![]() |
პოეზია |
![]() |
1 გლეხი და ერეკლე |
▲ზევით დაბრუნება |
|
ხალხური გლეხი და ერეკლე 1 ტონუაშვილსა მიქებენ, წყარო: გლეხი და ერეკლე:ხალხური პოეზია: შემდგენელი ვ. კოტეტიშვილი: თნ. "საბჭოთა მწერალი":1961 |
![]() |
2 ერეკლეს სტუმარი |
▲ზევით დაბრუნება |
ხალხური
მოდის, მოგალობს |
![]() |
3 თინა წავკისელი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 თინა წავკისელი ერეკლე მეფეს |
▲ზევით დაბრუნება |
ხალხური
შენ გენაცვალე, მეფეო,
წყარო: თინა წავკისელი: ქართული ხალხური პოეზია: ტ. XI:
შემდგენელი ქს. სიხარულიძე: თბ. "მეცნიერება": 1984, გვ. 70
თინა წავკისელი ერეკლე მეფეს
შენ გენაცვალე, შენაო,
გიორგი არ მომიშიო,
სულ შეიჯერე თემიო.
მეც მალე დაგეხმარები,
თუ რომ გამიხსნეს ხელიო,
თუ არადა მომაშველეთ
ნახშირფორელი მღვდელიო.
![]() |
3.2 პასუხად თინა წავკისელს |
▲ზევით დაბრუნება |
ხალხური
პასუხად თინა წავკისელს
თინიავ რამ შეგაშინა,
ნუ შეგეცვალა ფერიო!
შენ დაგვეკარგე, მაგრამა
არვინ არს შენი ფერიო.
![]() |
4 მაია წყნეთელი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 მაიას დაობლება |
▲ზევით დაბრუნება |
ხალხური
მაიას დაობლება
ადრე მოუკვდა მას დედა,
სოფელ მცხეთაში გაზრდილი,
მამამაც თავი მოიკლა,
ვერ აიტანა ქადილი.
![]() |
4.2 ერეკლეს და მაიას შეხვედრა |
▲ზევით დაბრუნება |
შავთვალა, ტანით ბრგე გოგომ
ჩაიცვა ვაჟკაცურადა,
თოფ–იარაღი აისხა,
იქცევა მამაცურადა,
პატარა კახსა ეახლა,
რა კარგი სანახავია!..
ხირიმი შეატრიალა,
დაბლა დაუკრა თავია...
- ვინა ხარ, ძმაო, საიდან,
რომელი გვარის კაცია!
ჰკითხა ბატონმა,
რა იცის, რომ ქალს კაცურად აცვია.
- მათე ვარ, შენი ჭირიმე!
მოვდივარ შორის-შორადა,
ჯავრი მჭირს ავკაცებისა,
ცეცხლი მწვავს ერთი ორადა.
მინდა, რომ გეყმო ერთგულად,
წელზე ვატარო ხმალია,
შენი ბრძანებით დავიცვა
ქვრივ-ოხერ, ობოლ-ქალია.
ნეფესა მოეწონება
სიტყვა–პასუხი მათესი,
თავის მახლობლად დანიშნა
გმირი - სიკეთის დამთესი.
![]() |
4.3 მაიას ყაჩაღად გავარდნა |
▲ზევით დაბრუნება |
უზნეო პირთა ენამა
არ მოასვენა მაია,
და მოაშორეს ნეფესა
გლახაკთ მოსარჩლე დაია.
მათე-მაია დევნილმა
ტყისკენ გასწია მალულად
და ყაჩაღობა დაიწყო,
ხან ცხადლივ, ხანაც ფარულად.
წყარო: მაია წყნეთელი: ქართული ხალხური
პოეზია: ტ. XI:
შემდგენელი ქს. სიხარულიძე: თბ. "მეცნიერება": 1984.</p>
![]() |
4.4 მაიას დატყვევება და სიკვდილი |
▲ზევით დაბრუნება |
მაიას დატყვევება და სიკვდილი
დაკოდილი ყაენის დროს
ამბავი ესე მომხდარა, –
სპარსი დაეცა ქართველსა,
დაჰკრეს ბუკი და ნაღარა.
ქალაქ ერევნის ახლოსა
მაია დაატყვევნესა,
არ დაუფასეს გმირობა
სპარსეთში გააგზავნესა.
გულით მაგარი დიაცი
არ შეუშინდა განსაცდელს,
გზაში დახოცა მცველები
და მიაღწია საწადელს...
გახარებული გამორბის,
ესწრაფის მშობელ მხარესა.
უნდა, რომ მალე ეწვიოს
თვით აღმზრდელ არე–მარესა,
მაგრამ უმუხთლა საბრალოს
ტიალმა წუთისოფელმა,
ვერ მიაღწია სახლამდე
უბედურების მნახველმა.
გზაში მოუსწრო სიკვდილმა
ტანჯული სული დალია.
მოუკვდათ ბეჩავ გლეხებსა
მათი დამცველი მაია.
ტიალ მინდორზე ობლადა
მაია ასაფლავია,
ციდან მის საფლავს ანათებს
დღისით მზე, ღამით მთვარეა.
წყარო: მაია წყნეთელი: ქართული ხალხური პოეზია: ტ.
XI: შემდგენელი ქს. სიხარულიძე: თბ. "მეცნიერება": 1984., გვ. 69-70</p>
![]() |
5 მეფე ერეკლე |
▲ზევით დაბრუნება |
|
ხალხური მეფე ერეკლე ეს ჩვენი მეფე ერეკლე |