი ამილახვარი — ქართლის სახლთუხუცესი, გლახა ციციშვილი, ელიზბარ თაქთაქიშვილი, ვახტანგ VI-ის უკანონო ძე პაატა ბატონიშვილი და სხვები, რომლებმაც მისცეს პირობა ვახტანგ მეექვსის უკანონო ძეს, პაატა ბატონიშვილს, „რათამცა წარწყმიდონ მეფე" (დავით ბატონიშვილი, 1941, გვ. 9-10).

მ. დუმბაძეს მიაჩნია, რომ შეთქმულთა რაოდენობა გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო. მათ უნდა მიმხრობოდა ვაჭარ-ხელოსანთა გარკვეული ნაწილიც, შეთქმულება გასცა დათუნა ფეიქარმა, რომელიც სამშვილდეში ხელოსანი იყო. (ნარკვევები, 1973, გვ. 634). მეფის საწინააღმდეგო მოქმედებაში უნდა ყოფილიყო ჩართული თბილისელი ვაჭარი აღალო, რომელიც მაშინ სომეხთა კათალიკოს სიმეონ ერევნელსა და ერეკლეს შორის კავშირს ახორციელებდაო. ა. გარსევანიშვილი კი :ლექსანდრე ორბელიანის მოთხრობილ ამბავს უფრო ნამდვილად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ დათუნა ფეიქარის შეთქმულებაში ჩართვა იმანაც გამოიწვია, რომ მისი ცოლი იყო ძიძა ერეკლე მეორის ასულის, ქეთევანის და ამიტომ მას (დათუნა ფეიქარს) უნდა ეკისრა შეთქმულთა შეყვანა მეფის სახლში. პაატა ბატონიშვილს მისთვის წერილებიც გადაუცია, რომლებიც კანეთის თავადაზნაურთათვის უნდა დაერიგებინა, რადგან ვახტანგ მეექვსის უკანონო შვილს, თანამედროვეთა გადმოცემით, ფრიად განსწავლულ და მეცნიერ პიროვნებას დიდი იმედი ჰქონდა. რომ იქაურებიც აქტიურად ჩაებმებოდნენ შეთქმულებაში.

ამის შემდეგ ა. გარსევანიშვილის სტატია მთლიანად იმეორებს ალ. ორბელიანის პუბლიკაციას. მასში აღნიშნულია, რომ პაატა ბატონიშვილი დათუნა ფეიქარს აზნაურობას და ერთ სოფელს დაპირდა, მაგრამ იგი სანამ წერილებს კახელ თავადებთან წაიღებდა, მანამ სულიერ მოძღვარს ქრისტესია მღვდელს გაანდო მოსალოდნელი ამბავი. მღვდელმა კი, რომ წარმოიდგინა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, „უმტყუნა თავის მოძღვრულ მოვალეობას, სიყვარულმა დიდებულ მეფისადმი სძლია" და მოახსენა, რაც იყო მოსალოდნელი („კვალი“, 1895).

"ერეკლე მეფემ შეიპყრო შეთქმულნი და თვითონ თავადიშვილებს გაასამართლებინა. პაატა ბატონიშვილი, დავით ბატონიშვილი, ელიზბარ თაქთაქიშვილი სიკვდილით დასაჯეს; ელიზბარის შვილს - ივსეს ცალი თვალი და ხელი მოჰკვეთეს, დიმიტრი ციციშვილს ენა მოჭრეს, დიმიტრი ამილახვარს ყმა და მამულები ჩამოართვეს და ვირზე შესმა მიუსაჯეს და სხვ. (იქვე).

ა. გარსევანიშვილი დასახელებულ სტატიაში ხაზს უსვამს ერეკლე მეფის დიდბუნოვანებას. მას, ეს გადაწყვეტილება რომ გაუგია, სასწრაფოდ რევაზ ჯანდიერიშვილი გაუგზავნია, რომ მეფის თხოვნით დავით ბატონიშვილი შეენდოთ, მაგრამ ამ უკანასკნელს ცოცხალისათვის ვეღარ მიუსწრია. ისტორიკოსი ყოველივე ამას იმიტომ აღნიშნავს, რომ ნათელყოს ერეკლე მეორის ხასიათი და ისიც საცნაური გახადოს. თუ როგორ ებრძოდნენ ქართლ-კახეთის ერთ სამეფოდ გაერთიანებას, რომელსაც. ერეკლე მეორე რომ არა. განცალკევების მოწადინე ქართველი ოავადები მალე მოუღებდნენ ბოლოს.

ამდენად, ა. გარსევანიშვილის ამ სტატიაში, მართალია, ისტორიული ფაქტები და მოვლენებიცაა მიმოხილული, მაგრამ იგი უფრო ვრეკლე მეორის მეფობის დახასიათებაა, მისი ბრძნული პოლიტიკისა და შესაშური მხედრული ნიქის ნათელყოფაა.
1893 წლის No29 „კვალში" გიორგი წერეთელმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „მეფე ერეკლე II". სადაც შევეცადა შეეფასებინა „პატარა კახის" მოღვაწეობა, განსაჯა მისი ღვაწლი ქვეყნისა და ერის წინაშე, ეჩვენებინა მისი მეფობის დადებითი და უარყოფითი მხარეები. საერთოდ. გ. წერეთელი საქართველოს დაშლის შემდგომ მეფეებს, პირობითად, ორ ჯგუფად ჰყოფდა: ერონი, რომლებმაც სჯული შეიცვალეს, მაგრამ მოჩვენებითი გამაჰმადიანებით ქვეყნის აღმშენებლობას მიჰყვეს ხელი და მეორენი მყარად რომ იდგნ; ქრისტიანობაზე და ხშირად იძულებული ხდებოდნენ დასახმარებლად შორეული რუსეთისათვის მიემართათ. იგი პირველ ჯგუფში აერთიანებდა როსტომსა და ვახტანგ მეხუთს. მიაჩნდა, რომ ისინი „სახით მაჰმადიანები". გული კი ქრისტიანები იყვნენ, რომ მათი პოლიტიკა „შორს გამჭვრეტი" იყო. თვლიდნენ რა, რომ ქვეყანა საოცრად იყო დასუსტებული. მეურნეობა -მოშლილი, მოსახლეობა შემცირებული და გარეშე მტერთან გამკლავების არავითარი საშუალება არ არსებობდა, „ვეშაპები რომ ჩაუყუჩებინათ", მიიღეს მაჰმადიანობა. (რამაც საშუალება მისცა ქვეყნის საშინაო საქმეებისათვის მიეხედათ. გ. წერეთელი ამ ვითარებასაც „გარეგნულშინაგანი" პოზიციით ხსნიდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი, გარეგნულად მაჰმადიანები, მინაგანად ქრისტიანთა დამცველი და ქვეყნის საშინაო საქმეთა უკეთ გამძღოლნი იყვნენ. ავტორი იმასაც უსვამს ხაზს, რომ ამ მეფეებს გამაჰმადიანებამ საშუალება მისცა, ქვეყანა დაემშვიდებინათ. შაჰი ერთგულება მოეპოვებინა და ამასთანავე რომელს ერისთავსაც ქვეყნის ორგულადა სთვლიდნენ და შინაური ხელმწიფობის გაძლიერების მოწინააღმდეგე იყო, იმას იპყრობდნენ და უგზავნიდენ სპარსეთის შაჰებს, რითაც კიდევ უფრო იმადლიერებდენ სპარსეთის ხელმწიფეს" („კვალი“. 1895. Ac30). აქვე უნდა ვთქვათ, რომ როსტომი დაუდ-ხანის უკანონო შვილი იყო, დაიბადა ირანში. აღიზარდა იქვე, იყო მუსლიმანი და, თუ შეიძლება ასე ითქვას, სპარსიც. იგი ირანისათვის ქართლის ტახტზე ყოველნაირად მისაღები კანდიდატურა იყო და ამით იყო გამოწვეული სპარსეთის ის კომპრომისიც. გ. წერეთელი რომ წერს. საგარეო საქმეებს მათ გარეშე ვერ წყვეტდნენ. საშინაო თვალსაზრისით კი თავისუფლება ჰქონდათ. როსტომი და შაჰნავაზი „შინაგან გამგეობაში სრული თავისუფალი დარჩნენ"-ო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქვეყანა მოღონიერდა. არხებიც გაიყვანეს. გადახვეწილი ქართველებიც დაბრუნდნენ სამშობლოში, ეკლესია-მონასტრები აღდგა, მაგრამ დაიკარგა მთავარი' - ქვეყნის სხვის გარეშე პატრონობის განცდა. თუმცა როსტომის გამაჰმადიანება არც მომხდარა. იგი ასეთი იყო. ირანს ერთგულება, ქართული ენა იცოდა, გააჩნდა ქვეყნის გაძღოლის ნიჭი და ეს იმდროინდელ ქართლსაც დაატყო. ვახუშტი თვლიდა, რომ როსტომr იყო „საქმით ხუანჯიანი, -სოულის ფრიად ჭკვიანი" (ვახუშტი, 1959). ასეთად აფასებს მას ივ. ჯავახიშვილიც: „თუმცა როსტომ მეფე თავისი აღზრდითა და ზნე-ჩვეულებით უფრო სპარსელი იყო, ვიდრე ქართველი, პოლიტიკურადაც სპარსეთის ყმა და მისი პოლიტიკის ერთგული განმახორციელებელი იყო, მაგრამ ქართლში მოსვლისთანავე სახელმწიფოს ბატონ-პატრონის საღმა გრძნობამ გაიღვიძა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის ზრუნვას შეუდგა" (ივ.ჯავახიშვილი, 1974, გვ.31). ასეთნაირადაა შეფასებული ქართულ საისტორიო ლიტერატურაში ვახტანგ V-ის (შაჰნავაზის) მეფობაც და, ამდენად, გ. წერეთლის თვალსაზრისი ამ მეფეებთან დაკავშირებით სავსებით სამართლიანი ჩანს. მ. დუმბაძე საქართველოს ისტორიის ნარკვევების IV ტომში აღნიშნავს, რომ „კახტანგი, მართალია, მუსლიმანი იყო, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად. არსებითად ის ხელს უწყობდა ქრისტიანული ეკლესიის გაძლიერებას. ქრისტიანული ეკლესია კი მაშინ დიდ როლს ასრულებდა მაჰმადიანურ სახელმწიფოთა აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში" (ნარკვევები, ტ. IV, გვ.343). ნ. ბერძენიშვილი კი თვლის, რომ ვახტანგისა და მისი შვილების ირგვლივ შემოკრებილი იყო ქართველ პატრიოტთა დასი, რომელთაც მიზნად ქართლის საშინაო მდგომარეობის მოწესრიგება ჰქონდათ დასახული. ისინი, აგრეთვე, ქართლისა და კახეთის ერთ სამეფოდ გაერთიანებაზეც ფიქრობდნენ: „ქართლისა და კახეთის ერთ სამეფოდ გადაქცევა, ხოლო იმერეთის მპყრობლებთან და სხვა მთავრებთან კავშირი ქართლის ჰეგემონიით" მათი საქმიანობის ერთ-ერთი მიზანი ყოფილა (ნ.ბერძენიშვილი, გვ. XII). ამდენად, დღესაც კი, როცა ათასჯერ უფრო მეტი ისტორიული წყაროა გამოვლენილი და შესწავლილი, როსტომისა და ვახტანგის მეფობა ქართლში დადებითადაა შეფასებული. გ. წერეთელი კი მაშინვე ქმნიდა გარკვეულ კონცეფციას, რომლის მიხედვითაც ამ მლეთა მოღვაწეობა დადებითად უნდა ყოფილიყო შეფასებული.

გ. წერეთელი მეფეთა პირობითად დაყოფილ მეორე ჯგუფში აერთიანებდა თეიმურაზ პირველსა და ვახტანგ მეექვსეს. მისი აზრით, მათ არ გააგრძელეს როსტომისა და ვახტანგის კურსი, არ მოულბეს გული დაუძინებელ მტერს. პირიქით, რუსეთთან კავშირების გაბმითა და ხშირი მისვლა-მოსვლით უფრო გადაიკიდეს ისინი. ავტორი თვლის, რომ რუსეთს ქართლისათვის იმ დროს დახმარება არც სურდა და არც შეეძლო. ეს მეფეები კი ეტანებოდნენ და ყოფილ მტვრს აღიზიანებდნენ. „ისინი არ იშლიდნენ დროების შეუფერებელ ინტრიგებს - აღნიშნავს გ. წერეთელი - და დაიწყეს უთავბოლო მგზავრობა რუსეთის თვალგაუწვდენელ მინდვრებზე. მიატოვეს საქართველოს ერი უპატრონოდ და ჩააგდეს გამძვინვებული მტრის ხელში" („კვალი", 1893, No30), გ. წერეთლის ზრით, თუ ვახტანგისა და როსტომის მოქმედება „შორს გამჭვრეტი" პოლიტიკა იყო, ეს იყო „შორს განუჭვრეჭი" პოლიტიკის შედეგი. აღნიშნავს, რომ ვახტანგ VI რუსეთში გაემგზავრა და თითქმის ოცი წელი ქართლი „უპატრონოდ დატოვა", ამიტომ ქვეყნის აღმშენებლობა შეწყდა, მეურნეობა მოიშალა, ქართველობა განახევრდა, ქართულ სამეფოთა გაერთიანების სურვილი გაქრა. — გ. წერეთელი მეფეთა ამ კლასიფიკაციას იმიტომ ახდენს, რომ ერთ ან მეორე ჯგუფს მიაკუთვნოს ერეკლე მეორე. თავდაპირველად იგი ჩამოთვლის მეფის საქმიანობის დადებით მხარეებს, ბოლოს კი აკეთებს დასკვნას, რომ ერეკლე მეორის განუწყვეტელმა ომებმა ქვეყანა დაასუსტა. რუსეთთან კავშირის გაბმამ ძველი მტრები გააღიზიანა და „პატარა კახსაც" მეორე ჯგუფში უძებნის ადგილს. საერთოდ. ავტორი თვლიდა, რომ თეიმურაზი სანამ ცოცხალი იყო, მამა-შვილი მშვენივრად უძღვებოდა ქართლ-კახეთის სამეფოს: „სანამ თეიმურაზი იყო, ქართლ-კახეთის სამეფო მშვენივრად მიდიოდა. ერეკლე მხოლოდ მხედართმთავრობდა. თეიმურაზ მეორე კი ბრძნულ პოლიტიკას მისდევდა. იყო მშვიდობიანად და სარგებლობდა შვილის მხნეობით. განიმტკიცა ერთგულებით განჯისა და ერევნის ხანები, სხვა თათრის ხანებიც კავკასიის ნიადაგზედ დიდ პატივს სცემდნენ ქართლ-კახეთის მეფეებს და მათი ყმობა ენატრებოდათ. მაგრამ როცა თეიმურაზ მეორე მოკვდა, ერეკლე მეორემ აიშვა თავი და მეტად გააძავდა. მან განიზრახა ოსმალეთისა და სპარსეთის დაპყრობა იმპერატრიცა ეკატერინე მეორის შემწეობით" („კვალი“, 1893. N930). ამდენად, გ. წერეთელი ერეკლე მეორის მეფობის ხანასაც ორ პერიოდად ყოფს. ერთი - სანამ მამამისი, თეიმურაზი ცოცხალი იყო და ქვეყანას ბრძნულად განაგებდა, ერეკლე კი მხედართმთავრობდა და მეორე - დამოუკიდებელი მამის გარეშე მეფობის პერიოდი. მიაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობამ დიდად განაპირობა და, საბოლოო ჯამში, დააზიანა კიდეც ქართლ-კახეთის სამეფო. იგი თურქეთის შეგულიანებულად თვლის კავკასიის მაჰმადიანთა ხშირ თავდასხმებს საქართველოში, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლას ერეკლემ თითქმის მთელი თხუთმეტი წელი შეალია. მაგრამ მაინც ვერას გახდა. ამის შემდეგ სპარსეთშიც შეიცვალა ვითარება და აღა-მაჰმად-ხანმა ქართლ-კახეთის აოხრება განიზრახა მხოლოდ იმიტომ, რომ ერეკლე რუსეთის მფარველობაში შევიდაო - აღნიშნავს გ. წერეთელი. საბოლოოდ კი ასეთი დასკვნა გამოაქვს: „რამდენადაც ერეკლე მეფე დაჯილდოებული იყო სამხედრო ნიჭით, იმდენად სუსტი მოსაზრების პატრონი გამოდგა სახელმწიფო პოლიტიკაში" (იქვე). გ. წერეთელი მას შეცდომად უთვლის კავკასიის მაჰმადიანების გადამტერებას, რუსეთ-ოსმალეთის ომში ჩარევას. თვლის, რომ რუსეთი ერეკლეს გარეშეც დაამარცხებდა პორტას, აღა-მაჰმად-ხანიც აღარ გამოილაშქრებდა საქართველოში. მეიკე საშინაო საქმეებს მიხედავდა, ერისთავების თავგასულობა ალაგმავდა, ოჯახურ უთანხმოებას მოაწესრიგებდა, მემკვიდრეობის წესიერ კანონს გამოსცემდა და „გააძლიერებდა თავი“ ხანგრძლივ მშვიდობიანობით". ვერ ვიტყვით, რომ გ. წერეთლის ეს მოსაზრება სავსებით მცდარი იყოს. მასში არის სიმართლის ნიშნები. ზოგ რამეს, განსაკუთრებით მეფობის ბოლო წლებში, მართლაც ვერ გაართვა ერეკლე მეორემ თავი, რამაც ქვეყანა საბოლოოდ სახელმწიფოებრიობის დაკარგვამდე მიიყვანა, მაგრამ, ბუნებრივია, ერეკლე მეორის მეფობის დადებითი მხარეები ადვილად გადაწონის იმ შეცდომებს, რაც მის მეფობას ახასიათებდა. სოლომონ ლიონიძე წერდა, რომ „მზე და მთოვარი იმის ბედნიერს ლაშქრობაში ხანდაზმულნი არიანო" (ქართული მჭევრმეტყველება, 1958, გვ. 244). ერეკლე მეორე იყო უბადლო მხედართმთავარი, გამორჩეული სარდალი. პრუსიის მეფეს ფრიდრიხ მეორეს თურმე უთქვამს: ევროპაში მე ვარ და აზიაში საქართველოს მეფე (იქვე, გვ. 243). მისი მეფობის დახასიათებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მის დროს ქართლ-კახეთის სამეფო ყველაზე ძლიერი გახდა ამიერკავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში. ხალხი მას სასწაულებრივ ქმედებებსაც მიაწერდა: „ერეკლეს ხმალი წინ დაიდვის და ისევ თავისთავად შემოერტყმისო" - ამბობდნენ (ნარკვევები, 1973, გვ. 776).
ერეკლე იყო დიდბუნებოვანი, ყველასაგან გამორჩეული პიროვნება და მეფე. ეხმარებოდა უპოვართ, თითქმის არც ერთ საჩივარს უყურადღებოდ არ ტოვებდა. ქვეყნისათვის თავდადებულ ადამიანებს ყმობისაგან ათავისუფლებდა, თავშესაფარს აძლევდა დევნილებს და სხვა (ხალხური სიტყვიერება, 1962, გვ.86). (გ. წერეთელი ამავე მოსაზრებას ავითარებს 1895 წლის 239 „კვალში გამოქვეყნებულ წერილში „მეორე ხანა ირაკლი მეორის მეფობისა", რომელიც მას ბუტკოვის წერილების მიხედვით შეუდგენია. როგორც აღვნიშნეთ, ავტორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა სწორედ ბოლო წლები ერეკლე მეორის მეფობისა. იგი აქ ხედავდა მეფის სისუსტეს, როცა თეიმურაზ მეორე გვერდით აღარ ჰყავდა და, მისი აზრით, სრულად გამოვლინდა ის ნაკლოვანებანი, რაც მის მეფობას ახასიათებდა.

პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, უფრო სწორად, ბუტკოვის ნაშრომიდან გამოყოფს იმ ცნობებს, რომლებიც მისი მოსაზრების საბუთად გამოდგება. კერძოდ, გ. წერეთელი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ქართლელ თავადებს ერეკლე მეორე არ უყვარდათ, „უფრო იმისთვის, რომ ის მეტად შეთვისებული იყო თავის კანელებთან, მხედართმთავრებიც სულ იქიდან ჰყავდა და ქვეყნის გამგეობაში კახელ თავადებს წინ აყენებდა" („კვალი“, 1893, No39). საიდუმლო მოლაპარაკებაზეც უფრო აქაურ წარჩინებულებს ენდობოდა, თუშ-ფშავხევსურებიც ძალიან გაამაყებული ჰყავდა და სხვ. ავტორს მიაჩნია, რომ ამან გამოიწვია დინასტიური მოძრაობის გაჩენა 1777 წელს, როცა ქართლის თავადთა გარკვეულმა ნაწილმა ქართლის ტახტის კანონიერი მემკვიდრის, ალექსანდრე ბაქარის ძის გამეფება განიზრახა.

"ქართულ საისტორიო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ქართლის თავადთა ეს სულისკვეთება განპირობებული იყA გამაერთიანებელი და ძლიერი მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლით. ბუნებრივია, მათ სუსტი და მოწყალე მეფე აწყობდათ, მაგრამ როცა ქართლ-კახეთის სამეფოს საგარეო მდგომარეობა განმტკიცდა და თავიანთი მიზნისათვის უცხო ძალებს ვეღარ გამოიყენებდნენ, სხვა ხერხს მიმართეს - უარყოფდნენ „კახი" ბაგრატიონების უფლებას ქართლის ტახტზე და „მუხრანელ" ბაგრატიონთა აღდგენისათვის იბრძოდნენ (ნარკვევები, 1973, გვ.632). ამ მიზნით ჯერ ისინი ვახტანგის უკანონო შვილის - პაატას გარშემო დაჯგუფდნენ. შეთქმულებაც მოაწყვეს, მაგრამ როცა ვერაფერს გახდნენ, შემდეგ ალექსანდრე ბაქარის ძე წარმოესახათ იმ პიროვნებად, მათ სურვილსა და მიზნებს რომ უკარნახებდა.

გ. წერეთელი ერეკლე მეორეს შეცდომად უთვლის ქართლის თავადებთან ცივ დამოკიდებულებას, მათი ინტერესების უგულებელყოფას, კახელთა გაფეტიშებას, თუშ-ფშავ-ხევსურთა დაწინაურებას და ა.შ. და არ ითვალისწინებს იმ რეალურ ვითარებას, თუ რით იყო გამოწვეული მეფის ეს ქმედებანი. მას მხედველობიდან რჩება ის ხანგრძლივი ბრძოლები, ქსნის ერისთავები რომ აწარმოებდნენ ერეკლეს წინააღმდეგ, რაც ქართლისა და კახეთის, როგორც ერთიანი სამეფოს, არსებობას კითხვის ქვეშ აყენებდა."

სტატიის ავტორის აზრით, სწორედ ალექსანდრე ბაქარის ძის გამოჩენის გამო მიუღია ერეკლე მეორეს გადაწყვეტილება რუსეთთან მფარველობითი ტრაქტატის გასაფორმებლად, რადგან, მისი აზრით, ამ კანდიდატურას ქართლის თავადთა უმეტესი ნაწილი ემხრობოდა. იგი სწორედ ერეკლეს მიერ რუსეთს განდევნილმა ალექსანდრე ამილახვარმა მოიყვანა ქართლში, ოსები, ჩეჩნები,

დარუბანდელები მიიმხრეს და იბრაჰიმ-ხანთან ერთად განისა და ერეკნი! დასაპყროéად წასული ერეკლეს საწინააღმდეგო საკმაო ძალებს მოუყარეს თავი - აღნიშნავს გ. წერეთელი. | დღეისათვის გარკვეულია, რომ ოსმალეთთან მიღწეული კავშირითა და ერევნის დაპყრობით რუსეთი არ იყო დაინტერესებული. თურქეთის წინააღმდეგ დაუღალავ მებრძოლ სოლომონ იმერთა მეფესაც არ მოსწონდა ეს გადაწყვეტილება და შირაზიდან სწორედ მან ჩამოაყვანინა ალექსანდრე ბაგრატიონი ბესიკ გაბაშვილს (შ.ბურჯანაძე. 1963, გვ. 133). | ალექსანდრე ბაქარის ძის იმერეთში გამოჩენასთან დაკავშირებით აკად. ნ. ბერძენიშვილი წერდა: „როგორც ჩანს, რუსეთის პოლიტიკური კარი შეშფოთებულია ერეკლეს პოლიტიკური ნაბიჯებით. უეჭველია, რუსეთი შეეცდება საგანგებო ზომები მიიღოს, რომ ერეკლეს გეზი შეაცვლევინოს (ჩერქეზ გადმოსახლებულთა დაკავება, ალექსანდრე ამილახვარის აშვება, ალექსანდრე ბაქარის ძის ფათალი ხანთან გაჩენა და თვით ფათალიბანის აქტიურობა ერეკლე წინააღმდეგ - ყველა ეს რუსეთის მიერ მიღებული კონტრზომები ჩანს" (ნ.ბერძენიშვილი, გ3, 169). ( ამდენად. ქართლ-კახეთის სამეფოს ასეთი გაძლიერება არც რუსეთის, არც ქერიმ-ხანის და იმერთა მეფის, სოლომონის ინტერესებში არ შედიოდა. ამი: ამ უკანასკნელის მეფობაც გაუქმდებოდა და ერთიანი ქართული სახელმწიფო შეიქმნებოდა. რაც შეეხება ალექსანდრე ბაქარის ძეს, იგი რუსეთმა მართლაც გამოიყენა თავისი ინტერესების სასარგებლოდ: „რუსეთის მთავრობას კარგად ესმოდა ქართლში შექმნილი ვითარების თავისებურება და ქართლის ტახტის მაძიებელს, ალექსანდრე ბაქარის ძეს თავისი დამპყრობლური მიზნებისათვის იყენებდა. სწორედ ამით აისნება ის ფაქტი, რომ, თუ, ერთი მხრივ. გ. პოტიოჰკინი პავლე პოტიომკინს წერდა, სასურველი არ არის ალექსანდრე ბატონიშვილი კავკასიიდან გაძევებისა" (ნარკვევები. 1973, გ. 688). იგი, მართლაც, ფა) - ალი-ხანმა ტრაქტაქტის ხელმოწერის შემდეგ გადასცა.

ამდენად. ალექსანდრე ბაქარის ძე გამოყენებული იყო, როგორც რუსეთის ინტერესების გამომხატველი პიროვნება. რაც შეეხება ერეკლეს სურვილს ერევნის დაპყრობისა და თურქეთთან კავშირისა, ეს იყო ქართულ სამეფო-ჟამთავროთა გაერთიანების ცდა და, ბუნებრივია, უარყოფითად არ უნდა ჩაეთვალოს მას, ისე, როგორც განდგომილ ქართლის თავადთა წინააღმდეგ ბრძოლა.

ამგვარად, გაზეთი „კვალი” დიდ ყურადღებას უთმობდა ერეკლე მეორის პიროვნებას, ცდილობდა განესაჯა მისი მეფობის დადებითი და უარყოფითი მხარეები. მართალია, ერეკლე მეორის შესახებ „კვალის“ ზოგიერთი პუბლიკაცია ტენდენციურობიო გამოირჩევა, მაგრამ მათ გაზეთის პოზიციის და თვით სახელოვანი მეფის მოღვაწეობის შესაფასებლად გარკვეული ისტორიოგრაფიული მნიშვნელობა აქვს.

2 დამოწმებული ლიტერატურა

▲ზევით დაბრუნება


დამოწმებული ლიტერატურა


დავით ბატონიშვილი, 1941 - დავით ბატონიშვილი, ახალი ისტორია: ბაგრატ ბატონიშვილი, ახალი მოთხრობა, გამოსცა ნ. ლომოურმა, თბ., 1941

ნ. ბერძენიშვილი, 1968 . ნ. ბერძენიშვილი, ვახუშტის ბიოგრაფიისათვის, იხ. ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თბ., 1968 | ნ. ბერძენიშვილი, 1967 - ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. IV, თბ., 1967

შ. ბურჯანაძე, 1961 - შ. ბურჯანაძე, იმერეთის სამეფო 1768-1774, ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე, ტ. III, თბ., 1965

ვახუშტი, 1959 - ვახუშტი, საქართველოს ცხოვრება, თბ., 1959 გაზ. „კვალი", 1895, N15; 1895, 9853; 1893, 930; 1895, 1939 ნარკვევები, 1973 - საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბ., 1973 ალ. ორბელიანი, 1895 - ალ. ორბელიანი, ჟურნ. ცისკარი, 1859, No4

ქართული მჭევრმეტყველება, 1958 - ქართული მჭევრმეტყველება, ნ. კანდელაკის რედაქციით, თბ., 1958

ხალხური სიტყვიერება, 1962 - ქართული ხალხური საისტორიო სიტყვიერება, ქ. სიხარულიძის რედაქციით, წიგნი II, თბ., 1962

ივ. ჯავახიშვილი, 1973 - ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია. ტ. V, თბ., 1973.

 

3 Title

▲ზევით დაბრუნება


ELDAR TAVBERIDZE

THE NEWSPAPER THE "KVALI" ON EREKLE II

The “Krall paid grcat attention to the period of the reign of Erekle Il, it systematically published articles on the developments and historical figures of this period. The particular interest in this time was due to the fact that it was closely linked with the developments, having occurred a century before, and the fundamental changes in the life of the Georgian people. The conclusion of the protective treaty between Russia, and Kartli and Kakheti ended in the abolishing of the Kingdom of Georgia and the establishment of the Russian rule. In this respect, the article of A.Garsevanishvili "From the History of the Annexation of Kartli and Kakheti" and the article of G.Tsereteli "King Erekle II" are interesting (the "Kvali", 1893, No. 29).

The “Kvali" generally devoted great aftention to Erekle II and tried to assess the advantages and disadvantages of his reign. Although some articles of the newspaper on Erekle Il are somewliat biased, they have historiographic importance for the evaluation of the position of the newspaper and the reign of the great king.

4 თავბერიძე ელდარ

▲ზევით დაბრუნება


 
ელდარ თავბერიძე