![]() |
კომპასიტო |
სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ბავშვებისთვის
რედაქტორი და თანაავტორი
ნენსი ფლაუერსი
სახელმძღვანელოს მომზადებაში მონაწილეობდნენ
ბრედეროდე-სანტოსი მარია ემილია
ჯო კლეისი
რანია ფაზაჰი
ანეტ შნაიდერი
ჟუჟანა სელენი
კოორდინირება და საბოლოო რედაქტირება ჟუჟანა სელენი
ილუსტრაციები დაიანა ნეგი,ირმა რატიანი
სარჩევი
მადლობები
წინასიტყვაობა
შესავალი
I. გაეცანით ადამიანის უფლებებს
II. რა არის განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში?
III. როგორ გამოვიყენოთ „კომპასიტო“
IV. პრაქტიკული სავარჯიშოები
V. თემები
VI. დანართები
![]() |
1 წინათქმა |
▲ზევით დაბრუნება |
წინათქმა
წინამდებარე სახელმძღვანელოში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორებს და არ
არის აუცილებელი, გამოხატავდეს ევროპის საბჭოს მოსაზრებებს.
ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში
https://www.coe.int/ka/web/portal/home
ქართულად თარგმანი დაფინანსებულია საქართველოში ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიუროს
მიერ
საავტორო უფლება ამ გამოცემაზე ეკუთვნის ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო
ცენტრსა და ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიუროს საქართველოში. აკრძალულია გამოცემის
რომელიმე ნაწილის კომერციული მიზნებით პუბლიკაცია ან გადაღება ნებისმიერი
საშუალებით – ელექტრონული იქნება ის (კომპაქტ-დისკი, ინტერნეტი და სხვ.) თუ
მექანიკური, მათ შორის ასლის გადაღება, ჩაწერა ან ინფორმაციის შენახვის თუ ძიების
სისტემების გამოყენება, ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრისა და
საქართველოში ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიუროს წერილობითი ნებართვის გარეშე.
ამ გამოცემიდან არაკომერციული საგანმანათლებლო მიზნებისთვის მასალების გამოყენება
ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ პირობით, თუ წყარო სწორად იქნება
მითითებული.
წინამდებარე გამოცემასთან ან მის მთლიანად თუ ნაწილობრივ ხელახლა გამოქვეყნებასთან
ან თარგმნასთან დაკავშირებული მთელი კორესპონდენცია უნდა გაიგზავნოს შემდეგ
მისამართებზე:
ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრი
0177, თბილისი, ნუცუბიძის 77ბ ელ-ფოსტა: :
hrecgeo@yahoo.com
0179, თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. II ჩიხი, 3ა კორპუსი ელ-ფოსტა::
informtbilisi@coe.int
,,კომპასიტო” – სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში
ბავშვებისთვის
© 2009 Human Rights Education Centre / Council of Europe Information Office in
Georgia on Georgian translation
© Council of Europe on publication in English 2007, 2nd edition 2009
This translation of Compasito manual for human rights education for children is
published by arrangement with the
Council of Europe
ქართული თარგმანი © 2009წ. ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრი /ევროპის
საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში
ინგლისურენოვანი პუბლიკაცია © ევროპის საბჭო 2007წ., მეორე გამოცემა 2009წ.
,,კომპასიტო - სახელმძღვანელო ადამიანის უფლებების სფეროში ბავშვებისთვის” თარგმანი
განხორციელდა ევროპის საბჭოსთან შეთანხმებით
დიზაინი: დანიელ ჰორვათი,
http://danielhorvath.com
თარგმანი: თამარ მიქაძე და ანა გეგეჭკორი
თარგმანის ხარისხის შემოწმება: გიორგი კიკალიშვილი
რედაქტორი: დავით გელაშვილი
ქართულენოვან გამომცემლობაზე პასუხისმგებელი: გივი მიქანაძე
Translation into Georgian funded by the Council of Europe Information Office in
Georgia
Publication funded by the Council of Europe Programme “Building Europe for and
with children”
გამოცემა დაფინანსებულია ევროპის საბჭოს პროგრამის “ავაშენოთ ევროპა ბავშვებისთვის
და ბავშვებთან ერთად” ფარგლებში
ქართულენოვანი გამოცემის ISBN 978-9941-0-1839-8
დაბეჭდილია: საქართველოში, გამომცემლობა შპს „პანტონი”-ს მიერ ტირაჟი: 600 ცალი
Information on Compasito in other languages than Georgian:
http://www.eycb.coe.int/compass/
ინფორმაცია სხვა ენებზე გამოცემულ “კომპასიტო”-ზე ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე:
http://www.eycb.coe.int/compass/
![]() |
2 სარჩევი |
▲ზევით დაბრუნება |
მადლობები
წინასიტყვაობა
შესავალი
მოგესალმებათ "კომპასიტო" - სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში
ბავშვებისთვის!
რას ნიშნავს განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში ბავშვებისთვის?
განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში და განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისთვის
ვისთვის არის განკუთვნილი "კომპასიტო"?
რას მოიცავს "კომპასიტო"?
"კომპასიტოს" სტრუქტურა
"კომპასიტო" ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ახალგაზრდული პროგრამის
ფარგლებში
I. გაეცანით ადამიანის უფლებებს
1. რას წარმოადგენს ადამიანის უფლებები?
მეოცე საუკუნის ადამიანის უფლებათა წინამორბედნი
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
ადამიანის უფლებათა სამართლებრივი ბაზა
რატიფიცირების ვალდებულება
ადამიანის უფლებათა კონვენციის განვითარების პროცესი
ადამიანის უფლებათა რეგიონული კონვენციები
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები
2. რას წარმოადგენს ბავშვის უფლებები?
ბავშვის უფლებათა კონვენციაში ჩამოყალიბებული ძირითადი პრინციპები
ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელების მონიტორინგი
ბავშვის უფლებათა კონვენციის პროპაგანდირება
II. რა არის განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში?
1. ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების შემოღება
განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში ბავშვებისთვის
ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულება
მეთოდოლოგია ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში
არაფორმალური განათლება
ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების ჩართვა ბავშვებთან მუშაობის პროცესში
ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების მიღების უფლება .
განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში და განათლების სხვა სფეროები
2. განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო კონტექსტში
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
იუნესკო
იუნისეფი
ევროპის საბჭო
არასამთავრობო ორგანიზაციები
III. როგორ გამოვიყენოთ “კომპასიტო”
“კომპასიტოს” გამოყენების საწყისი ეტაპი
“კომპასიტოს” მიზანი
სწავლა გამოცდილების საფუძველზე
გამოცდილების შეძენა
განხილვა
გააზრება
განზოგადება
გამოყენება
წამყვანის მიერ გაწეული დახმარება
აზროვნების და სწავლის სხვადასხვა სტილი
როგორია თქვენი ფიქრის სტილი?
რომელია სწავლის თქვენთვის საყვარელი ან მთავარი სტილი?
ბავშვების განვითარების დონეები
რას წარმოადგენს “კომპასიტოს” პრაქტიკული სავარჯიშო?
ბავშვის უფლებათა კონვენცია როგორც საფუძველი
პრაქტიკულ სავარჯიშოთა შერჩევა
პრაქტიკულ სავარჯიშოთა ადაპტირება
რჩევები მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით რჩევები წამყვანს
სავარჯიშოები ყინულის გალღობის, განწყობის შექმნის და სტიმულის მიცემის
მიზნით“ენერჯაიზერები”
შეფასებისა და გააზრების შესაძლებლობები
კონფლიქტების მართვა.
ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების პრაქტიკული გამოყენება
IV. პრაქტიკული სავარჯიშოები
პრაქტიკულ სავარჯიშოთა ჩამონათვალი
1. ადამიანის უფლებათა კალენდარი
2. ადამიანის უფლებათა რეკლამირება
3. ადამიანის უფლებები ახალ ამბებში
4. ბიჭები არ ტირიან!
5. ბრძოლა ფორთოხლისთვის
6. გადადგი ნაბიჯი წინ
7. გემით მგზავრობა ახალი კონტინენტისკენ
8. დაიპყარი ციხე-სიმაგრე
9. დამკვირვებლის ნაცვლად – დამხმარე
10. ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება?
11. ზაბდერფილიო
12. ზღაპარს თოჯინები ყვებიან
13. თამაშები სურათებით
13ა. სურათის ნაწილი
13ბ. სურათის ტიტრები.
13გ. ლაპარაკობენ პერსონაჟები
14. თანამედროვე ზღაპარი.
15. თვალახვეული
16. თითოეულ ხმას მნიშვნელობა აქვს
17. იყო და არა იყო რა
18. “კომპასიტოს” რეპორტიორი
19. კონსტიტუცია ჩვენი ჯგუფისთვის
20. კურდღლის უფლებები.
21. მსოფლიოს ბავშვთა საზაფხულო ბანაკი
22. რა იქნება
23. რა მშვენიერია სამყარო.
24. რისი კეთება მომწონს და რას ვაკეთებ
25. როგორ ავიცილოთ ძალადობა
26. საბრძოლო მზადყოფნა
27. სამაგიდო თამაშები.
27. ა. იცით თუ არა თქვენი უფლებები?
27. ბ მოკშა-პატამუ
28. სიტყვები, რომლებიც გულს გვტკენს
29. უმნიშვნელოვანესი ვისთვის?
30. უფლებების მონიშვნა რუკაზე
31. უფლებების მოძრავი კონსტრუქცია
32. უხმო დიქტორი
33. ფიზიკური/ფსიქოლოგიური ზეწოლის მაგალითები
34. ღორმუცელა
35. შენ რა აზრის ხარ?
36. ცოდნის მოცულობა.
37. ძვირფასი დღიური
38. წყლის წვეთები
39. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ
40. ვისი სურათი მაქვს ზურგზე დაკრული?
V. თემები
1. მოქალაქეობა
2. დემოკრატია
3. დისკრიმინაცია
4. სწავლა და თავისუფალი დრო
5. გარემო
6. ოჯახი და ალტერნატიული მზრუნველობა
7. გენდერული თანასწორობა
8. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
9. მედია და ინტერნეტი
10. მონაწილეობა
11. მშვიდობა
12. სიღარიბე და სოციალური გარიყვა
13. ძალადობა
VI. დანართები
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
(ბავშვებისთვის ადაპტირებული ვერსია)
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია
(ბავშვებისთვის ადაპტირებული ვერსია).
ბავშვის უფლებათა კონვენცია
(ბავშვებისთვის ადაპტირებული ვერსია)
ბავშვის უფლებათა კონვენცია
ადამიანის უფლებების სიტყვარი
სასარგებლო წყაროები
ადამიანის უფლებათა ძირითადი საერთაშორისო ინსტრუმენტების რატიფიცირების
მდგომარეობა
![]() |
3 მადლობები |
▲ზევით დაბრუნება |
განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ნენსი ფლაუერსს, რომელმაც ნაშრომს თანმიმდევრულობა, პროფესონალიზმი და სული შთაბერა.
მადლობას მოვახსენებთ ანეტ შნაიდერს სახელმძღვანელოს სასწავლო ნაწილის ხარისხში შეტანილი პროფესიული წვლილისთვის.
სგანგებო მადლობა რუი გომესს, "კომპასი - სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით" რედაქტორს, რომელიც წარმოადგენდა "კომპასის" კონცეფციის გაგრძელებას, მონაწილეობას იღებდა წინამდებარე სახელმძღვანელოს იდეის დახვეწაში და წიგნის მომზადების მთელი პროცესის განმავლობაში ფასდაუდებელ რჩევებსა და კრიტიკულ შენიშვნებს იძლეოდა.
ბავშვებისთვის ასეთი სახელმძღვანელოს შექმნის მნიშვნელობასა და შესაძლებლობაში ლორა დე ვიტემ დაგვარწმუნა, სწორედ მან მოიფიქრა წიგნის სათაური და მოგვაწოდა შენიშვნები აქტივობებთან დაკავშირებით.
მადლობას მოვახსენებთ კატალინ კერჩს, მერიტ ულვიკსა და ჯირი ტომკალას სახელმძღვანელოს შინაარსის მოფიქრებაში მათი მონაწილეობისთვის წიგნის შემოქმედებითი გუნდის წევრების სახით.
მადლობა აირის ბოუიდამანს და ნადინ ლიამური-ბაჯას სახელმძღვანელოში შემავალ პრაქტიკულ სავარჯიშოებთან დაკავშირებით მათი კომენტარებისთვის, მათ შედგენაში მონაწილეობისა და სასწავლო ნაწილში დახმარებისთვის.
სახელმძღვანელოში შემავალი პრაქტიკული სავარჯიშოები გამოცდილი იქნა რამდენიმე ძალზედ დაინტერესებული კოლეგის მიერ. ესენი იყვნენ ბურკუ მელტემ არიკი, პაოლა ბორტინი, მარიო დაგოსტინო, გაბრიელ კესპა, კაროლინ გებარა, მარა გეორგესკუ, ილონა ჰუდაკი, გიორგი კიკალიშვილი, საშო კოჩანოვსკი, ანა ლეჩოვსკა, ანაბელა მორეირა, ბიჯანა ტემელკოვა და ანნე თიმანი.
მადლობას მოვახსენებთ, აგრეთვე:
* ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობდა პირველ საკონსულტაციო შეხვედრაში
"კომპასიტოსთან" დაკავშირებით 2005 წლის ნოემბერში, მათი მუშაობისთვის
სახელმძღვანელოს კონცეფციაზე;
* ტამარა კაფკოვას, ნიკოლეტა დუმიტრუს და ალი ოკტაი კოქს, EYჩB-ის სტაჟიორებს
სახელმძღვანელოს შექმნის პროცესში, მათი მუშაობისთვის ლიტერატურისა და სასარგებლო
წყაროების შეკრებასა და შემოწმებაზე;
* ანტიე როთმუნდს, ანიკო კაპოსვარის და ევა ბ. ნაგის მათი სასარგებლო შენიშვნებისა
და წინადადებებისთვის;
* კოლეგებს ევროპის საბჭოს სხვადასხვა ქვედანაყოფებიდან:
* დეივიდ ქროუს, ადამიანის უფლებათა გენერალური დირექტორატიდან, და
* ოლაფ ოლაფსდოტირს, სკოლის კლასგარეშე და უმაღლესი განათლების დირექტორატიდან,
მათი საექსპერტო დასკვნებისთვის;
* ელდა მორენოს, პროგრამის "ვაშენოთ ევროპა ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად"
მდივანს, სახელმძღვანელოს შექმნის პროცესში მოტივაციისა და დახმარებისთვის;
* გაბრიელა ტისას, EYჩB-ის თანამშრომელს ინფორმაციის საკითხებში, რომლის ერთგული
მუშაობის გარეშე ინტერაქტიული საკომუნიკაციო პროცესი არ შედგებოდა;
* რეიჩელ ეფლბის, იმისთვის, რომ ბევრად მეტი გააკეთა სახელმძღვანელოსთვის, ვიდრე
კორექტურაა;
* დენიელ ჰორვათს და დაიანა ნეგის მათი შემოქმედებითი და მოქნილი მიდგომისთვის
სახელმძღვანელოს დიზაინისა და ილუსტრაციების შექმნის პროცესში.
ბოდიშს ვიხდით, თუ ვინმე გამოგვრჩა და ვწუხვართ, რომ ვერ გამოვიყენეთ ყველა მიღებული მასალა და წინადადება.
![]() |
4 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
წინასიტყვაობა
დემოკრატიულ სამყაროში ცხოვრების შესაძლებლობა თავისთავად არ მოდის. დემოკრატიულ სამყაროში ცხოვრების წინაპირობების – ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და ფასეულობების – სწავლა და აღზრდა მთელი ცხოვრების განმავლობაშია საჭირო. ბავშვებმა უნდა შეითვისონ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ძირითადი იდეები, მაგრამ ისეთი ფასეულობების სწავლება, როგორიც არის ღირსება, შემწყნარებლობა და სხვა ადამიანების პატივისცემა, ასევე ისეთი უნარ-ჩვევების გადაცემა, როგორიც არის თანამშრომლობა, კრიტიკული აზროვნება და ადამიანის უფლებების დაცვა, ვერ ისწავლება ტრადიციული გზებით. ადამიანმა ისინი უნდა ისწავლოს გამოცდილებისა და პრაქტიკის წყალობით, დემოკრატიულ გარემოში ცხოვრებითა და მოქმედებით და მაქსიმალურად ადრეული ასაკიდან. სწორედ ამას ეხება განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში და ამ მიზნის მისაღწევად არის განკუთვნილი "კომპასიტო" - სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ბავშვებისთვის.
ევროპის საბჭოს მიერ აღებული ვალდებულება – დაიცვას ადამიანის უფლებები – მისი
დაარსებიდან მომდინარეობს. ისეთ ევროპას, რომლის აშენებაც ჩვენ გვინდა, რომელიც მშვიდობისა და ადამიანის უფლებების კულტურას ემყარება, მივიღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
ამ პროცესში ყველა აქტიურად ჩაერთვება.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მიღების შემდეგ ბავშვებთან მუშაობის პარადიგმაში ფუნდამენტური ცვლილება მოხდა – ეს არის ბავშვების უფლება, მოხდეს მათთან კონსულტირება და
მათი აზრის გათვალისწინება მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას. თუმცა
ბავშვების მონაწილეობა ამ პროცესებში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უფროსები
ბავშვებს აღიქვამენ პარტნიორებად იმ საკითხებში, რომლებიც ბავშვებს ეხება. მაგრამ ამის რეალობად ქცევა და ამით ბავშვების ღირსების დაცვა ნამდვილი გამოწვევაა უფროსებისთვის და ის
მეთოდები, რომლებითაც ზრდასრული ადამიანები ეკიდებიან ბავშვებს, ასახავს იმას, თუ როგორი მომავალი ესახება საზოგადოებას. ადამიანის უფლებები და განათლება ადამიანის უფლებების სფეროში ჩვეულებრივი სასწავლო პროცესია, რომელიც არამარტო ბავშვებს, არამედ უფროს
ადამიანებსაც ეხება.
ევროპის საბჭომ წამოიწყო პროექტი "ავაშენოთ ევროპა ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად", რათა ევროპის მასშტაბით ყურადღება მიეპყრო ბავშვების ღირსების საკითხის მიმართ
პატივისცემისთვის, რათა ხელი შეეწყო ბავშვთა უფლებების ხორცშესხმისა და ბავშვების მიმართ ძალადობის აღმოფხვრისთვის. ბავშვების მონაწილეობას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება
ორივე ზემოხსენებული საკითხისთვის. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს
"კომპასიტომ". ევროპის საბჭოს ახალგაზრდული სექტორის ადამიანის უფლებათა სფეროში ახალგაზრდებისთვის განათლების ძალზე წარმატებული პროგრამის გამოცდილებაზე და ასევე
"კომპასის" – სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ახალგაზრდების
მონაწილეობით _ წარმატებაზე დაყრდნობით "კომპასიტო" ბავშვებს, განათლების სფეროს მუშაკებს, მასწავლებლებსა და მშობლებს სთავაზობს აქტივობებსა და მეთოდებს ბავშვებისთვის
ადამიანის უფლებების შემოქმედებითი და მიმზიდველი გზებით გასაცნობად. ეს სახელმძღვანელო საწყისი წერტილია: "კომპასიტო" სახავს მიმართულებებს, მაგრამ ბავშვებზე და მათთან მომუშავე ადამიანებზეა დამოკიდებული მისი გამოყენება საუკეთესო სახით.
სწორედ საკუთარი უფლებების ცოდნა აძლევს ბავშვებს შესაძლებლობას, განაცხადონ ძალადობისა და შეურაცხყოფის შესახებ და უარყონ ამგვარი ფაქტები; სწორედ ადამიანის უფლებების
დაცვის მცდელობა აძლევს ბავშვებს შესაძლებლობას, თავიანთი წვლილი შეიტანონ უკეთესი –
როგორც დღევანდელი, ისე ხვალინდელი _ მსოფლიოს მშენებლობაში, და სწორედ ბავშვებთან
ადამიანის უფლებებზე მუშაობა ხდის უფროსებს უფრო საიმედოებს ბავშვების თვალში.
ეს სახელმძღვანელო ფასდაუდებელ წვლილს შეიტანს ბავშვების დახმარების საქმეში და ევროპის მასშტაბით ბავშვთა უფლებების დამკვიდრებაში.
მო დე ბოერ-ბუკიკიო
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე