The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საშველს რომ აღარ მაძლევს


საშველს რომ აღარ მაძლევს



XX საუკუნის ქართული ლიტერატურა სკოლაში

1 ტექსტი

▲ზევით დაბრუნება


 

საშველს რომ აღარ მაძლევს

საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე
მამულზე ფიქრი,
ხანდახან
გულში
ღიმილით
ვიტყვი: -

რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა,
მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს! -
რომელი მეფე ერეკლე მე ვარ!
ანდა რომელი მსაჯული მისი!

პასუხად მყისვე,
ვითარცა სეტყვა,
ვინც კი რაც კი არსებობს ირგვლივ, -
იხუვლებს ხოლმე,
იხუვლებს ერთხმად -
ღალატიაო
მაგგვარი
ფიქრი!

   

2 მაჭავარიანი მუხრან

▲ზევით დაბრუნება



მუხრან მაჭავარიანი


დაბადების თარიღი: 12 აპრილი, 1929
გარდაცვ. თარიღი: 17 მაისი, 2010  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია: პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი არაგვეთი, საჩხერის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1952 წელს.

1957–1963წწ. მუშაობდა ჟურნალ "ცისკრის" პოეზიის განყოფილების გამგედ; 1963–1964წწ. ჟურნალ "პიონერის" მთავარ რედაქტორად; 1967–1982წწ. ჟურნალ "დილის" მთავარ რედაქტორად; 1982–1988წწ. ალმანახ "საუნჯის" მთავარ რედაქტორად. პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ყოველწლიურ ალმანახ "პირველ სხივში", პირველი წიგნი "ლექსები" - 1955 წელს. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული - "წითელი მზე და მწვანე ბალახი" და "სიჩუმე უშენოდ", რომელიც რუსულად თარგმნა ევგენი ევტუშენკომ. მუხრან მაჭავარიანის მთელი შემოქმედება სამშობლოს სიყვარულითაა შთაგონებული. მისი პოეზიის ესთეტიკას განსაზღვრავს მისი მოქალაქეობრივი კრედო, შეურიგებლობა და წინააღმდეგობაში ყოფნა არსებულ რეალობასთან. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, სომხურ, ჩეხურ, პოლონურ, ბულგარულ, გერმანულ, ინგლისურ ენებზე. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6. -თბ., 1983. -გვ. 514; burusi.wordpress.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (2009-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1954-1992)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, თავმჯდომარე (1988-1992)
  • საქართველოს პარლამენტი, წევრი (1999-2003)
  • საქართველოს უზენაესი საბჭო, წევრი (1989-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1989 - კირილესა და მეთოდეს ორდენი (ბულგარეთის სახელმწიფო ჯილდო)
  • 1987 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1979 - წითელი დროშის ორდენი
  • 1966 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1958 - ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალი (მოსკოვი), ლაურეატი

ბიბლიოგრაფია