![]() |
პატარა კახი |
![]() |
1 ტექსტი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.1 მოქმედნი პირნი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.2 მოქმედება პირველი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.2.1 გამოსვლა პირველი |
▲ზევით დაბრუნება |
(მიბრუნდება და მაყვალს დაუწყებს კრეფას)
![]() |
1.2.2 გამოსვლა მეორე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.2.3 გამოსვლა მესამე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.3 მოქმედება მეორე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.3.1 გამოსვლა პირველი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.3.2 გამოსვლა მეორე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.3.3 გამოსვლა მესამე |
▲ზევით დაბრუნება |
იგივე და მწყემსი (მოუახლოვდება)
მწყემსი
ბატონიშვილო!.. (თავს უკრავს ქუდმოხდით)
კახი
თითქოს მეცნობა!..
გამარჯობა! შენ მწყემსი ხარ, ვგონებ?
მწყემსი
მწყემსი გახლავარ, შენი კვნესამე!
რისათვის მიხმე და რას მიბრძანებ?
კახი
მაგდენს არაფერს! - ის შენ იყავი,
რომ აკვნესებდი წეღან სალამურს?
მწყემსი
მე გახლდი!
კახი
მარტო შენთვის უკრავდი,
თუ სხვაც გიგდებდა აქვე სადმე ყურს?
მწყემსი
ჩემთვის ვუკრავდი, ჩემო ბატონო,
მწარე ნაღველის გასაქარვებლად.
კახი
კი მაგრამ, შენთან რა უნდა ნაღველს?
მთებში დადიხარ აქ თავისუფლად!
მწყემსი
ეჰ, დალოცვილო, რა გამოვიდა,
რომ ვიყო მარტოდ თავისუფალი...
მაშინ, როდესაც მთელს ჩვენს ქვეყანას
რისხვით დაჰყურებს მაღლით უფალი?..
კახი
სჩანს, ბარელი ხარ?
მწყემსი
არა, ბატონო!
კახი
მაშ აქაური თუ ხარ, მთიული,
რაღა გაწუხებს ამ სიმაგრეში?
მწყემსი
იქაურებზე შემტკივა გული!..
განა მარტო მე? მთლად მთიულები
იმათი ცოდვით იდაგებიან!
მაგრამ ვერ ჰხედვენ ვერსად მეთაურს
და თავისთავად რას გახდებიან?..
კახი
ბატონი მეფე?
მწყემსი
აქ ამობრძანდა...
თავი აქ მოსცა, ამ სიმაგრეში,
და ბარელები ოხრად დაჰყარა,
სულ უპატრონოდ, თათრების ხელში.
კიდევ კარგი, რომ ამის მნახველი
ჯერ არ იტეხენ მთიულები გულს
და იმედი რამ პატარა-კახის,
როგორც მომაკვდავს, მათ უბრუნებს სულს.
კახი
პატარა-კახის?
მწყემსი
დიახ, ირაკლის.
ძალიან რამეს მოგახსენებენ.
ჯერ მისი საქმე არვის უნახავს,
მაგრამ ისე კი მეტად აქებენ!
განაგონობით... ასე ამბობენ:
გივის გაზრდილი სხვა იქნებაო
და არ შეარჩენს თათრებს ჩვენს სირცხვილს,
ღმერთმაც წყალობა თუ ინებაო.
კახი
მართლა? მაშ რომ სთქვას ბატონიშვილმა:
“მტერზედ მივალო”, ხალხი გაჰყვება?
მწყემსი
განა კაცები მარტო? ქალებიც
თან გაჰყვებიან... არვინ დარჩება!..
კახი
შენც თან გაჰყვები?..
მწყემსი
მე რა დამიშლის?
კახი
ცხვრებს რაღას უზამ, ჩემო ძამია?
მწყემსი
ცხვრებს რაღას დავდევ?.. ამისთანა დროს!..
სუყველა მგლებსაც დაუჭამია.
ნეტავ კი მართლა მოვესწროთ იმ დროს,
რომ წინ გვიძღოდეს ბატონიშვილი
და ქართველებიც თან მოსძახოდენ:
“ან გამარჯვება და ან სიკვდილი!”
კახი
ამინ! გისმინოს ღმერთმა... ინებოს!
ეგრეც რომ მოხდეს, კი შეიძლება... (დაფიქრდება)
მწყემსი (თავისთვის)
მოედვა!.. (სიჩუმე)
კახი
დაცხა!.. წყალი მომწყურდა!.. (მწყემსს)
ახლოს ხომ წყალი არ გეგულება?
მწყემსი
ცოტა შორს გახლავს... კარგი წყაროა,
მაგრამ როგორ ვქნათ? არ გვაქვს ჭურჭელი.
კახი
აი, თანა მაქვს აგერ მათარა,
და ეს წაიღე! მოჰკიდე ხელი!..
(გადაუგდებს; მწყემსი აიღებს და გაუდგება გზას)
(ფიქრის შემდეგ)
ჰე! ვერა ჰხედავთ, რას ამბობს მწყემსი?
თურმე იმასაც კი სტკივა გული,
რომ უცხო ხალხი შემოგვესია
და ჩვენც თავს ვუხრით სულგანაბული!..
მაგრამ ჯერ კიდევ, მადლობა უფალს,
არ შესჩვევია ხალხი მონებას
და საქვემძრომოდ არ ავარჯიშებს
მონურის ხერხით ჭკუა-გონებას!..
დიახ, მონობას მიუჩვეველი
ჯერ კიდევ გული სხვას გვეუბნება
და სავაჟკაცო პირდაპირობას
მოითხოვს მუდამ მტკიცე ბუნება!
ჩვენც თუ ახლავე არ მივაწოდეთ
სამართლიანი მას სულის საზრდო
და ხანგრძლივობამ თავისი კვალი
ნელ-ნელ შეპარვით, ერთხელვე დასდო,
მორჩა, გათავდა... ამოიფხვრება...
ტყუილიღაა მერე იმედი...
და ის სჯობს, ბარემ ახლავე ვნახოთ,
რასაც გვექადის მერმისთვის ბედი.
(დაფიქრდება)
![]() |
1.3.4 გამოსვლა მეოთხე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.4 მოქმედება მესამე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.4.1 გამოსვლა პირველი |
▲ზევით დაბრუნება |
მოქმედება მესამე
სცენა
(მაღლობზე შორით ქოშისგორა მოჩანს, ზედ ეკლესიით. თემობაა. დაბლა ვაკეზე, გზის
პირად, მუშები სიმინდს სთოხნიან და მღერიან)
გამოსვლა პირველი
მუშები
ყანაო, მუშის სამოთხე,
გლეხის დიდებავ, ყანაო!
ცისკრის სხივებმა შეგმოსეს
და ნამმა გადაგბანაო,
დაგქროლა დილის ნიავმა,
ალერსით გითხრა ნანაო,
ჟუჟუნა წვიმამ ზედ დაგკრა,
ზურმუხტად აგამწვანაო!
მეთაური
აბა, ბიჭებო, თქვენი ჭირიმე!
ნუ შეჩერდებით ჯერ!.. ნუ დაღალდით!
ეს ერთიც კიდევ ჩამოვუაროთ!
სულ ჯარასავით დაუტრიალდით!..
მუშები
ნუ გეშინია! წაგვიძეხ! გასწი!..
არ ჩამოგრჩებით ჩვენც, მეთაურო!..
1-ლი გლეხი
ხომ ხედავ, ისეც ალმური აგვდის?..
რათ გინდა, უფრო რომ გაგვახურო?
მეთაური
ჰო! მაგრე! მაგრე! თქვენ დაგენაცვლეთ!
დაჰკარით, სანამ მიწაც სველია!..
მოხუცი
ეს ყველა კარგი, მაგრამ უქმს რომ ვტეხთ,
ეს განა კარგი საქციელია?
ახალგაზრდა
ვითომ რა იცის?
მოხუცი
როგორ რა იცის?
მაშ აღარ არის მადლი და ცოდვა?
მღვდელმა რა გვითხრა?..
ახალგაზრდა
მღვდელს რას უყურებ?!
ასე იციან სულ იმათ როტვა.
მე-2 გლეხი
იმან თუ არ სთქვა, ჩვენ კი არ ვიცით,
რომ უქმის ტეხა, მართლა, ძნელია?!
მე-3 გლეხი
ნეტავ რას ამბობ? რა დროს ეგ არის?
გეტყობა, საქმე შემოგელია!
ვერ ჰხედავ, ბარში რა ამბავია?
თესლად მარცვალიც არსად ვარდება!
ჩვენ რომ აქ ახლა უქმეს მივდიოთ,
ბარი შიმშილით ამოვარდება!..
მე-4 გლეხი
ახლა სხვა დროა! ღმერთიც არ გვიწყენს:
შრომა მისივე ნაბრძანებია!
ახალგაზრდა
კარგია ერთი! რაებსა ჰბოდავ?
ვგონებ, სიზმარი დაგზმანებია!..
მეთაური
გაუსვით ჩქარა!.. ტყვილა ნუ სცდებით!
ცოდვა ჩემ თავზე მე მიმიღია!
ახალგაზრდა
აბა, დავიწყოთ ისევ მუშური
და ბანი გვითხარ შენ, პირაღია!..
მუშები
ყანაო, გულ-ხელგაშლილო,
ქვეყნის მოკეთევ, ყანაო!
მოყვრულად შემოგსევივართ,
მტრულად გიმეტებთ განაო?
გავმარგლავთ ბალახ-ბულახსა,
გაგთოხნით ყოველგანაო... (ბუკს აყვირებენ)
ახალგაზრდა
რა ამბავია?
მე-2 გლეხი
რა უნდა იყოს?
ხატობაა და ბუკს აყვირებენ.
ახალგაზრდა
ვითომ რათაო?
მე-3 გლეხი
აყვირონ, თვარა
მაგითი ყეენს გააკვირებენ...
მოხუცი
გელა იქნება! უთუოდ უნდა
შეჰყაროს ხალხი და უთხრას რამე...
მეთაური
აბა, ბიჭებო... გაუსვით ჩქარა!..
მომყევით წყობით (ახალგაზრდას), შენც მხარი მამე!
მუშები
ზედ უფლის თვალი დაგყურებს,
შენი ბარაქა ბრძანაო!
აგშორდეს გვალვა და სეტყვა,
მოსავლის გამოცანაო!..
ყანაო, ოქრო-ზურმუხტო,
ყანაო, ჩემო ყანაო!
მაღალმა ღმერთმა აკურთხოს
სხვაც ბევრი შენისთანაო. (შეჩერდებიან)
მეთაური
ბიჭოს!.. სამხრობა წამოგვპარვია!..
ახლა კი დროა, რომ შევისვენოთ!..
წავიდეთ ჩრდილში! სამხარი გველის,
მოეწყინება მარტო, უჩვენოდ!..
ახალგაზრდა
აბა, ჰე!.. მოდი, წავიდეთ ერთად!
თუ მაგრე არის, უნდა ვუშველოთ!
მოხუცი
სწორედ არ გვაწყენს, რომ ცოტა ყელი
ჩვენც ჩავიწმინდოთ და ჩავისველოთ. (მიდიან)
![]() |
1.4.2 გამოსვლა მეორე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.4.3 გამოსვლა მესამე |
▲ზევით დაბრუნება |
გამოსვლა მესამე
(რევაზ ბებურიშვილი და თედო რამაზიშვილი ჩამოივლიან და
შორიახლოს დგებიან: ათვალიერებენ ქალს)
რევაზ
ეს არის? მართლა კარგი ყოფილა!..
თედო
მე განა ტყუილს მოგახსენებდით?..
კარგია, მაგრამ რა გამოვიდა?
ამ დაწყევლილთან რომ ვერას გავხდით!
რევაზ
ეგები, ბიჭო, თავპატიჟს იდებს:
მაგითი უნდა მეტი დაგვცინცლოს!..
თედო
რა ბრძანებაა! ცოტა ვაძლიეთ?
არ მიიკარა, არ იქნა, ახლოს!
იმდენი ფული და სამკაული
გადმომიყარა, თავში მახალა!
“მე შენი გულის არ გავხდებიო!..
დამეთხოვეო!” შემოგითვალა.
რევაზ
ნეტავ რას ნიშნავს ეგ გულმაგრობა?
თედო
ლევანზე არის გადარეული:
იმას იგონებს, იმაზე ჰფიქრობს
და მისთვის უძგერს უტყუვრად გული.
რევაზ
მე კი ლევანზე რაღა ნაკლე ვარ?
თედო
მეც ეგ არ მიკვირს! მაგრამ თვალია:
ჯერ ერთს შეჰხედავს, მოეწონება,
მერე მეორეს... ეგეც ქალია!..
მე კიდევ ისევ იმ აზრზედა ვარ:
რომ მოვიტაცოთ, კარგი იქნება!
მაგრამ ლევანი გადაირევა,
რომ გაიგონებს და ეწყინება!..
რევაზ
ლევან ვინ გდია? იმას რას დავდევ?
ნეტავ შემეძლოს გულზეც გავხეთქო!
ერთხელაც არის, ხომ უნდა შევხვდეთ...
და სასიკვდილოდ უნდა ვაფეთქო.
მე იმას ვფიქრობ, რომ სასახლეში
ეუცხოებათ, გაჯავრდებიან!..
თედო
თათრობა არის... მათ დაჰბრალდება...
ეჭვს ვინ აიღებს? რას მიჰხვდებიან?
სულ მარტოდმარტო, შორს მთაში ცხოვრობს
მოხუცებული ჩემი მამიდა...
რომ მოვიტაცოთ, იქ მივიყვანოთ
და იქ დავმალოთ! მეტი რა გვინდა?
მაშინ სულ სხვაა... მამიდაჩემი
დაგვეხმარება, რაც შეიძლება...
და დაგნებდება, როცა იქნება:
ქალია, გული გამოეცვლება.
რევაზ
კარგი, მაგრე ვქნათ! რა გაეწყობა?
უნდა ვუცადოთ უნებურად დროს!
ახლა კი უნდა ისევ წავიდეთ:
ბატონიშვილმა არ ჩამოგვასწროს! (მიდის)
თედო
ჰმ, გელავ! გელავ! მე შენი სისხლი,
დიდი ხანია, უნდა ამეღო,
მაგრამ, ბრმა რომ ხარ, დრომდის ვიცდიდი, -
და მოთმინება ახლა კი მეყო!
რომ მომეკალი, რა იქნებოდა?
რაღას ჰგრძნობს კაცი, როცა გაქრება?
არა, ამგვარად ვალის გადახდა
არ იქნებოდა შურისძიება!..
ქალის დაკარგვით, ამ სიბერის დროს,
უნდა დაგტანჯო და გაგამწარო
და მამიჩემის მკვლელის, ამგვარად,
გულიდან ჯავრი ამოვიყარო!..
![]() |
1.4.4 გამოსვლა მეოთხე |
▲ზევით დაბრუნება |
გამოსვლა მეოთხე
ჩამოდიან გივი და ბაადური (აყვანილი მოჰყავთ)
ბაადურ
სადა ხარ, ჩემო ყმაწვილკაცობავ?..
როგორ დავკუტდი!.. როგორ დავბერდი!..
სადღაა ის დრო, ჯეირანივით
აქ რომ ავირბენ-ჩამოვირბენდი?!
გივი
მეც მაგას ვჩივი, ჩემო ბაადურ!
ვინ დაგვიბრუნებს ისევ გაზაფხულს?!
მხოლოდ სხეული ძალას ვერ ატანს,
თორემ სურვილი შერჩენია გულს?
ბაადურ
შენ კი რა გიჭირს ჯერ, ჩემო გივო?
მაინც ვერ დაგრევს ჯერ ხელს ჭაღარა...
მე თუ ასე ვარ... განა სიბერით?
უფრო ჭრილობამ დამასაპყარა.
რაღა ვარ ახლა? აღარ ვეკუთვნი
აღარც აქ ცოცხლებს და აღარც იქ მკვდრებს?..
გივი
ცოტა მიგიძღვის განა აქ ღვაწლი?
უმსახურობას ვინ დაგაყვედრებს?!.
რასაც გვინიშნავს ბედის ვარსკვლავი,
გადუვალია ჩვენ თავზე ყველა... (სიჩუმეა)
ჩვენ რომ ვეძებდით, ა, სად ყოფილა!
აქ ჩამოსულა, ეგერ ზის გელა.
ბაადურ
აქ არის? მართლა? მაშ მიმიყვანეთ!
აღარ მინახავს დიდი ხანია...
ბრძოლის ველიდან ბევრი დაჭრილი
ორივეს ერთად გაგვიტანია.
(ქალი განზე მიდგება. მიიყვანენ)
ვის ვხედავ კიდევ? გმადლობ, უფალო!
ჰა! გამარჯობა! რასა იქ, გელა?
გელა
ღმერთმა გაცოცხლოს, მაგრამ ვეღარ გცნობთ:
უსინათლო ვარ... ჩემთვის დღეც ბნელა.
ხმასაც რომ ვეღარ ვარჩევ, ბატონო?!
შელახული მაქვს სიბერით ყური...
ცოტათი, ვგონებ, კი მენიშნება:
ხომ არ ბრძანდებით თქვენ ბაადური?
ბაადურ
გამოიცანი! სწორედ ისა ვარ!
შენ ბრმა ხარ და მე დაკუტებული!..
სხვებ ხომ კარგად ხარ? რასა იქ, გელა?
არ გაგტეხია განა ჯერ გული?
გელა
გული რომ მერჩის, იმის ნახევრად,
ნეტავ, მიჭრიდეს ძალი და ღონე.
ბაადურ
გული მეც მერჩის, მაგრამ სიბერეს
თავი მივეცი და დავემონე...
წავიდა, გელავ, ჩვენი დრო, გაქრა,
სულ სხვა დრო არის და სხვა კაცები!..
გივი
მეც ეგ მაწუხებს, ჩემო ბაადურ,
და გულს მიწყლულებს, ღმერთს გეფიცები!..
დროსაც სცოდნია დაჩიავება:
აღარავინ ჰგავს თავის წინაპარს...
და ამ მიზეზით წაქეზებული
შემოგვეხვია მტერი მედგრად გარს!
გელა
არა, უფალი სულ არ გასწირავს
ღვთისმშობლის წილ-ხვედრ საქრისტიანოს!
მხოლოდ გამოსცდის, რომ შეცოდება
მან იგულისხმოს და შეინანოს!..
(ქუდს იხდიან და პირჯვარს იწერენ)
![]() |
1.4.5 გამოსვლა მეხუთე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.4.6 გამოსვლა მეექვსე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.5 მოქმედება მეოთხე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.5.1 სურათი პირველი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.5.1.1 გამოსვლა პირველი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.5.1.2 გამოსვლა მეორე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.5.1.3 გამოსვლა მესამე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.5.1.4 გამოსვლა მეოთხე |
▲ზევით დაბრუნება |
(მიდიან)
![]() |
1.5.2 სურათი მეორე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.5.2.1 გამოსვლა პირველი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.5.2.2 გამოსვლა მეორე |
▲ზევით დაბრუნება |
გამოსვლა მეორე
იგინივე და პატარა-კახი ამალით
მეფე
დარბაისლების მოციქულობამ
და დედაშენის სურვილმა გასჭრა!..
მაგრამ ხომ ჰხედავ, რომ სნეულობამ
ასე უეცრად გულს ისარი მკრა?
არ შემიძლია ჩვეულებრივად
რაზმის დაწყობა... ომში ტრიალი...
და მოახერხებ შენ, რომ იკისრო
წინდახედულად დღეს ჩვენი ვალი?
კახი
ვეცდები თქვენის ხელმძღვანელობით.
მეფე
კეთილი! მაგრამ რისი იმედით?
იმათი ჯარი უთვალავია!
კახი
არა გვიჭირს რა, ჩვენც მზადა ვართ ღვთით...
მართალი არის, იმათი ჯარი
ჩვენსაზე ცხადად უფრო ბევრია,
მაგრამ გავუძლებთ მათ ვაჟკაცობას!..
რიცხვით მეტობა არაფერია!..
გივი
იმათზე უფრო მე ალისკანტი
მეჩოთირება და ის მაფიქრებს:
სამი ათასი ლეკით მოსულა
და მისასვლელზე მტერს ზურგს უმაგრებს.
ბადურ
დალახვროს ღმერთმა! რა მედროვეა!
რომ ვეღარ გაძღა ის ჩვენი სისხლით?!.
ნეტავ შემეძლოს, ახლაც დავლურში
რომ გამოვიხმო, თქვენის სიცოცხლით!
ჩემ დროში მაგას ბევრი სხვა სჯობდა,
მაგრამ სუყველას დედა ვუტირე!..
კახი
ნუ გეშინია... იმას ამ დროშიც
გამოუჩნდება მოპირდაპირე!..
მეფე
თუში ბევრი გვყავს?!
კახი
სამასი კაცი!
მეფე
ფშავ-ხევსურები?
კახი
ცხრაასიოდე!
მეფე
სარდლად მიეცი მათ ჭავჭავაძე!..
ლეკებს ეომონ მხოლოდ, იცოდე!
კახი
ჩვენც ეგ დავსკვენით...
მეფე
მემარჯვნე სარდლად
ვინა გყავს, შვილო, გამორჩეული?
კახი
ქვაბულიძეა, ლევან...
მეფე
მემარცხნედ?
კახი
მემარცხნედ რევაზ ბებურიშვილი.
მეფე
მიმშველი ჯარის?
კახი
ჯანდიერია!
მეფე
მოწინავესი?
კახი
მე ვარ, ბატონო!
მეფე
შენა ხარ? ეგ კი უხერხულია!
არ შემიძლია, რომ მოგიწონო!
შენ უნდა დარჩე მთავარსარდალთან,
რომ ყოველის მხრით გეჭიროს თვალი!
სარდალს არ ჰფერობს მოწინაობა,
როდესაც სულ სხვა იწოდებს ვალი...
კახი
თქვენი ნებაა!
მეფე
მაშ კარგი, შვილო!
ახლა კი დროა გზა დაგილოცო!..
ეს მინდა, გულზე რომ გადაგკიდო...
ჯერ კი მუხლმოყრით უნდა აკოცო
ამ ძელჭეშმარიტს და ამ სასწაულს!
ეს იყოს, შვილო, შენი მფარველი!
ახლა კი ადექ, მომიახლოვდი,
გადაგეხვევი, მომხვიე ხელი! (ჰკოცნის)
მშვიდობით, შვილო! მაღალმა ღმერთმა
გიწინამძღვროს და მოგმადლოს ძლევა!
ახლა დედასთან მიდი... იახელ
და გამოსთხოვე ლოცვა-კურთხევა! (ცრემლები ერევა)
დედოფალი
დედაშვილობის გამჩენმა ღმერთმა
გაკურთხოს, შვილო, გზა წარგიმართოს! (ჰკოცნის)
გივო, გაბარებ უკანასკნელად
და ნუ გაუშვებ საომრად მარტოს!
(ეთხოვებიან. ირაკლი გადის ამალით. გივი გაჰყვება. სიჩუმეა; მეფე აღელვებულია
და ორივე ხელები გულზე აქვს მიდებული; დედოფალი ცრემლებს იწმენდს;
ქალები ჩუმად ქვითინებენ).
ბაადურ
როგორ ბრძანდები, ჩემო ხელმწიფევ?
გულის ფრიალმა გიკლოთ თუ არა?
მეფე
ლამის მამიდნოს, ჩემო ბაადურ!
ახლა კი ცოტა გადამიარა. (სიჩუმე)
(დედოფალს) მტერი მიიღებს პასუხს თუ არა,
უეჭველია, ბრძოლაც ასტყდება
და დედა-წულის აქ დატოვება
საშიში არის... არ ევარგება!..
ჩვენც, დედოფალო, უნდა წავიდეთ,
აქ აღარავის მოგვასვენებენ.
სუყოველიფერ აქაურ ამბავს
იქ შიკრიკები მოგვახსენებენ.
დედოფალი
ჩემო ხელმწიფევ, მე სუყოველთვის
ვყოფილვარ თქვენი სურვილის მონა,
მაგრამ დღეს უნდა სიტყვა შეგკადრო
და შემისრულეთ ეს ერთი თხოვნა:
მინდა, რომ შვილის მახლობლად დავრჩე...
მის მოქმედებას თვალით ვუყურო
და თანდასწრებით, ან მწუხარების,
ან სიხარულის ცრემლები ვღვარო!
ელენე
დიდო ხელმწიფევ, ჩვენც გადავწყვიტეთ,
რომ აქვე დავრჩეთ ყველა მახლობლად,
ჩვენის ქმრების და ჩვენის შვილების
სანუგეშოდ და გასამხნევებლად.
ბაადურ
ბატონო მეფევ! მეც მინდა დავრჩე,
ამათი ხვედრი გავიზიარო;
რომ ფეხალაგობ, შემომსევ მტერზე,
ეს ძველი ხმალი კიდევ ვიხმარო! (სიჩუმეა)
დედოფალი
პასუხს მოველით და რას გვიბრძანებ?
მეფე
რაღა უნდა ვთქვა? (აღელვებით) მეც თქვენთანა ვარ!
(დედოფალს) ერთად სიცოცხლე, ერთად სიკვდილი,
ჩემის გვირგვინის გვირგვინო, თამარ!..
ფარდა დაეშვება
![]() |
1.6 მოქმედება მეხუთე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.6.1 გამოსვლა პირველი |
▲ზევით დაბრუნება |
მოქმედება მეხუთე
სცენა: მაღლობი ადგილი
გამოსვლა პირველი
მეფე, დედოფალი, ბაადურ, ელენე და ამალა
მეფე (დურბინდით გადაჰყურებს)
საკვირველია, ამ სიშორიდან
ისე სჩანს ყველა, თითქოს სარკეში:
ალაზნის პირად დამდგარა ჯარი,
მხოლოდ ლეკები ჩამსხდარან ტყეში.
დედოფალი
ომი დაიწყო?
მეფე
დიდი ხანია...
შემოკრული ჰყავს მტერი ქართველ ჯარს
და იერიშით პატარა გუნდი
ტყისკენ აწვება ლეკების საფარს...
მაგრამ ეს მცირეც შუა გაიყო!..
ნეტავ რას ნიშნავს, ვერ შემიტყვია?!
თუშის ჯარსა ჰგავს, ჩამოშორდა სხვებს
და მარჯვნით განზე გადაუხვია!
ბაადურ
ეგ ნოშრევანის ხერხი იქნება:
გამოსძებნიდა სადმე სუსტ მხარეს
და, ორთა შუა თუ მოიმწყვდია,
მტერს დააყენებს სიცხე-სიმწარეს!
დედოფალი
ღმერთო, მოგვხედე წყალობის თვალით!
ქალები
ნუ მოგვაკლებ დღეს შენს მოწყალებას!
ბაადურ
ამინ!.. უფალო! გადაგვარჩინე
მათ მწარე უღელს და ამ წვალებას!
მეფე
დაიძრა ლეკი... მინდვრად გამოდის!..
მიკვირს, საფარში რომ ვეღარ დგება?!
ბაადურ
არ მოგახსენეთ?! უთუოდ სხვა მხრით
თუში მოექცა და ის აწვება.
გაიქცენ?
მეფე
არა, წინ არ უშვებენ,
ყოველი კუთხით შეუკრეს გზები.
დედოფალი
ოჰ, ღმერთო, შენს მადლს! ღმერთო, მოგვხედე!
მეფე
როგორ მისცვივდენ ფშავ-ხევსურები!
ბაადურ
ჰიი, თქვენს გამჩენს კი ვენაცვალე
და თქვენს მარჯვენას, თუშ-ფშავ-ხევსურო!
მეფე
ლეკის საფრიდან გამოდის ჯარი,
თუში ყოფილა, თუშმაც მოასწრო!
ჰა, ჩაერიენ... გუნდი გუნდს ებრძვის...
გაერთდენ! ომი ხელდახელია!
ორივე მხარე საოცრად იბრძვის,
ჯერ გამარჯვება საეჭველია.
აგერ ვიღაცა ლეკის რაზმიდან
გამოდის... ცხენი გამოახტუნა...
ბაადურ
დავლურში იწვევს უთუოდ ჩვენსას,
მაგრამ თუ ერთი ბედმა უმტყუნა...
მეფე
გაჰყვა ვიღაცა... მაგრამ, ჰო! ჰო! ჰო!
მისვლის უმალვე ძირს ჩამოვარდა.
მეორე გადის... ესეც დამარცხდა!
რა ვქნა? ჩვენებს დღეს რა დაემართა!
ბაადურ
ვაი თუ თვითონ ალისკანტია?
ბევრს გააფუჭებს შეჩვენებული!..
მოდი და ახლა, ამის გამგონეს,
ნუ მოგიკვდება, ბაადურ, გული!
(თავს იქნევს)
მეფე
ორი გავიდა ერთად… პირველმა
მოატრიალა უკანვე ცხენი...
ძირს ჩამოვარდა... მეორემ მოჰკლა!..
ეჰე! ჩვენსასვე ჰკლავს ისევ ჩვენი?
ბაადურ
მტერი იქნება! ალბათ ვერ ჰხედავთ...
მეფე
კიდევ აპირებს ვიღაც გამოსვლას
და არ უშვებენ, გარს ეხვევიან…
ბაადურ
შეჩვენებულმა ეგეც არ მოჰკლას!
მეფე
ვერ შეიკავეს... გამოდის... ღმერთო!
ამას რას ვხედავ?.. ვგონებ, ირაკლი!..
დედოფალი
ირაკლი?!
მეფე
დიახ, ირაკლის მოჰგავს!
ბაადურ
ღმერთო, შენ მიეც ძლევა და მადლი!
მეფე
მოჰკლეს!
დედოფალი (იკივლებს)
ირაკლი?!.
მეფე
მოპირდაპირე, -
ნუღარა სწუხარ აწ, დედოფალო!
დედოფალი
სჩანს, ბედი ისევ ჩვენსკენ ყოფილა,
დიდება შენდა, ღმერთო-უფალო!..
ბაადურ (აღტაცებით)
არ გაჰყვებოდა პატარა-კახი,
თუ არ ჰქონოდა გული საგულეს.
მეფე
გატყდენ ლეკები! აღარ იბრძვიან...
ახლა კი სწორედ ჩვენებმა სძლიეს!
ლეკებთან ერთად სხვებიც შეჩერდენ,
პირი იბრუნა, გაიქცა მტერი!
ჰა! დაედევნა ცხენოსანთ ჯარი,
რა საოცარი ავარდა მტვერი!..
თვალით აღარა იხედება რა!..
მაგრამ ცხადია, რომ დაგვრჩა ძლევა!..
ქალები
წმინდა გიორგი ალავერდისა,
მოგვმადლე შენი ლოცვა-კურთხევა!..
![]() |
1.6.2 გამოსვლა მეორე |
▲ზევით დაბრუნება |
გამოსვლა მეორე
იგინივე და შიკრიკი შემოდის
შიკრიკი
ბატონო მეფევ! ნუ მოგიშალოს
ღმერთმა დიდება და გამარჯვება!
დამარცხდა მტერი... გაიქცა კიდეც
და შიშით უკან ვერ იხედება!..
თუ ლეკებს არა, ჩვენ აქამდისაც
დავამარცხებდით ყოველგან თათარს,
მაგრამ ლეკებმა ნამეტანი ჰქნეს:
სამაგალითოდ უმაგრებდენ მხარს!
საოცრად ჰბრძოდენ, სანამ ალისკანტ
არ მოჰკლეს, მათი ბელადი-ლომი;
მაშინ კი სწორედ შეშინდა ლეკი,
ზარი დაეცათ და შესწყდა ომი.
მეფე
საპირდაპიროდ რომ გამოვიდა,
ის ალისკანტი ხომ არ ყოფილა?
შიკრიკი
სწორედ ის გახლდათ, ჩემო ხელმწიფევ,
და ჩვენის მხრითაც ბევრი იმსხვერპლა,
ვინც კი გავიდა, ზედიზედ მოჰკლა!
გაძნელდა მისი პირდაპირობა!..
ბოლოს გავიდა ლევანიც, მაგრამ
აღარ დასცალდა მისი გმირობა:
თან გაჰყვა ლევანს ბებურიშვილი,
რომ გასაჭირში მოხმარებოდა,
მაგრამ, როდესაც ლევან ბელადის
შუა გაპობას ეპირებოდა,
გავარდა თოფი იმ დროს რევაზის
და უცაბედად ლევან დაიჭრა.
ელენე
უი! ჩემს თვალებს!
(გულს ეყრება. ქალები მისცვივდებიან).
დედოფალი
მხოლოდ დაჭრილა...
შიკრიკი
ნუ გეშინიათ, არა უჭირს რა!..
შეშინებულმა ლეკმა რომ ნახა
მოულოდნელად სხვისგან დაჭრილი,
გული მოეცა და იქვე მოკლა
ხმალდახმალ რევაზ ბებურიშვილი...
მეფე
მერე გავიდა ბატონიშვილი?..
შიკრიკი
ბევრი უშალეს, არ დაიშალა...
მასაც მოასწრო წყეულმა თოფი
და მოსულს უმალ გულზე ახალა.
დედოფალი (იკივლებს)
ირაკლი დასჭრეს?..
შიკრიკი
არა, ბატონო!
მის ძელჭეშმარიტს მოხვდა ის ტყვია,
ხატი გაჭეჭყა და ბატონიშვილს
არც კი უგრძვნია, არ შეუტყვია.
მიაგდო ცხენი ხმალდახმალ მტერზე,
შუა გაჰკვეთა ერთის შემოკვრით
და მაშინ მტერმაც ომი შესწყვიტა
ყოველის კუთხით და ყოველის მხრით.
ბაადურ
გაიქცენ?
შიკრიკი
დიახ, და ჩვენი ჯარიც
უკან მოექცა, აღარ ასვენებს.
დედოფალი
გივი სად არის?
შიკრიკი
ბატონიშვილთან!
ორივე ერთად წინ უძღვის ჩვენებს.
![]() |
1.6.3 გამოსვლა მესამე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.6.4 გამოსვლა მეოთხე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.6.5 გამოსვლა მეხუთე |
▲ზევით დაბრუნება |
იგინივე და შემოაქვთ დაჭრილი
დაჭრილი
სად არის ლევან? აბა მიჩვენეთ!
ეს არის, აგერ რომ ასვენია?
რისთვის მიშორებ, შენ გენაცვალე?
რომ მიმატოვე, არა გრცხვენია?!.
“ერთად სიცოცხლე, ერთად სიკვდილი”,
ასე არ იყო ჩვენი პირობა?
და შენ კი გინდა სიტყვა გასტეხო?
ამას იფერებს შენი გმირობა?
აჰა, გიბრუნებ შენსვე საწინდარს,
(იხსნის გულს, აიგლეჯს რაღასაც და გულზე ადებს)
თვით ღმერთი იყო ჩვენი თავმდები!..
შენ კი აქავე მიშორიებდი,
მაგრამ მე იქაც არ მოგშორდები!..
წავიდეთ ერთად... (ჩაეკვრება და კვდება)
მსახური
ქალი ყოფილა!
ყველა
ქალი ყოფილა?!!
მეფე
ვინ არის, ნეტავ?
![]() |
1.6.6 გამოსვლა მეექვსე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2 წერეთელი აკაკი |
▲ზევით დაბრუნება |

| დაბადების თარიღი: | 21 ივნისი, 1840 |
|---|---|
| გარდაცვ. თარიღი: | 8 თებერვალი, 1915 (74 წლის ასაკში) |
| დაკრძალვის ადგილი: | მთაწმინდის პანთეონი, თბილისი |
| კატეგორია: | პოეტი, პუბლიცისტი |
დაბადების ადგილი: სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის რაიონი.
ცნობილი ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე და საქართველოს
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ბავშვობის წლები სოფელ
სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა, 1852 წლიდან ქუთაისის კლასიკურ
გიმნაზიაში სწავლობდა, 1859 წლიდან კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური
ენების ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით.
ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი
უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა
ლირიკულმა ლექსმა ― "საიდუმლო ბარათი", რომელიც მალევე სიმღერის სახითაც
გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს დიდი პოპულარობა მოუტანა.
მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის "ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსებასა და მის მრავალმხრივ
კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების
შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად
ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური
ჟურნალის "აკაკის თვიური კრებული" (1897-1900) დაარსებით. იგი რედაქტორობდა
აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს "ხუმარა", რომლის ანტიცარისტული და
ეროვნული მიმართულების გამო, დაპატიმრებულიც კი იყო.
ილია ჭავჭავაძესთან ერთად, აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა
ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით,
დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი
აღორძინებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. მან ახალი
ეტაპი შექმნა ქართული მხატვრული სიტყვის განვითარებაში, რამაც პოეტს, ილია
ჭავჭავაძესთან ერთად, კანონიერად დაუმკვიდრა ახალი ქართული ლიტერატურის
ერთ-ერთი ფუძემდებლისა და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორის
სახელი. ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტ სახალხო პოეტად.
ავტორია მრავალი ლექსისა და პოემისა. მისმა შემოქმედებამ წარუშლელი კვალი
დატოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში.