![]() |
სარჩევი |
ავტორ(ებ)ი: ჟორჟოლიანი გია, ბერეკაშვილი თამარ, მუსხელიშვილი მარინა
სრულად იხ.: ჟორჟოლიანი, გია და სხვ., ბერეკაშვილი, თამარ, მუსხელიშვილი, მარინა.
დემოკრატიზაცია : საზოგადოებები გარდამავალ პერიოდებში: დემოკრატიზაცია თანამედროვე
სამყაროში : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის] / გია ჟორჟოლიანი,
თამარ ბერეკაშვილი, მარინა მუსხელიშვილი ; [რედ.: ლია კაჭარავა] ; ფონდი ღია
საზოგადოება - საქართველო - თბ. : მეცნიერება, 2001 - 194გვ. ; 20სმ. - (სოციალურ
მეცნიერებათა სერია) - ბიბლიოგრ.: გვ. 188-193. - ISBN 99928-891-9-5 : [5ლ.],
500ც.[MFN: 15405]< UDC: 321.7 + 316.32](075.8)
საავტორო უფლებები: © სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
სარჩევი შესავალი თავი I დემოკრატია და
დემოკრატიზაცია კონცეპტები და თეორიები
§ 1. დემოკრატია თავი II დემოკრატიზაციის პროცესი, როგორც ტრანზიტი, ანუ
გადასვლა დემოკრატიაზე §1. დინამიკური მოდელი
თავი III პოლიტიკური დემოკრატიზაცია, ეკონომიკა, სამოქალაქო საზოგადოება თავი IV დემოკრატიზაციის
თანამედროვე გამოწვევები
§1. მდგრადი დემოკრატია: დემოკრატიზაცია ეკონომიკური გარდაქმნების შუქზე
ბიბლიოგრაფია:
K 234.795/3 - საერთო ფონდი
K 234.796/3 - საერთო ფონდი
K 234.797/3 - საერთო ფონდი
F 78.281/3 - ხელუხლებელი ფონდი
§ 2. მინიმალური, ლიბერალური და კონსოლიდირებული დემოკრატია
§ 3. დემოკრატიზაციის ტალღები§ 4. შედარებითი პოლიტოლოგია და დემოკრატიზაცია
§ 5. დემოკრატიზაცია:ძირითადი თეორიები და კონცეპტები (ზოგადი მიმოხილვა)
§ 6. ფაქტორები, რომელნიც განმსაზღვრელ როლს ასრულებენ დემოკრატიზაციის პროცესის
ინტერპრეტაციისას
ამ თავში ჩვენ განვიხილავთ სამ უაღრესად მნიშვნელოვან მიდგომას, რომელნიც, ერთის
მხრივ ასახავენ გარკვეულ ეტაპებს დემოკრატიზაციის პროცესების კვლევაში, ხოლო მეორეს
მხრივ წარმოადგენენ მცდელობებს ზოგადი და კონკრეტული ტენდენციების
ურთიერთდაკავშირებისა ტრანზიტის, დემოკრატიზაციის, ანუ დემოკრატიაზე გადასვლის
პროცესის ახსნისას.
§ 2. ავტორიტარული რეჟიმის ლიბერალიზაცია და ძირითად პოლიტიკურ ძალთა
ურთიერთქმედება დემოკრატიზაციის პროცესში
§3. პოლიტიკური რეჟიმები, დემოკრატიზაცია და დემოკრატიის კონსოლიდაციის
შესაძლებლობა
§1. ეკონომიკა
§2. სამოქალაქო საზოგადოება
§ 3. პოლიტიკური კულტურა
§ 2. ახალი დემოკრატიების ინსტიტუტები - მინიმალური და ლიბერალური დემოკრატიების
შედარებითი ანალიზი
![]() |
1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
80-იანი წლების ბოლოს ე.წ. სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში ყველაზე ხშირად ხმარებული სიტყვა, ალბათ იყო დემოკრატია. ამავე დროს, დასავლურ აკადემიურ პოლიტოლოგიურ ლიტერატურაში, თუმცა არა მედიასა და პოლიტიკური წრეების დისკურსში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და სსრკ-ში 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში მიმდინარე პროცესებს იკვლევდა „დემოკრატიას“ სიხშირით „დემოკრატიზაცია“ ჭარბობდა. ეს, თითქოსდა, პირველი შეხედვით, უმნიშვნელო განსხვავება ტერმინოლოგიაში, სინამდვილეში ასახავდა ფუნდამენტურ, არსობრივ განსხვავებას შექმნილი რეალობის აღქმასა და მიმდინარე პროცესების გაგებაში.
კომუნისტურ ქვეყნებში, განსაკუთრებით ინტელიგენციის წრეებში გავრცელებული მოსაზრება, რომ „თუ არა კომუნიზმი, ჩვენ ვიქნებით ისეთივე, როგორც დასავლეთი“ მიხეილ გორბაჩევის მიერ დაწყებული „პერესტროიკის“ შედეგად მოხდენილ „ხავერდოვან რევოლუციებს“ ხდიდა გარდამტეხ ზღვრად, რომლის შემდეგ პირდაპირ და მაშინვე იწყებოდა დემოკრატია. „ცივი ომის“ დასრულებით გახარებული, ტექნოლოგიურად და იდეოლოგიურად გამარჯვებული ევრო-ატლანტიკის პოლიტიკური წრეებიც „ისტორიის დასასრულსა“ და ჰომო-საპიენსის ლიბერალურ-დემოკრატიულ ადამიანად საბოლოოდ გარდაქმნას ზეიმობდნენ. აკადემიური მეცნიერების წარმომადგენელთა მოკრძალებულ ეჭვს, რომ დაწყებული პროცესები უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ დასაწყისია დემოკრატიზაციისა, რომელიც სულაც არ არის აუცილებელი დამთავრდეს დემოკრატიით, და მით უმეტეს დაუყოვნებლივ, აღფრთოვანებულ განწყობაში დისონანსი ვერ შეჰქონდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თითქმის არავინ აქცევდა ყურადღებას.
მაგრამ, გავიდა წლები, რეალობა სულ უფრო და უფრო ფართო საზოგადოებისათვის ხდიდა საცნაურს, რომ დემოკრატიის დამკვიდრება მყისიერად შეუძლებელია, და სულ უფრო მეტად იპყრობდნენ ყურადღებას გამოკვლევები, რომელნიც სწავლობდნენ დემოკრატიზაციას, როგორც პროცესს და არა დემოკრატიას, როგორც სისტემას. დემოკრატიზაცია წამყვანი თემა ხდება პოლიტიკურ მეცნიერებებში საერთოდ და განსაკუთრებით შედარებით პოლიტიკურ კვლევებში.
ვიდრე უფრო ღრმად განვიხილავდეთ დემოკრატიზაციას, როგორც ფენომენს (მთელი სალექციო კურსიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება), მოკლედ ვიტყვით, რომ სიტყვა „დემოკრატიზაცია“ აღნიშნავს პოლიტიკურ ცვლილებებს, რომლებიც მიმართულია დემოკრატიისაკენ. თუ დემოკრატიას წარმოვიდგენთ, როგორც მიზანს, დანიშნულების ადგილს, დემოკრატიზაცია შეიძლება განვიხილოთ, როგორც გზა, რომელიც ამ მიზნისკენ მიემართება. მაგრამ იმისათვის, რომ განსაზღვრულ იქნას სწორი, ოპტიმალური გზა მიზნის მიღწევისა, თავად მიზანი უნდა იყოს საკმაოდ მკაფიოდ განსაზღვრული. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა აღმოვჩნდეთ არა დანიშნულების ადგილას. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში არ არსებობს თუნდაც ორი აბსოლუტურად იდენტური დემოკრატია, მაგრამ მაინც შესაძლებელია იმ არსებითი ნიშან-თვისებების გამოკვეთა, რომელნიც თანამედროვე დემოკრატიებს ახასიათებთ.
- თანამედროვე სამყაროში დემოკრატიისადმი, როგორც დეკლარირებული იდეალისადმი
ნორმატიული განწყობის გავრცელება, მისი დასახვა საზოგადოებრივი გარდაქმენბის
სავარაუდო და სასურველ მიზნად;
- მსოფლიო არენაზე დემოკრატიული მოდელის მიმზიდველობის ზრდა როგორც დასავლური
ცივილიზაციის ტიპის ფართო კულტურული გავლენის შედეგი და ამის შედეგად
ავტორიტარიზმის, როგორც ეროვნული განვითარების მოდელის დელეგიტიმიზაცია;
- დემოკრატიული უფლებებისა და თავისუფლებების მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმიდნარე
რეალური გაფართოება და ექსპერიმენტირება დემოკრატიულ პროცედურებსა და
ინსტიტუტებთან, რომელსაც მოსდევს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი შედეგები;
- ავტორიტარიზმის ეკონომიკური არაეფექტურობა, მკაფიოდ გამოვლენილი 80-90-იან
წლებში, განსაკუთრებით როგორც საზოგადოებრივი მოდერნიზების ინსტრუმენტისა, რაც
უარყოფს ადრე გავრცელებულ წარმოდგენებს ეკონომიკის ავტორიტარული მოდერნიზების
შედეგიანობის შესახებ;
- ისეთი სპეციფიული საერთაშორისო კონტექსტის შექმნა (მათ შორის ინსტიტუციონალურისაც
- ე.წ. ტრანს-ნაციონალური სახელმწიფოთშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ
მხარდაჭერილის), რომელიც სპეციფიურად ხელსაყრელია ავტორიტარიზმიდან უფრო
დემოკრატიულ მოდელებზე გადასვლისათვის.
დემოკრატიზაციის თანამდეროვე პროცესების შესწავლის შედეგად
შესაძლებელია იმ გარე ფაქტორების იდენტიფიცირება, რომლებიც გავლენას ახედნენ და
ვლინდებიან სხვადასხვა ქვეყენბის დემოკრატიზების მცდლობებზე. მელვილი გამოყოფს
შემდეგ ფაქტორებს:
![]() |
2 ბიბლიოგრაფია: |
▲ზევით დაბრუნება |
ბიბლიოგრაფია:
G.A.Almond and S.Verba. The Civic Culture Revisited: An Analytical Study, Boston: Little, Brown, 1980
Anthony H. Birch „The Concepts and Theories of Modern Democracy“, Routledge, 1993
Thomas Carothers, Civil Society, Foreign Policy, Winter 1999-2000, Issue 117
L.Csaba. The Capitalist Revolution in Eastern Europe, A Contributon to the Economic Theory of Sistemic Change. Edvard Elgar, 1995
R.A. Dahl, On Democracy, Yale University Press, 1998
R. Dahl, Democracy and Its Critics, New Haven: Yale University Press,1989
L.Diamond. Toward Democratic Consolidation. „Journal of Democracy“, v.5, N.3, 1994
L.Diamond Is the Third Wave over? Journal of Democracy, v.7, N.3, 1996
edited by Larry Diamond, Juan J. Linz, Seymour Martin Lipset, Politics in Developing Countries - Comparing Experiences with Democracy//Lynne Rienner Publishers, 1995
Robert Fine, Civil Society Theory, Enlightment and Critique, Democratization, v.4,N.1, 1997
Michael W.Foley, Bob Edwards, The Paradox of Civil Society, Journal of Democracy, V.7, N.3, 1996
Freedom House, democracy indeses, www.freedomhouse.org
M.Grawitz, J.Leca (eds). Traite de science politique. 4 vols. Paris: Press Universitaire de France, 1985
ed. Howard Handelman, Mark Tessler. Democracy and its Limits. Lessons from Asia, Latin America, and the Middle East, University of Notre Dame Press, 1999
Theodor Hnaf, Ghia Nodia. Georgia - Lurching to Democracy. From Agnostic Tolerance to Pious Jacobonosm: Societal Change and People's Reactions. Nomos Verlagsgesellschaft, Baden-Baden, 2000
David Held Democracy and the Global Order, From the Modern State to Cosmopolitan Governance, Polity Press, 1997
ed. by Barry Holden, Global Democracy. Key Debates,Routledge, 2000
ed. by James F. Hollifield, Calvin Jillson. Pathways to Democracy: the Political Economy of Democratic Transitions, Routledge, 2000
Samuel Huntington, The Third Wave, University of Oklahoma Press, 1991
Samuel Huntington, Political Order in Changing Societies. New Haven, 1968
R. Inglehart, Modernization and Postmodernization. Cultural, Economic, and Political Change in 43 Societies. Princeton University Press, 1997
Klingemann H.-D., Fuchs D. [eds]. Citizens and the State. Oxford: Oxford University Press, 1995
J.-E. Laneand, S. Ersson. comparative Politics. An Introduction and New Approach. Polity Press, 1994
Juan J.Linz, Alfred Stepan. Problems of Democratic Transition and Concolidation. Southern Europe, South America and Post-Communist Europe. The John Hopkins University Press, 1996
Seimur Martin Lipset Political Man New York: Doubleday, 1960
ed. by Scott Mainwaring, Matthew Soberg Shugart, Presidentialism and Democracy in Latin America, Cambridge University Press, 1997
Barington Moore Social Origins of Dictatorship and Democracy: Lord and Peasent in the Making of the Modern World (1966).
G.O'Donell. Horisontal Accontability in New Democracies - „Journal of Democracy“, v.9, N.3, 1998
G. O'Donnell, Illusions about Concolidation, „Journal of Democracy“, v. 7, N.2, 1996
G. O'Donnell, On the State, Democratization and Some Conceptual Problems: A Latine American View with Glances at Some Poscommunist Countries. World Development, vol.21, N.8, 1993
ed. David Potter, et., Democratization. Polity Press, 1997
A.Przeworsky, Democracy and the Market. Political and Economic Reform in Eastern Europe and Latin America. Cambridge, Cambridge University Press, 1991
Adam Przeworski, et. Sustainable Democracy, Cambridge University Press, 1995
Adam Przeworski - The Neoliberal Fallacy/Journal of Democracy, Vol.3, No. 3, July 1992;
R.D.Putnam, Making Democracy Work. Civic Traditions in Modern Italy. Princeton University Press, 1993
Rueschemeyer D., Stephens J., Capitalist Development and Democrasy, Cambr. 1992
Dankwart Rustow, Transitions to Democracy, Comparative Politics, 2, 1970
R.Rose, Postcommunism and the Problem of Trust. „Journal of Democracy“, v.5, N.3, 1994
Richard Rose - Toward a Civil Economy / Journal of Democracy, Vol.3, No. 2, April 1992;
R.Rose, W.Mishler and C.Hapefer. Democracy and its Alterantives. Understandi